Monday, August 6, 2012

ლაზერი ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან Dewey-ზე

ქსელში გამოჩნდა ლაზერით აღჭურვილი ამერიკული საესკადრო ნაღმოსან DDG-105 Dewey-ს (Arleigh Burke Flight-IIA კლასის) საინტერესო ფოტოები. ლაზერი LaWS (Laser Weapon System) ექსპერიმენტალური ელექტროგენერატორით ხომალდის კიჩოზე, ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანზეა განთავსებული. 
ლაზერული სისტემა LaWS შექმნილია აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტის "მიმართული ენერგიაზე მომუშავე სამმართველოს" (Directed Energy Warfare office - DEWO) მიერ. სისტემის შექმნაზე სამმართველოსთან თანამშრომლობდნენ შემდეგი კომპანიები: პენსილვანიის შტატის ელექტრო–ოპტიკური ცენტრი (Pennsylvania State Electronic-Optic Center), სამხედრო–საზღვაო კვლევითი ლაბორატორია (Naval Research Laboratory), კორპორაცია  Raytheon, L-3 Communication და IPG Photonics.
ლაზერის დანადგარი გამოიყენებს 33 კილოვატი სიმძლავრის მყარსხეულიან ლაზერს. ადრე მოცემული საექსპერიმენტო ნიმუში 2007 წლიდან გადიოდა სახმელეთო გამოცდებს კუნძულ სენტ–ნიკოლასზე მდებარე პოლიგონ უაიტ სანდზე (სადაც წარმატებულად ანადგურებდა უპილოტო სამიზნეებს), და მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოხდა მისი განთავსება ნაღმოსან Dewey-ზე, სადაც სისტემა სახომალდო გამოცდებს გაივლის.
მოცემული მოწყობილობა წარმოადგენს მკაცრად საექსპერიმენტო მნიმუშს და გამოიყენება ძირითადად მყარსხეულიანი ლაზერების ხომალდზე სამოქმედო ტექნოლოგიების დასამუშავებლად. თუმცაღა LaWS–ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით კორპორაცია Raytheon–ი, აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ფლოტის დაკვეთით უკვე ქმნის სრულფასოვან, საბრძოლო ლაზერს, რომელიც ინტეგრირებული იქნება სახომალდო საზენიტო საარტილერიო სისტემა Phalanx-ში.

სან–დიეგო, 2012 წლის პირველი აგვისტო. ექსპერიმენტალური ლაზერი LaWS–ით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი DDG–105 Dewey


ლაზერი  LaWS–ი ხმელეთზე

No comments:

Post a Comment