Showing posts with label M1A1 Abrams. Show all posts
Showing posts with label M1A1 Abrams. Show all posts

Monday, December 14, 2020

Sunday, January 20, 2019

დასავლეთის ყველა მეწინავე ტანკი ბრიტანეთში გამოცდებზე


1987 წლის სექტემბრის თვეში, დასავლეთის 5 ყველაზე მეწინავე ტანკი ერთმანეთს ბრიტანეთში, ბოვინგტონის პოლიგონზე შეხვდა. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგი ტანკებია გამოსახული: ბრიტანული Chieftain Mk-10 და Challenger-1, გერმანული Leopard-2A4, ამერიკული M1A1 Abrams და ბრიტანული Vickers Mk-7/2.

იმ დროს ბრიტანეთის არმიას Chieftain-ის შემცვლელი ესაჭიროებდა, ახალ მანქანას Challenger-1-ის გვერდით უნდა ემსახურა და ეს საცდელი ღონისძიებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილს შეადგენდა. ამ ყველაფერის შედეგად Challenger-2 დაიბადა.

Vickers Mk-7/2 კომპანია Vickers-ის პირადი ინიციატივების გრძელი რიგის ბოლო წარმომადგენელი იყო. მანქანა გერმანული Leopard-2-ის ბაზისგან და მასზე შემოდგმული ბრიტანული კოშკურისგან შესდგებოდა, კოშურა Challenger-ის 120 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით და Chobham-ის ჯავშნით იყო აღჭურვილი. წარუმატებლობის მიუხედავად Vickers-მა მიიღო ძვირფასი გამოცდილება, რომელიც შემდეგში მას Challenger-2-ის შექმნაში დაეხმარა.


Leopard-2A4 და M1A1 Abrams კონკურსში ერთი მიზეზის გამო მიიწვიეს - ისინი ბრიტანეთის მოკავშირეთა არმიებში დიდი რაოდენობით მსახურობდნენ. საინტერესოა - მიუხედავად იმისა რომ გამოცდების შედეგად Abrams ყველაზე დაცული გამოდგა, ბრიტანელმა სამხედროებმა ცივი ომის კონტექსტისა და ლოჯისტიკური მიზეზების გამო მაინც Leopard-2 მოიწონეს.



Thursday, February 22, 2018

M1 Abrams ისრაელში


1996 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითების M1 Abrams-ები ისრაელში Merkava-3-თან ერთად ვარჯიშობდნენ. ამას გარდა ამტკიცებენ რომ, 90-იანების დასაწყისში, ისრაელის არმიის "გამოსაცდელი ქვედანაყოფი", ახორციელებდა Abrams-ების გამოცდას Merkava-სთან ერთად მათი შესყიდვის ინტერესით. Merkava-ს წარმოების შეწყვეტის იდეა, Abrams-ების სასარგებლოდ სერიოზულად განიხილებოდა.

გამოცდები სამხედრო მოქმედების ორ თეატრზე მიმდინარეობდა: ნეგევის უდაბნოში, სინაის იმიტაციით და გოლანის სიმაღლეებზე, ანუ იმ გარემოს პირობებში, რომელიც სირიასა და ლივანს ჰგავდა. ნეგევში Abrams-მა Merkava-ზე სრული უპირატესობა უჩვენა სიჩქარეში და გამავლობაში. მაგრამ გოლანის სიმაღლეებზე Abrams-ის სავალი ნაწილი (პირველ რიგში ტრანსმისიამ და საკიდარმა), სწრაფად გამოდიოდა მწყობრიდან, ეს იმ დროს როდესაც Merkava-3 განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახორციელებდა ფუნქციონირებას. ნუ როგორც ცნობილია Abrams-ის შესყიდვა არ მომხდარა.

როგორც ჩანს, ამგვარი შედეგები სრულიად მოსალოდნელი იყო. ისრაელის არმია უკვე 60-იანი ლწებიდან ცდილობდა გოლანის სიმაღლეებზე არ გამოეყენებინა მგრიხავი ღერძების მქონე საკიდრიანი ტანკები. მაგალითად 1973 წლის ომის დროს, ყველა М48, М60 და «Tiran-4/5» ეგვიპტის ფრონტზე იყო, ხოლოდ Centurion-ები და Sherman-ები, მათი ზამბარის საკიდრით ორივე ფრონტე იბრძოდნენ.


წყარო:

Saturday, October 31, 2015

M1A1 და БМП-1 ერთ მწყობრში


2015 წლის 28 ოქტომბერი, ბულგარეთი, სამხედრო პოლიგონი Novo Selo - აშშ-ს საზღვაო ქვეითები და ბულგარეთის სახმელეთო ძალები ერთობლივ სწავლება "Platinum Lion 16-1"-ზე




Thursday, April 2, 2015

უდაბნოს ქარიშხალი – Т–72 მიერ განადგურებული Abrams

ნორფოლკის ბრძოლაში განადგურებული ტანკი M1A1 
ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს მე–2 სატანკო დივიზიის ერთ–ერთი განადგურებული М-1. ფოტოს ავტორი ტანკთან 50 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც მანქანას ჩასაფრებიდან ერაყული გვარდიის Т–72–მა ჭურვი მოარტყა. ბრძოლა მაშინ მოხდა, როდესაც ქვედანაყოფი საწვავით გამართვას ახორციელებდა. ბრძოლის შედეგად ამერიკულმა მხარემ რამდენიმე ტანკი/ქსმ დაკარგა.

A M1A1 tank destroyed at the Battle of Norfolk. 
One of 2nd Armored div(FWD) M-1 tank losses during Desert Storm. I was less than 50 meters away when this particular tank took a round from a Republican Guard T-72 tank when they set up a ambush for us during a refueling operation. This particular tank probably saved my life and several other men their lives. We would have several tanks/AFVs destroyed or damaged at the end of this battle but we would go on to destroy the Republican Guard unit that ambushed us.
აღნიშნული ბრძოლის შედეგად მძიმედ დაზიანებული კიდევ ერთი ტანკი M1A1. მთლიანობაში ერაყულმა გვარდიამ ხუთი მანქანა გაანადგურა/დააზიანა. ტანკი M1A1 Abrams შესანიშნავი მანქანაა და ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო.

One of our badly damaged M1A1 Abrams tanks.
One of our M-1 Abrams tanks that got badly damaged during combat. We lost five during a ambush by the Iraqi Republican guard. The M1A1 Abrams tank was quite a impressive machine and sights like this were very rare.

წყარო – D B

Thursday, May 22, 2014

ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2–ის დამატება)

ერაყული Abrams–ების განადგურების მეორე ნაწილში რუსული Корнет-Э–ს დახმარებით განადგურებული Abrams–ის შესახებ ვწერდი – ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2). ამჯერად გავრცელდა ამ ფაქტის ვდიეო მასალა:

პირველივე წამებში ჩანს Корнет-Э–ს რაკეტა და ტანკი Abrams–ი, რომელსა რაკეტა კოშკურის შუბლის მარცხენა ნაწილში ხვდება, რასაც მყისეულად მოსდევს აფეთქება – სავარაუდოდ მანქანის შიგნით განთავსებული საბრძოლო კომპლექტის დეტონაცია მოხდა.

განადგურებული ერაყული ჯავშანტექნიკის შესახებ ბლოგის შემდეგ სტატიებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ (რამდენიმე მათგანი ზემოთ მოყვანილ ვიდეოშიცაა ასახული):

Friday, April 11, 2014

ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2)

ერაყუილი აბრაამსებისა და მათი პერიპეტიების შესახებ უკვე ვწერდი – ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ და ერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს.

წარმოგიდგენთ გაგრძელებას:

ტანკი №1

ტანკი №2 - ტსმრ Корнет-Э–თი განადგურებული 

 ტანკი №3



Thursday, April 10, 2014

M1A1 Abrams–ები ქართული კონტინგენტის სამსახურში (ფოტოები)

ფოტოსურატები ავღანეთში მდებარე ქართული ბაზიდან და ქართული კონტინგენტის მიერ ჩატარებული სხვადასხვა რუტინული თუ სპეცოპერაციებიდან, რომლებში საცეცხლე დახმარებას ქართველ ჯარისკაცებს USMC–ის შეიარაღებაში მყოფი M1A1 Abrams-ები უწევენ.