უკრაინული საჰაერო სადესანტო ჯარების (ВДВ) 25–ე ბრიგადის ჯარისკაცები საურ მოგილაზე (Саур-Могила)
ან კი უკრაინული წყაროები, ამ ფოტოებზე დაყრდნობით, წერენ რომ სიმაღლე საურ მოგილა (Саур-Могила) უკრაინული საჰაერო სადესანტო ჯარების (ВДВ) 25–ე ბრიგადამ დაიკავა – ეს ფაქტი ჯერ–ჯერობით მაინც საბოლოოდ სიმართლეს არ შეესაბამება. სიმაღლე, რომელიც რაიონში ყველაზე მაღალი წერტილია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, პრო–რუსი ტერორისტების ხელში იყო, შემდეგ მისი აღება უკრაინელებმა მოახერხეს, მაგრამ მოწინააღმდეგის მჭიდრო საარტილერიო ცეცხლის გავლენის ქვეშ იქ ვერ გაჩერდნენ და უკან დაიხიეს. ამის შემდეგ ტერორისტებმა მისი დაკავება სცადეს, მაგრამ მათაც ასევე უკრაინული არტილერიის ზემოქმედების გამო მისი დატოვება მოუხდათ. მოკლედ როგორც ზოგიერთი უკრაინული წყარო ამტკიცებს (ან კი უმეტესობა მისი უკრაინული ჯარების არებას ემხრობა – და ეს მათი პატრიოტული განწყობიდან გამომდინარე გასაგებიცაა) სიმაღლე ჯერ–ჯერობით არავისია, ორივე მხარე მისი დაკავების მცდელობისას არტილერიის ცეცხლის ქვეშ ყვება და დიდ დანაკარგებს განიცდის.
საურ მოგილა (Саур-Могила) ბრძოლების შედეგად – მოწინააღმდეგეთა არტილერიის საშინელი კვალი მე–2 მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ძეგლზე
No comments:
Post a Comment