Friday, July 19, 2019

NATO-ს ანგარიშში შემთხვევით გაეპარათ აშშ-ს ბირთვული ბომბების ლოკაციები ევროპაში

აშშ-ს ბირთვული შეიარაღება ევოპაში სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის ავიაბაზებზეა განთავსებული.

როგორც ბელგიური საინფორმაციო რესურსი De Morgen-ი იუწყება - მათი განლაგების შესახებ შემთხვევით კანადელი სენატორის, NATO-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო ანსამბლეის  წევრის, ჯოზეფ დეიას მოხსენებიდან გახდა ცნობილი.

F-16A ესპანეთში, პოლიგონზე ბირთვული ბომბის B61-ის იმიტატორის, BDU-38-ის სასწავლო გაშვების მომენტში

მოხსენება, სახელწოდებით "ბირთვული შეკავების ახალი ერა? მოდერნიზაცია, შეიარაღების კონტროლი და მოკავშირეთა ბირთვული ძალები" (A new era for nuclear deterrence? Modernisation, arms control, and allied nuclear forces) აპრილში გამოქვეყნდა, მაგრამ მასმედიამ ყურადღება მას მხოლოდ ივლისში მიაქცია. დოკუმენტში ნახსენებია, რომ ამერიკის არსენალის 150 ცალი ბირთვული ბომბი ინახება კლიაინეში (ბელგია), ბიუჰელში (გერმანია), ავიანოსა და გედი-ტორრეში (იტალია), ვოლკენში (ნიდერლანდები) და ინჩილიკზე (თურქეთ).

აშშ-ს ბირთვული შეიარაღების განლაგება ევროპის ქვეყნების ბაზებზე
U.S. nuclear weapons in Europe


11 ივლისს გამოქვეყნდა მოხსენების ახალი, ჩასწორებული, ვარიანტი. საიდანაც ამოღებული იქნა ბაზების დასახელებები, მაგრამ დატოვეს ქვეყნები - მათ უწოდებენ ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც ფლობენ ბომბ B61-ის, აშშ-ს ძირითადი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების, ტრანსპორტირებისთვის შესაბამის თვითმფრინავებს.

აღნიშნული ბომბის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - 

სენატორმა ჯოზეფ დეიმ გაზეთ The Washington Post-ს განუმარტა, რომ დოკუმენტის პირველი ვერსია მხოლოდ მონახაზი იყო. NATO-ს გამომცემლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ დაამატა, რომ სენატორის ანგარიში - ეს არაა ალიანსის ოფიციალური დოკუმენტი. გაზეთის განმარტებით, ნოემბრამდე, სანამ დოკუმენტს NATO-ს საპარალემტნო ანსამბლეა განიხილავს, შეიძლება ბევრი ამე შეიცვალოს.

NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა, რომ ალიანსში "ბირთვული პოლიტიკის შესახებ განმარტებებს არ იძლევიან". აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უწყების პოლიტია "რომელიმო კონკრეტულ ან საერთო ადგილას ბირთვული შეიარაღების არსებობას ან არარსებობას არ ადასტურებს".

მანამდე ამერიკელ სამხედროებს ოფიციალურად არასოდეს დაუსახელებიათ ევროპაში აშშ-ს ბირთვული შეიარაღების ადგილმდებარეობა. ამასთან, როგორც De Morgen იუწყება, სამხედრო დამკვირვებლებმა იცოდნენ, რომ ბელგიაში, კლიანი ბროგელზე 10-დან 20-მდე B61 ტიპის ბირთვული ბომბი ინახებოდა. იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებშ, ბელგიასადა გერმანიაში ბირთვული შეიარაღება ინახებოდა, Wikileaks-ის მასალებშიც იყო ნახსენები. როგორც ტელეარხ RTL-ი აღნიშნავს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი პოლიტიკოსების თანახმად, ვოლკერსი ბაზაზე 22 ბომბი ინახება. ნიდერლანდების მთავრობას არასოდეს არც დაუდასტურებია და არც უარყვია მის ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული შეიარაღების არსებობა.

Wednesday, July 17, 2019

B-2 ოცდაათი წლისა გახდა

დღეს სტრატეგიული ბომბდამშენის, B-2-ის, დაბადების დღეა, ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 17 ივლისს, ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა განახორციელა - ის პალმდეილიდან ედვარდის ავიაბაზაზე გადაფრინდა.



30 წლის განმავლობაში B-2 მონაწილეობას ღებულობდა 5 მსხვილ სამხედრო ოპერაციაში და დიდი რაოდენობით სწავლებაშიკ. ბომბდამშენემა განახორციელა საბრძოლო მისიები კოსოვოში, ავღანეთში, ერაყსა და ლივიაში. B-2 იყო პირველი თვითმფრინავი, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ ავრანეთში ავიადარტყმები განახორციელა - სწორედ მაშინ მან რეკორდული ფრენა განახორციელა, მან ჰაერში 44 საათი და 20 წუთი გაატარა. ბომბდამშენი აშშ სტრატეგიული ავიაციის სიმბოლოა და და ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

50 წლის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე

1969 წლის 16-24 ივლისს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა Apollo-11-მა განახორციელა ფრენა, რომლის დროსაც დედამიწის მცხოვრებმა პირველად დადგა ფეხი მთვარის ზედაპირზე.



Apollo-11 ორბიტაზე რაკეტა მატარებელმა Saturn-V-მა გაიყვანა. რაკეტის სტარტი აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს 09:32 საათზე განხორციელდა.


კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი სამი კაცისგან შესდგებოდა - მეთაური ნაილ არმსტრონგი (Neil Armstrong), მთვარის მოდულის პილოტი ედვინ ოლდრინი (Edwin Aldrin) და სამეთაურო მოდულის პილოტი მაიკლ კოლლინსი (Michael Collins).


ამ კოსმოსური ფრენის ძირითად მიზანს მთვარის ზედაპირზე დაჯდომა და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება წარმოადგენდა - ეს მიზანი NASA-ს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ, 1965 წლის 25 მაისს დაუსახა.

Tuesday, July 16, 2019

აფეთქებული რუსული ჯავშანმანქანა "Рись"

აფეთქებული რუსული ჯავშანმანქანა "Рись" (იგივე Iveco LMV). მანქანას რუსი ეკიპაჟი მართავდა, რუსების თანახმად ყველა უვნებლად გადარჩა. შემთხვევას ადგილი 2015 ან 2016 წელს ჰქონდა - მანქანა თვითონ ასადიატების მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდა.

 

მსოფლიოს ბირთვული პოტენციალი (SIPRI-ს სტატისტიკა)

SIPRI- (The Stockholm International Peace Research Institute - სტოკჰოლმი მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი) აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც მსოფლიოს ბირთვული არსენალის განახლებული მონაცემებია ასახული. ინსტიტუტის თანახმად, მსოფლიოში ბირთვული ქობინები შემდეგნაირად ნაწილდება:
  • 🇺🇸 აშშ 6,185 (2018: 6,450 )
  • 🇷🇺 რუსეთი 6,500 (6,850)
  • 🇬🇧 ბრიტანეთი 200 (215)
  • 🇫🇷 საფრანგეთი 300 (300)
  • 🇨🇳 ჩინეთი 290 (280)
  • 🇮🇳 ინდოეთი 130–140 (130–140)
  • 🇵🇰 პაკისტანი 150–160 (140–150)
  • 🇮🇱 ისრაელი 80–90 (80)
  • 🇰🇵 ჩრდო. კორეა 20–30 (10–20)


ინსტიტუტიდს კვლევის თანახმად - ბირთვული იარაღის მქონე ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელთან შედარებით ბირთვული ქობინების რაოდენობა შემცირდა, გაგანგრძობს ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაციას.

2019 წლის დასაწყისისთვის აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთს, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა მთლიანობაში 13 865 ბირთვულ ქობინს ფლობდნენ. ინსტიტუტის კვლევის თანახმად - 2018 წლის მონაცემებთან შედარებით (14 465 ქობინი) ქობინების რაოდენობა შემცირდა.

აღნიშნული 13 865 ქობინიდან 3 750 ოპერატიულ მზადყოფნაში იმყოფება, მიახლოებით 2000 კიდევ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია.


ქობინების შემცირება პირველ რიგში აშშ-სა და რუსეთის არსენალის შემცირების ხარჯზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90% ფლობს და მათი ქობინების შემცირება 2010 წელს განახლებული START-ის (რუსულად СНВ-III) ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აშშ-სა და რუსეთის განცხადების თანახმად, მათ 2018 წელს უკვე შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

რუსეთისა და აშშ-ს ბირთვული პოტენციალის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა. სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
  1. ახალი ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
  2. აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
  3. აშშ–სა და რფ–ს ბირთვული პოტენციალი
  4. აშშ-სა და რუსეთის ბირთვული პოტენციალის შედარება
  5. 2017 წლის აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)

START-ის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება. ამ მომენტისთვის მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ საუბრობენ რაც მის პერსპექტივებს საგრძნობლად ამცირებს.

როგორც რუსეთში, ასევე ამერიკაში, ბირთვული ქობინების, რაკეტების, თვითმფრინავებისა და წაროების მოდერნიზაციისა და განახლების მაშტაბური და ძვირადღირებული პროგრამები ხორციელდება. 2018 წელს აშშ-ს მთავრობამ გაუმჯობესებული როლისა და მისიების მინიჭების მიზნით ახალი ბირთვული იარაღის შემუშავების და არსებულის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავა.

სხვა ქვეყნების არსენალში არსებული ბირთვული შეიარაღების რაოდნეობა საგრძNობლად მცირეა, მაგრამ ყველა ან ქმნის და ნერგავს ახალ შეიარაღებას, ან განაცხადა ამისი გაკეთების სურვილის შესახებ. ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი ზრდიან საკუთარ ბირთვულ არსენალს. ინდოეთი და პაკისტანი ზრდიან ბირთვული ქობინების წარმოებას, რაც მათი არსენალის რადიკალურ ზრდას გამოიწვევს.

ჩრდილოეთ  კოერა დიდ ყურადრებას უთმობს ბირთვულ პროგრამას, როგორც თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტს. თუმცა 2018 წელს კორეელებმა ბირთვულ გამოცდებზე და რაკეტა მატარებლებზე მორატორუმი გამოაცხადა.


წყარო - Modernization of world nuclear forces continues despite overall decrease in number of warheads: New SIPRI Yearbook out now

Monday, July 15, 2019

F-117 ისევ დააფრინავს

როგორც ინტერნეტ ჟურნალი Combat Aircraft-ი იუწყება - მათ კვლავ მოახერხეს F-117A-ს ფრენის დაფიქსირება.


ფოტოები 11 ივლისს ფოტოგრაფმა სტივ ლუისმა გადაიღო, მათზე აღბეჭდილია F-117A, რომელიც კალიფორნიის შტატში, სიკვდილის ველის თავზე ტანკერ KC-135R-იდან ახორციელებს საწვავით გამართვას. მათთან ერთად მარჯვენა ფრთის ქვეშ ამოუცნობი კონტეინერით აღჭურვილი "NASA Armstrong Flight Research Center"-ის კუთვნილი F-15D-ც დაფრინავდა.



Армия 2019-ზე წარმდოგენილი უახლესი სატანკო ქვეკალიბრული ჭურვები

გამოფენა Армия 2019-ზე კონცერნ "ТехМаш"-მა საკუთარ სტენდზე პირველად განახორციელა ორი სატანკო ქვეკალიბრული ჭურვის საჯარო დემონსტრაცია. კერძოდ გამოფენაზე მნახველს შეეძლო ეხილა 3БМ44-2 "Манго-М" (ექსპერიმენტალური ნიმუში) და 3ВБМ23 "Свинец-2". ქვემოთ აღნიშნული სტენდის ფოტოებია მოყვანილი (ყველა ფოტო გადიდებადია).

უახლესი რუსული ჭურვების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

3БМ44-2 "Манго-М" (ექსპერიმენტალური ნიმუში) 

3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23

"Свинец-2"-ის გვერდით ასევე გამ,ოფენილი იყო მისი ჯავშანგამტანობის მაჩვენებელი ნიმუში - რომლის მიხედვითაც ჭუვრს 0 გრადუსიანი კუთხით 600 მილიმეტრი ჰომოგენური ჯავშნის გატანა შეუძლია.

ზოგიერთი ექსპერტის დაანგარიშებით "Ссвинец–2"–ს სხვადასხვა შემხვედრ სიჩქარეზე შემეგი გამტანობა გააჩნია: 
  • 2km V=1580, P(60)=730, P(0)=624 
  • 2km V=1490, P(60)=700, P(0)=600

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 3ВБМ17 «Манго» (შეიარაღებაზე მიღების წელი 1988)