пятница, 28 декабря 2018 г.

SB1 Defiant - აშშ-ს საარმიო ავიაციის სადემონსტრაციო ვერტმფრენი


უესტ პალმ ბიჩი, ფლორიდა - ამა წლის 26 დეკემბერს, კომპანიებმა Sikorsky, Lockheed Martin და Boeing, პირველად ოფიციალურად წარადგინეს ვერტმფრენი SB1 Defiant. კომპანიებმა აღნიშნული ვერტმფრენი აშშ-ს არმიის სადემონსტრაციო პროგრამისთვის შექმნეს და მან, დღეს არსებული ჩვეულებრივ ვერტმფრენებტან შედარებით, გაორმაგებული სიჩქარითა და ფრენის მანძილით უნდა იფრინოს და უზრუნველყოს გაზრდილი მოქნილობა და მანევრულობა. ამ ყველაფერმა, აშშ-ს არმიის პროგრამა "Future Vertical Lift"-ისთვის, საინფორმაციო ბაზისი უნდა შექმნას.


ვერტმფრენი მრავალფუნქციური ტექნოლოგიების ერთობლივ საარმიო დემონსტრაციებში მონაწილეობს, რომლის საფუძველზეც მოპოვებული ინფორმაცია ახალი საარმიო ვერტმფრენების მოთხოვნების შემუშავებისთვის იქნება გამოყენებული. ახალი თაობის ვერტმფრენები, გეგმების თანახმად, 2030 წელს უნდა დადგეს შეიარაღებაზე.

წყარო:

"დელტას" სამხედრო წარმოება და საექსპორტო პერსპექტივები

დელტას გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯმა.


გუშინ, 27 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯამა და  ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და შექმნილი პროდუქტების თაობაზე მოხსენება გააკეთეა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შესავალი

ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ცენტრის კვალიფიკაციური პერსონალი დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო 1998-2010 წლების პერიოდში განადგურებული საწარმოო ბაზა, დაიხარჯა დიდი რესურსი და ფინანსები იმისთვის, რომ აღმდგარიყო 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ნაწილი მაინც.

აშენდა და ძირეულად გარემონტდა ახალი საწარმოები, სადაც ახლა მიმდინარეობს ჯავშანმანქანების საამწყობო პროცედურები და მეტალურგიული სამუშაოები. აღდგენილ იქნა ძველი შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი, მოხდა ჯართად გაყიდული უნიკალური ჩარხ-დანადგარების გამოსყიდვა, უზრუნველყოფილ იქნა მომუშავე პერსონალის ანაზღაურების სტაბილიზაცია, გავაუმჯობესეთ, როგორც საწარმოო ბაზა, ისე სამუშაო პირობები. 

განადგურებული და გაძარცვული საწარმოო ბაზის აღდგენა 

აეწყო პროდუქტის სერიული წარმოებები, ისეთი ექსპერიმენტალური ნაკეთობები, როგორიც იყო ჯავშანმანქანები, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები და ა.შ. ექსპერიმენტალური ნაკეთობის სტადიიდან გადავიყვანეთ სერიულ წარმოებაზე, ერთეულების ნაცვლად ვაწარმოეთ ასობით და გავიტანეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დელტამ საკუთარი წვლილი შეიტანა როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სოფლისმეურნეობის სფეროში ბუნებრივი პირობებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ვინაიდან ექსპორტზე გავიტანეთ ათობით მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

დიდძალი შრომის შედეგად  ქვეყანამ შეძლო ეროვნული სამხედრო წარმოებისთვის დადებითი რეპუტაციის შექმნა საერთაშორისო დონეზე. შედეგად, ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დღეს, ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია მათი ძველი ვერსიებისგან განსხვავებით,  მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარაა. ეს არის  პროდუქტი, რომელიც დიდი  ინტერესით სარგებლობს და წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზე.  


ცენტრის წარმატებულ პროექტებს შორისაა

  • 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნი 

დელტამ დაასრულა დიდგორი მეომარის ახალი „მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის“  შექმნა.  ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია დიდგორი მეომარის უკანა მოდულურ ნაკვეთურში.

დიდგორი "მეომარის" ბაზაზე შექმნილი 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფართო მასებისთვის წარდგენა 17-20 თებერვალს მოხდება

დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია - უნიფიცირებული სავალი ნაწილი,  ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია დამონტაჟებული მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული.

დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდება 2019 წლის 17-20 თებერვალს დაგეგმილ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე.

"დელტას" მიმდინარე პროექტები



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ ინსფრასტუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. 2019 წელს ახალი შესაძლებლობა გვექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ისეთი დეტალების წარმოება აღვადგინოთ, როგორიც არის თვითმფრინავის ცენტროპლანი. 2019 წელს “დელტა” საავიაციო მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ”.

მომავალ წელს "დელტა" საავიაციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს



  • ახალი ქართული მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი

2018 წლის 26 მაისს დელტამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართულ საზოგადოებას წარუდგინა უახლესი ქართული ჯავშანმანქანის, დიდგორი მეომარის, პირველი პროტოტიპი. „მეომარი“  დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაციაა, თუმცა ის  სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი და განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, რაც ჯავშანდაცულობის, ერგონომიულობისა და სავალი მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში გამოიხატება.

დიდგორი "მეომარის" კონცეფცია

„მეომარის“  კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. 

მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს.

  • აშენდა საქართველოს უახლესი ისტორიის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზა
გადაიდგა კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი ადგილობრივი წარმოებისა და მეცნიერების განვითარებისკენ და საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, პირველად საქართველოს ისტორიაში, იხსნება  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი საწარმოო ბაზა.


საწარმოო ბაზაზე ოპერირებას დაიწყებს დელტას შვილობილი კომპანია, „ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი“, სადაც დასაქმებული 140 კვალიფიკაციური პერსონალი და მეცნიერ-მუშაკი,  მზად არის გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დამწყებ პრაქტიკოსებს, მისცეს მეტი დასაქმების შანსი და საშუალება მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში რომლებსაც უჩნდებათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა.

  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მიუხედავად სისტემის სირთულისა, „დელტას“ სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან კლებაში გამოიხატება. აღნიშნულ სისტემას მსოფლიოში არ ჰყავს ანალოგი.

2018 წლიდან კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისი გაუწია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა.

დასაცავი ტერიტორიის ოდენობამ შეადგინა 800’000 ჰექტარი, აქედან დაისეტყვა მხოლოდ 4’460 ჰექტარი, ეფექტიანობამ შეადგინა 97,9% რამაც ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი აარიდა 2 650 000 ლარის საოპერაციო ხარჯის ფასად.

"დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა 

  • ჯავშანჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის” შეკვეთილი 5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადებისა და მიწოდება წარმატებით შესრულდა. დამატებით განთავსდა 6.3 მლნ ლარამდე შეკვეთა რომლის მიწოდებაც განხორცელდება მომდევნო წელს.

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა 2018 წლის განმავლობაში  5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების რამდენიმე ათას კომპლექტ  ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მიიღო, რომელთა ტექნიკური მონაცემები მორგებულია როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს ისე საერთაშორისო სტანდარტებს რაც თავის მხრივ, განაპირობებს როგორც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემების უნიფიცირებას, ისე მათ თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. 

"დელტამ" წელს თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონი ლარის ინდდაცვის საშუალებები მიაწოდა

მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება „დელტას“ წარმოებული საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.  აღნიშნული  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადების ტექნოლოგია, სქემატური გათანაწყობა, ჯავშანდაცულობის მაჩვენებლები და საჯავშნე მასალების გამოცდები, NATO-ს ქვეყნებში მიღებული სტანდარტების და პროცედურების დაცვით ხორციელდება.

  • სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების წარმოების სამმხრივი პროექტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დელტას საწარმოო ბაზაზე სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია როზენბაუერთან თანამშრომლობით ხორციელდება 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის შექმნის პროექტი, რომელთა პირველი პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წელს.


ცენტრი ამ პროექტში ჩაერთო შასების გაძლიერების მიმართულებით, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის შესრულების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო დელტა მონაწილეობას მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში მიიღებს.


  • საერთაშორისო გაყიდვები

2015 წელს გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური რეალიზაცია. დელტამ გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ისეთი მწარმოებლის ჯავშანმანქანები, როგორიცაა Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco და სხვა.

  • სსიპ „დელტა“-ს მიერ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის მიწოდებულია 120მმ იანი ნაღმმტყორცნი მისაბმელით.  
  • გრძელდება საუდის არაბეთთან კონტრაქტი და 2015 წელს საუდის არაბეთში გამართულ ტენდერში გამარჯვების შედეგად დელტამ საუდის არაბეთს უნდა მიაწოდოს ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ასზე მეტი სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა. პროექტი  სრულდება და მიმდინარეობს მიწოდება გრაფიკის მიხედვით.
  • დაიწყო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების ინდონეზიისთვის მიწოდების პროექტიც, გაფორმებულია ხელშეკრულება, მიღებულია საავანსო გადახდა და მიმდინარეობს მუშაობა წარმოების მიმართულებით. ეს დელტას მიერ ახალი რეგიონის ათვისების მაჩვენებელია.
  • მიმდინარეობს მოლაპარაკება, ნორვეგიული მხარესთან უახლესი სისტემებით აღჭურვილი სადაზვერვო მოდულების მიწოდებაზე.

  • ევროსატორი-11-15 ივნისი, 2018 წ. 

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას “მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები, ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული დისტნაციური საცეცხლე მოდული

ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლი და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია.  დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა „მყუდრომ“, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.

  • IDEX-2019  17-21 თებერვალი


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს სამუშაოები ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარსადგენად. ეს არის  ერთადერთი სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი  სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია  MENA-ს რეგიონში   (Middle East and North Africa - შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა  ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


მადლობას ვუხდი "დელტას" პრეს სამსახურს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

понедельник, 24 декабря 2018 г.

Leopard-2A4 - მისი მუყაოს ჯავშანი და კონსტრუქციის ფატალური ხარვეზები

AMAP-B-თი აღჭურვილი პოლონური Leopard-2PL-ების პირველი პარტია (წყარო -Rheinmetall-მა პოლონურ მხარეს წინასერიული Leopardy-2PL-ები წარუდგინა)

პოლონელი სატანკო ექსპერტები გერმანული Leopard-2A4-ის შესახებ არც თუ ისე კარგი აზრისანი არიან. მათ მიერ თემატურ ფორუმებში გავრცელებული ინფორმაციიდან შემდეგი მონაცემები ხდება ცნობილი.

Damian Ratka-ს პოსტი (წყარო - POLANDS ARMORED FIGHTING VEHICLES)

1 - Leopard-2A4-ების უმეტესობა (და ასევე ყველა ძველ მოდელი A0-A1-A2-A3) იყენებს B ტექნოლოგიის ჯავშანს. ტესტების განხორციელებისას, ჩვენ დავადგინეთ რომ, ეს ჯავშანი უფრო სუსტია, ვიდრე  T-72M1-ის ან ჩვენი (პოლონელების) მოდერნიზირებული T-72M1, ან PT-91-ის, ჯავშანი. ჩვენ ამით საკმაოდ იმედგაცრუებულები დავრჩით. C ტექნოლოგიის ჯავშნით ბოლო რამდენიმე  Leopard-2A4 იყო აღჭურვილი, და მხოლოდ ბოლო 70 ცალი D ტექნოლოგიის ჯავშნით. იგივე ჯავშანია გამოყენებული  Leopard-2A5-სა და Leopard 2A6-ზე..... მაგრამ ჩვენ ეს ტანკები არ გაგვაჩნია. 
2 - Leopard-2A0/A4 მოდიფიკაციებში ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ კონსტრუქციის ფატალური ხარვეზები. კორპუსის ფსკერის გვერდებში, იქ სადაც საკიდარი მაგრდება, სტრუქტურული სისუტეებია, რაც ნიშნავს იმას რომ, ტანკის წონას 60 ტონაზე ზევით ვერ გაზრდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტანკის სავალი ნაწილი დაიბზარება და მწყობრიდან გამოვა.
ეს ყველაფერი კიდევ იმას ნიშნავს რომ, ტანკის აპგრეიდის დროს უნდა დაჭრა ტანკის ფსკერის გვერდები, სადაც საკიდარი მაგრდება, სავარაუდო დასაჭრელი იქნება კორპუსი ბორტებიც და უნდა ხელახლა დაადუღო გაძლიერებული კონსტრუქცია. მთელი ეს სამუშაო ფასს ძალიან ზრდის, ეს არის სწორედ ის მიზეზი, რომლის გამოც პოლონურ Leopard-2PL-ებს ბორტებზე დამატებითი ჯავშანი არ დაყენდა. ასევე არსებობს ჭორები რომ A5 მოდელებსაც ექნება პრობლემები, მაგრამ ეს ჯერ არ დადასტურებულა. 
ამას გარდა მსგავსი პრობლემებს კოშკურის აპგრეიდის დროსაც წავაწყდით,  A4-ის კოშკურას A5 სტანდარტამდე მიყვანას ძაან ბევრი დაჭრა და გადაკერება ესაჭიროება. ეს არის მიზეზი, თუ რატომ გაიმარჯვა კონკურსში, KMW-ს ძვირ მოდერნიზაციასთან შედარებით, Rheinmetall-ის იაფმა მოდერნიზაციამ.
3 - AMAP-B ტიპის ჯავშანი, რომელიც პოლონურ ტანკებზე იცდება - მის შესახებ ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ  თუ ის ინფორმაცია რასაც ვფლობ, სიმართლეა, მაშნ სავარაუდოდ ეგეც დიდი იმედგაცრუებაა.
4 - ასევე მინდა დავამატო რომ, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ძირითადი ტანკის როლში Leopard-2-ის ალტერნატივას ეძებს, რომელმაც ასევე უნდა ჩაანაცვლოს T-72M1 და PT-91. როგორც გაირკვა, T-72M1/PT-91 მოდერნიზაცია საკმაოდ ძვირი დაჯდება და შედეგი ფასის შესაბამისი არ იქნება. ამიტომ გარკვეული ჯგუფები, არმიასა და თავდაცვის სამინისტროში, მხარს უჭერენ ახალი ტანკის შესყიდვას. არაა აუცილებელი რომ ეს ახალ გამოშვებული ტანკები იყოს, საუბარია რომელიმე ქვეყნის დარეზერვებულ ტექნიკაზე, რომლებიც უნდა გარემონტდეს და ჩაუტარდეს მოდერნიზაცია. მე არ დავასახელებ თუ რომელ ქვეყნებში იქნა დაგზავნილი RFI (Request For Information), მაგრამ ცნობილია რომ საუბარია 300-400 ტანკსა და სავარაუდოდ 300-400 ცალ ქსმ-ზე, თუმცა ყველაფერი ფინანსებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა ეს გეგმები შეიძლება არ ასრულდეს ფინანსების შეკვეცის ან სხვა რაიმე მიზეზების გამო, მაგრამ ფაქტია რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. 

1. Most Leopard 2A4's made (also older A0-A1-A2-A3) use B technology armor. During some tests we confirmed this armor is weaker than armor of T-72M1 or our upgraded T-72M1, the PT-91. You can guess we were kinda dissappointed. Only some last production batches of Leopard 2A4 had C technology armor, and last 70 or so had D technology armor same used on Leopard 2A5 and Leopard 2A6... however we do not have these tanks. 
2. We also discovered a fatal flaw in Leopard 2A0/A4 chassis design, the bottol of the hull sides where suspension is attached have a structural weakness, which means you can't up armor tank to the weight of 60+ metric tons, otherwise after some time tanks chassis will start to crack. 
This means that to upgrade tanks, you need to literally cut off entire hull lower sides where suspension is attached, probably also cutt off hull belly, and weld new ones that are strenghtened. This is obviously incredibly expensive, this is why Leopard 2PL do not have addon armor on the hull. And there are some rumors, we might have also problems with A5's, but I have no solid confirmation yet. 
By the way, we found out similiar problem with turret upgrade, lots of cutting and welding again to bring A4 turret to 5 standard. This is also why cheaper Rheinmetall won with KMW. 
3. AMAP-B armor was tested on the prototype, can't speak about it, but let's say, it was all very dissapointing, if the informations I have are all correct.

ილუსტრაცია Jarosław Wolski-ს სტატიიდან "Pancerny rozrachunek. Osłona czołgów z przełomu lat 70. i 80.". ჟურნალი Nowa Technika Wojskowa, № 11, 2018 წ.



სხვა პოლონელმა ექსპერტმა, Jarosław Wolski-მ, ამ ინფორმაციას, შემდეგი სახის კომენტარები გაუკეთეა. პასუხები თანმიმდევრულად პუქნეტების მიხედვით (წყარო - The Leopard 2 Thread):

1 - კი, მეტწილად სიმართლეა. 
PT-91M/M1 უკეთესადაა დაცული კინეტიკური ჭურვებისგან ვიდრე Leopard 2A4, ხოლო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ უფრო სუსტადაა დაცული ვიდრე Leopard 2A4. მაგრამ დინამიკური დაცვა ERAWA-2-ით აღჭურვილი PT-91M/M1 კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ გაცილებით უკეთეს დაცულობას უჩვენებს. ეს საწყენია ფაქტია. მაგრამ მეორეს მხრივ, Leopard-2A4-თან შედარებით PT-91 ყველა ასპექტში მოძველებულია და სატანკო ეკიპაჟებს T-72M1/PT-91/Pendakar ტანკების შესახებ გაგონებაც კი არ უნდათ. მათ მხოლოდ და მხოლოდ Leopard-2 სურთ. 
2 - კი, ეს სიმართლეა მოძველებული Leopard-2A4 შემთხვევაში. 
3 - არა, ეს არაა სიმართლე, AMAP-B გამართულად მუშაობს, Leopard-2A4-ის საბაზისო ჯავშანი სრულიად ნაგავია და ესაა სწორედ პრობლემა. პოლონური PGZ-ს თანახმად, დაცულობის დონე (საუბარია დამატებითი AMAP-B-ს ტიპის დაცვის ჩათვლით) Leopard-2A5-ის დონეზე მაღალი უნდა იყოს, მაგრამ WITU-ს ტესტების შედეგად აღმოჩნდა რომ ეს ასე არაა. შესაბამისად დაცვა ცუდია, მაგრამ ეს არაა AMAP-B-ს პრობლემა..... რეალობაში თავის წონასთან შედარებით საკმაოდ კარგია.
4 - პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ მუშაობს ამერიკულ მხარესთან 300-400 ცალი M1A1 ტიპის ტანკის შეძენასა და მათი ლიმას ქარხანაში მოდერნიზაციაზე. სავარაუდო ფასი 3 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ამის წინააღმდეგია პოლონეთის სამხედრო მრეწველობა (PGZ-ს სურას ან გერმანელებთან თანამშრომლობა ან PT-91M-ის მოდერნიზაცია) და არმია (მათ Leopard-2 უნდათ). ეს პროცესი ბოლო წელს საკმაოდ ნელა მიდიოდა - ჩემის აზრით შანსები 50/50. როგორც ჩანს არავის არ სურს (თავდაცვის სამინისტროს გარკვეული წრეების გარდა) პოლონეთის არმიაში M1A1PL. 

Point by point:

1 - Yes, mostly true. 
PT-91M/M1 have better vs KE armour then Leopard 2A4 and as base armour - mucht more weaker then L2A4 against HEAT. But PT-91M/M1 whit ERAWA-2 is mucht better protected then Leopard 2A4. Sad, but it's fact. But from the other hand - Leopard 2A4 outdated PT-91 in all other aspects and tank crews don't event want to lisen about T-72M1/PT-91/Pendakar tank. They just want's Leo-2.
2 - yes, it's true in case old 2A4.
3 - No, not true. AMAP-B is OK, "base armour" in Leopard 2A4 is shit -that's the problem.  Whole protection accoding to polish PGZ shoud be "over 2A5 level" but on test WITU dicover that is not even on this level. Rest is classify but definetly AMAP-B is not problem...in relatio to weight is very good.
4 - Part of polish MoD is working on G2G whit USA about take  300-400 M1A1 and upgrade it in Lima.  Estimated cost is ~3bln $ It's forced against polish industry (PGZ want's to deal whit Germans or mod.PT-91M) or Army (they want Leopard 2 tanks). It's just slowly doing by last year - IMHO chance are 50/50 couse nobody (despite part od MoD) want's M1A1PL in Poland. 

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ Leopard-2A4-ის უუნარო დაცვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მრავალი წყაროდან დასტურდებოდა ეს ინფორმაცია, სიახლეს აქ ის ხარვეზები წარმოადგენს, რომლებიც კონსტრუქციაშია და მოდერნიზაციას სუქმნის პრობლემებს. 

воскресенье, 23 декабря 2018 г.

აშშ-ს ავიაციის "ოქროს ხუთეული" ერთობლივ სწავლებაზე


კალიფორნია, ედვარდსის ავიაბაზა - კალიფორნიის ცაში, ერთ მწყობრში დაფრინავენ, ედვარდსის ავიაბაზის კუთვნილი F-35 Lightning II და F-16 Fighting Falcon, ნელისის ავიაბაზის 422-ე საცდელი და შეფასების ესკადრილიის F-15E Strike Eagle და F-22 Raptor და აშშ-ს საზღაო ძალების ჩაინა ლეიკის ავიაბაზაის 31-ე საცდელი და შეფასების ესკადრილიის F/A-18D.


გამანადგურებლები კალიფორნიისა და ნევადის ცაში, დეკმებრის შუა რიცხვებში განხორციელებულ სწავლების, Orange Flag-ის, მსვლელობისას შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნული სწავლება აშშ-ს საჰაერო ძალების, საზღაო ფლოტისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ავიაციის ერთობლივი მოქმედბების შეფასების მიზნით ხორციელდება. სწორედ ამ სწავლების მსვლელობისას, სამხედრო კორესპონდენტებმა, მოახერხეს ამ ხუთი გამანადგურებლის ერთად დაფიქსირება.

სწავლებაში, გამანადგურებლების პარალელურად, ჩართული იყო ბომბდამშენები B-52 Stratofortress, B-2 Spirit და B-1 Lancer და ასევე საჰაერო ტანკერები KC-135 Stratotanker და KC-10 Extender. 

როგორც Orange Flag-ის შეფასების დირექტორმა, მაიორმა კრისტოფერ კემპბელმა განაცხადა "ბოლო ღონისძიებაში ექვს სხვადასხვა საცდელ ამოცანასა და ექსპერიმენტში, 18 თვითმფრინავი ღებულობდა მონაწილეობას". კემპბელის თანახმად, სამუშაო გუნდი, გაანალიზებს მიღებულ მონაცემებს და მომაცვალში მის საფუძველზე ახალ საავიაციო შესაძლებლობებს შემუშავებს.

Joining forces: Test team completes fourth Orange Flag of 2018

EDWARDS AIR FORCE BASE, Calif. (AFNS) -- In the skies above California, an F-35 Lightning II and F-16 Fighting Falcon from Edwards Air Force Base, are joined by an F-15E Strike Eagle and F-22 Raptor from the 422nd Test and Evaluation Squadron out of Nellis Air Force Base, Nevada, along with a Navy F-18 Hornet from Air Test and Evaluation Squadron 31 out of Naval Air Weapons Station China Lake. 
The Orange Flag Evaluation Team executed its fourth successful event Dec. 13. Orange Flag, developed by the 412th Operations Group, evaluates teamwork across the sister services to integrate joint forces across a wide range of mission areas. The events enable the test community to capture data to assess the interoperability of multiple aircraft platforms in an environment outside of traditional Edwards testing. 
“The latest event involved a total of 18 aircraft in six combat-relevant test tasks and experiments,” said Maj. Christopher Campbell, Air Force Test Center, Orange Flag Evaluation Director. 
In addition to the fighters, B-52 Stratofortress, B-2 Spirit and B-1 Lancer bombers participated along with KC-135 Stratotanker and KC-10 Extender aerial refueling tankers. 
Campbell said the team will analyze the data collected and apply it to develop new air power capabilities.


წყარო:

суббота, 22 декабря 2018 г.

პენტაგონი F-15X ყიდვას აპირებს

პენტაგონი 12 ცალი F-15X-ის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის მოითხოვნას აპირებს


პენტაგონი გეგმავს, 2020 წლის ბიუჯეტში, 12 ცალი F-15X-ის შესაძენად, 1,2 მილიარდი დოლარი მოითხოვოს. აღნიშნული გამანადგურებელი კარგად ცნობილი F-15-ის უახლესი მოდერნიზირებული ვარიანტია. თუმცაღა აღსანიშნავია რომ, ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ.

ასევე ცნობილია რომ, ახალი გამანადგურებლების მოთხოვნას, საჰაერო ძალების სარდლობის ავლით, პენტაგონის უმაღლესი მოხელეები აკეთებენ. ახალი F-15-ების შეძენის მიზეზად მოძველებული  F-15C-ების ძალიან გაძვირებული ტექნიკური მომსახურება და რემონტი სახელდება.

ავიაგამოფენაზე წარდგენილი, ჰაერი-ჰაერი კლასის 20 რაკეტით აღჭურვილი, F-15X 

F-15X კონფიგურაცია საკმაოდ შთამბეჭდავია, ის აღჭურვილია ფართოეკრანიანი კაბინით, JHMCS II ტიპის ჩაფხუტში ინტეგრირებული საინფორმაციო ეკრანით, ფრთის განახლებული შიდა კონსტრუქციით, ფრენის მართვის ელექტრონული სისტემით, APG-82 AESA რადარით, ფრთის პირველი და მეცხრე იარაღის გააქტიურებული  საკიდით, მეწინავე ოპერატიული პროცესორი, დაბალ პროფილური წინა საინდიკატაორო ეკრანი, გაუმჯობესებული თანამგზავრული და რადიო კავშირი, მეწინავე აქტიური დაცვის საბორტე სისტემა, ელექტრონული ბრძოლის სისტემა, დასაკიდი ინფრაწითელ სპექტრში მომუშავე კონტეინერი "Legion Pod" და ეს ჯერ არაა მოდერნიზაციის სრული ჩამონათვალი.

გამანადგურებელს შეუძილა  22 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის ტარება, ან რვა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტისა და 28 ცალი SDB-ს ტიპის ბომბების ტარება, ან 7 ცალი 2000 ფუნტიანი ბომბებისა და 8 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის ტარება. საუბარია იმაზე რომ, გამანადგურებელს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობები - როგორც ტვირთამწეობაში, ასევე ფრენის მანძილში. გამანადგურებლებს შორის ის თვითონ არის ცალკე კლასი.

F-15X-ის ფართე ეკრანიანი კაბინა


წყარო:

უკრაინის არმიამ საბრძოლო ტექნიკის დიდი პარტია მიიღო


 

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინის არმიას საბრძოლო ტექნიკის მორიგი პარტია გადასცა. მთლიანობაში არმიას შემდეგი სახის ტექნიკა გადაეცა"

  • ტანკები Т-64БВ, Т-72 და Т-80БВ
  • გამნაღმავი მანქანები
  • ქსმ БМП-1
  • ზცრს БМ-21 Град
  • თსდ 2С1 Гвоздика
  • შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები БРДМ-2Л1
  • სპეციალური შეჯავშნული მანქანები "Варта"
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300ПТ
  • სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 МД
  • მოიერიშე Су-25МК
  • გამანაგურებელი МиГ-29МУ-1
  • სადესანტო-სატრანსპორტო ვერტმფრენები Ми-8 МТ
  • უპილოტოები Аист-100
  • უპილოტოები А1СМ "Фурия"
  • უპილოტოები "Подо-1"
  • უპილოტოები "Спарроу"
  • სატვირთო ავტომანქანები КрАЗ 5233
  • სატვირთო ავტომანქანები "Богдан" МАЗ 6317
  • ავტობუსები
  • შეჯავშენული სარემონტო-საევაკუაციო მანქანები
  • რემონტისა და ტექმომსახურების საშუალებები
  • ჯარების მართვის ავტომატიზირებული სისტემა  9С162 1Р "Ореанда"

საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი რომ უკრაინის არმიამ უპილოტოების მთელი ჯოგი მიიღო. ასევე სიახლეს წარმოადგენს Т-64-ის ბაზაზე შექმნილი, მძიმე გამნაღმველი მანქანა, იაფი და ეფექტური გადაწყვეტილება.