суббота, 10 февраля 2018 г.

სირიაში ამერიკულ ავიადარტყმას რამდენიმე ასეული რუსი დაქირავებული მებრძოლი შეეწირა


ვაშინგტონი, 8 თებერვალი - აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად განადგურებულ ასადისტთა რიგებში სავარაუდოდ რუსი დაქირავებული მებრძოლებიც არიან. ამგვარი მტკიცებულებით ოთხშაბათს ტელეკომპანია CBS გამოვიდა. თავის მხრივ ტელეკომპანია პირველწყაროდ პენტაგონის წარმომადგენელს ასახელებს.
ასევე აღინიშნება, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულ ავიადარტყმებს სირიაში რუსები შეეწირნენ". ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა არანაირი დეტალი არ ხმაურდება.
დაწვრილებით:
Forces hit by U.S. in Syria included Russian mercenaries, official says

ეს შემთხვევა ასევე დასტურდება სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა პროფილურ გვერდებზეც:
გვერდი სოციალურ ქსელ vk.com-ში "Солдат Удачи - Для тех,чья профессия-защищать!"
"სამწუხაროდ მონაცემები დადასტურდა!
სირიაში, რამოდენიმე აშშ-ს ინეტერესების სფეროში შემავალი ობიექტის დაკავების მიზნით, ქურთების პოზიციებისკენ, მათზე იერიშის მისატანად, მიმავალი ჩვენი ბიჭების პირადი შემადგენლობის კოლონა სრულიად იქნა განადგურებული....
200იანების (დაღუპილების) რაოდენობა საკმაოდ დიდია, ბევრი გვამის ამოცნობა შეუძლებელია........ თავიდან ამერიკელების არტილერიამ იმუშავა, ბოლოს ვერტმფრენებმა დაასრულეს საქმე. დარტყმა ფრონტში და სიღრმეში განახორციელეს.... ჩვენმა პირადმა შემადგენლობამ ჩამოქვეითებაც კი ვერ მოასწრო.
ესეც თქვენ "ახალი ტექნოლოგიები".

კომენტარი იმვე გვერდიდან:
ღამით (7სა და 8 თებერვალს შორის) მოხდა ბრძოლა. გაგვხიეს ნაკუწებად. მე 33 ჩემი და 11 მომაგრებული მებრძოლი მყავდა, ასევე მომაგრებული მყავდა სამი ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის ერთი ტანკი. მთელი ტექნიკა დაწვეს, ტანკისგან ჩონჩხიც კი არ დარჩა, ამ ხორციდან ფეხით მოგვიწია გამოსვლა. გამოვედით 17 ადამიანი. დანარჩენები დაიხოცნენ. ამჟამად მწყობრში სულ 9 მყავს. დანარჩენი 300ები (დაჭრილები) ეგრევე ჰოსპიტალში წაიყვანეს. მეც ნამსხვრევებმა წვერი დამიზიანა, ასევე გაქცევისას ფეხი დავიზიანე. დაიწვა მთელი ჩემი აღჭურვილობა და ტანსაცმელი. დამრჩა მხოლოდ ის რაც ზედ მეცვა. ეს მხოლოდ ის რაც ჩემს ოცეულს ეხება. სხვა ოცეულებში მდგომარეობა ანალოგიურია. დიდი დანაკარგებია დივიზიონის არტილერიაშიც. ისინი პირველ 30 წუთში საბრძოლო დრონებით გამოთიშეს. ჩვენ კონკრეტულად ამერიკელ სპეცებს შევეჩეხეთ. ჩვენს წინააღმდეგ ასევე მუშაობდნენ ვერტმფრენები. მათ წინააღმდეგ არანაირი შანსები არ გვქონდა. დავრბოდით ორმოდან ორმოში და სახლიდან სახლში და ვიმალებოდით.
მათ ქვეითებთან ახლო კონტაქტში შევედით და უკან დავახევინეთ. სწორედ ამ დროს ამუშვდნენ ვერტმფრენები და დაიწყო ხორცი. მათ პოზიციებზე კონკრეტულად პენდოსების დროშები ფრიალებდა.

ამ ინცინდენტის შესახებ, ვინმე  Игорь Димитриев-ის მიერ ფეისბუკზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რუსული გაზეთი Взгляд-იც იუწყება:

როგორც ჩანს საუბარია რუსულ კერძო სამხედრო კომპანიაზე, სახელწოდებით Вагнер (კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაში - Группа Вагнера). სავარაუდოდ ჯგუფმა გადაწყვიტა ქურთების შტაბზე იერიშის მიტანა იმ იმედით რომ ამერიკელები ჩარევას არ გაბედავდნენ. ალბათ სპონსორმა ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდებაზე თანხმობა მისცა ჯგუფის ხელმძღვანელობას და მათაც ორასკაციანი კონტინგენტით იერიში წამოიწყეს. ნავთობსაბადოები ისლამურ სახელმწიფოს ქურთებმა წაართვეს და დღემდე მათ კონტროლქვეშაა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий