суббота, 9 августа 2014 г.

დონეცკ–გორლოვკის პრორუს ტერორისტთა დაჯგუფება სრულ ალყაშია

მდგომარეობა АТО–ს ზონაში უკრაინული წყაროების მიხედვით
დონეცკი, 9 აგვისრო – რუსულ საინფორმაციო სააგენტოს "РИА Новости"–ს, შაბათ დილით პრორუსულ ტერორისტთა შტაბიდან შეატყობინეს რომ უკრაინელმა ძალოვნებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქი კრასნი ლუჩი (Красный Луч) დაიკავეს, რის შედეგადაც დონეცკი და გორლოვკა ალყაში მოექცა.
ქალაქი კრასნი ლუჩი დონეცკიდან ლუგანსკის მიმართულებით და რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. სტრელკოვის თანაშემწემ "РИА Новости"–ს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა – "კაზაკება ტრადიციულად გაიქცნენ – ქალაქში მათი მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩა. მოხდა ის, რაზეც მე არაერთხელ ვსაუბრობდი. ნოვოროსიის დონეცკ–გორლოვკის დაჯგუფება სრულებით მოექცა ალყაში".

წყარო:

მდგომარეობა АТО–ს ზონაში რუსული წყაროების მიხედვით
პრორუს ტერორისტთა დაჯგუფებები და უკრაინული ტერდაცვის ბატალიონები (მათი განლაგება АТО–ს  ზონის რუკის რუსულ ვერსიაზეა ნაჩვენები)

Комментариев нет:

Отправить комментарий