აზერბაიჯნულმა სამხედრო პორტალმა - Azeri Defence-მა, სსსტც "დელტა"-ს უახლესი,120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფოტოსურათი და მოკლე ტტმ გაავრცელა. ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზეა შექმნილი და მისი პრეზენტაცია, ამა წლის 17-21 თებერვალს, აბუდაბიში გამოფენა IDEX-2019-ზეა დაგეგმილი.
მანქანა 4x4 ფორმულის სავალი ნაწილთაა აღჭურვილი, მისი სიგრძე 7240 მილიმეტრია, სიგანე 2350, საბრძოლო წონა 8200კგ, ძრავის სიმძლავრე 300ცხ/ძ., გარბენი სრული გამართვით 500 კმ. მას 5 მებრძოლის გადაყვანა შეუძლია.
მანქანის უკანა ნაწილში 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნია დამონტაჟებული. მისი გაშლა, აკეცვა და დამიზნება ამძრავების დახმარებით, ავტომატურად ხორციელდება. ჭურვების დატენვას გათვლა ხელით ახორციელებს. გათვლა 3 კაცისგან შედგება. მსგავსი პრინციპით მოქმედებს ესპანური და უკრაინული სისტემები, რომელთა შესახებაც ბლოგზე უკვე ვწერდი:
- უკრაინის ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი "Барс-8ММК" გამოცდებზე
- ფიქრები საქართველოს მობილური არმიის შესახებ
"პრეზენტაცია"-წარდგენა...
ReplyDeleteმართლაც საინტერესო რამ გამოუვიდათ
Deleteმადლობთ, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ქართული ტერმინოლოგია