როგორც ინტერნეტ რესურსი "The Aviationist" იუწყება, 2017 წლის 24 აგვისტოს, ტეხასის შტატში, ამარიოლოში განთავსებულ, ამერიკული კომპანია Bell Helicopter-სის, საწარმოო Bell Helicopter Amarillo Assembly Center-ში სახმელეთო გამოცდების მომენტში დაფიქსირებული იქნა იაპონიის შეიარაღებული ძალებისთვის აწყობილი Bell Boeing V-22В Osprey-ს ტიპის პირველი სატრანსპორტო-სადესანტო კონვერტოპლანი. ეს ამ მანქანის პირველი საექსპორტო შეკვეთაა. დაფიქსირებული კონვერტოპლანი იაპონურ ამოსაცნობ ნიშნებსა და შეფერილობას ატარებს, თუმცაღა ჯერ უნომროა. მაღნიშნული მანქანის საფრენოსნო გამოცდები ამ კვირას უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ რომ იაპონია Bell Boeing V-22 Osprey-ის პირველი უცხოელი შემკვეთია. აღნიშნული კონვერტოპლანი ამ მომენტამდე მხოლოდ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს მიეწოდებოდათ. იაპონიის მთავრობამ 17 ცალი Bell Boeing V-22 Osprey-ს შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო, შესყიდული V-22B Block C ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ შესყიდული MV-22-ის ანალოგიურია.
წყრაო:
No comments:
Post a Comment