EF-2000-ის პილოტებმა ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ჩაფხუტების მიღება დაიწყეს
- ის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია (Striker-I 9 წელია რაც მსახურობს).
- ის სრულიად ციფრულია (Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების გარშემოა შექმნილი - ანუ კათოდური ლამფის დისპლეი და მაღალვოლტიანი კვების წყარო).
- Striker-II იმდენივეს იწონის რამდენსაც Striker-I (ორივე ორი კილოს ფარგლებშია), მაგრამ ახალ შლემს უკეთესად დაბალანსირებული სიმძიმის ცენტრი აქვს, რის გამოც პილოტებს ის უფრო მსუბუქი ეჩვენებათ. Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების მიზეზით წინ იყო დამძმებული.
- ყოველი შლემი ინდივიდუალურად მზადდება, ხორციელდება მფრინავის თავის ქალის კონტაქტური სკანირება, რის შემდეგაც ჩაფხუტის შიდა ფენა პილოტის თავის ფორმის მიხედვით მზადდება, რაც მისი იდეალურად მორგების საშუალებას იძლევა. იდეალური მორგება თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას რომ, პილოტს შეუძია 9G მანევრირების გადატანა.
- კიდევ ერთი სიახლე - მიდევნების ოპტიკური სისტემა. ის ძაან მაღალი სისწრაფითა და მილირადიანის სიზუსტით ხასიათდება.
- ციფრული სისტემა, მიდევნების ოპტიკური და ინერციული სისტემებს ავსებს, ამით უმჯობესდება ტრეკინგის შესაძლებლობა.
- ინერციული მიდევნების სისტემა, სპეციალურად შემუშავებული ალგორითმების წყალობით, იმახსოვრებს მფრინავის თავის მოტრიალების მიმართულებას და შეუძლია მისი შემდეგი მოქმედების განსაზღვრა, შესაბამისად თავის ტრიალის შეჩერების შემთხვევაშიც კი, მას შეუძია საჭირო სიმბოლოების შლემის წინა შუშაზე გამოყვანა.
- წყაროსგან დამოუკიდებლად, როგორც კი ინფორმაცია გამანადგურებელს გადაეცემა, ჩაფხუტს შეუძია მიიღოს ინფორმაციის ყველა ბიტი და საჭიროებისამებრ გამოსახოს ჩაფხუტის წინა შუშაზე. ამგვარად მცირდება დრო, რომელსაც პილოტი კაბინის დისფლეებზე გამოსახული ინფორმაციის შესასწავლად ხარჯავს.
- ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს როგორც გამანადგურებლის საკუთარი სენსორები ასევე გარე წყაროები, მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ვიდეოკამერის გამოსახულება რეალურ დროში შეიძლება ჩაფხუტის წინა შუშაზე გამოისახოს.
- სისტემას შეუძლია მაღალი აღქმადობის ვიდეოდინების სხვადასხვა წყაროებიდან გატარება, რითაც საბრძოლო სივრცის შევსებას ახორციელებს.
- ჩაფხუტში ასევე ჩაშენებულია ციფრული ღამის ხედვა, რაც პილოტებს ღამის ხედვის სათვალების გამოყენებისგან ანთავისუფლებს და ამით იზრდება მათი მოქნილობა და მცირდება წონა. ამას გარდა ჩაფხუტს გააჩნია ხმის სრული ჩახშობა და სამგანზომილებიანი ხმოვანი საინფორმაციო ველი.
წყარო: ჟურნალ EUROFIGHTER WORLD-ის ივლისის თვის ნომერი, სტატია STRIKER II – THE GAME CHANGER