რუსული ძალები, რომლებმაც ბალაკლავაში უკრაინის სასაზღვრო ქვედანაყოფის ბლოკირება და განიარაღება მოახდინა
2014 წლის 2 მარტს, უკრაინის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობამ საერთო მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო აქტივობისა და ინტერვენციის ნიშნების გამოვლენის შედეგად იქნა მიღებული. უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ მობილიზაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მსოფლიოს ლიდერების გაფრთხილებები მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ ყურად არ იღო.
სულ მცირე 2000 რუსი ჯარისკაცი იქნა გადმოსხმული თვითმფრინავებით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. ძალების ძირითადი ნაწილი, პარასკევს, 28 თებერვალს, საღამოს იქნა გადასროლილი ყირიმში. გადასროლა იმავე დღის დილით, რუსების საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული ორი სამხედრო ბაზიდან ერთ–ერთზე განხორციელდა.
ყირიმის პორტ სევასტოპოლისკენ, სადაც რუსეთ საზღვაო ბაზა აქვთ, შემჩნეული იქნა ჯარისკაცებით დატვირთული 12 სამხედრო სატვირთო მანქანა, შეჯავშნული მანქანა Тигр 4x4 და ასევე ორი სასწრაფო დახმარების მანქანა. სამხედრო კოლონას ვერტმფრენები აცილებდნენ. ასევე უკრაინის ტელეკომუნიკაციის უმსხვილესი ცენტრის განცხადებით ის ვერ ახერხებს ყირიმის ვერც ერთ ქსელში ჩართვას, რაც ასევე რუსულ ჩარევაზე მეტყველებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის "დუმამ", პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მწვანე შუქი მისცა ომის დაწყებაზე, რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობენ ყირიმში სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილები დაიკავონ.
ასევე შეინიშნება რუსული ფლოტის აქტივობაც – შაბათს, 1 მარტს, ორი რუსული ნავსაწინააღმდეგო ხომალდი ყირიმის ნაპირებთან გამოჩნდა, რითაც დაარღვია რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული საზღვაო ბაზის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების პირობები. უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების თანახმად, ორი ხომალდი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის შემადგენლობაშია, სევასტოპოლის ნავსაყუდელთან იქნა შემჩნეული, სადაც რუსეთის შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო ბაზაა განთავსებული.
რუსული ვერტმფრენები საკის თავზე
რუსული ინტერვენცია ყირიმში
სევასტოპილის გზაზე შემჩნეული რუსული თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 "Гвоздика"
რუსების მიერ განხორციელებული მოქმედებები ყირიმის ტერიტორიაზე (რუქა გადიდებადია, ასევე რუქის ფართო ფორმატში სანახავად გამოიყენეთ შემდეგი ბმული – ყირიმის რუქა)
- 2014 წლის 28 თებერვალი – 4 ცალი 2C1 თვითმავალი ჰაუბიცა შემჩნეული იქნა სევასტოპოლში.
- რუსულმა ძალებმა განაიარაღეს ევპატორიაში უკრაინის ჰსთ ქვედანაყოფი.
- საკის თავზე, კაჩას ავიაბაზასთან შემჩნეული იქნა 11 რუსული ვერტმფრენი Ми-24.
- გვარდეისკაიას აეროპორტთან 5 ცალი Ил-76 იქნა შემჩნეული.
- დაუდასტურებელი წყაროების თანახმად 13–ზე მეტი Ил-76 დაეშვა სევასტოპოლში.
- Tarantul–ის კლასის კორვეტი პატრულირებს ბალაკლავას ნავსაყუდელთან
- რუსულმა ძალებმა ბალაკლავაში უკრაინის ასაზღვრო ქვედანაყოფი განაიარაღეს
- ფედოსიაში Зубр–ის კლასის სადესანტო ხომალდი იქნა შემჩნეული.
- რუსმა ჯარისკაცებმა ქერჩის სრუტეზე კონტროლი დაამყარეს.
- 2014 წლის 28 თებერვალს 2000 რუსი ჯარისკაცი გადასხმული იქნა სიმფეროპოლში.
P.S. ხელ წერა არ იცვლება – მამაცი რუსები საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით სუვერნეული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიას ახდენს. მოკლედ გალეშილი რუსული დათვი შარზეა და უაზროდ იქნევს ტორებს, ფრთხილად იყავით არავინ მოყვეთ.
No comments:
Post a Comment