Saturday, March 8, 2014

ხარკოვის მანქანათმშენებელ ბიუროში БТР-4–ის დამატებით ჯავშნიანი ვარიანტი შექმნეს

2014 წლის 7 მარტი, ხარკოვი, უკრაინა - სახელმწიფო საწარმოო "ა.ა. მოროზოვის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურომ" – ხმსბ(Харьковское конструкторское бюро по машиностроению имени А.А. Морозова» – ХКБМ), რომელიც სახელმწიფო კონცერნ "Укроборонпром"–ის შემადგენლობაში შედის, დაამთავრა საბრძოლო ჯავშანმანქანა, БТР-4–ის, დამატებით ჯავშნიან ვარიანტზე მუშაობა.
ჯტრ БТР-4–ის ახალი ვარიანტი აფართოვებს სერიაში მყოფი 8х8 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე მანქანების ოჯახობას. ხმსბ–მ მანქანისთვის სპეციალური, დასაკიდი ჯავშნის კომპლექტი შექმნა. დამატებითი ჯავშანი საგრძნობლად ზრდის მანქანის ეკიპაჟისა და დესანტის დაცვას. ამასთან ეკიპაჟს დასმული ამოცანიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად შეუძლია ჯავშანკომპლექტის დაყენება ან მოხსნა.
წყარო:

აშშ–ს ხომალდები ხმელთაშუა და შავ ზღვებში

2014 წლის 8 იანვარი – ფრეგატი USS Taylor (FFG-50) თურქეთის ნაპირებთან  (წყარო – USS Taylor Runs Aground While Mooring in Turkey)

დღევანდელი მდგომარეობით შავ ზღვაში აშშ–ს შემდეგი ხომალდები იმყოფება:
  1. ოლიმპიური თამაშების დაყწებასთან დაკავშირებით ადრე შავ ზღვაშ შემოსული იყო – ფრეგატი USS Taylor (FFG-50). ამჟამად თურქეთში, სამსონის პორტში იმყოფება.
  2. სადესანტო სამეთაურო USS Mount Whitney (LCC-20), ასევე თურქეთში.
  3. USS Truxtun (DDG 103) – ახლა შემოდის და ბულგარეთისკენ მიემართება.
USS Mount Whitney (LCC-20) შავ ზღვაში

წყარო:
ხმელთაშუა ზღვაში ამჟამად აშშ–ს მე–6 ფლოტის სხვა ხომალდებიც იმყოფებიან – ავიამზიდი USS George HW Bush, ნაღმოსანი USS Roosevelt და სარაკეტო კრეისერი USS Philippine Sea (CG-58) (ამ ხომალდების შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა).

P.S. ასევე აღსაბიშნავია რომ ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა რაიონებში ამჟამად სხვა ამერიკული ხომალდები დაცურავენ და მთელ რიგ სამხედრო სწავლებებში ღებულობენ ამ მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არის ასევე Bataan Amphibious Ready Group (BATARG) და 22nd Marine Expeditionary Unit (MEU), რომელიც მთლიანობაში 4000 მეზღვაურსა და საზღვაო ქვეითს ითვლის.

2014 წლის 8 თებერავლი – სადესანტო ხომალდი USS Bataan (LHD–5) ნორფლოკის ბაზიდან გასვლის მომენტში (წყარო – Bataan Amphibious Ready Group Deploys)

პერსპექტიული უკრაინული ტანკი, ქსმ და არსებულის მოდერნიზაცია

y-თუბიზე გამოქვეყნდა "Укроборонпром" და "Спецтехноэкспорт" ოფიციალური ვიდეო, რომელშიც უკრაინის სამხედრო მრეწველობის მიერ როგორც არსებული ჯავშანტექნიკის მოდერნიზაციის პაკეტები, ასევე მომავლის პროექტები არის ნაჩვენები.
კერძოდ ვიდეოში შემდეგ პროგრამებზეა საუბარი:
  • Т-72–ის კომპლექსური მოდერნიზაცია
  • ინდური ტანკის, Arjun–ის მოდერნიზაციის ვარიანტი.
  •  БМП-2–ის კომპლექსური მოდერნიზაცია.
  • შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა VT-72–ის მოდერნიზაცია.
  • პერპექტიული ძირითადი საბრძოლო ტანკი (FMBT).
  • პერსპექტიული ქსმ (FICV).
  • MRAP–ის კატეგორიის პერსპექტიული ჯავშანტრანსპორტიორი (სავარაუდოდ КрАЗ-01-1-11–ის ვარიაცია).
  • თანამედროვე ტრენაჟორები.
მოდერნიზაციის ყველა ვარიანტი მოიცავს აქტიური დაცვის კომპლექსებს (Заслон, Заслон-Л) და დინამიურ დაცვას (Нож, Дуплет, Ракетка).

Т-72–ის მოდერნიზაცია

Arjun–ის მოდერნიზაცია

БМП-2–ის მოდერნიზაცია

პერსპექტიული ტანკის პროგრამა

პერსპექტიული ქსმ–ის პროგრამა

პერსპექტიული MRAP ჯტრ–ის პროგრამა (КрАЗ-01-1-11)

ვიდეო სიუჟეტი

დღის ფოტო – ავიამზიდი "Кузнецов" კვიპროსში

2014 წლის 2 მარტი – რუსეთის საზღვაო ძალების ერთადერთი ავიამზიდი, "Кузнецов"–ი კვიპროსის პორტ ლიმასსოლიდან გასვლის მომენტში

Friday, March 7, 2014

J-20 № 2011 - კეთილსინდისიერი ჩინელები

 J-20 № 2011

F-35

  • DAS (Distributed Aperture System) - სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის ერთ–ერთი გადამწოდი. F-35–ზე მისი ინდექსია AN/AAQ-37 და მას კომპანია Northrop Grumman აწარმოებს.
  • EOTS (Electro-Optical Targeting System) - ოპტიკურ–ლოკაციური სადგური რომელიც ძირითადად სახმელეთო სამიზნეებზე სამუშაოდ გამოიყენება. მის შექმნაში და წარმოებაში Northrop-Grumman Electronic Systems და Lockheed-Martin Missiles and Fire Control მონაწილეობდნენ.

დღის ფოტო – J-20 №2011

ჩინური სტელს გამანადგურებლის, J-20–ის, საბორტე ნომერი №2011, პირველი ფრენა



თურქული ტსმრ UMTAS–ის საცეცხლე გამოცდები

რაკეტის გაშვების მომენტი
თურქულმა კომპანია Roketsan–მა წარმატებით განახორციელა ტსმრ UMTAS–ის საცეცხლე გამოცდები. რაკეტის გაშვება განახორციელა თურქული არმიის კუთვნილმა, დამრტყმელმა შვეულმფრენმა, AH-1S–მა, რომელმაც რაკეტა 3,5კმ მანძილზე ისროლა. ეს მანძილი რაკეტის მაქსიმალური ფრენის მანძილის (8კმ) ნახევარზე ნაკლებია. 
გამოცდების შედეგად რაკეტა სამიზნეს ფაქტიურად ცენტრში მოხვდა.

გამოცდის შედეგები

რაკეტის გამოცდის ვიდეო

Arleigh Burke-ს კლასის სარაკეტო ნაღმოსანი USS Truxtun (DDG 103) შავი ზღვისკენ გაემართა

Arleigh Burke-ს კლასის სარაკეტო ნაღმოსანი USS Truxtun (DDG 103), 6 მარტს საბერძნეთიდან, სუდას ყურიდან გამოვიდა და შავი ზღვისკენ გაემართა, რათა მონაწილეობა მიიღოს რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალებთან ერთად კომბინირებულ სამხედრო სწავლებაში.
ნაღმოსანის მიერ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მიღება მისი აშშ–დან გამოსვლამდე გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი. ხომალდის ბორტზე 300–მდე მეზღვაური იმყოფება. ხომალდი აშშ–ს მე–6 ფლოტის დაქვემდებარებაშია და ავიამზიდ USS George H.W. Bush–ის ამალაში შედის, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში 27 თებერვალს შემოვიდა (აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა)


წყარო:

Thursday, March 6, 2014

ქართული არტილერია

არტილერისტების მოსამზადებელი საკლასო ოთახი 

საარტილერიო მეცადინეობა მაკეტთან

 Mercedes 3341 Actros 6x6 ბაზაზე დამონტაჟებული 160მმ–ნი ებრაული წარმოების ზცრს LAR-160

Урал-4320 ბაზაზე დამონტაჟებული  122მმ–ნი ზრცს БМ-21 Град

122მმ–ნი ბუქსირებადი ჰაუბიცა 2А18М Д-30А 

 152მმ–ნი ბუქსირებადი ქვემეხი 2А36 "Гиацинт-Б"
ქვემეხ 2А36 "Гиацинт-Б"-ეს მუხტი

152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა-ქვემეხი  vz.77 DANA და მიხეილ სააკაშვილი :D

ებრაულმა სპეცსამსახურებმა რაკეტებით დატვირთული ირანული ხომალდი დააკავეს

როგორც ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა – არმიის სპეცდანიშნულების რაზმმა, ხუთშაბათს, 2014 წლის 6 მარტს, წითელ ზღვაში, დააკავა ხომალდი, რომელსაც ირანიდან გაზას სეკტორში რაკეტები და რაკეტის საბრძოლო ქობინები მჰქონდა. ისრაელის ელიტარული სამხედრო–საზღვაო ძალების სპეც რაზმის, Shayetet–13–ის წევრებმა დილის 5 საათზე თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანეს პანამის დროშით მცურავი სავაჭრო ხომალდი “Klos-C”. ოპერაციის შედეგად არავინ არ დაზარალებულა, ხომალდის ეკიპაჟმა მებრძოლებს წინააღმდეგობა არ გაუწია.
როგორც ებრაელი სამხედრო ანალიტიკოსები იუწყებიან, ირანმა, ლიბანის სამხრეთით, ანტიებრაულ ტერორისტულ ორგანიზაციას, ჰესბოლას, უკვე ათობით ათასი რაკეტა მიაწოდა.

ხომალდის დაკავების ვიდეოსიუჟეტი

ხომალდის შიგთავსი

წითელ ზღვაში, ისრაელიდან 1600კმ–ს მოშორებით, სპეცრაზმელების მიერ დაკავებული იარაღის პარტია მოიცავდა, სირიული წარმოების  M–302–ებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 125 მილს (მიახლოებით 200კმ) შეადგენს და შეუძლიათ სამიზნის ქვეშ ისრაელის მთელი ტერიტორია მოაქციონ.
როგორც ისრაელის მთავრობის პრეს–მდივანმა, ჯენიფერ პსაკიმ (Jennifer Psaki), განუცხადა ჟურნალისტებს – იარაღის ამოღება განხორციელდა ისრაელისა და აშშ–ს მჭიდრო კოორდინაცის შედეგად, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
წინასწარი ინფრომაციით იარაღის ეს პარტია სირიიდან იქნა გამოტანილი, საიდანაც თვითმფრინავებით იქნა გადატანილი ირანში, ხოლო ბოლოს სუდანში იქნა დატვირთული ხომალდზე. რაკეტები ცემენტის ტომრებში იყო დამალული.


წყარო:

უკრაინის 1–ლი ცალკეული სატანკო ბრიგადა საბრძოლო მზადყოფნაშია


ვიდეო, რომელზეც ასახულია საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი, უკრაინის სახმელეთო ჯარების "ჩრდილოეთის" ტერიტორიული მმართველობი,ს  მე–8 საარმიო კორპუსის 1–ლი ცალკეული სატანკო ბრიგადა. ბრიგადა ჩერნიგოვსკაიას რაიონში, გონჩაროვსკოეს დასახლებასთან ბაზირდება და ძირითადად მოდერნიზირებული Т-64БМ "Булат"–ებითაა შეიარაღებული.


წყარო:
Подготовка танков "БМ Булат" к бою

Wednesday, March 5, 2014

ცრუ ჭორები "Гетьман Сагайдачний"–ის შესახებ

უკრაინული ფლოტის ფლაგმანი, ფრეგატი "Гетьман Сагайдачний"–ს, გუშინ, ბოსფორის სრუტის გავლის მომენტში გადაღებული ფოტოსურათი
ფოტოს გამოქვეყნებით  საბოლოოდ გაქარწყლდა ის ჭორი, რომლის თანახმადაც ამ ხომალდის ეკიპაჟი რუსების მხარეს გადავიდა და გემბანზე რუსული დროშა აღმართა. როგორც ვხედავთ ხომალდი ისევ უკრაინული საბრძოლო დროშით დაცურავს.

სსრკ–ს ჯავშანტექნიკია – ცოტა ისტორია

1972–73 წლები, უკრაინა

ИС-3 (სამიზნე პოლიგონზე)

მძღოლ–მექანიკოსების სასწავლო ИС-3 (მუშა მდგომარეობაში)

ИСУ-152

КМТ-5-ით აღჭურვილი Т-54

მუხლუხებიან თვითმავალ ტივს  (Гусеничный самоходный паром ГСП) Т-54 გადაყავს მდინარეზე 

Т-62–ების კოლონა ზამთრის სწავლებაზე

Т-62 და მისი ეკიპაჟი


სურათების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი გოგა ოქროპირიძეს