суббота, 22 ноября 2014 г.

ტაილანდის "Оплот"–ები

საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ფოტონაკრები ტაილანდიდან, რომელიც ტაილანდური "Оплот"–ების საცეცხლე მომზადების პოლიგონზეა გადაღებული


წყარო:
Oplot-M ออกสนามไปซ้อมยิงปืน วิวสวยเชียว

აშშ–მ უკრაინას კონტრნაღმტყორცნული რადარები გადასცა


როგორც 2014 წლის 21 ნოემბერს, აშშ–ს არმიის პრეს–მდივანმა, პოლკოვნიმკმა სტივ უორენმა (Steve Warren) განაცხადა, ერთი დღით ადრე ამერიკულმა მხარემ უკრაინულ არმიას სამი ცალი მსუბუქი კონტრნაღმტყორცნული რადარი LCMR (Lightweight Counter-Mortar Radar) გადასცა. ეს არის პირველი პარტია იმ 20 ცალი რადარიდან, რომელიც აშშ–მ უკრაინას უნდა გადასცეს. მთლიანობაში დაგეგმილია 118 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის დახმარების გაწევა, ეს დახმარება "არალეტალურ" აღჭურვილობასა და ტექნიკას მოიცავს, მასში 20 ცალი რლს LCMR–ის გარდა ასევე შედის – ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ღამე ხედვისა და დაკვირვების ხელსაწყოები, კავშირგაბმულების საშუალებები, სამედიცინო აღჭურვილობა, სადაზვერვო მინი–უსა–ები, ძრავიანი ნავები და სხვადასხვა ზურგის ქონება.
რლს LCMR–ები უკრაინას აშშ–ს არმიის მარაგებიდან მიეწოდება. როგორც პოლკოვნიკი უორენი იუწყება დარჩენილი რლს LCMR–ები უახლოესი კვირების განმავლობაში გადაეცემა უკრაინელ ძალოვნებს და რომ ამერიკელი ინსტრუქტორები დეკემბრის შუაში დაიწყებენ უკრაინელი კოლეგების ტრენინგს აღნიშნულის სისტემების შესასწავლად. "უკრაინელი ძალოვნები თვითონ გადაწყვეტენ სად და როგორ გამოიყენონ ეს სისტემები" – დასძინა პოლკოვნიკმა.
რლს LCMR შემუშავდა და შეიქმნა კომპანია SRC–ეს მიერ (ყოფილი Research Corporation) და ცნობილია მისი სამი მოდიფკაცია AN/TPQ-48(V)1, AN/TPQ-49 (თავდაპირველად ეწოდებოდა AN/TPQ-48(V)2) და AN/TPQ-50 (თავდაპირველად ეწოდებოდა AN/TPQ-48(V)3). სადგური შექმნილი იქნა აშშ–ს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურობის შეკვეთი, რომელსაც რადარები 2001 წლიდან მიეწოდებოდა, მაგრამ 2008 წლიდან აშშ–ს არმიამ ერაყში და ავღანეთში გამოსაყენებლად ამ სადგურების (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 500 ერთეული) დიდი რაოდენობა შეიძინა. 2011 წლისთვის სადგურ AN/TPQ-50–ის ფასი 450 ათას დოლარს აღწევდა. თვით სადგურის წონა 54კგ–ს უდრის, თანამგზავრული მოწყობილობებითა და აკუმულიატორებით მისი წონა 68 კს–ს უდრის და მისი ტრანსპორტირება ორი კონტეინერით ხდება (გადასატან ვარიანტში რადარი ელექტროგენერატორით შეიძლება აღიჭურვოს, ამ შემთხვევაში კომპლექტის მასა 227კგ–ს აღწევს). საშტატო გათვლა ორი კაცია, აკუმულიატორების გამოყენებით სადგურს განუწყვეტლივ სამი საათი შეუძლია იმუშაოს. რლს–ს გააჩნია წრიული ხედვა და შეუძია 8კმ–ზე აღმოაჩინოს 81მმ–ნი , ხოლო 10კმ–ზე 120მმ–იანი ნაღმები (AN/TPQ-50–ს მონაცემები). მსროლელი ნაღმტყორცნების ადგილომდებარეობის დადგენის სიზუსტე 50–60მ შეადგენს. მიღებული მონაცემები ცოცხალ დროშ გადაეცემა არტილერიისა და ჰსთ–ს ავტომატიზირებულ მართვის ცენტრს.

წყარო:

пятница, 21 ноября 2014 г.

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა, რომელიც მალე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და არმიის რიგებს შეავსებს. ეს სწორედ ის მანქანაა რომელიც ასე ესაჭიროებოდა უკრაინელ ძალოვნებს, ის უზრუნველყოფს დაცვას როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან, ასევე ნაღმებისგან. ან კი КрАЗ 6322 Raptor არ წარმოადგენს კლასიკურ MRAP–სატვირთოს, ის მაინც ჯობია  КАМАЗ–ისა და УрАЛ–ის ანალოგიურ ნაწარმს.
КрАЗ Raptor წარმოადგენს უკრაინული ავტოსაწარმოო КрАЗ–ისა და კანადური კომპანიის Streit Armored Group–ის ერთობლივ ქმნილებას. ახალი КрАЗ ეს 6х6 სავალი ფორმულის მქონე КрАЗ-6322–ის ბაზაზე შექმნილი ძარიანი მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანაა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჯავშანკუნგის მოხსნა და ბლოკ–პოსტზე განთავსება, სადაც მას პირადი შემადგენლობა საცხოვრებლად გამოიყენებს. კუნგში 20–მდე ადამიანი ეტევა.
სადემონსტრაციო გამოცდეების დროს КрАЗ-6322–მა შეუფერხებლად გადალახა პოლიგონზე არსებული წინაღობები – "დიდი გორაკი" (5,2მ სიმაღლისა), ათი მორიგეობითი გორაკი (სიმაღლე 2მ., მანძილი მწვერვალებს შორის 6მ), "ბეტონის წინაღობები", "უსწორმასწორო გზა", ტრამპლინი და 1,5მ სიღრმისა და 25,7მ სიგრძის წყლის თხრილი.
როგორც ინტერნეტრესურსი, AUTO-Consulting–ი იუწყება, 2007 წელს, ინდოეთში გამართულ გამოფენა  IDEZ-2007–ზე წარდგენილ Raptor–თან შედარებით უკრაინული ძალოვნებისთვის განკუთვნილ მანქანაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – უკრაინულ ვარიანტზე სრულებით შეჯავშნულია კაპოტი, დაყენებულია საწვავის ავზების გაუმჯობესებული დაცვა. ასევე ცვლილება განიცადეს კუნგის სათოფურებმა.
აღსანიშნავია რომ КрАЗ-6322 Raptor უპრეცენდენტო გამავლობით გამოირჩევა. 6х6 სავალი ფორმულისა, ხიდთაშორისი ბლოკირებითა და ღერძთაშორისი დიფერენცირებით, ასევე ფართო პროფილიანი საბურავების წყალობით ამ მანქანას ძალუძს გადალახოს ქვიშა, ჭაობი, თოვლი და სხვა უგზო ადგილები. მანქანა, რომლის დატვირთული წონა 23 ტონაა და ტვირთამწეობა 6 ტონას უდრის, შეუძლია ჩაიბას 30 ტონის ტვირთი. იგი აღჭურვილია 330 ძალიანი, ტურბოშებერვიანი დიზელის ძრავით. მანქანას ორი ცალი 250 ლიტრიანი დიზელის ავზით 1500კმ–ს გავლა შეუძლია.

წყარო:

ასევე ცნობილია რომ, ПКФ "Практика"–ს მიერ ანალოგიური სქემით შეჯავშნულმა КрАЗ-6322–მა АТО–ს ზონაში საკმაოდ წარმატებით წარმოაჩინა თავი – მანქანა ჩასაფრებაში მოყვა და მას სამი მხრიდან გაუხსნეს ცხცელი, თუმცა მან მაინც მოახერხა გამოღწევა და ეკიპაჟის ყველა წევრი უვნებლად გამოიყვანა.



четверг, 20 ноября 2014 г.

ΤrackingPoint–ი რუსულად

რუსეთში როგორც ჩანს დაიწყეს მუშაობა ამერიკული კომპანია ΤrackingPoint–ის (ამ კომპანიის ნაწარმზე უკვე ვწერდი ბლოგზე – მიზნის ავტომატურად მიყოლა ცეცხლსასროლ იარაღზე) მიერ შექმნილი მიზნის გაცილებაზე ამყვანი სამიზნის ანალოგის შექმნაზე. 

ფოტოებზე: ზემოთ ამერიკული და ქვემოთ რუსული ოპტიკური ხელსაწყო

ცნობილია რომ რუსების მიერ შექმნილი "ახლო ბრძოლაში დაზიანების საშუალების ცეცხლის მართვის ხელსაწყო" აღჭურვილი იქნება TV და თერმული კამერებით, ლაზერული მანძილმზომითა და მარკერით და ასევე ბალისტიკური გამომთვლელით.

წყარო:

среда, 19 ноября 2014 г.

სიახლე დელტასგან "დიდგორისა" და საუდის არაბეთის ტენდერის შესახებ

როგორც ვიცით დელტას ნაშიერი საუდის არაბეთშია (ან იყო) კონკურსში სამონაწილეოდ:



დელტა იყობინება:
"საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც სსსტც ,,დელტას,, მიერ ჯავშანმანქანა ,,დიდგორის,, პლატფორმაზე დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანაც მონაწილეობს გარკვეული ვადით გაგრძელდა.
ტენდერის დასრულების შემდეგ საბოლოო ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით."


წყარო:

F-22–ისა და F-35–ის შეთანწყობა

ნოემბრის დასაწყისში ეგლინის სასწავლო ბაზაზე Raptor-ების ჯგუფი გადაფრინდა და მფრინავებმა F–35–ებთან ერთობლივი ფრენები დაიწყეს, სწავლება მიზად ისახავს მომავალში საბრძოლო შეთანწყობის ჩამოყალიბებას.

სამხრეთ კორეა 2017 წლისათვის 100 ცალ ძსტ K-2 Black Panther–ას მიიღებს შეიარაღებაზე

2017 წლისათვის სამხრეთ კორეა საკუთარი წარმოების 100 ცალ ძირითად საბრძოლო ტანკ (ძსტ) K-2 Black Panther–ას მიიღებს შეიარაღებაზე, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვითი შესყიდვების სააგენტომ განაცხადა. DAPA–ს (Defence Acquisition Programme Administration)  განცხადების თანახმად ეს გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰან მინ–კომ, თავდაცვითი პროექტების კომიტეტის სხდომაზე  მიიღო.
როგორც DAPA–ს წარმომადგენელმა, კიმ სი–შეოლმა, Yonhap news–ის სააგენტოს განუცხადა: "ტანკი K–2–ის სახით სამხედროებს ექნებათ მომავლისთვის გამოსადეგი გაუმჯობესებული მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების მეწინავე მანქანები"
"ტანკ K–2–ის დახმარებით ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ჩრდილოეთ კორეის რიცხობრივი უპირატესობა. ამასთანავე ჩვენ მოველით რომ ამ ტანკს ექნება საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი" დაამატა სააგენტოს წარმომადგენელმა.
თავდაპირველად ახალი თაობის კორეული ტანკის წარმოების დაწყება, რომელსაც მოძველებული კორეული K–1 და ამერიკული M–48 უნდა ჩაენაცვლებინა, 2009 წლისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ძრავისა და ტრანსმიის გაუმართაობის გამო მოხდა წარმოების დაწყების გადადება.
სამხრეთ კორეა K-2–ზე 2006 წლიდან მუშაობს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ არწევს, მას შეუძლია სპეციალური მოწყობილობების დახმარებით 4,1მ სიღრმის წყლის წინაღობების გადალახვა. ტანკი აღჭურვილია 120მმ–ნი, ავტომატური დამტენის მქონე გლუვლულიანი ქვემეხით.
ტანკები ადგილობრივი წარმოების ძრავა–ტრანსმისიით იქნება აღჭურვილი, რომელიც გერმანული MTU-890–ის ბაზაზეა შექმნილი მისი სიმძლავრე 1500ც/ძ აღწევს.
DAPA–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად დღემდე უკვე გამოშვებულია 100–მდე ახალი თაობის ტანკი K-2.

წყარო:

P.S. საკმაოდ საინტერესოა რომ, ტექნოლოგიურად მეწინავე სამხრეთ კორეამ ვერ შესძლო საკუთარი სატანკო დიზელის ძრავის შექმნა და ისევ გერმანულ ტანკმშენებლობას მიუბრუნდა.
როგორც ჩანს მომდევნო სამ წელს კორეელები ტექნოლოგიების დანერგვას, ათვისებას და ძრავების სერიაში ჩაშვებას მოანდომებენ, რის შემდეგაც მოხდება ამ გამოშვებული 100 ცალი ტანკის რემოტორიზაცია და შეიარაღებაზე მირება.

воскресенье, 16 ноября 2014 г.

რუსი ტერორისტების დახეული საარტილერიო დანადგარი Гвоздика

დ.პ. გორლოვკა დღეს, რუსების Гвоздик–ის ლულაში ჭურვი აფეთქდა, მინუს ერთი ეკიპაჟი, პლიუსი კარგი განწყობა
Горловка today. В стволе Гвоздики русликов сдетонировал боеприпас. Минус экипаж русни. Плюс отличное настроение