суббота, 9 ноября 2013 г.

აშშ–ს საზღვაო ქვეითები ავღანეთში 60მმ–ნი ნაღმტყორცნის ახალ სამიზნეებს მიიღებენ

ავღანეთში მყოფი აშშ–ს საზღვაო ქვეითები 60მმ–ნი ნაღმტყორცნის ახალ სამიზნეებსა და სახვევებს მიიღებენ. სამიზნე სახელწოდებით Fire Control Unit უზრუნველყოფს ნაღმტყორცნის სიზუსტის მკვეთრ გაზრდას. სიზუსტის გაზრდა განსაკუთრებით ღამის პირობებშია საგრძნობი. ამასთან ის საკმაოდ მცირე ზომისაა რომ ფორმის ჯიბეში მოთავსდეს. სამშაბათს საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორებმა ამ სამიზნის გამოყენებით კვანტიკის ბაზაზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს.
წინა გამოცდების შედეგები ძალიან კარგი იყო და ამიტომ ავღანეთში მყოფმა საზღვაო ქვეითებმა ამ სამიზნის ექვსი პროტოტიპის მიწოდება მოითხოვეს, რომლებიც ამჟამად გზაში იმყოფება. ამ სამიზნის შექმნაზე ჯგუფი L3 Insight Technologies მუშაობდა.
"სამიზნე საკაიოდ გვეხმარება ღამე სროლების დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა", განაცხადა ინსტრუქტორმა სერჟანტმა გარრეტ დანარდმა. "ღამით მე 100% დარწმუნებული ვარ ჩემს მეორე გასროლაში".
ყველაფერი ეს პროგრამა TechSolutions მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც აშშ–ს საზღვაო ძალების მეცნიერულ–კვლევითი სამმართველო ახორციელებს. პროგრამა საზღვაო ქვეითებისგან და მეზღვაურებისგან იღებს მოთხოვნებს და მუშაობს მეცნიერებთან ერთად, რის შედეგადაც როგორც წესი 12–18 თვეში "წარმოადგენს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას".
ასევე ფირმა Tactical Assault Gear Industries–თან თანამშრომლობით შეიქმნა60მმ–ნი ნაღმტყორცნის ახალი მსუბუქი სახვევი, რომელშიც ხელების თბოიზოლაციური დამცავია ჩაკერებული. ახალი სახვევიში წინა მოდელის ხარვეზებია გამოსწორებული, რომლის სამაგრებიც გადატანის დროს ნაღმტყორცნზე ურტყამდა, რაც ხმაურს წარმოშობდა და ჯარისკაცების ადგილმდებარეობას ამჟღავნებდა.



წყარო:
Marines in Afghanistan getting mortar improvements

пятница, 8 ноября 2013 г.

ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები VOL.2


აბრაამსისა და მისი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ უკვე ვწერდი – ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამჯერად წარმოგიდგენთ იტალიური კომპანია Oto-Melara–ს მიერ წარმოებულ უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატს, რომელიც ტანკის ქვემეხიდან გაიტყორცნება და  კილომეტრის რადიუსში შეუძია მოქმედება და სატანკო ქვედანაყოფისთვის სადაზვერვო გამოსახულების ცოცხალ დროში გადაცემა. უპილოტოს Oto-Melara Horus UAV ეწოდება.


უპილოტოს გატყორცნა სავარაუდოდ შეკუმშული ჰაერის საშუალებით ხდება, რომელიც სატანკო ჭურვის ფორმის კონტეინერშია ჩატუმბილი. გასროლის შემდეგ უპილოტოს ტანკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეუძლია ფრენა და სადაზვერვო ინფორმაციის ცოცხალ დროში გადაწოდება.

უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი Oto-Melara Horus UAV
უპილოტო საფრენი სადაზვერვო აპარატი Oto-Melara Horus UAV–ის მაკეტი გამოფენა IDEX 2011–ზე ქვემეხის ლულიდან გამოსვლის იმიტაციას ახდენს (ფოტოსურათების წყარო – Launching a UAV from an LAV’s main gun)

დღის ფოტო – Apache vs RPG

ავღანეთში РПГ–თი დაზიანებული დამრტყმელი შვეულმფრენი AH-64

четверг, 7 ноября 2013 г.

ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები

სწავლების დროს ხორციელდებოდა მიზნების აღმოჩენა უპილოტოს მიერ, რის შემდეგაც ტანკისტები ამ მიზნების განადგურებას ახდენდნენ

აშშ–ს საზღვაო ქვეითების ბაზა კამპ ლეჟენუე (CAMP LEJEUNE) – აშშ–ს საზღვაო ქვეითების მე–2 დივიზიის, მე–2 სატანკო ბატალიონის საზღვაო ქვეითებმა, 15 ოქტომბერს, პოლიგონ SR-10–ზე განახორციელეს სწავლება, რომლის განმავლობაშიც ტანკი M1A1 Abrams და უპილოტო საფრენი აპარატი RQ-11 Raven შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 
სწავლება უპილოტოს სადაზვერვო შესაძლებლობების შეემოწმებას ისახავდა მიზნად. აპარატის სწორედ გამოყენების შემთხვევაში მის მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს მტრის რაოდენობას, მანძლის მტრამდე და მათი ადგილმდებარეობის ინფორმაციას.


RQ-11 Raven–ის ოპერატორის, კაპრალ პიტერ ჯ. რიჰტერის განცხადების თანახმად "RQ-11 Raven იძლევა ჩიტის ფრენის სიმაღლიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას. შეუძლია იმ მიზნებზე ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც ძალიან შორსაა და მათი დანახვა შეუძლებელია""უპილოტოები ასევე კარგია რთული რელიეფის პირობებში ნავიგაციისა და ძებნისთვის".  
შვიდ ფუნტიანი სადაზვერვი უპილოტო, მებრძოლ ქვედანაყოფებს თავისი კამერით ეხმარება მტრის შესახებ ინფოირმაციის მოპოვებაში. მას შემდეგ რაც  RQ-11 Raven მოიპოვებს მტრის შესახებ ინფორმაციას, ის მყისიერად იგზავნება ქვევით, სახმელეთო ქვედანაყოფებთან. მტრის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტანკისტებს ბრძოლისათვის ხელსაყრელ პოზიციების დაკავებეის საშუალება ეძლევათ.

წყარო: