Thursday, August 9, 2012

საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მულინოში

გერმანულმა ჯგუფმა Rheinmetall-მა გამოაქვეყნა რუსეთის სახმელეთო ძალების საბრძოლო მომზადების პერსპექტიული ცენტრის სქემა, რომლის შექმნაზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Рособоронсервис–ისთან 2011 წლელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით კომპანია Rheinmetall Defence Electronics მუშაობს. სასწავლო ცენტრი პოლიგონ მულინოზე (ნიჟნეგოროდსკის რაიონი). 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე პოლიგონი მოწყობის შემდეგ მოემსახურება დასავლეთ სამხედრო ოლქის ჯარების მომზადებას და როგორც მომავლისთვის იგეგემება ანალოგიური სასწავლო ცენტრები დანარჩენ სამ სამხედრო ოლქშიც მოეწყობა.




Rheinmetall Defence Electronics ვიცე პრეზიდენტის, მიხაილ კრივიცას განცხადების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "Jane's International Defence Review"–ს სტატია Rupert Pengelley "Work begins on Russian brigade combat training centre" – მულინოში საბრძოლო მომზადების ცენტრის სპეციფიკაციის და დავალების შემუშავება დასრულებული იქნა 2011 წელს, რამაც საშუალება მისცა კომპანიას 2012 წლის დასაწყისისთვის დაეწყო ცენტრის სისტემების შექმნა. ეს ფაზა 2014 წლამდე გაგრძელდება. ცენტრის შენობების და საინჟინრო ობიექტების მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და უნდა დასრულდეს 2013 წლის ივნისისთვის, ხოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ცენტრის რუსული პერსონალი სწავლებას გერმანიაში 2013 წლის თებერვალ–მაისში გაივლის, რის შემდეგაც მათი მომზადება უშუალოდ რუსეთში, მონინოს ცენტრში გაგრძელდება. ცენტრის სისტემების ექსპულატაციაში შეყვანა 2013 წლის ივნისში დაიწყება, ხოლო საბოლოოდ ცენტრის გადაცემა 2014 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი.
კრივიცას განცხადების თანახმად მულინოს ცენტრი არ იქნება პირდაპირი კოპიო გერმანული ბუნდესვერის სასწავლო ცენტრ GüZ–ისა, რომელიც ასევე  Rheinmetall–მა შექმნა 2001 წელს, თუმცა რუსულ პოლიგონზე განთავსებული სისტემები და ორმხრივი მომზადების ელემენტები ძალიან ჰგავს გერმანული არმიისთვის გამოყენებულ ანალოგებს. ამჟამად Rheinmetall Defence Electronics აწარმოებს მჭიდრო სამუშაოებს რუსეთის სახმელეთო ჯარებთან, რათა დადგინდეს საბრძოლო მომზადებისადმი მათი სპეციფიკური მოთხოვნები. გერმანული მხარე პასუხისმგებელია კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურაზე, სასწავლო ბრძოლების შემუშავებაზე და ასევე ბრძოლის იმიტაციის ლაზერულ სისტემებზე (laser tactical engagement simulation - TES).
მულინოს ცენტრში მოწყობილი ობიექტები მოიცავენ სასწავლოდ მოსული ბრიგადის განსათავსებელ ბანაკს, სწავლების მაკონტროლებელ კომპლექსს (exercise control - EXCON), ლაზერული იმიტატორების  საამქროს და საწყობს, სასწავლო საიმიტაციო კომპლექსს, მომსახურების კომპლექსს, ცენტრის მართვის შტაბი და კომპლექსი და ასევე სამი სასწავლო ობიექტი ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად (military operations in urban terrain - MOUT).
უშუალო ორმხრივი საბრძოლო სწავლების ჩასატარებლად პოლიგონზე გამოყოფილია 200 კვადრატული კილომეტრი და ეს ტერიტორია აღჭურვილი იქნება Tetra–ს სტანდარტის კავშირგაბმულობის ქსელით, რომელიც ავსტრიული ფირმა Frequentis–ი მიაწოდებს რუსულ მხარეს. ჯგუფი Rheinmetall მიაწოდებს ლაზერული იმიტატორების კომპლექტს, რომლებიც საშუალებას მისცემს ერთდროულად 1000 ჯარისკაცს ჩაატაროს ორმხრივი სწავლება (ეს რაოდენობა ბატალიონის გაძლიერებული ტანქტიკური შენაერთის და სავარაუდო მოწინააღმდეგის (OPFOR) ძალებს უდრის). მანევრული საბრძოლო ოპერაციების და ქალაქში ბრძოლების გარდა ცენტრს შეეძლება აწარმოოს სხვა საერთო–საჯარისო ბრძოლის ელემენტები – ისეთების, როგორებიცაა მდინარის ფორსირება, ხიდების გამართვა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა.
სულ მულინოს სასწავლო ცენტრი წელიწადში 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადების საშუალებას იძლევა. ყოველ ბრიგადას შეეძლება გაიაროს სამხედრო მომზადების სხვადასხვა დონის რამდენიმე ეტაპი წელიწადში – მცირე ქვედანაყოფებიდან დაწყებული ბატალიონის და ბრიგადის მთელი შემადგენლობით დამთავრებული, რამდენიმე კვირიანი ვადის განმავლობაში. ცენტრში ასევე შესაძლებელია სამეთაურო რგოლის მომზადებაც.

No comments:

Post a Comment