Saturday, February 15, 2014

ამერიკული MV-22 ფრანგულ BPC Dixmude–ზე

აშშ–სა და საფრანგეთის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნების ფარგლებში ამერიკული MV-22 ფრენებს Marine Nationale–ს კუთვნილი სადესანტო ხომალდ Dixmude–დან ახორციელებდა. 
თუმცა ფრანგულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფანრგული BPC გამოუსადეეგარი და მოუმზადებელი გამოდგა MV-22–ის ფრენებისთვის – მისი გემბანის საფარველი არ აღმოაჩნდა მზად Osprey–ს ძრავების ცხელი ჰაერის ნაკადის ტემპერატურისთვის, რაც მის დაზიანებას იწვევდა.

ისევ სამხრეთ სამხედრო ოლქი – 2014 წელს რუსეთი 14 შენაერთის ახალი ტექნიკით აღჭურვას გეგმავს

მოსკოვი, 14 თებერვალი"2014 წელს სამხრეთ სამხედრო ოლქში დაგეგმილია 14 შენაერთისა და სამხედრო ნაწილის ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვა". ამის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურმა, გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე გალკინმა განაცხადა.
გენერლის სიტყვების თანახმად მიმდინარე წელს დაგეგმილია ოლქის 26 პერსპექტიული სამხედრო ქალაქის მშენებლობის დასრულება, ხოლო ის ობიექტები რომლებზეც მოთხოვნა არაა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში გადავა.
ამას გადა, მიმდინარე წელს უწყება გეგმავს კონტრაქტნიკებით ოლქის 14 პრიორიტეტული შენაერთისა და სამხედრო ნაწილის დაკომპლექტებას. გალკინმა ასევე დასძინა რომ, დაგეგმილია საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიებების შესრულება ოთხ შენაერთში.
"2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების შესაძლებლობები 3% გაიზრდება. ეს საშუალებას მისცემს მათ წარმატებით გაართვან თავი დასმულ ამოცანებს, უზრუნველყონ სამხედრო უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის ინტერესები სამხრეთ–დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე" – განაცხადა გენერალმა.


წყარო:
В ЮВО в 2014 году планируется перевооружить 14 соединений новыми образцами техники

Friday, February 14, 2014

ქართველების წინასაავღანეთო მომზადება

10 თებერვალი, გერმანია, აშშ–ს არმიის ბაზა Hohenfels - აშშ–ს საზღვაო ქვეითებმა და ქართველმა სამხედროებმა ათეულის პატრულირებისა და ახლო საჰაერო მხარდაჭერის ერთობლივი სწავლება განახორციელეს (Close Air Support – CAS). სწავლება ავღანეთში, ISAF–ის მისიისთვის განხორციელებული წინამოსამზადებელი პროგრამის ნაწილია. ქართველი სამხედროები, აშშ–ს საზღვაო ქვეითების ხელმძღვანელობით ახორციელებდნენ წინა საავღანეთო მომზადებას, რათა დახვეწონ ის ცოდნა, რაც საჭიროა ავღანეთში, საერთაშორისო ძალებთან პარტნიორობით მისიის შესასარულებლად და ამბოხებულთა წინააღმდეგ სამოქმედოდ.

Hohenfels, Germany - U.S. Marines and soldiers from the Republic of Georgia conduct a squad-patrol and Close Air Support (CAS) familiarity during the Mission Rehearsal Exercise (MRE) as part of the Georgia Deployment Program- ISAF at the Joint Multinational Readiness Center in Hohenfels, Germany, Feb. 10. The U.S. Marine Corps Forces Europe and Africa-led program is designed to prepare Georgian infantry battalions to support the International Security Assistance Force and its operations in Afghanistan. 



წყარო:
ოფიციალურ

დღის ფოტო – ცოტა ისტორია

1945 წელი, მე–14 ჯავშანსატანკო დივიზია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა T34 Sherman Calliope / T34 Sherman Calliope Rocket Launcher, 14th Armored Division, 1945

P.S. ყველაზე საინტერესო მაინც ტანკის დამატებითი ჯავშანია – საკმაოდ საინტერესოდაა მოგონილი ქვიშიანი ტომრების სამაგრი.

Wednesday, February 12, 2014

Singapore Air Show: ახალი Super Heron HF

Super Heron HF
სინგაპურის ავიასალონის ფარგლებში ებრაულმა კომპანია  ΙΑΙ–მ განახორციელა ახალი გაუმჯობესებული უპილოტო საფრენი აპარატის, Super Heron HF–ის პრეზენტაცია. უპილოტოში ძირითად ცვლილებეას 115ც/ძ–ნი Rotax 914–ის ნაცვლად ჩაყენებული იტალიური FIAT–ის დიზელის, 200ც/ძ–ნი ძრავა წარმოადგენს.
ახალი ძრავის დახმარებით უპილოტომ ასაფრენი წონა 1250–დან 1450 კგ–მდე გაზარდა, ასევე გაიზარდა სიჩქარე 115 კვანძიდან (213კმ/სთ) 150 კვანძამდე (277,8კმ/სთ), თუმცა ფრენის ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა – 45 საათი 30 000 ფუნტის (9150მ) სიმაღლეზე.

ევროპული რსთ ფეხს იდგამს

11თებერვალი, ესპანეთი, როტას საზღვაო ბაზა –  სარაკეტო ნაღმოსანის, USS Donald Cook–ის ბაზაზე მისვლის მომენტი
11 თებერვალი, ესპანეთი, როტა – არლი ბერკის (Arleigh Burke) კლასის სარაკეტო ნაღმოსანი, USS Donald Cook (DDG 75), როტას საზღვაო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ის მოქმედებას დაიწყებს აშშ–ს მე–6 ფლოტის მოქმედების ზონაში.
USS Donald Cook (DDG 75) არის არლი ბერკის კლასის პირველი იმ ოთხი სარაკეტო ნაღმოსნიდან, რომლებიც აშშ–ს მე–6 ფლოტის მოქმედების ზონაში უნდა განთავსდეს. მომავალი მას შემდეგი ნაღმოსნები შეუერთდებიან –  USS Росс (DDG 71), USS Porter (DDG 78 ) და USS Carney (DDG 64) და ეს ხომალდები რეგიონში 2 წელი დარჩებიან.
ეს ოთხი სარაკეტო ნაღმოსანი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიზნით იქნება გამოყენებული. აშშ–ს მე–6 ფლოტის შემადგენლობაში ისინი მრავალ ფუნქციას შეასრულებენ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი NATO–ს ქვეყნების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა იქნება.
2012 წლიდან USS Donald Cook–ის მთავარ საიარაღო კალიბრს რაკეტები RIM-161 Standard Missile 3 (SM-3) და გაუმჯობესებული შესაძლებლობების სისტემა AEGIS წარმოადგენს.


წყარო:

დღის ფოტო – ზებგერითი Chevrolet Silverado SR 1500

აშშ–მ ზესაიდუმლო მფრინავი ავტომობილის პროექტს მოხსნა "გრიფით საიდუმლო" და მისი საჯარო ჩვენება განახორციელა:
- წარმოგიდგენთ ზებგერით სადაზვერვო 4X4 სავალი ფორმულის მქონე ავტომობლის, SR-71 Blackbird chevrolet silverado SR-1500

Tuesday, February 11, 2014

PT-91Ex Main Battle Tank - commercial

პოლონური ტანკის, PT-91Ex–ის სარეკლამო რგოლი

ხომალდების სასაფლაო

პუჯეტ საუნდის ტექნიკური მომსახურების შუალედური სადგური და სამხედრო–საზღვაო ძალების გემთსაშენი (Puget Sound Naval Shipyard and Intermediate Maintenance Facility – PSNS & IMF), ისტორიული სახელწოდება "Navy Yard Puget Sound, Bremerton Navy Yard, Puget Sound Naval Shipyard" – აშშ–ს საზღვაო ძალების გემთსაშენი, რომელიც ვაშინგტონის შტატში, ბრემერტონთან ახლოს, პუჯეტ საუნდში მდებარეობს. 
აღნიშნული გემთსაშენის ნავსაყუდელი ასევე გამოიყენება პენსიაში გაყვანილი სამხედრო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სასაფლაოდ, რომლებიც აქ მანამდე რჩებიან სანამ მათი ჯართად დაჭრი რიგირ არ მოვა.

პუჯეტ საუნდი (Puget Sound) – რეზერვში გაყვანილი ავიამზიდები – Independence, Constellation და Ranger
ავიამზიდები Independence, Kitty Hawk, Constellation და Ranger.
აშშ–ს ატომური წყალქვეშა ნავების სასაფლაო

Monday, February 10, 2014

DEFEXPO-2014 - ინდოეთის არმია საიერიშო შაშხანების გამოცდებს იწყებს

ინური ARDE–ს მულტი კალიბრული შაშხანა (ARDE's (DRDO) Multi Caliber Individual Weapon System (MCIWS) rifle)

ინდოეთში მიმდინარე მომავლის ჯარისკაცის პროგრამაზე ბლოგში უკვე ვწერდი – Future Infantry Soldier Program 2020 (ინდოეთის არმიის ახალი შაშხანის ტენდერი).  როგორც ცნობილია ინდოეთის არმია ამ პროგრამის ფაგლებში გეგმავს 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 66 000 ცალი 5,56x45 შაშხანის შესყიდვას (შაშხანას ინდოეთის არმიაში ყველაზე გავრცელებული ტყვიის – ოფციონალურად 7,62x39 გამოყენებაც უნდა შეეძლოს).
ამჯერად ინდოეთში მიმდინარე გამოფენა DEFEXPO-2014–ზე იტალიური კომპანია Beretta–ს გენერალური მენეჯერის, კარლო ფერლიტოს, განცხადების თანახმად კონკურსში სამონაწილეოდ შემდეგი შაშხანები არიან წარდგენილები – ჩეხური CZ–807A Bren, იტალიური Beretta ARX-160, ებრაული IWI ACE–1 და აშშ–ს Colt Combat Rifle ან Advanced Colt. გამოცდები რამდენიმე თვე გაგრძელდება და რამდენიმე სხვადასხვა ადგილას და კლიმატურ ზონებში განხორციელდება. შაშხანები სასროლ გამოცდებს რაჯასტანის უდაბნოსა და ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონებში გაივლიან, ასევე მოხდება მათი გამოცდა სპეციალურ კამერებში.

P.S. საინტერესოა თვითონ ინდური შაშხანა რატო არა მონაწილეობს კონკურსში?

წყარო:

Sunday, February 9, 2014

დღის ფოტო – მკვდარი ჯავშანი

ფოტო გადიდებადია

კითხვა – რა ხდება და სადაა გადაღებული?

Awesome footage of BrahMos in action

ერთობლივი რუსულ–ინდური ზებგერითი რაკეტა Brahmos-ის ხმელეთი–ზედაპირი, ზედაპირი–ზედაპირი, ზედაპირი–ხმელეთი და ხმელეთი–ხმელეთი გამოცდების საკმაოდ საინტერესო ვიდეო მასალა. ჰაერი–ზედაპირი და ჰაერი–ხმელეთი გამოცდები მომდევნო თვეებში განხორციელდება.

P.S. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი რომ რაკეტა საკმაოდ მცირე სამიზნეს  ხვდება, რაც მისი დამიზნების სისტემის მაღალეფექტურობაზე მეტყველებს.