Showing posts with label BrahMos. Show all posts
Showing posts with label BrahMos. Show all posts

Sunday, June 26, 2016

BrahMos-ით აღჭურვილი Су-30МКИ-ს სადემონსტრაციო ფრენა

2016 წლის 25 ივნისს რუსულ-ინდურმა ერთობლივმა კომპანია BrahMos Aerospace-მ ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა BrahMos-ით აღჭურვილი ინდოეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელ Су-30МКИ-თ სადემონსტრაციო ფრენა განახორციელა.


ფრენა ნასიკში მდებარე ინდოეთის სახელმწიო აეროკოსმოსური კორპორაცია Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) აეროდრომიდან განხორციელდა ფრენის შედეგად BrahMos Aerospace-მ "წარმატებულად განახორციელა ყველაზე მეწინავე ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა BrahMos-ისა და ინდოეთის ძირითადი გამანადგურებლის, Су-30МКИ-ს, თავსებადობის დემონსტრირება".
კორპორაცია 2,5 ტონიანი რაკეტის პირველი საჰაერო საცდელი სროლების განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს





წყარო:

Sunday, February 9, 2014

Awesome footage of BrahMos in action

ერთობლივი რუსულ–ინდური ზებგერითი რაკეტა Brahmos-ის ხმელეთი–ზედაპირი, ზედაპირი–ზედაპირი, ზედაპირი–ხმელეთი და ხმელეთი–ხმელეთი გამოცდების საკმაოდ საინტერესო ვიდეო მასალა. ჰაერი–ზედაპირი და ჰაერი–ხმელეთი გამოცდები მომდევნო თვეებში განხორციელდება.

P.S. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი რომ რაკეტა საკმაოდ მცირე სამიზნეს  ხვდება, რაც მისი დამიზნების სისტემის მაღალეფექტურობაზე მეტყველებს.


Wednesday, February 6, 2013

Aero India 2013: BrahMos II

ავიაკოსმოსური და თავდაცვითი ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Aero India–2013–ზე, რომელიც დღეს დილით გაიხსნა, პირველად იქნა წარმოდგენილი ახალი, მრავალფუნქციური ჰიპერპგერითი (hypersonic) რაკეტა BrahMos–II, რომელიც წარმოადგენს ერთობლივი რუსულ–ინდური რაკეტა BrahMos I–ის გაგრძელებას.




ამ კონკრეტული, ამბიციური პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოსკოვსა და ნიუ-დელის შორის უკვე მოეწერა, თუმცაღა პროგრამის დასრულების და განვითარების თარიღებ ჯერ გაურკვეველია. როგორც ცნობილია ახალი რაკეტის სიჩქარე – 7 MAX იქნება, ხოლო ფრენის მანძილი 300 კილომეტრი.






P.S. აღსანიშნავია რომ ამ სიჩქარეების მიღწევა დღევანდელი ტექნოლოგიებით ფაქტიურად შეუძლებელია – როგორც ცნობილია, ანალოგიური ამერიკული პროგრამა ამ ცოტა ხნის წინათ წარუმატებლად დასრულდა.