Saturday, January 19, 2019

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიული გადახედვა და პერსპექტივები

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ რაკეტსწინააღმდეგო თავდაცვი საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა გამოაქვეყნა. 108 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა განხილული არსებული და პერსპექტიული საფრთხეები და მათთან ბრძოლის არსებული შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები.

დოკუმენტის თანახმად - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არსებული საფრთხეებისგან მხოლოდ პირობითად იცავს აშშ-ს, მაგრამ უახლოეს მომავალში სიტუაცია რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

ტრამპმა, პენტაგონში დოკუმენტის წარდგენისას, აღნიშნა რომ: "რსთ რუსული 1000 ცალი ბირთვული ქობინისგან დაცვის ნაცვლად, ქვეყანას ნომინალურად იცავს ისეთი შეზღუდული არსენალის მქონე სახელმწიფოებისგან როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

არსებული და პერსპექტიული საფრთხეები (სქემა დოკუმენტიდან)

"ჩვენი მიზანი მარტივია: გარანტირებულად უნდა შევძლოდ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას აშშ-ს მიმართულებით გაშვებული ნებისმიერი რაკეტის აღმოჩენა და განადგურება. მათი არსენალი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენი ერისთვის მე მხოლოდ ყველაზე ეფექტურ და მოწინავე თავდაცვის სისტემებს მივიღებ" - განაცხადა ტრამპმა დოკუმენტის პრეზენტაციის დროს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი მიმოხილვა, აშშ-ზე ბირთვული და არა ბირთვული იერიშების აღსაკვეცად, მთელი რიგი ინოვაციური სტრატეგიების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ბევრი მათგანი არარეალურად ან სამეცნიერო ფანტასტიკად გამოიყურება.

აშშ-ს "რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს" მთლიანი ფინანსების მოცულობა 2001-2019 წლებში (გრაფიკი დოკუმენტიდან)

დოკუმენტში დეტალურადაა განხილული აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და მათი ძირითადი ელემენტების ლოკაციები. დღეისთვის აშშ-ში რსთ მორიგეობაზე THAAD-ების 7 და Patriot-ების 60 ბატარეა დგას შეიარაღებაზე. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაგემილია პირველის რაოდენობის გაზრდა და პლიუს ამ ორივე სისტემის ერთ თავდაცვით ქსელში ჩართვა, ამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი. სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


THAAD-ის 7 და Patriot-ის 60 ბატარეა (ამონარიდი დოკუმენტიდან)

აშშ-ს საზღვაო ძალების შეიარაღებაზე რსთ სისტემა AEGIS-ით აღჭურვილი 38 ცალი საესკადრო ნაღმოსანია, გეგმების თანახმად 2023 წლამდე მათი რაოდენობა 60 უნდა გაიზარდოს (ამონარიდი დოკუმენტიდან)

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სურს გზაგადამჭრელი რაკეტებისა და აღმოჩენის არსებულ სისტემაში ჩართოს ლაზერით შეიარაღებული უპილოტოები და უახლესი F-35 ტიპის გამანადგურებლები. ამასთან ერთად გზაგადამჭრელი რაკეტების კოსმოსში განთავსებაც განიხილება. პენტაგონის აზირთ, ახალი გადაწყვეტილებები აშშ-ს რაკეტსაწიწნააღმდეგო თავდაცვას მოწინააღმდეგის რაკეტების კოსმოსში გასვლამდე განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის კოსმოსის გამოყენების შესახებ აშშ-ს გეგმებზე უკვე დაიწერა ბლოგში, იხილეთ სტატიააშშ-ს ანტისარაკეტო სისტემა და ჰიპერბგერითი საფრთხეები

აშშ-ს რსთ აღმოჩენისა და განადგურების საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის გეგმები დოკუმენტის თანახმად. GBI-ს ტიპის რაკეტების 44 ცალაიდან 64 ცალამდე ზრდის შესახებ და ამ მიზნისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი (სტატია იხილეთ ბმულზე - დამატებით 6,6 მილიარდი დოლარი აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგისთვის

"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმოხილვის" დოკუმენტი 2010 წლის შემდეგ პირველად გამოიცა და მომდევნო ათი წლის სამოქმედო გეგმას მოიცავს. დოკუმენტი არაკლასიფიცრებულია და მისი თავისუფალი გადმოწერა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელია - 2019 MISSILE DEFENSE REVIEW


P.S. აშშ-ს რსთ სისტემის შესახებ თემატური სტატიები:


No comments:

Post a Comment