Saturday, January 30, 2016

ჯტრ "Namer"-მა ადს "Trophy" მიიღო


ისრაელის თავდაცვის  სამინისტროს ჯავშანსატანკო სამმართველომ ებრაულ არმიას ადს "Trophy"-თ აღჭურვილი პირველი ქსმ "Namer" გადასცა. ადს "Trophy" შექმნილია Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ და დღემდე ის მხოლოდ ტანკ Merkava Mk-4-ზე ყენდებოდა, სისტემამ 2014 წელს გაზას სექტორში განხორციელებული თავდასხმების დროს თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
დღეიდან სისტემა კონვეერიდან ჩამოსულ ყველა "Namer"-ზე დაყენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფართო გამოცდების შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც ქსმ-ის მიმართულებით არა ერთი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გაშვებული.
"Trophy" წარმოადგენს ებრაული Rafael-ისა და Elta-ს და ამერიკული General Dynamics-ის ერთობლივ ქმნილებას. კომპლექსს გადამწოდებების საშუალებით შეუძლია აღმოაჩინოს მის მიმართ გაშვებული მართვადი რაკეტა თუ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და მოახდინოს მისი განადგურება სპეციალური მუხტით.



წყარო:

Wednesday, January 27, 2016

საუდელების დიდგორი (ფოტოები)

საუდელებთან გაფორმებული კონტრაქტის შესახებ უკვე ვწერდი სტატიაში სახელწოდებით - გილოცავთ - სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის. ამჯერად დელტას საამქროდან ამ მანქანების გასააგზავნად მომზადების ფოტოებს წარმოგიდგენთ:


უკრაინა - ომის ქრონიკები (ფოტოები)

ფოტოების ავტორი - Tom Daams

Ukraine‬ volunteer forces fire mortars from ‪Pisky‬ towards separatist positions around ‪Donetsk‬ ‪Airport‬

Ukraine volunteer fires artillery from Pisky towards separatist positions around Donetsk Airport

An Ukrainian soldier after he got shot in the face by a sniper, recovering in bed with Bublik the kitten.

Meanwhile in Ukraine a young soldier sits restless in a trench on the front line. I ask him if he is nervous, "No, i'm waiting" he replies. 
"Waiting for what?", I ask.
"Waiting for the evening, when the bombs will turn this place to Hell"

A Ukrainian soldier empties his machine gun at separatist positions. When evening falls the fighting heats up on the Ukrainian frontline.

A young boy visits his father at a checkpoint just outside Mariupol.

Soldiers of Pravyy Sektor

Chief of medical staff 'Momma' coordinates all Pravvy Sektor medical teams in and around the Pisky frontline.

Ukrainian medical team on the frontline of Donetsk

Tuesday, January 26, 2016

გილოცავთ - სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის.


სსსტც "დელტა" იუწყება:
საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებს.
,,დელტას,, მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა.

მანქანის ტესტირებები კი 1 დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა.



საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა - მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების , მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა - როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.
ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი, და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდმე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა.

ტესტირებების დასრულების შემდეგ თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი.

2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც ,,დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი.

2015 წლის მარტის თვეში დელტას ეწვია საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია რა დროსაც მათ შეაფასეს დელტას საწარმოო ბაზა და დაათვალიერეს მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა. ( ვიზიტის დროს აგრეთვე ჩატარდა სამედიცინო ჯავშანმანქანის ჯავშნის სადემონსტრაციო ჩვენება).

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ - სსიპ სსსტც „დელტა“, კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას.

ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

Monday, January 25, 2016

სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა" - განადგურებული რუსული ტანკები

ზუსტად ერთი წლის წინ, 25 იანვარს დებალცევოში, სანჟაროვკასთან, სიმაღლე 307.5-ზე მოხდა ლეგენდარული ბრძოლა, რომელშიც უკრაინელმა მებრძოლებმა, პოზიციებზე შეჭრილი რუსი ტერორისტების ტანკები ფაქტიურად ხელჩართულ ბრძოლაში გაანადგურეს, ამ ბრძოლის შესახებ ბევრია დაწერილი, ამიტომ უბრალოდ თვითმხილველის, 128-ე ცალკეული სამთო-მსროლელი ბრიგადის სერჟანტის, ბორის ლისის მონაყოლს მოვიყვან, რომელშიც იმ ბრძოლის დეტალებია აღწერილი:
თვითონ ბრძოლა ცნობილია როგორც "სანჟაროვსკის სტალინგრადი" ("Сталинград под Санжаровкой") - იმ დღეს, 25 იანვარს უკრაინელების პოზიციაზე 38 მებრძოლი იმყოფებოდა: 128-ე ცალკეული სამთო-ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები, მე-17 ცალკეული სატანკო ბრიგადის ტანკისტები და 54-ე სადაზვერვო ბატალიონის მზვერავები პოსტი 307.9-დან. მოგვიანებით პოზიციაზე 54-ეს კიდევ ერთი ათეული შეემატათ - ამ დღეს მათ ცვლა ჰქონდათ, მაგრამ ამის ნაცვლად პირდაპირ შუა ბრძოლაში ამოყვეს თავი. ტექნიკიდან და შეიარაღებიდან პოზიციას გააჩნდა: ერთი  Т-64, ორი БМП-2, ЗУ-23-2, АГС-17, ერთი ДШК, ორი РПГ-7, უსარგებლო РПГ-22-ის გროვა და რა თქმა უნდა ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატები, ტყვიამფრქვევები. კიდევ იყო გაუმართავი ტანკი, ორი ცალი ასევე გაუმართავი БМП (ერთი 128-ეს და ერთი მზვერავების) და მეზენიტეთა МТЛБ. პოზიციაზე ასევე ქონდათ ტსმრ-ის ორი გამშვები - რომელთა წესიერი გამოყენებაც ფაქტიურად არავინ არ იცოდა, ერთადერთი გაშვებული რაკეტა ცაში წავიდა, ორი მომდევნო არ გავარდა და მერე უკვე გვიანი იყო ტსმრ-ის გამოყენება. პოზიციას უტევდა - 5 ტანკი, БТР და სავარაუდოდ ქვეითების ორი ოცეული.
მდგომარეობა ტანკებთან მარტივი იყო - ერთს "ბუგაის" (უკრაინული ტანკის ზედმეტსახელი) გასროლა მოხვდა, არ განადგურდა მაგრამ იერიში გადაიფიქრა, კიდევ სამი ტანკი - ორი Т-64 და ერთი Т-72 - უკრაინელების პოზიციებზე შეიჭრა, სადაც უკრაინელებმა ისინი  РПГ-7-ით გაანადგურეს, ტანკისტებს ამოსვლის მცდელობისას სარქველებში ხელყუმბარებით გაუმასპინძლდნენ. მაგრამ სანამ 64-ებს ანადგურებდნენ, 72-მა მოასწრო პოზიციებზ ეგავლა და უბედურების დატრიალება. მეხუთე ტანკმა, დაინახა რა თავისი თანამოძმეებს რა ბედი ეწიათ, გატრიალდა და სანჟაროვკაში დაბრუნდა,  БТР-ი კიდევ უფრო ადრე აითესა. ასევე ერთი განადგურებული ტანკის მძღოლ მექანიკოსი, გაჯიევი, გადარჩა, რომელიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
დანაკარგები - 128-ეს ოცეულის მსროლელი, ადალბერტ კოვჩარი იმსხვერპლა ჭურვის ნამსხვრევმა , АГС-ის მსროლელი ფედია ლოპაცკი НСВТ ტყვიამ. სამნი, 54-ე სადაზვერვო ბატალიონიდან უფროსი ლეიტენანტი სერგეი სვიში, სნაიპერი საშა ვენგერ და 128-ეს მეზენიტე ვოვა პიტაკი - Т-72-მა მუხლუხებით გადათელა. 128-ეს ორი ჯარისკაცი, БМП-ეს მემინზე ანდრეი კაპჩური და მსროლელი საშა ლევრინცი უგზო უკვლოდ დაიკარგნენ, მათი გვამები სავარაუდოდ ტანკის კოშკურის ქვეშ იპოვეს.
დაჭრილები - 128-ეს ოცეულის მეთაური, ანდრეი სლოტა მუხლის ქვეშ დაიჭრა, ტანკიდან ამომხტარმა სეპარატისტმა სანამ მოკლავდნენ გასროლა მოასწრო. კიდევ ორ ჯარისკაცს, საშა ზოზულიაკს და "ბუგაის" მემიზნეს, ვოვა მირონეცს, იმ Т-72-ის გამოისობით ამპუტაცია ჩაუტარდათ. დამატებით იყო ბევრი მსუბუქი დაჭრილი და კონტუზირებული.
ტექნიკის დანაკარგი - ერთი უკრაინული БМП ბრძოლის დასაწყისშივე დაწვეს, საბედნიეროდ მასში არავინ არ იჯდა, ასევე გაანადგურეს ЗУ-23-2, ნამსხვრევებით დახვრიტეს АГС და ტსმრ-ის გამშვები (სეპარატისტები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ საცეცხლე საშუალებებს). თავისი "ბუგაიმაც" მიიღო - მოხვედრამ ქვემეხი და კოშკი გაჭედა, ტანკისტები პოზიციის უკან გადავიდნენ და შემდეგში ქვეითებად განაგრძეს ბრძოლა. მეორე БМП-ეს ნახევარი მეტრა ქვემეხი მოაგლიჯეს და ნამსხვრევებით კორპუსი დაუხვრიტეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მანქანამ მაინც მოახერხა მეზობელ საყრდენ პუნქტამდე მისვლა და მძიმე დაჭრილების გაყვანა. მეორე ტანკი და ორივე გაუმართავი БМП, სიმაღლის უკან ხელუხლებლად იდგნენ, სეპარატისტებმა ალბათ იცოდნენ მათი გაუმართაობის შესახებ და ხელუხლებლად დატოვეს. ასევე ბოლო აღმოჩნდა ეს ბრძოლა "Урал"-ისთვის - რომელიც ან კი იდგა კაპონირში, მაგრამ მისი გასრესა იმ 72-მა მოახერხა. აღნიშნული ტანკი ბოლოს დინამიკური ელემენტებით დაუცველი ადგილზე РПГ-7-ის გასროლით იქნა განადგურებული.
წყარო:


პოზიცია სატანკო იერიშის შემდეგ

 2015 წლის 25 იანვარს РПГ-7-დან სამი გასროლით განადგურებული სეპარატისტების Т-64БВ. საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად მოგლეჯილმა კოშკურამ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოიყოლია ქვეშ - ანდრეი კაპჩურა და საშა ლევრინეცი. მებრძოლები 4 თვე, სანამ მათ გვამებს "შავი ტიტას" სამძებრო ჯგუფი აღმოაჩენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ

უკრაინელ სამხედროებს ნაალაფარი Т-64 პოზიციაზე მიყავთ


128-ე ცალკეული სამთო-ქვეითთა ბრიგადის БМП-2. მანქანას 3 ნაღმი მოხვდა
 
 მე-17 ცალკეული სატანკო ბრიგადის ტანკი «Тузик», იმყოფებოდა სექტორ С რეზერვში, პოზივია "ვალერაზე" 2015 წლის 24 იანვარს მივიდა. 25 იანვარს, დილის 04:30 საათზე უკან გაიძახეს  (სექტორის კატეგორიული ბრძანების თანახმად). შუადღისით, ცნობილი ბრძოლის შემდეგ ტანკი "ვალერაზე" დაბრუნდა, სადაც საბოლოო ჯამში სამუდამოდ დარჩა, ეკიპაჟი გადარჩა.

 2015 წლის 25 იანვარს განადგურებული სეპარატისტების Т-72Б1 - ეიკპაჟი დაიღუპა. აღნიშნული ფოტო მოგვიანებითაა გაკეთებული, მას შემდეგ რაც ტანკი წინა ხაზიდან, მუხლუხების ქვეშ მოყოლილი 54-ე ბატალიონის მებრძოლის ამოსაყვანად, იქნა გადათრეული. ხანძარი ეს უკვე თვითონ სეპარატისტების ცეცხლის შედეგად გაუჩნდა. Т-72Б1-ის უკან კოშკურა მოგლეჯილი სეპარატისტების Т-64БВ დგას

იგივე ტანკები, ოღონდ სხვა რაკურსით

სეპარატისტების Т-64-ის დაღუპილი მემიზნე-ოპერატორი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ორენბურგის ოლქიდან. აი აღნიშნული Т-64-ის მძღოლმექანიკოსი, სამჯერ ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე გაჯიევი, ტყვედ აიყვანეს და შესაბამის ორგანებს გადასცეს

უკრაინელების დაზიანებული შეიარაღება - ЗУ-23-2, ПКМ, СПГ-9 და ПТРК

სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა"