Friday, April 21, 2017

F-16 და Eurofighter ბალტიის ცის პატრულირებისას


ნორვეგიული F-16-ები და იტალიელების Eurofighter-ები ლიტვის ცის პატრულირებას ახორციელებენ

წყარო:

Thursday, April 20, 2017

მძიმე ქსმ-ი Т-15 (Объект 149) და ტანკი Т-14 "Армата" (Объект 148) შიგნიდან

მძიმე ქსმ Т-15 (Объект 149)

ტანკი Т-14 "Армата" (Объект 148)

წყარო:
Танковая мощь – Сталь и Огонь

არქტიკული Тор-М2ДТ და Панцирь-СА

მოსკოვთან, ალაბინოში მიმდინარე საცხრამაისო აღლუმის სამზადისზე, როგორც იქნა გამოაჩინეს პირველი დემონსტრაციისთვის გამზადებული "არქტიკული" საზენიტო საბრძოლო მანქანები, ესენია საზენიტო სარაკეტო კომლექს 9К331МДТ "Тор-М2ДТ"-სი და საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო კომპლექს "Панцирь-СА"-ს მოდიფიკაციები. ორივე კომპლექსი ორრგოლიან მუხლუხოვან ტრანსპორტიორ ДТ-30ПМ-ზე დამონტაჟებული.


ДТ-30ПМ-ზე დამონტაჟებული "Панцирь-СА", კომპლექსზერაკეტების რაოდენობა 12-იდან 18-მდეა გაზრდილი და  და მოხსნილია 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხები


ტრანსპორტერ ДТ-30ПМ-ზე დამონტაჟებული საზენიტო სარაკეტი კომპლექს 9К331МДТ "Тор-М2ДТ"-ს საბრძოლო მანქანა ДТ-30ПМ-Т1 (9А331МДТ)  ДТ-30ПМ

აღნიშნული მანქანები ვიდეოს 2:40 წუთზე

რუსი მესანგრეები პალმირაში ეგზოსკელეტებს იყენებენ

ოპერატორის განცხადების თანახმად, ეგსოზკელეტი ხუთ-ექვს კილოზე მეტს არ იწონის და 50 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს. "წონის, დაღლისა და ტემპერატურის შეუმჩნევლად ის 30-35 კილოგრამის ტარების საშუალებას იძლევა. ადრე ყველაფერი თან დაგვქონდა და ამის კეთება გაცილებით ძნელი იყო" - განმარტა ოპერატორმა.
ეგზოსკელეტი ოპერატორს პრაქტიკულად ნებისმიერი მოძრაობის განხორციელების და რამდენიმე საათი დაუღლელად მუშაობის საშუალებას აძლევს. "ჩემს პრაქტიკაში მე ამდაგვარი არაფერი შემხვედრია" - დაამატა სპეციალისტმა.

რუსი მესანგრეები პალმირაში ახალ საინჟინრო კომპლექსებს იყენებენ

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სირიის პალმირას ისტორიული ნაწილის გასანაღმავად რუსი მესანგრეები ახალ დისტანციურად მართვად სადაზვერვო-დასათვალიერებელ კომპლექს „სკარაბეის“ და უკაბელო დასათვალიერებელ მოწყობილობა „სფეროს“ იყენებენ.
„სკარაბეი“ (Скарабей) - ეს რადიომართვადი მოძრავი, საბურავებიანი ბაზაა, რომელზეც მაღალი დაშვების ვიდეოკამერა, მიკროფობი და თბოხედვის ხელსაწყოები აყენია. ბაზის მართვა ვიდეოდაკვირვების მქონე პულტიდან ხორციელდება.
როგორც რელიზშია აღნიშნული „გამოსახულების მიღების მანძილი რადიოტალღების გავრცელების რთულ პირობებშიც კი 250 მეტრს აღწევს, ამასთან მას ნანგრევებშიც კი ადვილად შეუძილა გადაადგილება. რობოტის სიმაღლე სულ რაღაცა 15 სანტიმეტრია. რაც მას გარეშე თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ელექტროძრავები უზრუნველყოფენ მის უხმაურო მუშაობას“.



მოწყობილობა „სფერო“ (Сфера) განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილების გასანაღმავად გამოიყენება, ისეთების როგორებიცაა დანგრეული შენობები და ნანგრევები. ინფორმაციის თანახმად, „ნაკეთობა მცირე ზომის ბურთს წარმოადგენს, რომელიც დიოდური განათებით აღჭურვილი ოთხი ვიდეოკამერით, მიკროფონითა და გადამცემითაა აღჭურევილი“.
პრეს-რელიზში არსებული განცხადების თანახმად „სფერო“ ოთხივე ვიდეოკამერიდან გამოსახულების ერთდროულად გადაცემის საშუალებას იძლევა და თავის ოპერატორებს 360 გრადუსიანი ხედვით უზრუნველყოფს. მოწყობილობის მაღალი სიმყარე მას მრავალჯერადად შეგდების და 5 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის გაძლების საშუალებას აძლევს, ხოლო პოზიციონირების ჩაშენებულ სისტემას შეგდების შემდეგ ის ავტომატურად მოყავს ვერტიკალურ მდგომარეობაში“. 

თვითონ მესანგრეები უახლესი დამცავი კოსტუმებით არიან ეკიპირებულნი - განაღმვის საერთო საჯარისო კომპლექტ ОВР-2-02-ით, რომელიც მაქსიმალურად მაღალი დაცვის ხარისხ უზრუნველყოფს. კოსტუმები ტელეკომუნიკაციისა და გაგრილების სისტემებითაა აღჭურვილი.
ასევე აღნიშნულია, რომ ‘ახალი დამცავი კომპლექტი აღჭურვილია ცაფხუტზე დასამაგრებელი ვიდეოკამერით, რომელიც მეთაურს და სხვა სპეციალისტებს ფეთქებადსაშიში მოწყობილობების გაუვნებელყოფის დროს დახმარების გაწევის საშუალებას აძლევს, ხოლო კოსტუმის მთავარ სიახლედ წყლით გაგრილების პორტატული სისტემა გახდა, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კომფორტულ ტემპერატურაზე მუშაობის საშუალებას იძლევა“.

Tuesday, April 18, 2017

ჩრდილოკორეული ჯავშანტექნიკის ახალი ნიმუშები

მოდერნიზირებული "ჩონმა-216" - ტანკის ლულის ზემოთ ორი ავტომატური ყუმბარმტყორცნია განთავსებული, კოშკურის გვერდებზე ტსმრ Bulsae-3 ("პულსე" ანუ ფენიქსი კორეულად) და გადასატანი საზენიტო რაკეტა HT-16PGJ ან მისი რომელი გაუმჯობესებული ვარიანტი.

"სონგუნ-915"

დასავლური ნომენკლატურით ჯტრ M-2010. მანქანები გასული ათწლეულის დასაწყისში რუსეთში ნაჯიდი БТР-80-ის ბაზაზეა შექმნილი, არსებობს მისი ორი ვარიანტი, 8x8-ზე და 6x6-ზე. კოშკურაში ორი მსხვიკლალიბრიანი ტყვიამფრქვევი გვერდიგვერდაა განთავსებული.



კიმ ირ სენის დაბადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმ ჩრდილოეთ კორეაში

კორეის ეროვნულ-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში ქვეყნის მუდმივი პრეზიდენტის, კიმ ირ სენის 105 წლისთავისადმი (1912-1994) მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. ნაჩვენები იქნა ჩრდილოკორეული წარმოების მრავალი საინტერესო სამხედრო ტექნიკის ნიმუში, მათ შორის ბევრი პირველად.