1987 წლის სექტემბრის თვეში, დასავლეთის 5 ყველაზე მეწინავე ტანკი ერთმანეთს ბრიტანეთში, ბოვინგტონის პოლიგონზე შეხვდა. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგი ტანკებია გამოსახული: ბრიტანული Chieftain Mk-10 და Challenger-1, გერმანული Leopard-2A4, ამერიკული M1A1 Abrams და ბრიტანული Vickers Mk-7/2.
იმ დროს ბრიტანეთის არმიას Chieftain-ის შემცვლელი ესაჭიროებდა, ახალ მანქანას Challenger-1-ის გვერდით უნდა ემსახურა და ეს საცდელი ღონისძიებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილს შეადგენდა. ამ ყველაფერის შედეგად Challenger-2 დაიბადა.
Vickers Mk-7/2 კომპანია Vickers-ის პირადი ინიციატივების გრძელი რიგის ბოლო წარმომადგენელი იყო. მანქანა გერმანული Leopard-2-ის ბაზისგან და მასზე შემოდგმული ბრიტანული კოშკურისგან შესდგებოდა, კოშურა Challenger-ის 120 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით და Chobham-ის ჯავშნით იყო აღჭურვილი. წარუმატებლობის მიუხედავად Vickers-მა მიიღო ძვირფასი გამოცდილება, რომელიც შემდეგში მას Challenger-2-ის შექმნაში დაეხმარა.
Leopard-2A4 და M1A1 Abrams კონკურსში ერთი მიზეზის გამო მიიწვიეს - ისინი ბრიტანეთის მოკავშირეთა არმიებში დიდი რაოდენობით მსახურობდნენ. საინტერესოა - მიუხედავად იმისა რომ გამოცდების შედეგად Abrams ყველაზე დაცული გამოდგა, ბრიტანელმა სამხედროებმა ცივი ომის კონტექსტისა და ლოჯისტიკური მიზეზების გამო მაინც Leopard-2 მოიწონეს.
No comments:
Post a Comment