Thursday, August 31, 2017

ჰენრიხ სევერლო - ომაჰა ბიჩის მხეცი


ჰენრიხ სევერლო 1942 წელს გაიწვიეს ჯარში, ის ჯერ საფრანგეთში მოხვდა, საიდანაც შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს, მსახურობდა მძღოლად. ომის ბოლოს წლებში ის დასაჯეს და გადაიყვანეს ნორმანდიაში, სწორედ აქ მოხდა მისი "ცნობილი"ისტორია.


1944 წლის 6 ივნისს, მეკავშირეების დესანტის ნორმანდიაში გადმოსხდომის მომენტში, ის  „Easy Red“-ის გადმოსხდომის ზონაში, ზღვის ნაპირას მდებარე საყრდენი პუნქტი 62-ის (Widerstandsnest 62) პოზიაციაზე იმყოფებოდა. და სანამ ბუნკერში მყოფი ოფიცერი არტილერიის ცეცხლის კორექტირებას ახორციელებდა, ჰენრიხი MG42-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან მარტოდმარტო აწარმოებდა ცეცხლს (ამას გარდა მას თან ჰქონდა 98К ტიპის ორი ცალი კარაბინი). ბრძანებას "ნებისმიერი საშუალებით გადაეყარა ნაპირიდან ამერიკელები" ის პირნათლად ასრულებდა.


15:00 საათისთვის მანდ დახარჯა ტყვიამფრქვევის არსენალში არსებული ყველა 12 000 ტყვია და ზედ კარაბინის 400 ტყვიაც მიყოლა. რის შემდეგაც უკან გაცოცდა, დაიჭრა და მომდევნო დღეს ტყვედ ჩავარდა. ტყვეიობაში ჰენრიხმა ჭკუა იხმარა და თავისი მეტყვიამფრქვევეობის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა, რადგანაც იმ დღეს ბევრი ამერიკელი გაისტუმრა იმქვეყნად.

მომდევნო დღეს მანდ შეიტყო რომ, მისი სახელი ქვეყანაში ძალიან ცნობილი გახდა და მას "ომაჰს მხეცი" (The Beast of Omaha) უწოდეს, რომელმაც თავის სექტორში 2000-ზე მეტი ამერიკელი დაჭრა ან მოკლა (სხვადასხვა წყაროებში მონაცემები 2500-3000 კაცამდე მერყეობს).

ტყვეობაში მანდ დიდი ხანი გაატარა. დაბრუნების შემდეგ სოფლის მეურნეობით დაკავდა.

შურისძიების შიშით ჰენრიხი 40 წლის მანძილზე არ ამხელდა რომ თვითონ ეკავა ის ლეგენდარული 62-ე საყრდენი წერტილი და რომ სწორედ მან 12 000 ტყვიით დახვრიტა ორიათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი.

40 წლის შემდეგ, მან იპოვა ამერიკელი ჯარისკაცი დევიდ სილვა, რომელიც იმ ბრძოლაში მუცელში იქნა დაჭრილი. დევიდმა იმ დღეს ფიცი დადო, თუ გადარჩებოდა მღვდელი გახდებოდა. დევიდი დღესაც ამერიკულ არმიაში კაპელანად მსახურობს.

საბოლოოდ ეს ორნი დამეგობრდნენ. ჰენრიხი რამდენჯერმე მონაწილეობდა ნორმანდიაში დესანტის გადმოსხმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ესაუბრა ისტორიკოსებს, დაწერა მოგონებები.


ამერიკელი ვეტერანი მასზე ნაწყენი არ იყო, რადგანაც ესმოდა, რომ იმ დღეს ის უბრალოდ მეტყვიამფრქვევედ "მუშაობდა".

სამაგიეროდ თანამედროვე გერმანიის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ომისშემდგომმა თაობამ, ჰენრიხი სასტიკად გააკრიტიკა.

No comments:

Post a Comment