სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
..................................................................................................................................................
2 დღეში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიასალონი - "МАКС 2019" აიღებს სტარტს. ავიასალონზე, სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, რუსეთის უახლესი უპილოტო საფრენი აპარატის, С-70 Охотник-ის მაკეტიც იქნება გამოფენილი (თვითონ შეასრულებს თუ არა ფრენას უცნობია).
თვითონ მაკეტი საკმაოდ საინტერესო დეტალით გამოირჩევა - მისი ძრავის საქშენის ფორმა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან რაც საფრენ პროტოტიპზე აყენია. როგორც ჩანს საბოლოო და სერიული მანქანა მსგავსი V-ბურად წაწვეტებული და ბრტყელი საქშენით იქნება ღჭურვილი და არა იმ მრგვალი, ამობურცული და გარეთ გამოჩრილი ახლანდელი ძრავით (ამის შესახებ ადრეც საუბრობდნენ - პროტოტიპი უბრალოდ საცდელი ძრავით დაფრინავსო). მსგავსი საქშენი ამცრიებს საფრენი აპარატის შემჩნევადობას როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიო სპექტრში.
P.S. ერთი სიტყვით დაველოდოთ სერიულ მანქანას. ვნახოთ რა გამოუვათ (თუ გამოუვიდათ).
С-70 Охотник-ის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
No comments:
Post a Comment