пятница, 15 августа 2014 г.

დღის ფოტო – ვაჟკაცი & Хлопче

უკრაინა და საქართველო

აშშ ტანკებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში აგზავნის

1-ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის მე–5 პოლკის მე–2 ბატალიონის ტანკი M1А2 SEP v.2 Abrams სწავლება NATO "Combined Resolve II"–ის დროს გერმანიაში, ჰოჰენფელსის პოლიგონზე

აშშ–ს არმიის ოფიციალურმა გაზეთი "Stars and Stripes", 2014 წლის 13 აგვისტოს სტატიაში Jon Harper "1st Cavalry soldiers headed to Poland, Baltics" იუწყება, რომ 2014 წლის ოქტომბერში პოლონეთისა, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ტერიტორიებზე გაშლილი იქნება აშშ–ს არმიის 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის თითო გაძლიერებული ასეულის დონის ტაქტიკური ჯგუფი. ყოველი ტაქტიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც 150 კაცი იქნება, აღჭურვილი იქნება ტანკ М1 Abrams–ებით (სავარაუდოდ მიმაგრებული ოცეული). 1–ლი საკავალერიო დივიზიის (სახელწოდებით "Iron Horse Brigade") 1–ლი ""მძიმე" ბრიგადა ტეხასის შტატში, ფორტ–ჰუდსში ბაზრიდება და მის შეიარაღებაზე Abrams–ის ყველაზე უახლესი მოდიფიკაცია, М1А2 SEP v.2 დგას.
აღნიშნული ძალები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამი თვით იქნებიან გადასროლილები და მიზნად ექნებათ "ევროპელი მოკავშირეების დაწყნარებაში დახმარება, რომლებიც რუსული ჯარების გადაადგილებებისგან საფრთხეს გრძნობენ". 
1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის "მძიმე" საასეულო ტაქტიკური ჯგუფები ამ ქვგეყნებში 2014 წლის აპრილიდან, ოპერაცია "Atlantic Resolve"–ს ფარგლებში გაშლილ 173–ე საჰაერო სადესატნო ბრიგადის საასეულო ტაქტიკურ ჯგუფებს ჩაანაცვლებენ (აღნიშნული ბრიგადა იტალიაში, ვინჩენცეში დისლოცირდება). 1–ლო საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბროიგადის ჯგუფები გაშლის შემდეგ ინტენსიურ სწავლებებს განახორციელებენ.
2014 წლის 15 მაისიდან 30 ივნისამდე 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის ქვედანაყოფები (1000 კაზამდე პშ, 29 ტანკი М1А2 SEP v.2 და 33 ქსმ М2А3 Bradley) გაშლილი იყო გერმანიაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ НАТО–ს სადემონსტრაციო მანევრებში "Combined Resolve II" (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება).


წყარო:

среда, 13 августа 2014 г.

დღის ფოტო – უკრაინულმა ნაცგვარდიამ რუსულ სპეცრაზმს სალამი გადასცა

უკრაინულმა ნაცგვარდიან რუსეთის ფედერაციის გენშტაბის სპეცრაზმს სალამი გადასცა – რო გარბოდით ფეხის საწმენდი ჩვარი დაგვიარდათო
Тряпку загубили коли виконували "тактическое отступление"

"დობერმანი" ცოცხალია (+21)

მოკლედ წუხელ ბლოგზე ძალიან მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – მთელი რუსული ინტერნეტ სივრცე ჩემი ბლოგის ერთი სტატიის ბმულით იყო დაკავებული – დობერმანმა თქვა – დობერმანმა გააკეთა.
კონკრეტულად რა მოხდა: გუშინ უკრაინული ძალოვნების ავტობუსი პრორუსი ტერორისტების მაჩასაფრებაში მოყვა, რის შედეგადაც  დაიღუპა რამოდენიმე ძალოვანი. დაღუპილთა ფოტოები ტერორისტებმა სიხარულით გამოფინეს ინტერნეტში, რომელთა შორისაც შემდეგი ფოტოც იყო:

რუსებმა ეს ფოტო ეგრევე დობერმანად გაასაღეს და ამის მიზეზი შემდეგი მსგავსება იყო
თუმცა ჯერ მარტო ამ ფოტოების შედარებისას აშკარაა რო სხვადასხვა ადამიანები არიან – შეხედეთ დობერმანის ხმელ მკლავს და მერე დაღუპილის მკლავს და ასევე ეკიპირებას. დობერმანი ყველა ვიდეოში VIP კლასის ეკიპირებით ჩანს, ფოტოზე კიდევ საბჭოთა ბრეზენტუხა მჭიდჩანთებია. ამას გარდა დობერმანმა პასუხი არ დააყოვნა.

Я живее всех живых,твари,не дождетесь,мы вас блядей в маргарин закатаем,слава Украине (წყარო – dober1975)

ასევე თვითონ ბატალიონ "დონბასი" მეთაურმა (ეროვნებით რუსმა სხვათაშორის), სემენ სემენჩენკომ სოციალურ ქსელ Facebook–ში შემდეგი განცხადება გააკეთა (წყარო – Семен Семенченко):

როგორც ვხედავთ ეს ავტობუსი "დონბას"–ისა არ ყოფილა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – ხალხი დაიღუპა და კარგი ხალხი. ამიტომ მინდა იმ რუსებს ვუთხრა, რომლებმაც გუშინ სასიხარულო კომენტარებით აავსეს ბლოგი:

Вы ВАТНИКИ, зря радовались - ДОБЕРМАН живее всех живых и русских террористов то бреет то в маргарин закатывает.

вторник, 12 августа 2014 г.

მამუკა მამულაშვილი – კიდევ ერთი უკრაინის სამსახურში

კიდევ ერთი ქართველი უკრაინის სამსახურში – მამუკა მამულაშვილი. გამარჯვებით დაბრუნება ვუსურვოთ (ფოტოებზე მარცხნივ).

ცხაურებით აღჭურვილი სირიული Т-72М1

სირიელი სამხედროები, 3 წლიანი ომის და აფეთქებული რამოდენიმე ასეული ტანკის მერე, როგორც იქნა სერიოზულად დაფიქრდნენ მოძველებული, საბჭოთა ტანკ Т-72М1–ს, დამატებითი ჯავშნით აღჭურვაზე.
ამჯერად კუსტრაული თვითშემოქმედების ნაცვლად ვხედავთ ქარხნულ ნამუშევარას – ტანკის მთელი პერიმეტრზე, როგორც კორპუსზე, ასევე კოშკურაზე, დაყენებულია ცხაურებიანი ეკრანები.
ცხაურების გარდა ტანკზე კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილა და ბორტები აღჭურვილია გაშორიშორებული ჯავშანეკრანებით და სიმძიმეებიანი ჯაჭვებით. პირველი კარგად მუშაობს კუმულაციური ჭავლის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ცხაურების მსგავსად მოქმედებს, ოღონდ ცოტა უფრო სუსტად (ანალოგიური გადაწყვეტილება ებრაულ Merkava–ზეა გამოყენებული).

воскресенье, 10 августа 2014 г.

ავღანეთი, ლეზერნეკის ბაზა – გრაპლინგის ტურნირში გამარჯვებული ქართველი სამხედრო მოსამსახურე


2013 წელი, ავღანეთი, ლეზერნეკის ბაზა – გრაპლინგის ტურნირის გამარჯვებული 70–80კგ კატეოგრიაში ლაშა დვალიშვილი. დაამარცხა ამერიკელები და სხვა ISAF–ის მისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები. ჭიდაობისას ქულები მხოლოდ მტკივნეულის გაკეთების მცდელობისას იწერება. სუფთა გამარჯვება მტკივნეულის გაკეთებაა (გდებას არანაირი ქულა არ მოაქვს):

საურ მოგილა (Саур-Могила) უკრაინულია (?)

უკრაინული საჰაერო სადესანტო ჯარების (ВДВ) 25–ე ბრიგადის ჯარისკაცები საურ მოგილაზე (Саур-Могила)
ან კი უკრაინული წყაროები, ამ ფოტოებზე დაყრდნობით, წერენ რომ სიმაღლე საურ მოგილა (Саур-Могила) უკრაინული საჰაერო სადესანტო ჯარების (ВДВ) 25–ე ბრიგადამ დაიკავა – ეს ფაქტი ჯერ–ჯერობით მაინც საბოლოოდ სიმართლეს არ შეესაბამება. სიმაღლე, რომელიც რაიონში ყველაზე მაღალი წერტილია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, პრო–რუსი ტერორისტების ხელში იყო, შემდეგ მისი აღება უკრაინელებმა მოახერხეს, მაგრამ მოწინააღმდეგის მჭიდრო საარტილერიო ცეცხლის გავლენის ქვეშ იქ ვერ გაჩერდნენ და უკან დაიხიეს. ამის შემდეგ ტერორისტებმა მისი დაკავება სცადეს, მაგრამ მათაც ასევე უკრაინული არტილერიის ზემოქმედების გამო მისი დატოვება მოუხდათ. მოკლედ როგორც ზოგიერთი უკრაინული წყარო ამტკიცებს (ან კი უმეტესობა მისი უკრაინული ჯარების არებას ემხრობა – და ეს მათი პატრიოტული განწყობიდან გამომდინარე გასაგებიცაა) სიმაღლე ჯერ–ჯერობით არავისია, ორივე მხარე მისი დაკავების მცდელობისას არტილერიის ცეცხლის ქვეშ ყვება და დიდ დანაკარგებს განიცდის.

საურ მოგილა (Саур-Могила) ბრძოლების შედეგად – მოწინააღმდეგეთა არტილერიის საშინელი კვალი მე–2 მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ძეგლზე