Saturday, September 2, 2017

ბრიტანული A400 Atlas-ის დებიუტი სწავლება "Mobility Guardian-2017"-ზე


ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების კუთვნილმა სატრნასპორთო თვითმფრინავმა Airbus A400M Atlas C.1-მა (ბრიტანული სამხედრო ნომერი ZM408, სერიული ნომერი 027, ბრიტანეთისთვის აწყობილი ამ ტიპის მე-12 თვითმფრინავი) 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, აშშ-ში განხორციელებულ სწავლება "Mobility Guardian"-ში მიიღო მონაწილეობა. სწავლების მიზანს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გლობალური მაშტაბით მობილური და დინამიკური ოპერაციები, საჰაერო გამართვა, საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია და მხარდაჭერის განხორციელება წარმოადგენს.

ქვემოთ სწავლების მონეტში,. აშშ-ში, გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა მოყვანილი. სადაც კარგად ჩანს თვითმფრინავის როგორც გარეგანი იერი ასევე შიდა ინვენტარი


ფოტოების წყარო:

მცირეგაბარუტული ავტომატი МА-17 (5,45) და უხმაურო АМБ-17 (9х39)

კონცერნ კალაშნიკოვის ახალი ცეცხლსასროლი იარაღი - მცირეგაბარუტული ავტომატი МА-17 (5,45) და მის ბაზაზე შექმნილი უხმაურო АМБ-17 (9х39). პირველი АКС-74, ხოლო მეორე АС Вал და ВСС პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

მცირეგაბარუტული ავტომატი МА-17 (5,45) და უხმაურო АМБ-17 (9х39)

Thursday, August 31, 2017

ჰენრიხ სევერლო - ომაჰა ბიჩის მხეცი


ჰენრიხ სევერლო 1942 წელს გაიწვიეს ჯარში, ის ჯერ საფრანგეთში მოხვდა, საიდანაც შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს, მსახურობდა მძღოლად. ომის ბოლოს წლებში ის დასაჯეს და გადაიყვანეს ნორმანდიაში, სწორედ აქ მოხდა მისი "ცნობილი"ისტორია.


1944 წლის 6 ივნისს, მეკავშირეების დესანტის ნორმანდიაში გადმოსხდომის მომენტში, ის  „Easy Red“-ის გადმოსხდომის ზონაში, ზღვის ნაპირას მდებარე საყრდენი პუნქტი 62-ის (Widerstandsnest 62) პოზიაციაზე იმყოფებოდა. და სანამ ბუნკერში მყოფი ოფიცერი არტილერიის ცეცხლის კორექტირებას ახორციელებდა, ჰენრიხი MG42-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან მარტოდმარტო აწარმოებდა ცეცხლს (ამას გარდა მას თან ჰქონდა 98К ტიპის ორი ცალი კარაბინი). ბრძანებას "ნებისმიერი საშუალებით გადაეყარა ნაპირიდან ამერიკელები" ის პირნათლად ასრულებდა.


15:00 საათისთვის მანდ დახარჯა ტყვიამფრქვევის არსენალში არსებული ყველა 12 000 ტყვია და ზედ კარაბინის 400 ტყვიაც მიყოლა. რის შემდეგაც უკან გაცოცდა, დაიჭრა და მომდევნო დღეს ტყვედ ჩავარდა. ტყვეიობაში ჰენრიხმა ჭკუა იხმარა და თავისი მეტყვიამფრქვევეობის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა, რადგანაც იმ დღეს ბევრი ამერიკელი გაისტუმრა იმქვეყნად.

მომდევნო დღეს მანდ შეიტყო რომ, მისი სახელი ქვეყანაში ძალიან ცნობილი გახდა და მას "ომაჰს მხეცი" (The Beast of Omaha) უწოდეს, რომელმაც თავის სექტორში 2000-ზე მეტი ამერიკელი დაჭრა ან მოკლა (სხვადასხვა წყაროებში მონაცემები 2500-3000 კაცამდე მერყეობს).

ტყვეობაში მანდ დიდი ხანი გაატარა. დაბრუნების შემდეგ სოფლის მეურნეობით დაკავდა.

შურისძიების შიშით ჰენრიხი 40 წლის მანძილზე არ ამხელდა რომ თვითონ ეკავა ის ლეგენდარული 62-ე საყრდენი წერტილი და რომ სწორედ მან 12 000 ტყვიით დახვრიტა ორიათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი.

40 წლის შემდეგ, მან იპოვა ამერიკელი ჯარისკაცი დევიდ სილვა, რომელიც იმ ბრძოლაში მუცელში იქნა დაჭრილი. დევიდმა იმ დღეს ფიცი დადო, თუ გადარჩებოდა მღვდელი გახდებოდა. დევიდი დღესაც ამერიკულ არმიაში კაპელანად მსახურობს.

საბოლოოდ ეს ორნი დამეგობრდნენ. ჰენრიხი რამდენჯერმე მონაწილეობდა ნორმანდიაში დესანტის გადმოსხმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ესაუბრა ისტორიკოსებს, დაწერა მოგონებები.


ამერიკელი ვეტერანი მასზე ნაწყენი არ იყო, რადგანაც ესმოდა, რომ იმ დღეს ის უბრალოდ მეტყვიამფრქვევედ "მუშაობდა".

სამაგიეროდ თანამედროვე გერმანიის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ომისშემდგომმა თაობამ, ჰენრიხი სასტიკად გააკრიტიკა.

Monday, August 28, 2017

პირველი იაპონური Bell Boeing V-22 Osprey

როგორც ინტერნეტ რესურსი "The Aviationist" იუწყება, 2017 წლის 24 აგვისტოს, ტეხასის შტატში, ამარიოლოში განთავსებულ, ამერიკული კომპანია Bell Helicopter-სის, საწარმოო Bell Helicopter Amarillo Assembly Center-ში სახმელეთო გამოცდების მომენტში დაფიქსირებული იქნა იაპონიის შეიარაღებული ძალებისთვის აწყობილი Bell Boeing V-22В Osprey-ს ტიპის პირველი სატრანსპორტო-სადესანტო კონვერტოპლანი. ეს ამ მანქანის პირველი საექსპორტო შეკვეთაა. დაფიქსირებული კონვერტოპლანი იაპონურ ამოსაცნობ ნიშნებსა და შეფერილობას ატარებს, თუმცაღა ჯერ უნომროა. მაღნიშნული მანქანის საფრენოსნო გამოცდები ამ კვირას უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ რომ იაპონია Bell Boeing V-22 Osprey-ის პირველი უცხოელი შემკვეთია. აღნიშნული კონვერტოპლანი ამ მომენტამდე მხოლოდ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს მიეწოდებოდათ. იაპონიის მთავრობამ 17 ცალი Bell Boeing V-22 Osprey-ს შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო, შესყიდული V-22B Block C ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ შესყიდული MV-22-ის ანალოგიურია.

წყრაო: