суббота, 10 февраля 2018 г.

დამასკოზე ავიადრტყმის განხორციელებისას ებრაულმა მხარემ ერთი F-16I დაკარგა

სირიის ქალაქ დამასკზე ავიადრტყმის განხორციელებისას ერაულმა ავიაციამ ერთი F-16I ტიპის გამანადგურებელი დაკარგა. ამის შესახებ twitter-ზე ისრაელის არმიის პრეს სამსახურის სპიკერი იუწყება:
"შემიძლია დავადასტურო რომ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში კატასტროფა განიცადა ერთმა გმანადგურებელმა. დაზარალებულების შესახეფ ინფორმაცია არ შემოსულა"
წყარო: - Jonathan Conricus

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორივე პილოტმა მოახერხა კატაპულტირება. პილოტები ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფებიან. 


გამანადგურებლის ჩამოგდების საპასუხოდ, ებრაულმა მხარემ სირის ტერიტორიაზე, სირიისა და ირანის სამხედრო ობიექტებზე, მასრიებული  ავია იერიში განახორციელა. განადგურებული იქნა 12 სამხედრო ობიექტი, აქედან 3 ჰსთ ბატაერა და 4 ირანელთა ობიექტი იყო.
წყარო:



ებრაული გამანადგურებლის ნარჩენები



სირიაში ამერიკულ ავიადარტყმას რამდენიმე ასეული რუსი დაქირავებული მებრძოლი შეეწირა


ვაშინგტონი, 8 თებერვალი - აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად განადგურებულ ასადისტთა რიგებში სავარაუდოდ რუსი დაქირავებული მებრძოლებიც არიან. ამგვარი მტკიცებულებით ოთხშაბათს ტელეკომპანია CBS გამოვიდა. თავის მხრივ ტელეკომპანია პირველწყაროდ პენტაგონის წარმომადგენელს ასახელებს.
ასევე აღინიშნება, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულ ავიადარტყმებს სირიაში რუსები შეეწირნენ". ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა არანაირი დეტალი არ ხმაურდება.
დაწვრილებით:
Forces hit by U.S. in Syria included Russian mercenaries, official says

ეს შემთხვევა ასევე დასტურდება სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა პროფილურ გვერდებზეც:
გვერდი სოციალურ ქსელ vk.com-ში "Солдат Удачи - Для тех,чья профессия-защищать!"
"სამწუხაროდ მონაცემები დადასტურდა!
სირიაში, რამოდენიმე აშშ-ს ინეტერესების სფეროში შემავალი ობიექტის დაკავების მიზნით, ქურთების პოზიციებისკენ, მათზე იერიშის მისატანად, მიმავალი ჩვენი ბიჭების პირადი შემადგენლობის კოლონა სრულიად იქნა განადგურებული....
200იანების (დაღუპილების) რაოდენობა საკმაოდ დიდია, ბევრი გვამის ამოცნობა შეუძლებელია........ თავიდან ამერიკელების არტილერიამ იმუშავა, ბოლოს ვერტმფრენებმა დაასრულეს საქმე. დარტყმა ფრონტში და სიღრმეში განახორციელეს.... ჩვენმა პირადმა შემადგენლობამ ჩამოქვეითებაც კი ვერ მოასწრო.
ესეც თქვენ "ახალი ტექნოლოგიები".

კომენტარი იმვე გვერდიდან:
ღამით (7სა და 8 თებერვალს შორის) მოხდა ბრძოლა. გაგვხიეს ნაკუწებად. მე 33 ჩემი და 11 მომაგრებული მებრძოლი მყავდა, ასევე მომაგრებული მყავდა სამი ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის ერთი ტანკი. მთელი ტექნიკა დაწვეს, ტანკისგან ჩონჩხიც კი არ დარჩა, ამ ხორციდან ფეხით მოგვიწია გამოსვლა. გამოვედით 17 ადამიანი. დანარჩენები დაიხოცნენ. ამჟამად მწყობრში სულ 9 მყავს. დანარჩენი 300ები (დაჭრილები) ეგრევე ჰოსპიტალში წაიყვანეს. მეც ნამსხვრევებმა წვერი დამიზიანა, ასევე გაქცევისას ფეხი დავიზიანე. დაიწვა მთელი ჩემი აღჭურვილობა და ტანსაცმელი. დამრჩა მხოლოდ ის რაც ზედ მეცვა. ეს მხოლოდ ის რაც ჩემს ოცეულს ეხება. სხვა ოცეულებში მდგომარეობა ანალოგიურია. დიდი დანაკარგებია დივიზიონის არტილერიაშიც. ისინი პირველ 30 წუთში საბრძოლო დრონებით გამოთიშეს. ჩვენ კონკრეტულად ამერიკელ სპეცებს შევეჩეხეთ. ჩვენს წინააღმდეგ ასევე მუშაობდნენ ვერტმფრენები. მათ წინააღმდეგ არანაირი შანსები არ გვქონდა. დავრბოდით ორმოდან ორმოში და სახლიდან სახლში და ვიმალებოდით.
მათ ქვეითებთან ახლო კონტაქტში შევედით და უკან დავახევინეთ. სწორედ ამ დროს ამუშვდნენ ვერტმფრენები და დაიწყო ხორცი. მათ პოზიციებზე კონკრეტულად პენდოსების დროშები ფრიალებდა.

ამ ინცინდენტის შესახებ, ვინმე  Игорь Димитриев-ის მიერ ფეისბუკზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რუსული გაზეთი Взгляд-იც იუწყება:

როგორც ჩანს საუბარია რუსულ კერძო სამხედრო კომპანიაზე, სახელწოდებით Вагнер (კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაში - Группа Вагнера). სავარაუდოდ ჯგუფმა გადაწყვიტა ქურთების შტაბზე იერიშის მიტანა იმ იმედით რომ ამერიკელები ჩარევას არ გაბედავდნენ. ალბათ სპონსორმა ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდებაზე თანხმობა მისცა ჯგუფის ხელმძღვანელობას და მათაც ორასკაციანი კონტინგენტით იერიში წამოიწყეს. ნავთობსაბადოები ისლამურ სახელმწიფოს ქურთებმა წაართვეს და დღემდე მათ კონტროლქვეშაა. 

пятница, 9 февраля 2018 г.

Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ

მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing, Airbus და Bombardier-ი საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ. ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
„2018 წლის ბოლოს ქვეყენაში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვის შემდეგ, ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადებაშიც ისრაელის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული“,- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

წყარო - Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ


четверг, 8 февраля 2018 г.

ქურთების მიერ თურქული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ტსმრ-ების გამოყენების სტატისტიკა

ქურთების მიერ თურქული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ტსმრ-ების გამოყენების სტატისტიკა

  • 21 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე Leopard-2A4
  • 28 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზნე სასაზღვრო  პოლიციის განყოფილება
  • 30 იანვარი - ტსმრ «Toophan», (ამერიკული BGM-71 TOW ბაზაზე შექმნილი ირანული ტსმრ) სამიზნე », სამიზ ნე Leopard-2A4
  • 31 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე ბულდოზერი, სასაზღვრო  პოლიციის განყოფილებადა გაურკვეველი ობიექტი.
  • 3 თებერვალი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე Leopard-2A4, ბულდოზერი და ამოუცნობი ტანკი (სავარაუდოდ М-60 Sabra).
  • 4 თებერვალი - ტსმრ «Конкурс», სამიზნე ბულდოზერი დასასაზღვრო  პოლიციის განყოფილება.

სტატისტიკური ინფოგრაფიკა (გადიდებადია)

ემმა სტოუნი - პირველი სამოქალაქო პირი, რომელიც F-22-თან დაუშვეს

ემმა სტოუნი პირველი სამოქალაქო პირი გახდა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების მე-5 თაობის გამანადგურებელთან დაუშვეს


მაგარია - მსახიობიცა და ფიფრინავიც

среда, 7 февраля 2018 г.

Falcon Heavy-ს საცდელი გაშვება - კოსმოსის ახალმა ეპოქამ სტარტი აიღო

SpaceX-მა პირველად განახორციელა Falcon Heavy-ს ტიპის ზემძმე რაკეტმზიდის გაშვება. გაშვების პირდაპირი ტრანსლიაცია YouTube-ს არხით ხორციელდებოდა. 
აღნიშნული რაკეტის შესახებ ბლოგზე ადრეც ვწერდი:
ილონ მასკის ზემძიმე კოსმოსური რაკეტა
კოსმოსური რაკეტმზიდის გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის კომოური ცენტრის 39A კომპლექსიდან ადგილობრივი დროით 20:45 საათზე განხორციელდა.გაშვების შემდეგ, 20:53 წუთზე გვერდითი ამაჩქარებლები წარმატებით დაეშვნენ დასაშვებ მოედანზე (აღნიშნული ამაჩქარებლები პირველად წარმატებით 2016 წელს იქნა გამოყენებული). ხოლო, ოფიციალური განცხადების თანახმად, ცენტრალური ბლოკი დაკარგული იქნა (თუმცა მისი ხელმეორედ გამოყენება არც იგეგმებოდა).
კომპანია SpaceX-ში რაკეტა Falcon Heavy-ს მსოფლიოში ყველაზე მძიმე სერიულ რაკეტად ასახელებენ, მას დაბალ საყრდენ ორბიტაზე 63,8 ტონის, ხოლო მარსზე 17 ტონის მიტანა შეუძლია.
რაკეტმზიდმა მზის გაწელილ ორბიტაზე მარგი ტვირთის სახით, ავტომანქანა Tesla Roadster გაიყვანა, აღნიშნული ტრაექტორია დედამიწისა და მარსის ტრაექტორიებს კვეთავს. თვითონ მაკსი მისი უშუალოდ მარსის მიმდებარე ორბიტაზე გაყვანის ალბათობას მცირე შენსებს აძლევს. ამ პროექტის წარმატების შემთხვევაში 2018 წელს Falcon Heavy-ს კიდევ ორი ფრენა განხორციელდება. საუბარია მისიაზე Arabsat 6A (საუდის არაბების ინტერესებში) და Space Test Program 2 (აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის).

თანამგზავრის ორბიტა
Falcon Heavy-ს პირველი საფეხური ცენტრალური ბლოკისგან და მასზე დაყენებული ორი გვერდითი ამაჩქარებლისგან შესდგება, რომლებიც თავის მხრივ მძიმე რაკეტა Falcon 9-ის მოდერიზირებულ ვარინტებს წარმოადგენენ. ზემძიმე რაკეტის გაშვების ღირებულება 90-120 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

რაკეტის გაშვების მომენტი

გვერდითი ამაჩქარებლების სინქრონული დაბრუნება ხმელეთზე - კადრები კოსმოსური ფანთასტიკის ფილმიდან ამოღებულს გავს

ხელოვნცური თანამგზავრიდან (ტესლას ავტომანქანიდნ) გამოსახულების პირდაპირი ტრანსლიაცია

Falcon Heavy-ს გაშვების მომენტი

Falcon Heavy-ს გვერდითი ამაჩქარებლების დაბრუნდება ხმელეთზე - სინქრონი ძალიან ეფექტურად გამოიყურება

ილონ მასკის Tesla Roadster ღია კოსმოსში

საინტერესო ფაქტი - ელექტრონულ პლატებს თანამგზავრზე შემდეგი წარწერა ამშვენებს "დამზადებულია დედამიწაზე ადამიანების მიერ"

ინფორმაციისა და ფოტოვიდეომასალი ძირითადი წყაროები: