Saturday, August 31, 2019

აშშ-ს B2-ები ბრიტანულ F-35-თან ერთობლივ სწავლებაზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


26 აგვისტოს აშშ-ს საჰაერო ძალებმა, მისურის შტატში, ავიაბაზა უაიტმენზე განთავსებული ბომბდამშენთა 509-ე ავიაფრთის კუთვნილი B-2A ტიპის ბომბდამშენები ინგლისში, ფერფორდის ავიაბაზაზე გადაისროლეს. აშშ-ს საჰაერო ძალების განცხადების თანახმად - ბომბდამშენები ევროპის თეატრში ინტეგრირებისა და წვრთნებისთვის გადაფრინდნენ.

ერთ-ერთმა ბომბდამშენა 28 აგვისტოს ისლანდიაში განახორციელა ვიზიტი - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც B-2 ამ ქვწყანას ესტურმა. 29 აგვისტოს თვითმფრინავი მცირე დროით დაეშვა კუნძულზე, კეფლავიკის აეროდრომზე. ვიზიტის დროს ამერიკულ ბომბდამშენს ბრიტანეთის საჰაერო ძალების 2 ცალი F-35B Lightning II ახლდა.


აშშ-ს ავიაციის მიერ ევროპაში ფართომაშტაბიანი ავიაძალების გაშილს სერიიდან ეს ბოლოა. მანამდე TSP (Theater Support Package)-ს ფარგლებში F-35A-ს ესკადრილია ევროპაში იყო მივლინებული. ამ გაშლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწრაფი გაშლის კონცეფციის რეალიზაცია წარმოადგენს, რაც RAF Fairford-ის ავიაბაზის გუნდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მუდმივი მზადყოფნა.




МАСК-2019-ზე დემონსტრაციის დროს МиГ-29М2-ს კორპუსის დეტალი მოსძვრა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

რუსეთში, ჟუკოვსკის აეროდრომზე მიმდინარე ავიასალონ МАСК-2019-ზე გამოსვლისას МиГ-29М2-ს ფრთაზე დეტალი მოსძვრა

Friday, August 30, 2019

აშშ-ს არმიის ყველგანმავლის პროგრამა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ამერიკის არმია ქვეითი ბრიგადების (Infantry Brigade Combat Team) დამხმარე ტრანსპორტის როლში მძიმე ყველგანმავლის ( Infantry Squad Vehicles - ISV) შექმნაზე მუშაობს. დასაწყისისთვის დაგეგმილია 649 მანქანის შეძენა, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში 2065 მანქანა იქნება შესყიდული.

კონკრუსის ფარგლებში სამი მონაწილე იქნა არჩეული:
  • Oshkosh Defense და Flyer Defense LLC - წარმოადგინეს მოდერნიზირებული Flyer GMV 1.1 (გამოიყენება SOCOM-ის მიერ)
  • SAIC და Polaris - წარმოადგინეს Polaris-ის DAGOR
  • GM Defense - რომელმაც Chevrolet Colorado ZR2-ის ბაზაზე შექმნილი ყველგანმავლითაა ჩართული კონკურსში.

Flyer GMV 1.1 

DAGOR

Chevrolet Colorado ZR2

კონკურსის გამარჯვებული მომავალ წელს გამოვლინდება. ცნობისთვის ეს აშშ-ს არმიის მეორე მსგავსი კონკურსია, პირველი წარუმატებლად დასრულდა და ბოლოს სპეცრაზმებისთვის და საჰაერო დესანტისთვის Flyer GMV 1.1 შეიძინეს (რომლებიც ასევე უნდა შეიცვალოს ISV-ს პროგრამაში გამარჯვებული მანქანით).

წყარო - US Army picks 3 teams to build Infantry Squad Vehicle prototypes

Thursday, August 29, 2019

ტანკ "Merkava"-ს ახალი სამიზნე კომპლექსი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

17-დიან 18 აგვისტოს ღამით, ღაზას სექტორის საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, ისრაელის სახმედროებმა 5 შეიარაღებული მებრძოლი შენიშნეს. მათ ტანკიდან და ვერტმფრენიდან გაუხსნეს ცეცხლი. 3 პირი მოკლული იქნა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. აგვისტოში ეს ღობეზე გადმოძრომის უკვე მე-4 შემთხვევაა, რომლის დროსაც დამრღვევები საზღვრის დარღვევამდე იქნენ ლიკვიდირებული. მსგავს ეფექტურობას ებრაელებმა შეიარაღების არსებობის ადრეული აღმოჩენის სისტემის წყალობით მიაღწიეს.

პალესტინელები ღობეს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უახლოვდებიან და როგორც წესი უკანვე ბრუნდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში (კვირაში 2 ან 3-ჯერ) ღობეზე გადმოძრომას ცდილობენ - როგორც წესი ამას შეუიარაღებელი, ან მხოლოდ ცივი იარაღით შეიარაღებულები აკეთებენ. არის შემთხვევები, როდესაც იარაღის შემჩნევა დიდ მანძილზე და განსაკუთრებით ღამით, შეუძლებელია. მაგრამ ამჯერად იარაღი შემჩნეული იქნა, ტანკის ეკიპაჟმა პოზიცია დაიკავა, საკუთარი სამიზნედან დამატებითი ამოცნობა განახორციელა და შემდეგ გახსნა ცეცხლი.

სწორედ ამგვარი, და არამარტო, შემთხვევებისთვის შეიქმნა კომპანია "Elbit Maarakhot"-ის ახალი სატანკო სამიზნე, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის ელემენტებია ინტეგრირებული. სისტემას შეუძლია განახორციელოს გამოსახულების ანალიზი და დაეხმაროს მეთაურს გადაწყვეტილების მიღებაში.

israeldefense-ს თანახმად, სისტემა სრულმაშტაბიანი შემუშავების აქტიურ ფაზაშია. ის უახლოეს მომავალში შეიძლება Merkava Mk4 Barak-ზე გამოჩნდეს, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არაა.


90-იანების ბოლოდან ტნკებზე Merkava Mk3 Baz-ზე და Merkava Mk-4-ზე, მისი სერიული წარმოებიდან მოყოლებული, ორი დამოუკიდებელი სამიზნე გამოიყენება: მემიზნის ძირითადი სამიზნე (MGS – Main Gunner Sight) და 360 გრადუსიანი ხედვის არის მქონე მეთაურის პანორამული სამიზნე (CPS – Commander Panoramic Sight). ეკიპაჟის მუშაობის ნორმალური რეჟიმი ასე გამოიყურება - მეთაური ახორციელებს სამიზნის ძიებას, მისი აღმოჩენის შემდეგ ახდენს მემიზნის მასზე გაორიენტირებას და აგრძელებს სხვა სამიზნის ძიებას (ეგრეთ წოდებული Hunter-Killer capability). მაღალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, მეთაურს თვითონ შეუძლია გასროლის განხორციელება.

ზემოთ მოყვანილი ახალი სამიზნის აღწერიდან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე სამიზნე მეთაურისთვისაა განკუთვნილი. სხვა ყველაფერთან ერთად მას შეეძლება სხვადასხვა სპექტრში დაკვირვების წარმოება და სამიზნის კოორდინატების ავტომატური გამოთვლა, რის შემდეგაც ეს მონაცემები საბრძოლო საინფორმაციო სისტემის გავლით სხვა პლატფორმებზე იქნება გადაცემული.

დამატებითი ინფორმაცია Merkava-ს ტიპის ტანკებზე დაყენებული ცეცხლის მართვის სისტემების შესახებ:

1979 წლიდან მოყოლებული Merkava (როდესაც ის შეიარაღებაზე იქნა მიღებული) აღჭურვილი იყო თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც მოიცავდა ლაზერულ მანძილმზომს და ციფრულ ბალისტიკურ გამომთვლელს. თბოხედვის კამერა არ ეყენეა, ის 1984 წელს Merkava Mk2 Bet-ზე გამოჩნდა. უცნობია რა ეწოდებოდა ცეცხლის მართვის სისტემას თვითონ ისრაელის არმიაში, ცნობილია მხოლოდ მისი კომერციული სახელწოდება (Elbit-ისა და Elop-ის ერთობლივი ნაწარმი) - Matador. შესაბამისად Merkava Mk1-ზე Matador Mk.1 ეყენა, Merkava Mk2-ზე Matador Mk.2 (Merkava Mk2 Bet-ზე Matador Mk.2B), Merkava Mk3-ზე - Matador Mk.3. 
სხვა მონაცემების თანახმად Matador Mk.1 ყენდებოდა Merkava Mk1-ზე და Merkava Mk2-ის ადრეულ ვერსიებზე, Matador Mk.2 სხვა ტანკების მოდერნიზაციისთვის იყო განკუთვნილი, Merkava Mk2 Bet-სა და Merkava Mk3-ის ადრეულ ვერსიებზე კი Matador Mk.3 იყო გაწერილი.
დავამატებ, რომ სხვა ტანკებისთვის განკუთვნილი ცეცხლის მართვის სისტემების სახელწოდებები უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია. მაგალითად - Barak Or (ყენდებოდა Sho't Kal Dalet-ზე), Gal (ყენდებოდა Magach 6B-ზე), Nachal Oz (ყენდებოდა Magach 7-სა და Magach 6M-ზე). ასევე ზოგიერთი წყაროს ცნობის თანახმად, Merkava Mk2 Bet-ზეც Nachal Oz ყენდებოდა, ხოლო Gal წარმოადგენდა Baz-ის ცეცხლის მართვის სისტემის პროტოტიპს.
1995 წელს Merkava Mk3-მა ახალი ცეცხლის მართვის სისტემა - "Baz" მიიღო, რომელსაც კომერციული სახელწოდება Knight Mk.3 ეწოდა (არსებობდა ასევე Mk.1 და Mk.2, რომლებიც სხვა ტანკების მოდერნიზაციისთვის იყო განკუთვნილი). ცსმ Baz-ის დაყენებამდე წარმოებულ Merkava Mk3-ებს "Merkava Mk3 RAMAQH" ეწოდებოდა. 1999 წელს ცსმ Baz-ის შემადგენლობაში შეყვანილი იქნა მეთაურის პანორამული სამიზნე. Merkava Mk4-მა მიიღო Baz-ის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომლის კომერციული სახელწოდებასაც Knight Mk.4 წარმოადგენდა.
როგორი სამიზნეები გამოიყენებოდა ზემოთ მოყვანილ სისტემებში? ყველა მათგანს ერთი რამე ახასიათებს - ყველა მათგანში მემიზნეს აქვს ძირითადი სამიზნე და არ გააჩნია დამხმარე სამიზნე, ყველა მათგანში მეთაურს შეუძლია მემიზნის დღისა და ღამის სამიზნეებიდან არსებული სარეზერვო არხებიდან აწარმოოს ცეცხლი, მათ შორის შეუძლია გამოიყენოს მემიზნის ლაზერული მანძილმზომი. ქვემოთ მოყვანილია უკვე სათითაოდ ყველას აღწერა:


  • Matador Mk.1 – მემიზნის 1-დან 8-ჯერადი გადიდების მქონე პერისკოპული სამიზნე-მანძილმზომი, სამიზნეს გააჩნია ვერტიკალურად სტაბილიზირებული ხედვის არე და ჩაშენებული ლაზერული მანძილმზომი, ღამის ხედვა 7-ჯერადი გადიდების პასიური (SLS – Star Light Scope).
  • Matador Mk.2 – იგივე სამიზნეები (ცმს-ი წინა მოდელისგან განსხვავდება გაუმჯობესებული ბალისტიკური გამომთვლელითა და ლაზერული მანძილმზომით).
  • Matador Mk.2B – მემიზნის სამიზნეს თმოხედვის ხელსაწყო დაემატა.
  • Matador Mk.3 – იგივე სამიზნეები (წინამორბედისგან განსხვავებით გაუმჯობესდა შიდა კომპონენტები)
  • Knight Mk.3 – მემიზნის 1-დან 12-ჯერამდე გადიდების დღის არხით და 5-ჯერადი ღამის არხის მქონე, 2 სიბრტყეში სტაბილიზირებული კომბინირებული (დღისა და ღამის) სამიზნე, ჩაშენებული ლაზერული მანძილმზომით და მიზნის ავტომატურად გაცილების (ATT – Automatic Target Tracking) შესაძლებლობით, დღის სამიზნეს ოპტიკურის გარდაა გააჩნია მაღალი აღქმადობის TV კამერა (HDTV – High Definition TV), მეთაურს 4-იდან 14-ჯერადი გადიდების სამიზნე გააჩნია. 1999 წლიდან ცსმ-ში შეყვანილია მეთაურის 4-დან 20-ჯერადი გადიდების მქონე პანორამული სამიზნე.
  • Knight Mk.4 – მემიზნის სამიზნეში ჩაშენებული თბოხედვის კამერა, ლაზერული მანძილმზომი და ლაზერული დასხივებისგან დაცვა, 2 სიბრტყეში სტაბილიზაციის მე-3 თაობა, სამიზნის დღის არხი შეიცავს მაღალი აღქმადობის კამერას (high resolution TV), მეთაურის სამიზნე - პანორამული, დღისა და ღამის არხებით, სტაბილიზირებული 2 სიბრტყეში.

აღსაანიშნავია, რომ "Elbit"-ის საიტზე სატანკო ცმს-ის ახალი გადაწყვეტილებების შესახებ შემდეგი ინფორმაციაა მოყვანილი (ამ ტექნოლოგიებიდან ნაწილი უკვე დაანერგილია Merkava Mk4-ში, ან დაინერგება   Merkava Mk4 Barak-ზე):

  • Commander Open Architecture Panoramic Sight (COAPS) is an advanced, modular, dual-axis stabilized sight for MBTs and AFVs that facilitates long-range target acquisition both day and night. COAPS features advanced sensors, panoramic 360⁰ LOS capabilities and an elevation of -20⁰ to +60⁰. The stabilized sight is highly accurate, offering a small interface to the platform, ruggedized components and armor protection in both stationary and mobile situations. Based on open architecture, COAPS is easily adaptable to sensor additions/changes. It can function as gunner or commander sight, and can be integrated with fire control systems.
  • Main Gunner Sight (MGS) is an advanced modular gunner sight that uses cutting-edge technologies, such as thermal imaging, eye safe lasers and displays. Designed for high-accuracy target engagement and firing on-the-move, the third-generation dual-axis stabilized sight is ideal for operation both day and night, in all combat scenarios and weather conditions. The sight features an eye safe laser rangefinder, day channel with high resolution day camera (HD optional) and built-in electronics unit.
  • TADES M is an advanced third-generation long-wave infrared (LWIR) thermal imager for gunner sights. Operating in the 8 – 12 µm spectral band, TADES M features staring array technology, extended DRI ranges, advanced image processing algorithms, NFOV, WFOV and E-ZOOM. The imager offers up to 1280X1024 resolution with dual axis microscan.

 წყარო - Новый прицел для танка «Меркава»

МАКС-2019-ზე განახლებული Ми-24П-1М იქნა წარმოდგენილი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


МАКС-2019-ზე რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია "Ростех"-მა, გაუმჯობესებული საბრძოლო მახასიათებლების მქონე Ми-24П-1М წარადგინა. მანქანა განახლებული რადიოელექტრონული აპარატურითაა აღჭურვილი.


კორპორაციის განცხადების თანახმად - "მოდერნიზირებულ Ми-24П-ზე თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი, აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური, თანამედროვე სრულფასოვანი ავტოპილოტი, თავდაცვის საბორტე და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები აყენია. ცარიელი ვერტმფრენის წონა, ოპციონალური აპარატურიდან გამომდინარე, შეიძლება 430 კგ-თი დამსუბუქდეს".

Ми-24П-1М-ის პილოტისა და შტურმანის კაბინები

ახალი ელექტროაპარატურის წყალობით გაზრდილია ვერტმფრენის გადარჩენადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. "Ми-24П-1М-ის ახალი მოდიფიკაცია, რომელიც "Вертолеты России"-სა და "КРЭТ"-ის თანამშრომლობითაა შექმნილი, გაუმჯობესებული ტექნიკური და საბრძოლო მახასიათებლებს ფლობს, რაც მას შემკვეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის" - განაცხადა "Ростех"-ის ინდუსტიულმა დირექტორმა, ანატოლი სერიუკოვმა.

თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი და აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური Ми-24П-1М-ის წინა ნაწილში

საბორტე ტავდაცვის ელემენტები ვერტმფრენის კორპუსზე

Wednesday, August 28, 2019

BAE Systems-ი F-35 Block 4-ის რებ-ის სისტემის გაუმჯობსესებას იწყებს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

კომპანია Lockheed Martin-ნა ბრიტანჯულ BAE Systems-თან, გამანადგურებელ F-35-სთვის განკუთვნილიმ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის მოდერნჯიზაციის ხელშეკრულება გააფორმა.



სამუშაო F-35 Block 4 ვერსიისთვის განკუთვნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს AN/ASQ-239-ის გაუმჯობესებას ეხება. BAE Systems-ის პროგრამა "F-35 Solutions"-ის ვიცე პრეზიდენტის, დებორა ნორტონის, განცხადების თანახმად - "F-35 შეიარაღებაზე კიდევ რამდენიმე ათეული წელი იქნება და სწორედ ამიტომ გვინდა რომ ჩვენს პილოტებს AN/ASQ-239-ის შესაძლებლობები შევთავაზოთ. ეს სისტემა რადიოელექტრონული ბრძოლის ასპექტში უზრუნველყოფს მტერზე გადამწყვეტ ოპერატიულ და მდგრად უპირატესობას".


BAE Systems-ი, Block 1, 2 და 3 სერიისთვის რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის შექმნითა და დაპროექტებით, აღნიშნული სისტემის უზრუნველყოფას ბოლო 14 წლის მანძილზე ახორციელებდა. "Block-4-ის პროგრამა, ეს მრავალწლიანი პროექტირების სამუშაოა, რომელიც აღნიშნულ რებ-ის სისტემას დამატებით შესაძლებლობებს შესძენს".

ცნობისთვის - BAE Systems-მა ბოლო 14 წლის მანძილზე F-35-ისთვის 500-ზე მეტი AN/ASQ-239 EW კომპლექტი გამოუშვა.

წყარო - Lockheed Martin has awarded BAE Systems a contract to upgrade the electronic warfare (EW) suite it provides for the F-35 fighter.

МАКС-2019 (ფოტოები)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


გუშინб 27 აგვისტოს, მოსკოვთან, ჟუკოვის აეროდრომზე, სტარტი აიღო ავიაკოსმოსურმა გამოფენა МАСК-2019-მა. წარმოგიდგენთ პირველი დღის და ასევე სალონის სამზადისის დროს გადაღებულ ფოტო მასალას.

მე-5 თაობის გამანადგურებელი Су-57 სტატიკურ სტენდზე 

გავრცდელებული ცნობის თანახმად, თურქეთი გეგმავს მის შეძენას - Су-57 for Turkey

ახალი რუსული მართვადი ავიაბომბები - К08Б და К029Б

კომპანია "Кронштадт"-ის უპილოტო "Орион-Э"

კომპანია "Кронштадт"-ის უპილოტო "Сириус" 

ზეშორ მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები РВВ-БД (Р-37М) გამანადგურებელ Су-35-ის პილონებზე

Як-130-სთვის განკუთვნილი საბორტე რადიოლოკაციური სადგური "Барс-130" (იგივე "Оса" ქალიშვილობაში)

სატრანპოსრტო МС-21-300

Ка-52К

Як-130

МиГ-35

Ми-38 და Ка-62

კონვერტირებადი ავიატანკერი Ил-78М-90А

Ил-76-ის ოთხი სხვადასხვა მოდიფიკაცია

Ил-78М-90А, Ил-76МДК (მასზე ხდება ფრენის უწონადობის იმიტაცია) და ПД-14-ით აღჭურვილი Ил-76ЛЛ

კონცერნ "Вертолеты России"-ს მფრინავი ექსპონატები

Ми-26 და Ми-8АМТ

"Ансат"-ის VVIP ვერსია

Ми-38

Ка-226

Ка-62

ჩინური უპილოტო Wing Loong II 

Бе-200

МиГ-35

Су-35