Showing posts with label Манго. Show all posts
Showing posts with label Манго. Show all posts

Monday, July 15, 2019

Армия 2019-ზე წარმდოგენილი უახლესი სატანკო ქვეკალიბრული ჭურვები

გამოფენა Армия 2019-ზე კონცერნ "ТехМаш"-მა საკუთარ სტენდზე პირველად განახორციელა ორი სატანკო ქვეკალიბრული ჭურვის საჯარო დემონსტრაცია. კერძოდ გამოფენაზე მნახველს შეეძლო ეხილა 3БМ44-2 "Манго-М" (ექსპერიმენტალური ნიმუში) და 3ВБМ23 "Свинец-2". ქვემოთ აღნიშნული სტენდის ფოტოებია მოყვანილი (ყველა ფოტო გადიდებადია).

უახლესი რუსული ჭურვების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

3БМ44-2 "Манго-М" (ექსპერიმენტალური ნიმუში) 

3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23

"Свинец-2"-ის გვერდით ასევე გამ,ოფენილი იყო მისი ჯავშანგამტანობის მაჩვენებელი ნიმუში - რომლის მიხედვითაც ჭუვრს 0 გრადუსიანი კუთხით 600 მილიმეტრი ჰომოგენური ჯავშნის გატანა შეუძლია.

ზოგიერთი ექსპერტის დაანგარიშებით "Ссвинец–2"–ს სხვადასხვა შემხვედრ სიჩქარეზე შემეგი გამტანობა გააჩნია: 
  • 2km V=1580, P(60)=730, P(0)=624 
  • 2km V=1490, P(60)=700, P(0)=600

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 3ВБМ17 «Манго» (შეიარაღებაზე მიღების წელი 1988)

Friday, October 25, 2013

სირიელ ამბოხებულთა ტანკების საბრძოლო კომპლექტი

საიკმაოდ საინტერესო ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს "ჯაბაჰ ან–ნუსრა"–ს დაჯგუფების ჯიჰადისტების მიერ ხელში ჩაგდებული სირიული ტანკი Т-72М და მისი საბრძოლო კომპლექტი.
ტანკის წინ მიწაზე ალაგია 15 ცალი მსხვრევად–ფუგასური, 6 კუმულაციური და 14 ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი. საინტერესოა რომ უძველეს БМ23 "Заколка" გვერდით შედარებით ახალი ორი ცალი БМ44 "Манго" დევს.

ანალოგიური ფოტო გავრცელდა ამა წლის მარტში, სადაც "ტელ–ჰამმიატის" ბლოკ–პოსტზე ნაალაფარი ჭურვებია გამოსახული. ფოტოზე კარგად ჩანს 12 ცალი БМ23 და ოთხი ცალი БМ44.