წიგნი "წიწილაქორი" (ინგლისურად - Chickenhawk) - ვისაც არ წაუკითხავს დაჟინებით ვურჩევ წაიკითხოს. წიგნი ვიეტნამის ომზეა, ავტობიოგრაფიული, ერთი ამოსუნთქვით იკითხება - უხეში და ხეპრე სამხედრო იუმორი (რაც რეალურად გადმოსცემს ატმოსფეროს), ყოველდღიური რუტინა, საბრძოლო გაფრენები, დახოცილი მეგობრები და ბოლოს ომის შემდგომი სტრესი და საზოგადოებასთან ინტეგრირების პრობლემა. წაიკითხეთ არ ინანებთ.
წიგნის ავტორია რობერტ მეისონი, 1965-66 წლებში ვიეტნამში ვერტმფრენ UH-1 Huey-თ დაფრინავდა.
რობერტ მეისონი
საპსაუხო ცეცხლი (ავტორი რობერტ მეისონი)
ქვემოთ მოყვანილია ჩემს მიერ ნათარგმნი რამოდენიმე სახასიეთო ამონარიდი წიგნიდან (რუტინა, საბრძოლო ფრენები, სტრესი, იუმორი):
ყოველდღიური რუტინა და იუმორი (გაფრთხილებთ გინებითაა, სტილი მაქსიმალურად დავიცავი თარგმნის დროს):
მზე აჭერდა, ჯუნგლების
გაჩეხვა გრძელდებოდა. ბავშვები მოჭრილს, შემდეგ დაწვის მიზნით, წრის ცენტრში მოათრევდნენ
და ერთ გროვად ყრიდნენ. ყველა ოფლიანი იყო. მე უბრალოდ მორზე ჯდომით გავიოფლე. ჰაერში
ოფლის სუნი ტრიალებდა.
ოფლიანი სერჟანტი
მაიერსი ჯიპიდან გადმოძვრა:
-
სერ, რა გავაკეთო?
გააკეთო-რა?
- ჩემთვის გავიფიქრე. გააკეთო? მე რა ჩემი ყლე ვიცი რა უნდა აკეთო? მე რა, შუბლზე მაწერია
„ჯუნგლების გაწმენდის სპეციალისტი“? მე მფრინავი ვარ. შენ სერჟანტი. სერჟანტმა ყოველთვის
წვრილმანებამდე იცი რა უნდა აკეთოს. ეს ხომ ცნობილი ფაქტია.
-
ნუ-უ... - წარმოვთქვი მე ბოლოს. - სერჟანტო, უბრალოდ
იარე, უყურე როგორ მუშაობენ. ე-ე, და კიდევ ნიშნებსაც ადევნე თვალყური.
-
რა ნიშნებს, სერ?
- ისინი ზოგჯერ ჩვენი თავდაცვითი პოზიციების მანიშნებელ
ნიშნებს ტოვებენ.
-
ა, გავიგე, - და ის მომშორდა. აქ გადავწყვიტე მისთვის
ის რჩევა მიმეცა, რომელსაც ყოველთვის მე თვითონ მაძლევდნენ:
-
სერჟანტო, ფრთხილად იყავი.
ის შემოტრიალდა
და სერიოზული სახით დამიქნია თავი.
**********************************************************************************************************************************
ერთმა ფრენამ
კონორსი იმდენად გაამხნევა, რომ ის შეეცადა მზიდი ხრახნი, ტროსით, მანამდე შეეჩერებინა,
სანამ ის თვითონ გაჩერდებოდა. ვერტმფრენების მწყობრის გასწვრივ პილოტების მოსაგროვებლად
სატვირთო მოძრაობდა და მისი ვერტმფრენის წინ გაჩერდა. მანქანიდან ყვიროდნენ: „კონორს,
დროზე ამოხტი“ - ეს ბოლო გაჩერებაა“. როდესაც კონორსის თავსზემოთ, რვა ფუტის სიმაღლეზე,
ზანტად გადაიარა ხრახნის ნიჩაბმა, მან ხელი წაავლო ტროსს და მასზე ყულფი წამოაცვა.
ყულფი წაეჭირა და კონორსი იმწამსვე ააგლიჯა მიწიდან. ნეიტი აღფრთოვანებისგან
აწივლდა:
-
კონორს, შე ძაღლის შვილო, ეს სად ისწავლე?!
კონორსი ფეხზე
წამოდგა და ფორმიდან ტალახის ჩამოფერთხვას შეეცადა. რაღაცა გესლიანის სათქმელად ის
ჩვენსკენ შემოტრიალდა, მაგრამ მთელი სატვირთო ისე ხარხარებდა, რომ მან უსუსური ღიმილის
გარდა სხვა ვერაფერი მოახერხა. ეს კოლოსალური ამბავი იყო: ასეულის ინსტრუქტორმა სიშტერე
ჩაიდინა და თან ყველას თანდასწრებით. ვაშა.
- ცხოვრებაში ასეთ რამეს არ ვიზამდი, - თქვა ჩემს გვერდით
მჯდომმა რესლერმა. - შენ?
-
არაფრის დიდებით, - ვუპასუხე მე. - და შენ რაიკერ?
- ნაღდად არა, - გამომეხმაურა რაიკერი მთელი სატვირთოს
გასაგონად. - მხოლოდ ჩლუნგი ინსტრუქტორები იჭერენ ხრახნს მარყუჟით.
*********************************************************************************************
ნახევარი საათის განმავლობაში წვიმა არ გაჩერებულა და
კონორსმა წყლის გადავლება გადაწყვიტა. დავინახე უორენტების კარვის კარებში როგორ მიქანაობდა
მისი ბანჯგვლიანი ტრაკი. თან საბრძოლო შლემი და საპნის ნაჭერი წაიღო.
-
ო-ო, აი ესაა ცხოვრება! - გაჰკიოდა კონორსი კარვის გარეთ.
- ძაან მაგარია. სისუფთავე! სისუფთავე! სისუფთავე! ეს დედანატირები, იქნებ რომელიმე
თქვენგანი, თქვე ყროლიანებო, მაინც მიხვდეს ჩემს მინიშნებას!
და მან გაურკვევლი
კივილით დაიწყო რაღაცა სიმღერა.
შიშველი ბანჯო
გარეთ გავიდა.
-
აგერ პირველი ყროლაც! - მიესალმა მას კონორსი. - მისს,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თევქნი ჩაფხუტი შეგიძლიათ აგერ დადოთ.
-
ო, გმადლობთ, - წარმოთქვა წრიპინა ფალცეტით ბანჯომ.
კაიზერი სირბილით
გამოვიდა, შემდეგ რაიკერი, შემდეგ ნეიტი და მათ კვალდაკვალ რამდენიმე ოფიცერი მეზობელი
კარვიდან. მალე თითქმის მთელი ასეული გარეთ იდგა და წვიმის შხაპს იღებდა.
თვით მეც კი,
ყოველგვარი საღი აზრის საწინააღმდეგ, გარეთ ვიყავი. ბოლოს, როდესაც ამგვარი რამე ვცადე,
საპნის წასმისთანავე წვიმამ გადაიღო. ჩემთან ერთად სხვა რამდენიმეც მოყვა. ჩვენ შიშვლები
და საპნიანები ვიდექით ტალახში და ველოდით როდის დაიწყებოდა წვიმა, ხოლო საპონი კანს
გვიჭიმავდა. წვიმა აღარ წამოსულა.
ახლა სამ ათეულამდე
კაცი, თვითნაკეთი, გრძელი ფიცრებისგან შეჭედილი ხელსაბანის წინ ჩურჩუტობდა - ფიცრებზე
დალაგებული ჩაფხუტები წვიმის შეწყვეტის შემთხვევისთვის წყალს აგროვებდნენ.
-
ეს ჩემი ბოლტია და და როგორც მომინდება მას ისე ხშირად
და სწრაფად ვბან! - გაჰკიოდა ვიღაცა.
-
მე კი არასოდეს! - იშმუშნებოდა ბანჯო. - ნუთუ არ იცი
რომ ეს საზიანოა?
-
მკიდია, ხელის გულებს მაინც თოთხმეტი წლის ასაკიდაბ
ვიპარსავ
ჩვეულებრივი რია-რია
იდგა: ხუმრობები „გაუფრთხილდი ტრაკს, როცა იხრები“, საპნის ნაჭრისთვის ომი, ტალახში
დაცემა და შემდეგ წვიმაში წყლის გადავლება. ბოლო თვის განმავლობაში პირველად იყო ასე
მაგარი. ჩვენ ვიბანავეთ.
**********************************************************************************************************************************
საბრძოლო გაფრენები:
თორმეტი „ჩექმით“ (სამხედრო სლენგი, აღნიშნავს ქვეითს) სიმაღლის ხანგრძლივი აკრეფის შემდეგ ჩვენს ასეულს დავეწიეთ. რამდენიმე მილით წინ, ბატალიონის წინ მიმავალმა ასეულმა უღელტეხილის რაიონში, 3000 ფუტის სიმაღლეზე, ტყვიამფრქვევის ცეცხლის შესახებ მოხსენება გააკეთა. ორმოცდაათი კალიბრი (12,7მმ). მძიმე ტყვიამფრქვევს ჯერ არ შევხვედროდით. ცეცხლის ქვეშ რომ არ მოყოლილიყო ჩვენი ასეული გვერდით წავიდა. ხარვეზებს შუა გამოღწეული ხმები დაძაბული იყო.
- ბეისბოლის ბურთებივით ზორბები! - ვიღაცის რეაქცია ორმოცდაათი კალიბრის ტრანსირებზე..
- ღმერთდო, „ყვითელი-2“ ჩამოაგდეს!
- „ყვითლებო“ ვიშლებით! - ისინი მწყობრს ამტვრევდნენ.
ამ ტრანსირებს ხუთი მილიდან ვუყურებდი. ისინი ზემოთ ზანტად მიფრინავდნენ. ყოველ ორ მათგანს შორის კიდევ ოთხი არატრანსირი ტყვია იყო.
ორმოცდამეათე კალიბრის ტყვიამფრქვევი ნახევარი დიუმის დიამეტრისა და დიუმი სიგრძის ტყვიებს ურტყამს. ამ რკინის ნაჭრის ხელში უბრალოდ დაჭერითაც კი ხვდები, თუ რამდენად მძიმეა. ლულიდან წამში 3000 ფუნტი სიჩქარით გამოფრენისას ის წარმოუდგენელ ძალასა და შორსმსროლელობას იძენს.
ბატალიონი ჩასაფრებიდან გვერდით წავიდა და GunShip-ი მასთან გასარკვევად დატოვა. ამას გარდა მე გავიგონე თუ როგორ იძახებდა პოლკოვნიკი საარტილერიო ცეცხლს. ჩამოგდებული იქნა ხუთი ვერტმფრენი, ორი პილოტი დაიღუპა, დანარჩენები გადაარჩინეს. ერთმა მანქანამ 66 ტყვია მიიღო, მაგრამ ფრენა განაგრძო. ამით დაკვეხნა შეიძლებოდა, რომ არა დაღუპილი მეთაური. „გოლფის“ ზონამდე ვერტმფრენი მეორე პილოტმა მიიყვანა.
*********************************************************************************
სადილამდე სულ რაღაცა ორი წუთით ადრე რომელიღაცა დესანტის სავაკუაციოდ განგაშით სასწრაფოდ წამოგვყარეს. ტალახში მანქანებისკენ გავიქეცით. ისმოდა ყვირილი: „სადაა ჩემი ვერტმფრენი?“, „სად მივფრინავთ?“, „რომელი სიხშირეებია? ეს დედამოტყნული, ტალახში ამოვიგანგლე!“. გაურკვევლობა სუფევდა, რადგანაც იმან ვინც გაფრენის ბრძანება გასცა, არ თქვა თუ სად მივფრინავდით.
იმ აზრით რომ, ვინც პირველი აფრინდებოდა წამყვანიც ის იქნებოდა, ჩვენ ჰაერში ავიჭერით და როგორც ბრმა პეპლების ხროვა ჩამავალი მზიზკენ გავექანეთ.
წამყვანმა საჭირო ადგილისკენ გზის საჩვენებლად ვერტმფრენი გამოიძახა და მას გაყვა. მას შემდეგ რაც ჩვენ არასწორ ზონაში დავეშვით, წამყვანი მიხვდა თავის შეცდომას და საჭირო ადგილის სანახავად აფრინდა. მან რადიოში რამის ახსნით თავი არ დაივალდებულა და ჩვენც მას გავყევით. რომ იცოდეთ, სანამ ამას თვითონ არ გააკეთებ, ძნელი წარმოსადგენია - თუ როგორ ცდილობს შვიდი ვერტმფრენი ერთ მწყობრში დარჩეს წამყვანთან, რომელიც ფიქრობს რომ მარტოა.
ვაშა! ჩვენ საბოლოოდ საჭირო ადგილს მივაგენით. და რადგანაც ჩვენ განგაშით აგვწიეს, მიწაზე ნახევარი საათი იმ ჯარისკაცების ლოდინი მოგვიწია, რომლებიც „მოუთმენლად ელოდნენ გადარჩენას“. ლოდინის დროს, კმაყოფილი, ხმაურიანი, პილოტები შეგროვნდენ და სიმღერა წამოიწყეს:
(კარგმოტყნულების ჰიმნი)
იდგა ის შპილზე
და აფსამდა ხალხს თავზე
ხალხი კიდევ საპასუხოდ
მას ვერ მიაწვდენს.
ამინ.
*********************************************************************************
- აგერ ისინი, - ვთქვი მე.
ჩვენ ჯიპის, ან ის რაც მისგან დარჩა, წინ დავეშვით. ის გატეხილი საბავშვო სათამაშოსავით იყო დაღუნული. დაჭეჭყილი და დაფლეთილი რკინის ბოლოები ხრჩოლავდა. ჯიპი გზის პირას ჩამარხული და დისტანციურად აფეთქებული ჰაუბიცის ჭურვით იყო განადგურებული. მის წინ დაჯდომა სისულელე იყო, იქ შეიძლება სხვა ნაღმიც ყოფილიყო. ეს იმ შემთხვევათაგანი იყო როდესაც ჩვენ მიწაზე მყოფ ხალხს დასაჯდომი ადგილის არჩევნის საშუალება მივეცით. ჩემს კარებთან სერჟანტმა მოირბინა და გასატანი მიკროფონით შეგვატყობინა რომ, ორი ბიჭი ჯიპის უკან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
- მკვდრები მიგვყავს? - მას დაჭყეტილი თვალები ჰქონდა.
ჩვენ თავი დავუქნიეთ. მათ დატვირტვა დაიწყეს. დაფლეთილი, დასისხლიანებული, და განაცრისფრებული ორი დაჭრილი უგონოდ იყო.
ერთ მკვდარს ფეხი შარვალთან ერთად მოაგლიჯა. დანარჩენ გვამს მე ჯერ ვერ ვხედავდი.
მოულოდნელად რაღაცა ჟურნალისტურმა ინსტინკტმა შემიპყრო და სანამ დაჭრლიები მოჰქონდათ, რამდენიმე სწრაფი ფოტოსურათი გადავიღე. მე გადავიღე „ჩექმა“, რომელსაც მოგლეჯილი ფეხი მოჰქონდა და უცბად მივხვდი თუ რას ვაკეთებდი. გავჩერდი. ეს პირადი საიდუმლოს ყველაზე საშინელ დარღვევასავით გამოიყურებოდა. ამის შემდეგ დაღუპილებისთვის ან დაჭრილებისთვის ფოტოები აღარასოდეს გადამიღია.
ქვეითს ვერტმფრენისკენ ჯარისკაცი ჩექმა მოაქვს, რომელში მოგლეჯილი ფეხის ნაწილია ჩარჩენილი (ავტორი რობერტ მეისონი)
ჩემს სავარძელში შემოტრიალებული დატვირთვას ვაკვირდებოდი და რიჩერს სალაპარაკო მოწყობილობის საშუალებით მითითებებს ვაძლევდი. ფეხმოწყვეტილმა ადამიანმა ფეხთან ერთად კვერცხებიც დაკარგა. ახლა ის სატვირთო კაბინაში შიშველი იწვა, მისი მოგლეჯილი ფეხის დაფლეთილი გადანაჭერი კარებიდან იყო გამოჩრილი. დალეწილ ძვალზე მიწა იყო მიკრული. მე მის ბოქვენს მზერა ავარიდე, თუმცა შემდეგ მაინც შევხედე. იქ მხოლოდ ტყავის ნაჭერიღა იყო დარჩენილი. როგორც ჩანს რაიკერს გულს აზიდებდა. მე თვითონ როგორ გამოვიყურებოდი არ ვიცი. რიჩერს ვუთხარი კარებს მოშორებოდა - შეიძლებოდა ჩავარდნილიყო.
„ჩექმებმა“ სიჩქარეში ფეხიანი ბათინკი სატვირთო კაბინაში შემოაგდეს. გაგლეჯილი მატყლის წინდის ზემოდან სისხლი წვეთავდა. მედიკმა ფეხი სავარძლის ქვეშ შეტენა.
შემობრუნებისას დავინახე დაბნეული რიგითი, რომელიც ბოლის ქულებს შორის მოაბიჯებდა. მას თმებით რომელიღაცა თავისი ნაცნობის თავი მოჰქონდა.
- თავი? თავი მიგვაქვს? - ვკითხე რაიკერსს.
ბიჭმა შემოგვხედა და რაიკერმა თავი დაუქნია. თავიც სხვა დანარჩენ ნაწილებთან ერთად შიგნით შემოაგდეს. მედიკმა, არც კი შეუხედავს, დასისხლიანებული თავი ცხვირში ქუსლის მირტყმით სავარძლის ქვეშ გაგზავნა.
- სხეულს ვერ ვპოულობთ! იქნებ აღარ შევყოვნდეთ? თავები არ ეყოფა? - დაიყვირა „ჩექმამ“.
- ეყოფა. საკმარისია! ვფრინდებით! - უპასუხა რაიკერმა.
პლეიკუსკენ რაც შეიძლება სწრაფად მივფრინავდი, ისე სწრაფად რამდენადაც Huey-ს შეეძლო. რიჩერმა „ჯიბიდან“ შემატყობინა რომ ცალფეხა იატაკის კიდისკენ მიცურავდა. ვუპასუხე რომ მედიკისთვის ეთქვა. მედიკმა ცალფეხას ბოქვენთან დაადგა ფეხი. ამგვარად მან სრიალი შეწყვიტა, მაგრამ ტყავის ნარჩენებმა ქარზე დაიწყეს ფართხუნი და სისხლი გარეთ და ტყვიამფრქვევთან მჯდარ რიჩერზე გაფანტა.
„ჩექმა“ ტიროდა. ერთ-ერთი დაჭრილი, მისი მეგობარი, გარდაიცვალა. მეორე ცოცხალმკვდარი იყო. მინდოდა რომ საათში ათასი მილის სიჩქარე ამეკრიფა.
რაიკერი რადიოკავშირზე გავიდა მიწასთან და ჰოლლოუეის ბანაკში დაყოვნების გარეშე დაშვება მოგვცეს. ქარიშხალივით ჩავუქროლეთ კოშკურას და ცოტა ხნის წინ დადგმულ ჰოსპიტლის კარავთან, წითელ ჯვარზე დავეშვით. ჩვენსკენ საკაცეებით სანიტრები გამოქანდნენ.
მეორე ბიჭიც დაიღუპა.
რბოლა წავაგეთ.
სანიტრების ტექნიკა იმაში მდგომარეობდა რომ, გვამისთვის ხელები გადაეჯვარედინებინათ და შემდეგ, კაბინის იატაკზე გადაბრუნებით, ქვემოთ მომლოდინე საკაცეზე გადმოეგდოთ. ვუყურებდი თუ ორი სოპეციალისტს ცალფეხა კაბინიდან როგორ გადმოჰქონდათ. მათ ის ბრეზენტის გროვაზე დააგდეს. მზე მის ოქროს სამაჯურზე აირეკლა. სპეციალისტები იცინოდნენ. არ ვიცი რაზე. ალბათ ისინი ისე მიეჩვივნენ თავიანთ სამუშაოს, რომ მათ ის სასაცილოდ ეჩვენებოდათ. ან იქნებ ეს ნერვული სიცილი იყო. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, მათი უზრუნველობა ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მე გარეთ გადმოვხტი და სანამ ისინი კარვამდე მიაღწევდნენ მათ გზაზე გადავუდექი. ისინი ადგილზე გავაჩერე და ვღრიალებდი, ვღრიალებდი, ვღრიალებდი.
*********************************************************************************
როდესაც მიწას მივუახლოვდით, რიკოშეტით რომ არ დავეზიანებინეთ GunShip-ებს ცეცხლი უნდა შეეწყვითათ. საპასუხოდ ჯერ ისევ არანაირი ცეცხლი. იქნებ ყველანი დაიხოცნენ. ან იქნებ ეს ის ადგილი არაა.
ადრენალინი ჩემში საკმაო რაოდენობით იყო და ვერტმფრენის უმცირეს მოძრაობას ვგრძნობდი. ველოდებოდი როდის შეეხებოდა მიწას საყრდენები და თუ როგორ შექანდებოდა ბორტი როდესაც „ჩექმები“ გადმოხტომას დაიწყებდნენ. ჩემს უკან ისინი ყვიროდნენ და ღმუოდნენ, ამით ბრძოლის წინ თავს იმხნევებდნენ. მათი ღრენა მთელი ამ ხმაურის გავლით მესმოდა. ჯერ ისევ მესმის. ჩემი დაშვება წამყვან მანქანასთან შეთანხმებულად მოხდა და როგორც კი საყრდენები შეეხო მიწას, მას მღრინავი ჯარისკაცების ბათინკებიც შეეხო.
იმავე წამს ჩრდილოეთის რეგულარულმა ნაწილებმა ხაფანგის დახურვა გადაწყვიტეს. სამი ვერტმფრენისა და ჩამოტვირთული „ჩექმების“ მიმართულებით, როგორც მინიმუმ სამი მხრიდან, გადაჯვარედინებული ცეცხლი იქნა გახსნილი. მოულოდნელად ზონა ტყვიების ზუზუნით გაივსო. ჩემდაუნებურად წინ წავიწიე და ასაფრენად გამზადებულმა მართვის ბერკეტს ხელი მოვუჭირე. მანქანა საყრდენებზე აიწია და მზად იყო მიწას მოშორებოდა. წავედით! ღრიალით უძახოდა ფარრისი „ყვითელ-1“-ს რაციაში , რათა ის აფრენილიყო. მაგრამ ის არ იძვროდა.
„ჩექმებმა“ ხეებამდეც კი ვერ მიაღწიეს. ისინი ბრაზიანი ყვირილით გადმოხტნენ, მაგრამ ახლა ჩვენს გარშემო ეყარნენ დახოცილები და მომაკვდავები. წამყვანი ვერტმფრენის ხრახნი ჯერ ისევ ტრიალებდა, მაგრამ ხალხი მის შიგნით პასუხს არ იძლეოდა. დავინახე ჩვენს წინ ტყვიების მოხვედრისგან როგორ აიწია ჰაერში მტვრის შადრევანი. მათი შეჩერების სურვილით ჩემი კუჭი შეიკუმშა. ჩვენი ბორტმსროლელები ჩაწოლილი „ჩექმების“ თავსზემოთ ტყეში მოჩვენებებს ესროდნენ.
ჩემს თავში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. ყველაფერი ძალიან შორეულად მეჩვენებოდა. ტყვიამფრქვევების გრუხუნის, „ჩექმების“ ყვირილის, იმის შესახებ, რომ ყველა მოკლულია, ფარრისი წივილის, რომელიც „ყვითელ-1“ აფრენას უბრძანებდა, ქვეშ, მე იმ ტყვიებზე ვფიქრობდი, რომლებიც გადიოდნენ პლექსიგლასს, ჩემს ძვლებსა და შიგნეულობას, გადიოდნენ ვერტმფრენს გამჭოლად და არასოდეს ჩერდებოდნენ. სიჩუმეში ექოსავით გაისმა ხმა. ეს ფარრისი იყო:
- წავიდა! წავიდა! წავიდა!
მე ისე სწრაფად მოვახდინე რეაგირება, რომ ვერტმფრენი ჰაერში ნახტომით აიჭრა. ისეთი გრძნობა იყო, თითქოს Huey ჩემს ადრენალინზე მუშაობდა. მე მკვეთრად დავხარე ცხვირი, რათა მალე ამეკრიფა სიჩქარე. ჯერ ისევ მიწაზე მკვდარად მდგარ, მეწინავე ვერტმფრენთან მარჯვნივ გადავიხარე. მსროლელები ორივე მხრიდან ცეცხლს არ წყვეტდნენ. ჩემსკენ გამოფრენილი ტრანსირები თავსხმად მეჩვენებოდა. როგორ ახერხებენ აცილებას? ბავშვობაში თამაში მოვიგონე: ზაფხულის წვიმის წვეთების აცილება. მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც მხვდებოდა.
მაგრამ არა ამჯერად.
*********************************************************************************
- „მამაო-6“, თქვენი აფრენის კურსზე სატყვიამფრქვევო პოზიცია.
სიჩუმე.
- მარცხნივ! მარცხნივ! – GunShip-ის პილოტი, რომელიც ჩვენს აფრენას უყურებდა და იმ პოზიციისკენ მიდიოდა, რომლის შესახებაც გაგვაფრთხილა, წყობილებიდან გამოდიოდა.
ეს მარტოხელა ტყვიამფრქვევი იყო. როდესაც მის თავზე გადავიფრინეთ, მან ჯერი ჩვენს მუცელზე მიაჭედა.
- სერ, ერთი „ჩექმა“ დაიჭრა! - თქვა მილერმა, ბორტექნიოსმა.
„ჩექმამ“, შავკანიანმა ბიჭმა, ტყვია ტრაკში მიიღო. გავიგონე ჩვენი ბორტმსროლელი, სიმმონსი, გაურკვევლად, ვერტმფრენის ხმაურში თუ როგორ ყვიროდა რაღაცას.
- სერ, ეს სიმმონსის ძმაა, - შემატყობინა მილლერმა.
- „მამაო-6“, ბორტზე დაჭრილი გვყავს. მივფრინავთ ჰოსპიტალის პოზიციისკენ.
- გასაგებია.
„გოლფის“ ზონიდან „სკაიკრეინის“ მიერ გადმოტანილი ჰოსპიტალის მოდულის გვერდით დასაფრენ მოედანზე დავჯექით. მედიკებმა მოირბინეს და დაჭრილი საკაცეზე გადაიყვანეს. სიმმონსი მის გარშემო დარბოდა, ტიროდა და მედიკებს აჩქარებდა. ჩვენ დაველოდეთ. ის სველი ლოყებითა, მაგრამ მომღიმარი სახით რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
- ექიმებმა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ის სახლში წავა, - უთხრა მან ბორტტექნიკოს.
ახ, ეს მილიონი დოლარის ღირებულების ცნობილი ჭრილობა. და მე უცბად გამახსენდა, რომ სიმმონსმა მეორე თავისი ძმა პლეიკუში, გვამების გროვაში იპოვა.
არც ძმები, არც მამები და შვილები არ უნდა იმყოფებოდნენ ერთდროულად ერთსა და იმავე საბრძოლო თეატრზე. მე გავიგე რომ ვიეტნამში აღმოჩნდა ორი კაცი, რომლებიც აქ არ უნდა ყოფილიყვნენ.
როდესაც ჩვენ „სასროლეთზე“ დავბრუნდით, სიმმონსს დაველაპარაკე.
- დიახ სერ, ვიცი, - მიპასუხა მან.
- ხო და უთხარი მეთაურს. ის აქედან ამოგათრევს. შენ ერთი ძმა დაგეღუპა, მეორე დაჭრილია. შენი ოჯახისთვის ეს საკმარისია.
მან გაიღიმა:
- არა. დავრჩები.
- რატომ?
- ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს ეს საქმე.
მან მართლა ასე მიპასუხა. მომეჩვენა რომ კინოფილმში მოვხვდი. მგონი მასაც ასე ეგონა.
*********************************************************************************
ომის შემდგომი სტრესი და აი ის მომენტი როდესაც შენ და შენი ომი არავის არ სჭირდებით (ყველას შეუძლია ვეტერანს გული ატკინოს - ომის შემდეგ ის ხომ შიშველი ნერვივითაა (ამ წამს მოვიფიქრე))
ფილიპინებზე დაშვების შემდეგ, ჩვენ ჰავაიში გავფრინდით. ჰონოლულუში ფეხის გასაშლელად, სუვენირების საყიდლად და სხვა რამეებისთვის თვითმფრინავიდან ჩამოსვლა შემოგვთავაზეს. კლეიმანმა მითხრა პატარა საჭადრაკო ნაკრები მეყიდა - ნიუ-ჯერსიში მდებარე ფორტ-დიქსამდე დაუჯდომელი გადაფრენისას გასართობი გვექნებაო.
ამგვარი ჭადრაკის ნაკრები აეროპორტის სუვენირების მაღაზიაში ვიპოვე. ამას გარდა „ნიუვიკსი“ ავიღე და გადასახდელად სალაროსკენ გავემართე. მოლარემ, ლამაზნა ქალმა, აიღო ჩემი ფული და მკითხა, ვიეტნამიდან ხომ არ ვბრუნდებოდი. მე სიამაყით ვუპასუხე, რომ კი.
მოულოდნელად მან გაავებული მზერა მესროლა და მითხრა:
- მკვლელო.
ხანგრძლივი წუთის განმავლობაში მე მას დაბნეული ვუყურებდი. შემდეგ გავიღიმე. მივხვდი რომ ის სხვა ვიღაცას გულისხმობდა.
*********************************************************************************
ფორტ-უოლტერში, ტეხასში, მე პილოტ-ინსტრუქტორზე დავიწყე სწავლა. სწორედ მაშინ ჩემმა დამ თავის ქორწილში დამპატიჟა. მას უნდოდა რომ მე ფორმით მივსულიყავი.
- სიუზენ, მეეჭვება ხალხს ჩემი ფორმა მოეწონოს.
- ის ძალიან გიხდება. და მე შენით ძალიან ვამაყობ.
- კაი.
და მე ფორტ-მაიერსში გავფრინდი. ფორმა, ვერცხლის ფრთები, აუარება საორდენო პლანკები - არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა. როდესაც შევედი, ვიღაცის სიცილი გავიგონე. ვიღაცა უცნობმა მკითხა:
- ჰეი, რატო ხარ დროშის გარეშე?
მე სიბრაზისგან ავენთე. მყისიერად ყველა გაჩუმდა და მე მომაჩერდა. სიუზენი შეშინდა. ჩხუბი ქორწილში? არა, ჩხუბი არ იქნება. ერთადერთი ჩხუბი - ისაა, რომელიც ჩემს თავში მიდის. სამწუხაროდ დროის მანქანა ჯერ არ მოუგონიათ. რომ მიცნობდეს ასეთ რამეს არასოდეს არ მეტყოდა, ჩემს თავს ავუხსენი და დავწყნარდი.
*********************************************************************************
განათლების დასასრულებლად, რომელიც 1960 წელს დავიწყე, ფლორიდის უნივერსიტეტში დავბრუნდი. მე ვხედავდი სტუდენტურ დემონსტრაციებს, რომლებიც ვეტერანებს ვიეტნამში წასვლის სიშტერეში ადანაშაულებდნენ. თავს ორმაგად წარუმატებლად ვგრძნობდი: რაღაცა შინაგან ხინჯის გამო მე მფრინავის სამსახური დავკარგე და ახლა კიდევ დამატებით ამიხსნეს, რომ ვიეტნამში წასვლის გამო თუ როგორი იდიოტი ვიყავი.
უნივერსიტეტში ხელოვნებას, ძირითადად ფოტოგრაფირებას, ვსწავლობდი. ვცდილობდი ახალი კარიერა დამეწყო და საზოგადოებას შევრწყმოდი. საშინელი სიზმრების გარეშე ვერ ვიძინებდი. დილის მეცადინეობებზე ორი ჭიქა მაგარი სასმლის დალევის შემდეგ ვცხადდებოდი. ღამე ვიძინებდი თუ მთელი დღე ვსვამდი. ჩემთვის აუტანელი იყო სტუდენტთა კამპუსის, მისი ახალგაზრდა, მომღიმარი სახეებით ყურება იმ დროს, როდესაც იმავე ასაკი ბიჭები ყვირილით ხტებოდნენ ვერტმფრენებიდან, ხოცავდნენ და იხოცებოდნენ იმ მიზნისთვის, რომელიც მათ სიმამაცედ არ ღირდა. მათ დაიმსახურე რომ გმირები ყოფილიყვნენ, მაგრამ მხოლოდ სულელები გახდნენ.
ფოტოები აღებულია რობერტ მეისონის პირადი ვებგვერდიდან: