Monday, January 25, 2016

სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა" - განადგურებული რუსული ტანკები

ზუსტად ერთი წლის წინ, 25 იანვარს დებალცევოში, სანჟაროვკასთან, სიმაღლე 307.5-ზე მოხდა ლეგენდარული ბრძოლა, რომელშიც უკრაინელმა მებრძოლებმა, პოზიციებზე შეჭრილი რუსი ტერორისტების ტანკები ფაქტიურად ხელჩართულ ბრძოლაში გაანადგურეს, ამ ბრძოლის შესახებ ბევრია დაწერილი, ამიტომ უბრალოდ თვითმხილველის, 128-ე ცალკეული სამთო-მსროლელი ბრიგადის სერჟანტის, ბორის ლისის მონაყოლს მოვიყვან, რომელშიც იმ ბრძოლის დეტალებია აღწერილი:
თვითონ ბრძოლა ცნობილია როგორც "სანჟაროვსკის სტალინგრადი" ("Сталинград под Санжаровкой") - იმ დღეს, 25 იანვარს უკრაინელების პოზიციაზე 38 მებრძოლი იმყოფებოდა: 128-ე ცალკეული სამთო-ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები, მე-17 ცალკეული სატანკო ბრიგადის ტანკისტები და 54-ე სადაზვერვო ბატალიონის მზვერავები პოსტი 307.9-დან. მოგვიანებით პოზიციაზე 54-ეს კიდევ ერთი ათეული შეემატათ - ამ დღეს მათ ცვლა ჰქონდათ, მაგრამ ამის ნაცვლად პირდაპირ შუა ბრძოლაში ამოყვეს თავი. ტექნიკიდან და შეიარაღებიდან პოზიციას გააჩნდა: ერთი  Т-64, ორი БМП-2, ЗУ-23-2, АГС-17, ერთი ДШК, ორი РПГ-7, უსარგებლო РПГ-22-ის გროვა და რა თქმა უნდა ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატები, ტყვიამფრქვევები. კიდევ იყო გაუმართავი ტანკი, ორი ცალი ასევე გაუმართავი БМП (ერთი 128-ეს და ერთი მზვერავების) და მეზენიტეთა МТЛБ. პოზიციაზე ასევე ქონდათ ტსმრ-ის ორი გამშვები - რომელთა წესიერი გამოყენებაც ფაქტიურად არავინ არ იცოდა, ერთადერთი გაშვებული რაკეტა ცაში წავიდა, ორი მომდევნო არ გავარდა და მერე უკვე გვიანი იყო ტსმრ-ის გამოყენება. პოზიციას უტევდა - 5 ტანკი, БТР და სავარაუდოდ ქვეითების ორი ოცეული.
მდგომარეობა ტანკებთან მარტივი იყო - ერთს "ბუგაის" (უკრაინული ტანკის ზედმეტსახელი) გასროლა მოხვდა, არ განადგურდა მაგრამ იერიში გადაიფიქრა, კიდევ სამი ტანკი - ორი Т-64 და ერთი Т-72 - უკრაინელების პოზიციებზე შეიჭრა, სადაც უკრაინელებმა ისინი  РПГ-7-ით გაანადგურეს, ტანკისტებს ამოსვლის მცდელობისას სარქველებში ხელყუმბარებით გაუმასპინძლდნენ. მაგრამ სანამ 64-ებს ანადგურებდნენ, 72-მა მოასწრო პოზიციებზ ეგავლა და უბედურების დატრიალება. მეხუთე ტანკმა, დაინახა რა თავისი თანამოძმეებს რა ბედი ეწიათ, გატრიალდა და სანჟაროვკაში დაბრუნდა,  БТР-ი კიდევ უფრო ადრე აითესა. ასევე ერთი განადგურებული ტანკის მძღოლ მექანიკოსი, გაჯიევი, გადარჩა, რომელიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
დანაკარგები - 128-ეს ოცეულის მსროლელი, ადალბერტ კოვჩარი იმსხვერპლა ჭურვის ნამსხვრევმა , АГС-ის მსროლელი ფედია ლოპაცკი НСВТ ტყვიამ. სამნი, 54-ე სადაზვერვო ბატალიონიდან უფროსი ლეიტენანტი სერგეი სვიში, სნაიპერი საშა ვენგერ და 128-ეს მეზენიტე ვოვა პიტაკი - Т-72-მა მუხლუხებით გადათელა. 128-ეს ორი ჯარისკაცი, БМП-ეს მემინზე ანდრეი კაპჩური და მსროლელი საშა ლევრინცი უგზო უკვლოდ დაიკარგნენ, მათი გვამები სავარაუდოდ ტანკის კოშკურის ქვეშ იპოვეს.
დაჭრილები - 128-ეს ოცეულის მეთაური, ანდრეი სლოტა მუხლის ქვეშ დაიჭრა, ტანკიდან ამომხტარმა სეპარატისტმა სანამ მოკლავდნენ გასროლა მოასწრო. კიდევ ორ ჯარისკაცს, საშა ზოზულიაკს და "ბუგაის" მემიზნეს, ვოვა მირონეცს, იმ Т-72-ის გამოისობით ამპუტაცია ჩაუტარდათ. დამატებით იყო ბევრი მსუბუქი დაჭრილი და კონტუზირებული.
ტექნიკის დანაკარგი - ერთი უკრაინული БМП ბრძოლის დასაწყისშივე დაწვეს, საბედნიეროდ მასში არავინ არ იჯდა, ასევე გაანადგურეს ЗУ-23-2, ნამსხვრევებით დახვრიტეს АГС და ტსმრ-ის გამშვები (სეპარატისტები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ საცეცხლე საშუალებებს). თავისი "ბუგაიმაც" მიიღო - მოხვედრამ ქვემეხი და კოშკი გაჭედა, ტანკისტები პოზიციის უკან გადავიდნენ და შემდეგში ქვეითებად განაგრძეს ბრძოლა. მეორე БМП-ეს ნახევარი მეტრა ქვემეხი მოაგლიჯეს და ნამსხვრევებით კორპუსი დაუხვრიტეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მანქანამ მაინც მოახერხა მეზობელ საყრდენ პუნქტამდე მისვლა და მძიმე დაჭრილების გაყვანა. მეორე ტანკი და ორივე გაუმართავი БМП, სიმაღლის უკან ხელუხლებლად იდგნენ, სეპარატისტებმა ალბათ იცოდნენ მათი გაუმართაობის შესახებ და ხელუხლებლად დატოვეს. ასევე ბოლო აღმოჩნდა ეს ბრძოლა "Урал"-ისთვის - რომელიც ან კი იდგა კაპონირში, მაგრამ მისი გასრესა იმ 72-მა მოახერხა. აღნიშნული ტანკი ბოლოს დინამიკური ელემენტებით დაუცველი ადგილზე РПГ-7-ის გასროლით იქნა განადგურებული.
წყარო:


პოზიცია სატანკო იერიშის შემდეგ

 2015 წლის 25 იანვარს РПГ-7-დან სამი გასროლით განადგურებული სეპარატისტების Т-64БВ. საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად მოგლეჯილმა კოშკურამ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოიყოლია ქვეშ - ანდრეი კაპჩურა და საშა ლევრინეცი. მებრძოლები 4 თვე, სანამ მათ გვამებს "შავი ტიტას" სამძებრო ჯგუფი აღმოაჩენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ

უკრაინელ სამხედროებს ნაალაფარი Т-64 პოზიციაზე მიყავთ


128-ე ცალკეული სამთო-ქვეითთა ბრიგადის БМП-2. მანქანას 3 ნაღმი მოხვდა
 
 მე-17 ცალკეული სატანკო ბრიგადის ტანკი «Тузик», იმყოფებოდა სექტორ С რეზერვში, პოზივია "ვალერაზე" 2015 წლის 24 იანვარს მივიდა. 25 იანვარს, დილის 04:30 საათზე უკან გაიძახეს  (სექტორის კატეგორიული ბრძანების თანახმად). შუადღისით, ცნობილი ბრძოლის შემდეგ ტანკი "ვალერაზე" დაბრუნდა, სადაც საბოლოო ჯამში სამუდამოდ დარჩა, ეკიპაჟი გადარჩა.

 2015 წლის 25 იანვარს განადგურებული სეპარატისტების Т-72Б1 - ეიკპაჟი დაიღუპა. აღნიშნული ფოტო მოგვიანებითაა გაკეთებული, მას შემდეგ რაც ტანკი წინა ხაზიდან, მუხლუხების ქვეშ მოყოლილი 54-ე ბატალიონის მებრძოლის ამოსაყვანად, იქნა გადათრეული. ხანძარი ეს უკვე თვითონ სეპარატისტების ცეცხლის შედეგად გაუჩნდა. Т-72Б1-ის უკან კოშკურა მოგლეჯილი სეპარატისტების Т-64БВ დგას

იგივე ტანკები, ოღონდ სხვა რაკურსით

სეპარატისტების Т-64-ის დაღუპილი მემიზნე-ოპერატორი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ორენბურგის ოლქიდან. აი აღნიშნული Т-64-ის მძღოლმექანიკოსი, სამჯერ ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე გაჯიევი, ტყვედ აიყვანეს და შესაბამის ორგანებს გადასცეს

უკრაინელების დაზიანებული შეიარაღება - ЗУ-23-2, ПКМ, СПГ-9 და ПТРК

სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა"

No comments:

Post a Comment