რუსეთში იტალიური ჯავშანტექნიკის და კერძოდ მსუბუქი ტანკის, Centauro-ს და თვლიანი ქსმ Freccia-ს, გამოცდების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი. აღნიშნული ტექნიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომб კუბინკაში მდებარე "38-ე სამეცნიერო კვლევით საინჟინრო ინსტუტში", 2012 წლის მეორე ნახევარში ჩაიყვანა, თემატური სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - იტალიური Centauro და Freccia რუსეთში.
და აი, სწორედ ამ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოჩნდა ფოტომასალა, რომელზეც ამ ორი იტალიელის თავგადასავლის ნაწილია ასახული. როგორც თარიღებიდან ჩანს, მანქანები რუსეთში, როგორც მინიმუმ, ორი წელი იცდებოდა.
იტალიური თვლიანი ქსმ Freccia-ს სვლადობის გამოცდა დაშვებული საბურავებით (გამოცდებს ახორციელებენ: მაიორები მ. ნ. გალოჩკინი ვ. ვ. ბრეხინი და კაპიტანი ვ. ა. ბლოცკი), 2013 წელი
იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ში ჩაჯდომის პირობების გამოცდა, 2013 წელი
იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ს ევაკუაციავარგიასიანობის შემოწმება შედარებითი გამოცდების მომენტში, 2013 წელი
იტალიური მსუბუქი ტანკის, Centauro-ს, ევაკუაცია. ტანკოდრომი, 2014 წელი
იმავე საიტზე თვითონ რუსული ჯავშანტექნიკის გამოცდის საინტერესო ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული:
დამატებითი კერამიკული დაცვით აღჭურვილი БМП-2-ის ჯავშანდაცულობის გამოცდები, 2013 წელი
ჯავშანმანქანა СПМ-3-ის ნაღმდგრადობის გამოცდა, 2011 წელი
თსდ 2С35 აღმართის დაძლევისას (ხელოვნური წინაღობების კომპოლექსი, 2014 წელი)
Урал-63099 «Тайфун-У» ნაღმდგრადობის გამოცდაზე
КАМАЗ-78504 «Платформа-О»-ს გამოცდები
No comments:
Post a Comment