пятница, 10 августа 2012 г.

ჟუკოვსკის აეროპორტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების 100 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან

12 აგვისტოს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები 100 წლისთავს აღნიშნავს. ამ მიზეზით ჯუკოვსკში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი რეპეტიცია:




















გიგანტური უპილოტო სადაზვერვო დირიჟაბლის პრემიერა

ამერიკის პირველმა გიგანდტურმა სადაზვერვო დირიჟაბლმა წარმატებით დაასრულა პირველი ფრენა. ფრენა ტექნიკური პრობლემების გამო დაგეგმილიდან ერთი წლით გვიან შესდგა. 90 მეტრის სიგრძის გიგანტური დირიჟაბლის დანიშნულებაა კვირების განმავლობაში დაუშვებლად აწარმოოს დიდი რაიონების დაზვერვა და დაკვირვება.
უპილოტო საფრენი აპარატები აშშ-ს აარმიისთვის წარმოადგენენ მომავლის ომის განუყოფელ ნაწილს. მაგრამ საჰაერო რობოტებს ერთი დიდი მინუსი გააჩნიათ: საწვავზე არიან დამოკიდებულები და მცირე დროის განმავლობაში შეუძლიათ მხოლოდ საჰაერო პატრულირების განხორციელება. თუ ვინმეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სურს გააკონტროლოს რაიმე კონკრეტული რაიონი მაშინ უნდა გამოიყენოს უპილოტო აპარატების დიდი რაოდენობა.

სწორედ ამ რღვევის ამოვსებას ისახავს მიზნად მომავალში ზუსტად ეს გიგანტური დირიჟაბლი სახელწოდებით Long Endurance Multi-Intelligence Vehicle (LEMV).  დირიჟაბლმა გასულ სამშაბათს, 7 აგვისტოს პირველი ფრენა განახორციელა, ავიაბაზა Lakehurst-იდან. ფრენის დროს დირიჯაბლს ეკიპაჟი საათნახევარი მართავდა. 2013 წელს, სერიაში ჩაშვების შემდეგ მისი მართვა დისტანციურად განხორციელდება. სავარაუდოდ მისი პირველი საბრძოლო გამოყენება ავღანეთში მოხდება.
უპილოტო დირიჟაბლი LEMV წარმოადგენს ჰიბრიდულ საჰაერო აპარატს. მისი აფრენა აეროდინამიკური წევის ძალით ხორციელდება, შემდეგში მზუბუქი აირის დახმარებით ჩერდება ჰაერში, ხოლო მისი მართვა ძრავების დახმარებით ხორციელდება. LEMV 7 კილომეტრის სიმაღლეზე შეძლებს ფრენას, ხოლო მისი ოპერატიული მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრის ფარგლებში იქნება. მას ასევე შეეძლება ატაროს 1,25 ტონა სადაზვერვო აპარატურა.

დირიჟაბლ LEMV–ის პირველი ფრენის ვიდეო

четверг, 9 августа 2012 г.

საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მულინოში

გერმანულმა ჯგუფმა Rheinmetall-მა გამოაქვეყნა რუსეთის სახმელეთო ძალების საბრძოლო მომზადების პერსპექტიული ცენტრის სქემა, რომლის შექმნაზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Рособоронсервис–ისთან 2011 წლელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით კომპანია Rheinmetall Defence Electronics მუშაობს. სასწავლო ცენტრი პოლიგონ მულინოზე (ნიჟნეგოროდსკის რაიონი). 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე პოლიგონი მოწყობის შემდეგ მოემსახურება დასავლეთ სამხედრო ოლქის ჯარების მომზადებას და როგორც მომავლისთვის იგეგემება ანალოგიური სასწავლო ცენტრები დანარჩენ სამ სამხედრო ოლქშიც მოეწყობა.




Rheinmetall Defence Electronics ვიცე პრეზიდენტის, მიხაილ კრივიცას განცხადების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "Jane's International Defence Review"–ს სტატია Rupert Pengelley "Work begins on Russian brigade combat training centre" – მულინოში საბრძოლო მომზადების ცენტრის სპეციფიკაციის და დავალების შემუშავება დასრულებული იქნა 2011 წელს, რამაც საშუალება მისცა კომპანიას 2012 წლის დასაწყისისთვის დაეწყო ცენტრის სისტემების შექმნა. ეს ფაზა 2014 წლამდე გაგრძელდება. ცენტრის შენობების და საინჟინრო ობიექტების მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და უნდა დასრულდეს 2013 წლის ივნისისთვის, ხოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ცენტრის რუსული პერსონალი სწავლებას გერმანიაში 2013 წლის თებერვალ–მაისში გაივლის, რის შემდეგაც მათი მომზადება უშუალოდ რუსეთში, მონინოს ცენტრში გაგრძელდება. ცენტრის სისტემების ექსპულატაციაში შეყვანა 2013 წლის ივნისში დაიწყება, ხოლო საბოლოოდ ცენტრის გადაცემა 2014 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი.
კრივიცას განცხადების თანახმად მულინოს ცენტრი არ იქნება პირდაპირი კოპიო გერმანული ბუნდესვერის სასწავლო ცენტრ GüZ–ისა, რომელიც ასევე  Rheinmetall–მა შექმნა 2001 წელს, თუმცა რუსულ პოლიგონზე განთავსებული სისტემები და ორმხრივი მომზადების ელემენტები ძალიან ჰგავს გერმანული არმიისთვის გამოყენებულ ანალოგებს. ამჟამად Rheinmetall Defence Electronics აწარმოებს მჭიდრო სამუშაოებს რუსეთის სახმელეთო ჯარებთან, რათა დადგინდეს საბრძოლო მომზადებისადმი მათი სპეციფიკური მოთხოვნები. გერმანული მხარე პასუხისმგებელია კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურაზე, სასწავლო ბრძოლების შემუშავებაზე და ასევე ბრძოლის იმიტაციის ლაზერულ სისტემებზე (laser tactical engagement simulation - TES).
მულინოს ცენტრში მოწყობილი ობიექტები მოიცავენ სასწავლოდ მოსული ბრიგადის განსათავსებელ ბანაკს, სწავლების მაკონტროლებელ კომპლექსს (exercise control - EXCON), ლაზერული იმიტატორების  საამქროს და საწყობს, სასწავლო საიმიტაციო კომპლექსს, მომსახურების კომპლექსს, ცენტრის მართვის შტაბი და კომპლექსი და ასევე სამი სასწავლო ობიექტი ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად (military operations in urban terrain - MOUT).
უშუალო ორმხრივი საბრძოლო სწავლების ჩასატარებლად პოლიგონზე გამოყოფილია 200 კვადრატული კილომეტრი და ეს ტერიტორია აღჭურვილი იქნება Tetra–ს სტანდარტის კავშირგაბმულობის ქსელით, რომელიც ავსტრიული ფირმა Frequentis–ი მიაწოდებს რუსულ მხარეს. ჯგუფი Rheinmetall მიაწოდებს ლაზერული იმიტატორების კომპლექტს, რომლებიც საშუალებას მისცემს ერთდროულად 1000 ჯარისკაცს ჩაატაროს ორმხრივი სწავლება (ეს რაოდენობა ბატალიონის გაძლიერებული ტანქტიკური შენაერთის და სავარაუდო მოწინააღმდეგის (OPFOR) ძალებს უდრის). მანევრული საბრძოლო ოპერაციების და ქალაქში ბრძოლების გარდა ცენტრს შეეძლება აწარმოოს სხვა საერთო–საჯარისო ბრძოლის ელემენტები – ისეთების, როგორებიცაა მდინარის ფორსირება, ხიდების გამართვა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა.
სულ მულინოს სასწავლო ცენტრი წელიწადში 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადების საშუალებას იძლევა. ყოველ ბრიგადას შეეძლება გაიაროს სამხედრო მომზადების სხვადასხვა დონის რამდენიმე ეტაპი წელიწადში – მცირე ქვედანაყოფებიდან დაწყებული ბატალიონის და ბრიგადის მთელი შემადგენლობით დამთავრებული, რამდენიმე კვირიანი ვადის განმავლობაში. ცენტრში ასევე შესაძლებელია სამეთაურო რგოლის მომზადებაც.

среда, 8 августа 2012 г.

МиГ-29КУБ პირველი დაჯდომა ავიამზიდზე

28 ივლისს სახომალდო გამანადგურებელმა МиГ-29КУБ–მა პირველი დაჯდომა განახორციელა მძიმე ავიამზიდ კრეისერ "Vikramaditya"–ზე (ყოფილი საბჭოთა "Адмирал Горшков"). ავიამზიდზე დაჯდომა განახორციელა მფრინავ გამომცდელმა ნიკოლაი დიორიდცინმა და მფრინავ გამომცდელმა მიხაილ ბელიაევმა.

МиГ-29КУБ ავიამზიდზე დაჯდომის მომენტში, გამანადგურებელი აღჭურვილია ჰაერი–ჰაერი ტიპის რაკეტებით (РВВ-МД + РВВ-СД)

დაჯდომამდე გამანადგურებელმა 23 ივლისს პირველად განახორციელა გემბანზე შეხება დაჯდომის გარეშე

2004 წელს რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს "Адмирал Горшков"–ის მოდერნიზაციის შესახებ. კონტრაქტის ღირებულებამ 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხელშეკრულების თანახმა ინდური მხარე ავიამზიდს უფასოდ მიიღებდა, მაგრამ ფული უნდა გადაეხადა მისი მოდერნიზაციისთვის. ასევე კონტრაქტში შედიოდა МиГ-29К/КУБ პარტიის საფასური. მოგვიანებით კონტრაქტის ღირებულება 2,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გამანადგურებლის დაჯდომის ვიდეო

понедельник, 6 августа 2012 г.

რეპორტაჟი საარტილერიო ქარხანიდან


ალექსეი ხლოპოტოვმა თავის ბლოგზე განათავსა ეკატერინბურგში მდებარე ОАО "Завод № 9"–ის ფოტო რეპორტაჟი.



ორგანიზაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში საარტილერიო სისტემების წამყვან შემქმნელს და მწარმოებელს. რეპორტაჟის თანახმად საწარმოო ამჟამად ძირითადად დაკავებულია ალჟირული  Т-90СА–ს 125მმ–ნი ქვემეხების წარმოებით.   

პლაკატი "Завод № 9"–დან, რომელზეც გამოსახულია 152მმ–ნი პერსპექტიული თვითმავალი ჰაუბიცა "Коалиция-СВ-ОП" 


რეპორტაჟის პირდაპირი ბმული:



ლაზერი ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან Dewey-ზე

ქსელში გამოჩნდა ლაზერით აღჭურვილი ამერიკული საესკადრო ნაღმოსან DDG-105 Dewey-ს (Arleigh Burke Flight-IIA კლასის) საინტერესო ფოტოები. ლაზერი LaWS (Laser Weapon System) ექსპერიმენტალური ელექტროგენერატორით ხომალდის კიჩოზე, ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანზეა განთავსებული. 
ლაზერული სისტემა LaWS შექმნილია აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტის "მიმართული ენერგიაზე მომუშავე სამმართველოს" (Directed Energy Warfare office - DEWO) მიერ. სისტემის შექმნაზე სამმართველოსთან თანამშრომლობდნენ შემდეგი კომპანიები: პენსილვანიის შტატის ელექტრო–ოპტიკური ცენტრი (Pennsylvania State Electronic-Optic Center), სამხედრო–საზღვაო კვლევითი ლაბორატორია (Naval Research Laboratory), კორპორაცია  Raytheon, L-3 Communication და IPG Photonics.
ლაზერის დანადგარი გამოიყენებს 33 კილოვატი სიმძლავრის მყარსხეულიან ლაზერს. ადრე მოცემული საექსპერიმენტო ნიმუში 2007 წლიდან გადიოდა სახმელეთო გამოცდებს კუნძულ სენტ–ნიკოლასზე მდებარე პოლიგონ უაიტ სანდზე (სადაც წარმატებულად ანადგურებდა უპილოტო სამიზნეებს), და მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოხდა მისი განთავსება ნაღმოსან Dewey-ზე, სადაც სისტემა სახომალდო გამოცდებს გაივლის.
მოცემული მოწყობილობა წარმოადგენს მკაცრად საექსპერიმენტო მნიმუშს და გამოიყენება ძირითადად მყარსხეულიანი ლაზერების ხომალდზე სამოქმედო ტექნოლოგიების დასამუშავებლად. თუმცაღა LaWS–ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით კორპორაცია Raytheon–ი, აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ფლოტის დაკვეთით უკვე ქმნის სრულფასოვან, საბრძოლო ლაზერს, რომელიც ინტეგრირებული იქნება სახომალდო საზენიტო საარტილერიო სისტემა Phalanx-ში.

სან–დიეგო, 2012 წლის პირველი აგვისტო. ექსპერიმენტალური ლაზერი LaWS–ით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი DDG–105 Dewey


ლაზერი  LaWS–ი ხმელეთზე

воскресенье, 5 августа 2012 г.

ქურთების უცნობი მსხვიკალიბრიანი შაშხანა


PKK-ამ გამოაქვეყნა პროპაგანდისტული სურათები - რომლებზეც ქურთი მებრძოლები თვითნაკეთ მსხვიკალიბრიან შაშხანებთან ერთად პოზირებენ. შაშხანები სავარაუდოდ .50 BMG კალიბრისაა (არაა გამორიცხული საბჭოთა 14,5მმ-იან ტყვიებს მოიხმარდეს).
ძნელია შაშხანის ტიპის დადგენა - გარეგნულად იარაღი Bill Holmes-ის ცნობილ წიგნში ".50-Caliber Rifle Construction Manual"-ში აღწერილ შაშხანას წააგავს.



შაშხანას რამოდენიმე საინტერესო ინოვაცია გააჩნია - საკეტი აღჭურვილია რამოდენიმე აირის პორტი, რაც მის მუშაობას უფრო მოქნილს ხდის, მოძრავი სალულე ორფეხებითაა აღჭურვილი ხოლო ოპტიკური სამიზნეები სავარაუდოდ ჩინურია.








ქალაქი Şemdinl ისევ PKK-ას კონტროლის ქვეშაა - თურქეთის არმიამ ათობით ჯარისკაცი დაკარგა



თურქეთისა და სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ Şemdinl-ში, რომელი PKK-ას მებრძოლებმა დაიკავეს, ისევე გრძელდება ბრძოლები - მიუხედავად იმისა რომ თურქულმა მხარემ საკმაოდ დიდი ძალები მიიზიდა საბრძოლო მოქმედებების რაიონთან ქალაქი მაინც ქურთი მებრძოლების ხელში რჩება.  


ქურთი მებრძოლები როგორც ჩანს საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები და მანამდე შეძლებენ ქალაქის კონტროლს სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ უკან დახევას. თურქული არმიის ყველა შეტევა უშედეგოდ დამთავრდა - რადგანაც ბრძოლაში ჩაბმული ქვედანაყოფების დასახმარებლად გაგზავნილი დამატებითი ძალები გამუდმებით ჩასაფრებაში ყვებიან.
2 და 3 აგვისტოს ქურთმა მებრძოლებმა რამდენიმე იერიში განახორციელეს პოლიციის და ჟანდარმერიის შენობებზე, რომლებიც თურქული მხარის მიერ ერთადერთ კონტროლირებად ტერიტორიებად რჩებოდნენ მთელს ქალაქში. საერთო ჯამში ქალაქისთვის ბრძოლები უკვე ორ კვირაზე მეტია რაც მიმდინარეობს.
3 აგვისტოდან ასევე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს Şemdinl-ის გარეუბან Güzelkaya-ში (Begerde). ამ რაიონში ბრძოლების შედეგად თურქულმა მხარემ დიდი დანაკრაგები განიცადა, როგორც დაღუპულების ასევე დაჭრილების სახით. დანაკარგები ძირითადად ჩასაფრებებმა და თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვიეს.
თურქული ავიაცია ინტენსიურად დაფრინავს ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი მაგისტრალების თავზე, რითაც თურქეთის სარდლობა ცდილობს გააკონტროლოს ქალაქთან მისასვლელი გზები.



როგორც ზემოთ თქმული მოვლენებიდან ჩანს ასადმა მოახერხა და თურქეთს ქურთებთან ბრძოლების განახლებით დიდი თავის ტკივილი გაუჩინათ, რითაც მოახერხა და თავისი არმიის დიდი ნაწილი გამოანთავისუფლა მეამბოხეებთან საბრძოლველად. 

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი


ნაწილი მეათე

Т-90-ის ბაზაზე შექმნილი მანქანები

Т-90-ის ძრავა ტრანსმისიის და სავალი ნაწილის ეკონომიურობამ, მაღალმა საიმედოობამ და რესურსმა განაპირობა მის ბაზაზე ისეთი სპეციალიზებული მანქანების შექმნა, როგორებიცაა:

ИМР-3 (Объект-196) _ საინჟინრო მკვალავი მანქანა.
БМР-3М «Вепрь»(Объект-197) - გამნაღმველი საბრძოლო მანქანა.
МТУ-90 _ ხიდგამდები
Э-300(Изделие-Э300) _ უნივერსალური მუხლუხოვანი შასი.
БМПТ «Терминатор»(Объект-199) - ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა.
ТОС-1А «Солнцепек»(Объект-634Б) - მძიმე,ცეცხლისმფრქვეველი სისტემა.

საინჟინრო-მკვალავი მანქანა ИМР-3 (Объект-196)

1999 წელს რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა Т-90 ბაზაზე შექმნილი საინჟინრო მკვალავი მანქანა ИМР-3. მისი დახმარებით გაჰყავთ კოლონებისთვის გზები, გასასვლელები ქვის და ტყის ნაქცევებში, ასრულებს მიწის და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს, რათა მოამზადოს ჯარების გადაადგილება. მას შეუძლია მაღალი რადიაციული დასნებოვნების რაიონში მუშაობა.
მანქანის სამუშო ორგანოები შესდგება უნივერსალური ბულდოზერის, ტელესკოპური ისრის და დანისებრი თვლიანი ნაღმების ტრალისგან. უნივერსალური ბულდოზერი ასრულებს ბულდოზერულ, გზაგამწმენდ და გერიდერულ სამუშაოებს. ტელესკოპური ისარი დაყენებულია სრული ამძრავობის მქონე კოშკურაზე. მისი უნივერსალური სამაგრი საშუალებას იძლევა დამაგრდეს მასზე საექსკავატორო ციცხვი, გრაიფერი, გამფხვიერებელი ან ჩამჭერი. დანისებრი თვლიანი ნაღმების ტრალი ელექტრომაგნიტური მოწყობილობით საშუალებას აძლევს მანქანას დამოუკიდებლად გადალახოს არაკონტაქტური თუ კონტაქტური მაგნიტური ამფეთქებით აღჭურვილი მუხლუხსაწინააღმდეგო ან ფსკერსაწინააღმდეგო ნაღმებიანი დანაღმული ველი.
მანქანის შეიარაღებას წარმოადგენს კოშკურაზე დაყენებული 12,7მმ კალიბრის საზენიტო-სატყვიამფრქვევო მოწყობილობა, რომელიც იცავს ეკიპაჟს საჰაერო თავდასხმისგან, აწარმოებს ბრძოლას სახმელეთო, მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ და ასევე გამოიყენება ამოუღებადი ნაღმების დასაცხრილავად. 
ИМР-3 აღჭურვილია კვამლის გამშვები მოწყობილობით, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით. ეკიპაჟს, კვანძებს და აგრეგატებს მანქანის შიგნით იცავს სისტემა, რომელიც 6-ჯერ ამცირებს ბირთვული აფეთქების შემღწევ რადიაციას და 120-ჯერ რადიოაქტივობით დასნებოვნებული ადგილმდებარეობის გამმა-გამოსხივებას.
მანქანაში ეკიპაჟისთვის გათვალისწინებულია როგორც წყლის მოდუღებისა და საჭმლის გაცხელების მოწყობილობები, ისე საპირფარეშო, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ საბრძოლო ამოცანები 3 დღე-ღამის განმავლობაში მანქანის დაუტოვებლად. ასევე შექმნილია ИМР-3M, რომელიც წინამორბედისგან გაძლიერებული ანტირადიაციული დაცვით გამოირჩევა.

საინჟინრო მკვალავი მანქანა ИМР-3M

ИМР-3–ის ტექნიკური მონაცემები


გამნაღმველი საბრძოლო მანქანა БМР-3М «Вепрь»(Объект-197)

БМР-3М «Вепрь»-ის  ძირითადი დანიშნულებაა დანაღმული ველების დაზვერვა, გადალახვა და მათი განაღმვა. წარმოქმნილი გასასვლელები მიახლოებით უტოლდება ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და საბრძოლო მანქანების მუხლუხთშორის ან თვალთშორის დაშორიშორებას. მანქანას შეუძლია მუხლუხსაწინააღმდეგო დანაღმულ ველზე გაიყვანოს 800-870მმ სიგანის ორი ბილიკი, რომელთა შორისაც რჩება 1620 მმ სიგანის გაუნაღმავი სივრცე. ფსკერსაწინააღმდეგო დანაღმულ ველზე მანქანა ქმნის მთლიან გასასვლელს, რომლის სიგანეც კონტაქტურამფეთქიანი ნაღმებიან დანაღმულ ველზე 3,2 მეტრს შეადგენს, ანალოგიური გასასვლელის სიგანე მაგნიტურამფეთქიანი ნაღმების შემთხვევაში 6-7 მეტრს უდრის. მანქანა ამას გარდა უზრუნველყოფს ეკიპაჟის დაცვას ფსკერის ქვეშ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმ ТМ-62-ის აფეთქების შემთხვევაში.
ეკიპაჟის 2 კაცის გარდა მანქანის საბრძოლო განყოფილებაში შესაძლებელია მოთავსდეს მესანგრეთა 3-კაციანი დესანტი.

გამნაღმველი საბრძოლო მანქანა БМР-3М «Вепрь»


БМР-3М «Вепрь»–ის ტექნიკური მონაცემები


ხიდგამდები МТУ-90 

ომსკის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის მიერ Т-90 ბაზაზე შექმნილი ჯავშანსატანკო ხიდგამდები МТУ-90 იწარმოება ნიჟნი ტაგილში, ურალვაგონმშენ საწარმოში. სატანკო ხიდგამდები МТУ-90 დანიშნულებაა 25 მეტრი სიგანის წინაღობებზე (არხებზე, მდინარეებზე, ხრამებზე, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებზე და სხვ.) 50 ტონის ტვირთამწეობის ერთარხიანი ლითონის ხიდის გადება, რომლიც გამოიყენება როგორც პირადი შემადგენლობის ასევე მუხლუხოვანი და თვლიანი ტექნიკის ყველა სახეობის მიერ. ხიდის გამტარობას საათში 300-400 მანქანა შეადგენს. მისი დაყენება ხორციელდება მანქანიდან ეკიპაჟის ამოუსვლელად.
ხიდი შედგება სავალი ნაწილის, დაყენების მოწყობილობისა და ჰიდროამძრავის დანადგარისგან. ხიდგამდები, როგორც წესი, ადგილს იკავებს სატანკო პოლკის საბრძოლო წყობის მეორე ეშელონში ან სატანკო დივიზიის პირველ ეშელონში.

ხიდგამდები МТУ-90 ხიდის გაშლის პროცესში



МТУ-90–ის ტექნიკური მონაცემები


უნივერსალური მუხლუხოვანი შასი Э-300 (Изделие-Э300)

უნივერსალური მუხლუხოვანი შასი Э-300 წარმოადგენს ურალ-ტრანსმაშის საინიციატივო ნაწარმს, ის პირველად წარმოდგენილი იქნა გამოფენა «RUSSIAN EXPO ARMS 2009».  მწარმოებლის განცხადებით, მასზე შესაძლებელია განთავსდეს საზენიტო, სარაკეტო, საარტილერიო, რადიოლოკაციური და სხვა მრავალი სახეობის შეიარაღება და აღჭურვილობა (როგორებიცაა საზენიტო «Бук», «Тунгускა», «Панцирь» და საარტილერიო «Акация», «Мста»). ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების საინჟინრო და სხვა სპეციალიზებული ტექნიკის ბაზად (როგორიცაა სამეთაურო-საშტაბო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მართვის მოძრავი პუნქტები, გამნაღმავი და გზამწმენდი საინჟინრო მანქანები).

უნივერსალური მუხლუხოვანი შასი Э-300, გამოფენა «Russian Expo Arms-2009»-ზე ნიჟნი ტაგილში



Т-90 ბაზა ამ მიზნით ტყუილად არ იქნა არჩეული, ამ ხერხით შესაძლებელი ხდება რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების შასის უნიფიკაცია, რაც თავის მხრივ ამცირებს ტექნიკის ექსპლუატაციის ფასს და ზრდის მისი ტექმომსახურების და ტექუზრუნველ-ყოფის სიადვილეს.
ამ ყველაფერთან ადაპტაციისთვის, რა თქმა უნდა, საჭირო გახდა სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეთება. მაგალითად, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისთვის და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის საკიდარი აუცილებლად უნდა იყოს მართვადი და როგორც მინიმუმ ორრეჟიმიანი. ამ მიზნით Т-90-ის ფრთიანი ამორტიზატორები შეცვლილი იქნა ტელესკოპური ამორტიზატორებით. ასევე შეცვლილი იქნა სიჩქარეთა გადართვის მექანიკური კოლოფი СКБ «РОТОР»-ის მიერ შექმნილი ავტომატურ სიჩქარეთა კოლოფი АПП-172-ით, რაც საშუალებას იძლევა სახელურების ნაცვლად მანქანის მართვა განხორციელდეს საჭით. რაც შეეხება ძრავას, ის სრულებით იდენტურია Т-90–ზე გამოყენებული ძრავისა. 

Э-300-ის მძღოლ-მექანიკოსის საჭით და სიჩქარეთა ავტომატური გადართვის კოლოფით აღჭურვილი სამუშაო ადგილი


Э-300–ის ტექნიკური მონაცემები


ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ «Терминатор» (Объект-199)  

ამ საბრძოლო მანქანაზე მუშაობა დაიწყეს ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ავღანეთში მიღებული გამოცდილების შემდეგ, სახელით საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო «Рамка-99». თუმცა მისი განვითარება შეაფერხა ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლამ, ხოლო შემდეგ უკვე მისი მემკვიდრის -რუსეთის ფედერაციის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ასევე რამდენჯერმე შეიცვალა მისი გაწყობა და გარეგანი იერი, რისი მიზეზიც ძირითადად სხვადასხვა ახლად განვითარებული კონფლიქტების (სპარსეთის ყურეში, ჩეჩნეთში და ა.შ.) თავისებურებები და სიახლეები იყო. ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად რამდენიმე სხვადასხვა შემოთავაზებული ვარიანტიდან რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მიერ არჩეული იქნა ერთი ეგზემპლარი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს. თავდაპირველად 1998-2000 წლებში მანქანა აღჭურვილი იყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა «Корнет»-ით, ხოლო 2000 წლის დეკემბრის შემდეგ მასზე განთავსდა რაკეტა «Атака». მანქანის შექმნა 2006 წელს დასრულდა.
რას წარმოადგენს БМПТ? როგორც ცნობილია, ტანკის დანიშნულებაა გაუწმინდოს გზა ქვეით ჯარს ბრძოლის ველზე, ხოლო თავის მხრივ ქვეითი ჯარი ვალდებულია დაიცვას ტანკი ტანკსაშიში მიზნებისგან, რომლებსაც ტანკი დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს. სწორედ ბოლო დროს განვითარებული კონფლიქტების ანალიზის საფუძველზე გადაწყდა შეექმნათ საბრძოლო მანქანა, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებდა ქვეით ჯარს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ «Терминатор». ამ მანქანის შეიარაღება საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია სწორედ მასე დაკისრებული ამოცანების და გასანადგურებელი მიზნების ნაირფეროვნებით
მის შემადგენლობაში შედის:
2 ცალი 30მმ-იანი ქვემეხი 2А42 (900 ჭურვით).
7,62მმ-იანი კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი ПКТМ (2000 ტყვიით).
2 ცალი 30მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-17Д (600 ჭურვით).
4 ცალი 130მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა «Атака-Т»-ს გამშვები (4 რაკეტით).

БМПТ «Терминатор» ყაზახეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, დედა-ქალაქ ასტანას ცენტრალურ მოედანზე ჩავლის მომენტში


თავდაპირველად მანქანის აწყობა Т-72–ის ბაზაზე იგეგმებოდა, თუმცა შემდეგში მისი აწყობა უფრო თანამედროვე Т-90-ის ბაზაზე განხორციელდა. ამიტომაც მასზე გამოყენებული სავალი ნაწილი, საკიდარი, ძრავა-ტრანსმისია და ბევრი სხვა სისტემა პირდაპირ გადმოტანილია Т-90-დან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Т-90-ან შედარებით ის უკეთესად დაცულია, ძირითადად ახალი დინამიკური დაცვის «Реликт»-ის (იხ.თავში «დაცვა», ქვ.თავი «ჩაშენებული დინამიკური დაცვა») გამოყენების ხარჯზე. მანქანა ასევე Т-90–ზე უკეთესი ცეცხლის  და ინფორმაციის მართვის და გაცვლის სისტემებით გამოირჩეოდა. შემდეგში დაცვაში და ცეცხლის მართვის კომპლექსში გამოყენებული ცალკეული კომპონენტები და ასევე მათი შექმნისას დაგროვილი გამოცდილება და ტექნოლოგიები წარმატებით იქნა გადატანილი ტანკ Т-90МС-ზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმია ამ საბრძოლო მანქანის მიმართ საკმაოდ გულგრილი დარჩა და დაპირებების მიუხედავად არ განახორციელა მისი შესყიდვები, რაც ძირითადად განპირობებული იყო მის საჯარისო სტრუქტურაში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რისკთან და ხარჯებთან. თუმცაღა ტერმინატორს მყიდველ მაინც გამოუჩნდა, რუსეთის საზღვრებს გარეთ, მაგრამ მაინც. მისი პირველი მომხმარებელი ყაზაღეთის არმია გამოდგა, რომელმაც 2011 წელს სხვა მრავალი სახეობის რუსულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად 3 ერთეული БМПТ «Терминатор» შეისყიდა და გეგმავს მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდას. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა სასაცილოა იმ შესაძლებლობების და შეკვეთების ფონზე, რაც ურალის ვაგონმშენებელ საწარმოოს გააჩნია, მაგრამ არაა გამორიცხული ყაზახეთის ამ ნაბიჯმა სხვა მყიდველების დაინტერესებაც გამოიწვიოს.

БМПТ «Терминатор», კარგად ჩანს მანქანის საცეცხლე საშუალებები და მათი მართვის მთელი კომპლექსი


БМПТ «Терминатор»–ის ტექნიკური მონაცემები


მძიმე ცეცხლისმფრქვეველი სისტემა ТОС-1А «Солнцепек» (Объект-634Б)

ზალპური ცეცხლის მძიმე ცეცხლმფრქვეველი სისტემა ТОС-1 «Буратино» (Oбъект-634)-ზე მუშაობა 1971 წელს დაიწყო. პირველი პროტოტიპი ტანკ Т-72-ის შასიზე აიწყო 1978-79 წლებში, ომსკის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროში. კომპლექსი შედგებოდა საბრძოლო და სატრანსპორტო-დამტენი მანქანებისგან. საბრძოლო მანქანაზე მოთავსებულია 30-მიმმართველიანი გამშვები დანადგარი. 1980 წელს კომპლექსმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო გამოცდები და რეკომენდებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად. ხოლო მისი სერიული წარმოება და საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღება 1987 წელს დაწყო.
სისტემის დანიშნულებაა მსუბუქად შეჯავშნილი და საავტომობილო ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა, შენობების და ნაგებობების დაწვა და განადგურება, ღიად და საფორტიფიკაციო ნაგებობებში განლაგებული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება თერმობარული და კვამლ-ცეცხლგამჩენი აფეთქების შედეგად შექმნილი ნამსხვრევების და დარტყმითი ტალღის საშუალებით.
რას წარმოადგენს ცეცხლისმფრქვეველი სისტემა ТОС-1 «Буратино»? მთავარი მისი თავისებურება მდგომარეობს მის უმართავ რაკეტაში, რომლიც წარმოადგენს თერმობარული ნარევით გავსებულ «ბალონს». ეს ნარევი მიზანთან, ჰაერში იფანტება, შედის ჟანგბადთან კონტაქტში, რის შემდეგაც მოქმედებაში მოდის დეტონატორი, რომლის საშუალებითაც ხდება ჰაერში გაფანტული ნარევის დეტონაცია. ასეთი აფეთქების ეფექტი გაცილებით მაღალია ჩასაგრებული და საფარში მყოფი სამიზნეების წინააღმდეგ ანალოგიური სიმძლავრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვის აფეთქებასთან შედარებით.

ТОС-1А«Солнцепек»-ი ყაზახეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, დედა-ქალაქ ასტანას ცენტრალულ მოედანზე ჩავლის მომენტში


ТОС-1 «Буратино»-ს გავითარებას წარმოადგენს ТОС-1А «Солнцепек», რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა 2001 წლის 4 აპრილს. ახალი სისტემას წინამორბედისგან შემდეგი სხვაობები გააჩნია:
საბრძოლო მანქანის გამშვებ ბლოკს 30 ნაცვლად 24 მიმმართველი გააჩნია.
სატრანსპორტო-დამტენი მანქანა ТЗМ-Т (Объект-563) შექმნილია Т-72-ის შასიზე (წინამორ-ბედი სატვირთო КрАЗ-ზს ეფუძნებოდა) და წინამორბედისგან განსხვავებით რაკეტები შეჯავშნულ კონტეინერშია მოთავსებული.
გამოყენებულია ფრენის გაზრდილი მანძილის მქონე რაკეტები (თუმცა ეს არ გამორიცხავს ძველი ტიპის რაკეტების გამოყენებას).
გაუმჯობესებულია როგორც მანქანის, ასევე ცეცხლის მართვის კომპლექსი.
Т-72-ის ნაცლად გამოყენებულია Т-90-ის შასი.
ТОС-1А-ს (ისევე როგორც ТОС-1-ს) ზუსტი რაოდენობა რუსეთის არმიაში უცნობია. რუსეთის გარდა, ეს ცეცხლისმფრქვეველი ყაზახეთის არმიამაც შეისყიდა (უცნობი რაოდენობით), რომლებიც ასტანაში იქნა დემონსტრირებული კონსტიტუციისადმი მიძღვნილ აღლუმზე. 

ТОС-1А «Солнцепек»-ი მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

Т-72-ის შასიზე  შექმნილი სატრანსპორტო დამტენი მანქანა ТЗМ-Т (Объект-563) 


ТОС-1А «Солнцепек»–ის ტექნიკური მონაცემები

გამოფენა ««Russian Expo Arms-2011», მძიმე ტექნიკის პავილიონი. წინა პლანზე БМПТ «Терминатор» და Т-90C, უკან БМР-3М «Вепрь» და МТУ-90


მანქანის შეფასება

ტანკის და არა მარტო მისი, არამედ ნებისმიერი ტექნიკის შეფასება საკმაოდ ძნელია, რადგანაც ტანკი, როგორც ყველა სხვა სამხედრო ტექნიკა, კომპრომისთა კრებულია, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ მექანიზმს და ამიტომ შეფასება მოითხოვს მისი მატერიალურ-ტექნიკური მხარის დაწვრილებით ცოდნას, რაც მხოლოდ ექსპლუატაციის შედეგად მიიღწევა. ამიტომ ავტორს არანაირი პრეტენზია არა აქვს იმის თაობაზე, რომ მისი აზრი (შეფასება) სრულიად სიმართლეს შეესაბამებოდეს, და თავისთავად არცაა გამორიცხული, რომ მას ვინმე არ დაეთანხმოს.
პირველ რიგში აღვნიშნავ ტანკ Т-90–ის ნაკლოვანებებს და მის ყველაზე სუსტ მხარეს -ელექტრონიკას. ამ მხრივ რუსული ტექნიკის ჩამორჩენა 80-იან წლებშივე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონკრეტული მიმართულებით შესრულებული საკმაოდ ბევრი სამუშაო, ყველაფერი მხოლოდ პროექტირების ან პროტოტიპის დონეზე შეჩერდა, რაც განპირობებული იყო ჯერ საბჭოთა კავშირის ტექნოლოგიური იზოლაციით და შემდეგ უკვე მისი დაშლით. ამ თუ სხვა მიზეზების გამო რუსეთში დღემდე ვერ შესძლეს საკუთარი თბოვიზორების სერიული წარმოების ათვისება, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო რამდენიმე, დასავლეთის ანალოგების დონის პროტოტიპი. ამის გამო მწარმოებელი იძულებული გახდა 90-იანების ბოლოს დასავლური, კერძოდ კი ფრანგული სითბოვიზორები შეესყიდა, რომლითაც დღემდე კომპლექტდება როგორც რუსული, ასევე საექსპორტო Т-90–ბი.
Т-90–ის დიდ მინუსად ასევე ითვლებოდა მეთაურის პანორამული სამიზნე კომპლექსის არქონა, რის გამოც მას ბრძოლის ველზე მიზნების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად უფრო მეტი დრო ესაჭიროებოდა, ვიდრე სხვა დასავლურ ანალოგებს. ამ მხრივ ყველაზე წინ გერმანელები იყვნენ, რომლებსაც მეთაურის პანორამა ჯერ კიდევ 1979 წელს «Leopard-2»-ზე მისი შეიარაღებაში მიღების დღიდანვე ეყენათ, თუმცა ეს არ იყო სრულფასოვანი სამიზნე კომპლექსი, კერძოდ მას მხოლოდ დღის არხი გააჩნდა. ცნობისათვის, პირველი სრულფასოვანი, თბოვიზორით და ლაზერული მანძილმზომით აღჭურვილი სამეთაურო პანორამული კომპლექსი გაჩნდა 1992 წელს ამერიკულ ტანკ «М1A2 Abrams»-ზე, 1995 წელს გერმანულ «Leopard-2A5»-ზე, 2002 წელს ებრაულ «Merkava-4»-ზე, ფრანგულ AMX-56 «Leclerc»-ზე მეთაურის პანორამა თბოვიზორის გარეშეა, იგი ღამის პირობებში ელექტრო-ოპტიკურ არხს იყენებს, ბრიტანულ «Chelenger-2»-ზე ფრანგული პანორამული სისტემის გამარტივებული ვარიანტი (ღამის არხის გარეშე) აყენია, მეთაურის დისპლეიზე მემიზნეს თბოვიზორიდან გატანილი გამოსახულება გამოდის. ამ მხრივ რუსული Т-90 საკმაოდ ჩამორჩა თავის დასავლურ ოპონენტებს, მასზე სრულფასოვანი, თბოვიზორით და ლაზერული მანძილმზომით აღჭურვილი სამეთაურო პანორამული სამიზნე კომპლექსი მხოლოდ 2010 წელს, Т-90MC მოდიფიკაციაზე დაყენდა.    
ასევე ჩამორჩენა იყო ინფორმაციის გაცვლის და მართვისა და კონტროლის სისტემებში. ასეთი სისტემების გამოყენება პირველად ამერიკელებმა 90-ანების პირველ ნახევარში დაიწყეს (თუმცარა რეალურ შედეგს 90-იანების ბოლოს მიაღწიეს). მას მომდევნო ათწლეულში ევროპის სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს. რუსულ ტანკებში ასეთი სისტემების განთავსება პირველად ალჟირულ  Т-90CA–ზე განხორციელდა სერიულად და ისიც არა რუსული წარმოების აპარატურით. ამ მხრივ ჩამორჩენის სალიკვიდაციოდ რუსულმა მხარემ მუშაობა ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, მთელი რიგი სისტემების საცდელი ვერსიების გამოცდა ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა რეალური შედეგს ბოლო რამდენიმე წელია რაც მიაღწიეს (იხ.თავ «Т-90МС(Объект-188М) - ევოლუციის გაგრძელება»-ში შესაბამისი თემა ПТК).
Т-90-ის ერთერთი სუსტი წერტილი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფის არქონა იყო, რითაც ის საგრძნობლად აგებდა საწვავის ეკონომიურობაში და ექსპლუატაციის სიადვილეში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების წარმოებულ ტანკებთან. ავტომატური სიჩქარეთა კოლოფის დაყენებამ Т-90МС–ზე გაზარდა საშუალო სიჩქარე ტრასაზე 15-20%, ხოლო საწვავის ხარჯი 10-15% შეამცირა. ასევე ამ ტანკის ერთერთი ყველაზე დიდი და ხშირად ხსენებადი მინუსი-საბრძოლო კომპლექტის დეტონაციის შემთხვევაში ეკიპაჟის დაბალი გადარჩენადობა იყო( თუმცა ეს საკმაოდ სადავო საკითხია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა რომ დასავლეთის ტექნიკა ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია) და მიუხედავად იმისა, რომ Т-90A-ში ამ მხრივ გატარებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები, კერძოდ კი ავტომატური დამტენი დაფარული იქნა ჯავშანფილით და განხორციელდა საწვავის ავზების პროტექტირება, ეს საკითხი მაინც ღიად რჩებოდა, რადგანაც საბრძოლო მარაგის თითქმის ნახევარი ავტომატური დამტენის გარეთ იყო მოთავსებული და იყო დაუცველი დამაზიანებელი ფაქტორებისგან (ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დასავლურ ტანკებში საბრძოლო კომპლექტის ნახევარი საბრძოლო განყოფილებაშია მოთავსებული და ქმნის საფრთხეს).

Т-90MC-ის კოშკურის უკან განლაგებული ყუთი, რომელშიც ავტომატური დამტენის გარეთ მყოფი 10 ცალი ჭურვი (მარჯვენა და მარცხენა ნაკვეთურებში) და მათი მუხტებია (შუა ნაკვეთურში) მოთავსებული, ყუთი საბრძოლო გასნყოფილებასთან არანაირად არაა დაკავშირებული და ასევე მისი სახურავები სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ შიგნით მოთავსებული ჭურვების დეტონაციის შემთხვევაში აფეთქების ტალღა სრულებით მიემართება ზემოთ, სახურავების ამოგდების გზით და ტანკის ეკიპაჟისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. სურათის ქვემოთა ნაწილში ასევე მოჩანს კონდიციონერი და ტანკის საბრძოლო განყოფილებასთან მისი შეერთების მილები და კაბელები


ყველა ეს ზემოჩამოთვლილი ძირითადი ნაკლოვანება აღმოფხვრილი იქნა Т-90-ის ბოლო მოდერნიზაციაში, Т-90MC-ში, თუმცაღა 10-15 წლიანი ჩამორჩენით და გაურკვეველი პერსპექტივებით, რადგანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ტანკების შესყიდვას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ როგორც მთლიანად ამ ტანკით, ასევე მასზე განხორციელებული მოდერნიზაციის კომპლექტის ზოგიერთი კომპონენტით (ტანკზე მოდერნიზაციის მხრივ გატარებული ღონისძიებათა კომპლექსის ყველა კომპონენტის ცალცალკე რეალიზება შეიძლება ნებისმიერ რუსული წარმოების ტანკზე შემკვეთის სურვილის მიხედვით) დაინტერესდეს სხვა ქვეყნები,სადაც აქტიურად ხდება რუსული ტექნიკის ექსპლუატაცია.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, როგორც ურალვაგონმშენის ყველა ნაწარმი, ასევე Т-90-იც გამოირჩევა ფენომენალური საიმედოობით (ეგრეთწოდებული სატანკო კალაშნიკოვი), კვანძების და აგრეგატების მაღალი რესურსით, მაღალი რემონტვარგისიანობით, მაღალი დაცვით და გამავლობით, ექსპლუატაციის და ათვისების სიმარტივით (მალაიზიისა და საუდის არაბეთის ტენდერებში ადგილობრივ ეკიპაჟს 3-4 დღე ესაჭიროებოდა ტანკის მართვის ასათვისებლად), დაბალი ფასით და ანალოგიურად ფასი-ეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით. ეს ყველაფერი მინუსებითან ერთან ქმნის საკმაოდ დაბალანსებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე საბრძოლო მანქანას, რაც განაპირობებს მის მაღალ საბრძოლო ეფექტურობას, მიმზიდველს ხდის პოტენციური მყიდველისათვის და ამიტომაც წარმოადგენს მსოფლიო დონით სატანკო ბაზარზე უპირობო ლიდერს ბოლო 14 წელიწადია, ათასობით გაყიდული ეგზემპლარით. 

ტანკ T–90–ის მოდიფიკაციების ტექნიკური მონაცემები