26 თებერვალს BAE Systems-მა ნორვეგიის არმიას პირველი მოდერნიზირებული CV–90–30 გადასცა (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – ნორვეგიის არმიამ BAE Systems 500 მილიონი ფუნტის ქსმ-ები შეუკვეთა). შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის არმიის მიერ ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ ახალ მანქანაში საგრძნობლადაა გაზრდილი დაცვა, გადარჩენადობა, სიტუაციური გათვითცნობიერება, დაზვერვისა და ოპერატიული შეთავსებადობის შესაძლებლობები.
მანქანები აღჭურვილი იქნება უახლესი რეზინის მუხლუხებით, რომლებმაც საბრძოლო შემოწმება ავღანეთში, ნორვეგიის არმიის რიგებში გაიარეს. სულ კონტრაქტის თანახმად აწყობილი იქნება 74 ცალი ქსმ-ი, 21 სადაზვერვო, 15 სამეთაურო , 16 საინჟინრო, 16 მრავალმიზნობრივი და 2 სასწავლო მანქანა. მრავალმიზნობრივ მანქანებს შეეძლებათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მანქანის ან თვითმავალი ნაღმტყორცნის შასი. სერიული მანქანების მიწოდება 2015 წლის ნოემბერში დაიწყება და 2017 წლამდე გაგრძელდება.
პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალი
წინასერიული მანქანის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ ნორვეგიის და შვედეთით სახელმწიფო მდივანები – ოსტინ ბოე (Öystein Bö) და კარლ ფონ დერ ეში (Carl von der Esch).
ამჟამად ნორვეგიის არმიის შეიარაღებაზე 103 CV–90 იმყოფება, რომლებიც ნორვეგიამ 90–იანების შუა პერიოდში მიიღო და წარმოადგენს მანქანის პირველ საექსპორტო ვარიანტს. 2012 წლის ივნისში, BAE Systems-მა ამ მანქანების სამოდერნიზაციოდ 750 მილიონი დოლარი (0,5 მილიარდი £) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ნორვეგიის მთავრობასთან. ამავე პროგრამის ფარგლებში კომპანია ასზე მეტ ახალ CV90 ააწყობს.
პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალის ვიდეო
No comments:
Post a Comment