четверг, 7 марта 2019 г.

M26 Pershing vs. Panther - კიოლნის ცნობილი დუელი (ვიდეო)


ზუსტად 74 წლის წინ, 1945 წლის 6 მარტს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მოხდა ცნობილი სატანკო დუელი, რომელიც მოიერიშე ამერიკულ ძალებზე მიმაგრებულმა რეპორტიორმა დეტალურად გადაიღო ვიდეოფირზე. შემდეგში ეს შერკინება შემონახული მდიდარი ვიდეო და ფოტომატერიალების გამო ცნობილი გახდა როგორც "კიოლნის სატანკო დუელი".


შეტაკებაში მონაწილეობა მიიღო იმ დროისთვის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა ტანკმა M26 Pershig-მა - მასთან ერთად ბრძლაში ასევე მონაწილეობდა ორი M4 Sherman-ი.

კაპიტან კელნერის Sherman-ი გერმანული Panther-ის მიერ იქნა განადგურებული - ამერიკულმა ტანკმა ზეზდიზედ ორი მოხვედრა მიიღო. ტანკიდან სამმა ტანკისტმა მოახერხა ამოსვლა, აქედან ორი გადარჩა.

მეორე Sherman-ის ეკიპაჟმა, იმის მაგივრად რომ გერმანელების წინააღმდეგ, რომლებიც ცეცხლს აწარმოებდნენ მათი მიმართულებით, ბრძლაში ჩართულიყო, მიატოვა მანქანა და ცეცხლმოკიდებული მეწინავე Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად გაემართა.

ამერიკელი ტანკისტები განადგურებული Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად მიემართებიან

ამასობაში გერმანული Panther-ა ანდრეასკოლსტერის კუთხესთან მივიდა და მათი ტანკიც გაანადგურა. მეორე Sherman-ის ეკიპაჟისა და ასევე გერმანული Panther-ას მოქმედებები დღესაც დისკუსიის თემაა.

ბრძოლის რუქა

შემდეგში მარსელენშტრასეს კუთხესათან მოსულმა Pershing-მა ცეცხლი გაუხსნა გერმანულ ტანკს. მოხვედრების შედეგად Panthera-ს კოშკურა დაუზიანდა, საბრძოლო მარაგი მესამე მოხვედრის შემდეგ აალდა. გერმანულმა ეკიპაჟმა მოახერხა ტანკის დატოვება, თუმცაღა საღამოს ყველანი ამერიკელების ტყვეობაში აღმოჩდნენ.

Pershing-ის ეკიპაჟი განადგურებული Panther-ას ფონზე

განადგურებული Sherman-ის მძღოლ მექანიკოსი 

აშშ-ს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლი - კაპრალი ლუთერ ე. ბოგერი კიოლნის საკათედრო ტაძართან განადგურებული გერმანული Panthera-ს წინ განთავსებულ გამაფრთხილებელ წარწერას კითხულობს


вторник, 5 марта 2019 г.

დელტას სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანები ავსტრიაშია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დასამზადებელი სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების 2 პროტოტიპი  ავსტრიაშია და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპს გადის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს სრულიად ავტომატიზირებულ ბაზას, ხოლო მეორე მექანიკურს.
ცენტრი ამ პროექტში ჩაერთო შასების გაძლიერების მიმართულებით, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის შესრულების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილესი ავსტრიული კომპანია როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო დელტა პირველ ეტაპზე მონაწილეობას მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში მიიღებს, პარალელურად მოხდება ცენტრის პერსონალის გადამზადება, რათა სამომავლოდ სახანძრო მანქანის აწყობითი სამუშაოები განხორციელდეს ადგილობრივი რესურსებით










აღნიშნული პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წლის პირველ ნახევარში, ხოლო მათ დასამზადებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოყოფილია 1’750’000.00 ლარი, რომელიც მოიცავს კვლევისა და განვითარების ხარჯებს ვინაიდან იქმნება არა სტანდარტული ბაზა, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნებს მორგებული პროტოტიპი, ასევე წარმოების, მონტაჟისა და ტრანსპორტირებისა და გადამზადების ხარჯებს.
გაძლიერებული შასები ამ ეტაპზე გაგზავნილია ავსტრიაში, სადაც დელტას კვალიფიციურ პერსონალთან ერთად  მიმდინარეობს სუპერსტრუქტურის მონტაჟი. პროექტის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს მანქანის საბოლოო დამამთავრებელი სამუშაოები დელტაში,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძღოლთა გადამზადება და საბოლოო მიმღებისთვის დასრულებული პროდუქტის გადაცემის პროცედურების განხორციელება.