The first serial Su-57 (the russian 5th generation fighter jet) left the KnAAZ and headed to the base
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label Су-57. Show all posts
Showing posts with label Су-57. Show all posts
Friday, December 25, 2020
Monday, December 14, 2020
Thursday, December 10, 2020
Workers on assembly line of Su-57 use augmented reality
Very interesting video from Su-57 fighter jet assembly line, how we can see, workers use (or will use) augmented reality for assembly the russian 5th generation fighter jet.
Monday, August 17, 2020
Thursday, December 26, 2019
Су-57-ის კატასტროფასთან დაკავშირებული საინტერესო მომენტი
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
Karma is a Beach
ამურის კომსომოლეცთან ჩამოვარდნილი Су-57-ის საინტერესო დეტალი - 2012 წელს მიახლოებით იმავე რაიონში ჩამოვარდა Су-30МК2, და ყველაზე საინტერეოს ისაა, რომ ორივე ჩამოვარდნილ ბორტს, Су-30МК2-სა და Су-57-ს, ერთი და იგივე პილოტი მართავდა.
დეტალურად:
2012 წლის 28 თებერვალს გამანადგურებელმა, რომელსაც ვიცე პოლკოვნიკი კირილინ ვ. და კაპიტანი გორშკოვი ა. მართავდნენ, ავარია განიცადა.
ეკიპაჟი "КнААПО"-ს მიღება-ჩაბარების გეგმიურ გამოცდებს ახორციელებდა. მაქსიმალური სიჩქარის განვითარებისას მარჯვენა ძრავს ხანძარი გაუჩნდა. ფრენის ხელმძღვანელის ბრძანების თანახმად ეკიპაჟმა კატაპულტირება განახორციელა, ეკიპაჟის მეთაურმა კატაპულტაციის შედეგად ნეკნების მოტეხილობაა მიიღო. გამანადგურებელი ამურის კომსომოლსკიდან ჩრდილოეთით 140 კილომეტრში ჩამოვარდა.
ვიდეოში ზემოთ მარცხნივ სიჩქარე კმ/სთ-ებში, ზემოთ მარჯვნივ სიმაღლე მეტრებში. საკმაოდ საინტერესოა თუ როგორ დააგდო გამანადგურებელმა 7 წამში სიჩქარე 500-იდან 0კმ/სთ-მდე (1 წუთსა და 34 წამზე).
Tuesday, December 24, 2019
ხაბაროვსკში Су-57 ჩამოვარდა
ხაბაროვსკის მხარეში, კომსომოლსკი ნა ამურის მახლობლად რუსეთის მე-5 თაობის გამანადგურებელმა Т-50-მა (Су-57) კატასტროფა განიცადა, მანქანა არაა სამხედრო, ის მწარმოებელ ქარხანას ეკუთვნის. მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა, მისი ევაკუაცია Ми-8 ტიპის ვერტმფრენით განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფა აეროდრომ "დზემგიდან" 120 კილომეტრში მოხდა. ინცინდენტი ძრავების გამოცდის დროს მოხდა, სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს შავი ყუთის ძებნა.
P.S. როგორც ირკვევა კატასტროფა პირველმა სერიულმა მანქანამ განიცადა, ასე რომ წელს სერიაში ჩაშვება ისევ ვერ მოხერხდა.
P.S. როგორც ირკვევა კატასტროფა პირველმა სერიულმა მანქანამ განიცადა, ასე რომ წელს სერიაში ჩაშვება ისევ ვერ მოხერხდა.
Saturday, November 9, 2019
პირველი სერიული Су-57
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი კრივორუჩკომ, 2019 წლის 8 ნოემბერს, კომპანია "სუხოის" ფილიალი, "ამურის კომსომოლეცში" მდებარე ი. ა. გაგარინის სახელობის ავიაქარხანა მოინახულა (Комсомольский-на-Амуре Авиационный Завод - КнААЗ). ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ აწყობის პროცესში მყოფი პირველი სერიული მე-5 თაობის გამანადგურებელი, Су-57 (Т-50, ПАК ФА) დაათვალიერა - თვითმფრინავის ნომერია Т-50С-1 (სერიული ნომერი 51001). თვითმფრინავზე უკვე დატანილია საბორტე ნომერი "ლურჯი 01".
კრივორუჩკოს განცხადების თანახმად "ჯარებში გასაგზავნად პირველი სერიული Су-57 პრაქტიკულად მზადაა. წლის ბოლოს ის უკვე საჰაერო-კოსმოსურ ძალებს გადაეცემათ. მომავალ წელს კიდევ ერთ სერიულ გამანადგურებელს ველოდებით და ამის შემდეგ წარმოების რამდენადმე გაზრდაა დაგეგმილი".
КнААЗ-ში აწყობის სტადიაში მყოფი პირველი სერიული Су-57
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს კუბინკაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2018"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "სსუხოისთან" მე-5 თაობის პირველი ორი ცალი სერიული გამანადგურებლის შეძენის ხელშეკრულება გააფორმა. გამანადგურებლებზე პირველი ეტაპის ძრავები, "Изделие 117", დაყენდება. ხელშეკრულების შესრულების ვადა 2018-2020 წლები განისაზღვრა. გეგმის მიხედვით 2019 და 2020 წლებში თითო გამანადგურებელი უნდა იქნას აწყობილი.
დამატებით, 2019 წლის 27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კომპანია "სუხოისთან" რუსეთის ავიაციისთვის კიდევ 76 ცალი მეხუთე თაობის გამანადგურებლის შეკვეთის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება 2020-2027 წლებში უნდ აგანხორციელდეს.
Friday, September 27, 2019
უპილოტო «Охотник»-ის და Су-57-ის ერთობლივი ფრენა
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
Thursday, January 17, 2019
Wednesday, January 16, 2019
13 ერთეული Су-57-ის მიწოდების ხელშეკრულებას 2020 წელს მოეწერება ხელი
როგორც ცნცობილი ხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, 13 ცალი Су-57-ის შეყსიდვის ხელშეკრულებას 2020 წელს გააფორმებს. გამანადგურებლების ნაწილი მეორე ეტაბის ძრავებით იქნება აღჭურვილი.
Су-57-ის წარმოებისა და მიწოდების მეორე ხელშეკრულებას 2020 წლისთვის უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულების რეალიზაციისთვის სავარაუდოდ 5 წელი იქნება გათვალისწინებული. პირველი კონტრაქტის თანახმად, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა, პირველი ორი სერიული მანქანა 2019-2020 წლისთვის უნდა მიიღოს, პირველი 2019, ხოლო მეორე 2020 წელს. ორივე მანქანა პირველი ეტაპის ძრავებით იქნება აღჭურვილი.
წყარო:
P.S. ანუ 2019-2025 წლებში სულ 15 მანქანა იქნება მიწოდებული. წელიწადში 2 მანქანა, ეს ნამდვილად სასწაულია, დამრტყმელი ტემპებით მუშაობენ. როგორც ჩანს 2000-იანების განმავლობაში დაგროვილი ნავთობდოლარები გათავდა. პლიუს რაღაცა უაზრობებში ხარჯავენ ბიუჯეტს - "Посейдон", "Авангард" და "Буревестник". ეს მცირედი რაოდენობაც ალბათ პენსიების ეკონომიით მოახერხეს.
Monday, November 26, 2018
Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია vol. 2 (ვიდეო)

ტელეარხმ "Звезда"-ს მიერ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტის გაგრძელება (პირველი ნაწილი ბლოგზე ორი კვირის წინ იყო განთავსებული - Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)).
ამჯერად წარმოგიდგენთ მეორე და მესამე ნაწილს და კიდევ ერთდელ გაგაფრთხილებთ - ყურებისას ფრთხილად, სიუჟეტში ბევრი სისულელე და უაზრო პროპაგანდაა, თუმცაღა ყურება ღირს, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მოწოდებული.
Sunday, November 11, 2018
Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)
ტელეარხმა "Звезда"-მ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტი გადაიღო.
გაფრთხილებთ - სიუჟეტში ურაპატრიოტიზმის დონე ძაან მაღალია, ამიტომ ჯობია ხმის გარეშე უყუროთ. თუმცაღა რამოდენიმე საინტერესო მომენტიც არის (გამოცდები და მოდელირება). თვითონ ოპერატორული ნამუშევარი საკმაოდ ხარისხიანია, ბევრი საინდეტერსო დეტალის დაფიქსირებაა შესაძლებელი.
Thursday, February 22, 2018
რუსული საავიაციო დაჯგუფება სირიაში - Су-35С, Су-57 და А-50У
სირიული წყაროების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს, პრივოლგიის აეროდრომიდან ჰმეიმის ავიაბაზაზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 4 ცალი Су-35С ჩაფრინდა, აღნიშნულ გამანადგურებლებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამგზავრო Ту-154М (რეგისტრაცია RA-85155) მიუძღვოდა წინ. ამას გარდა, იმავე დღეს რუსეთიდან ჰმეიმში რადიოლოკაციური დაზვერვისა და გამიზვნის А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა და ვითომ დამატებით კიდევ 4 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე.
А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") სირიიდან როტაციის საფუძველზე 2017 წლის დეკემბერს გამოიყვანეს. როგორ სირიული წყაროები იუწყებიან, დღეს რუსებს სირიაში ორი А-50У ტიპის თვითმფრინავი ყავს.
ოთხი ცალი Су-35С-ის წინამძღოლი Ту-154М-ის (რეგისტრაცია RA-85155) მარშუტი პრივოლგის აეროდრომიდან ხმეიმის ავიაბაზამდე www.flightradar24.com
ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერნეტ რესურსების თანახმად, იმავე დღეს, ჰმეიმში ბაზირებუი რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგები, ორი ცალი Су-57 (Т-50) ტიპის, უახლესირ რუსული გამანადგურებლით შეივსო. ჩაფრენილი რუსული Су-57-ების კონკრეტული ნომრები უცნობია.
ჰმეიმში, რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩავფრენილი ორი საფრენოსნო-საცდელი Су-57 (Т-50) ტიპის გამანადგურებელი 21.02.2018 twitter.com/WaelAlHussaini
Tuesday, January 2, 2018
Т-50 (Су-57 ПАК ФА) - წლის შედეგები
2017 წელი რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა. ქვემოთ მყვანილია ძირითადი პუნქტები:
- იანვარში "ძრავამთმშენებლობის გაერთიანებული კორპორაციის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე არტიუხოვმა, განაცხადა რომ, Т-50-ის ახალი ეტაპის ძრავების გამოცდა 2017 წლის მე-4 კვარტალში დაიწყებოდა, ხოლო ახალი ძრავის საკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
- 24.04.2017 განწორციელდა Т-50-ის მერვე საფეენოსნო პროტოტიპის, Т-50-9-ის, პირველი ფრენა. თვითმფრინავი 12.05.2017-ში ჟუკოვის საცდელ ცენტრში გადაფრინდა.
- 06.08.2017 გნხორციელდა Т-50-11-ის პირველი ფრენა. ჩავთვალოთ რომ ეს მეათე საფრენოსნო პროტოტიპია. ჟუკოვსკის ცენტრში გამანადგურებელი 2017 წლის 10 სექტემბერს ჩაფრინდა. მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპი, იგივე Т-50-10, მწარმოებლთან რამოდენიმე დეტალის დასასრულებლად დატოვეს. მისი პირველი ფრენა გასული წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.
- МАКС-2017-ის მსვლელობისას დასავლურ რესაში გაჟონა ინფორმაციამ რომ, გამანადგურებელ Т-50-ს მიენიჭა სერიული ინდექსი Су-57. ცოტა მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმაც დაადასტურა.
- МАКС-2017-ის მსვლელობისას იური ბორისოვმა განაცხადა რომ ხელი მოეწერა გამანადგურებლის ერთობლივი სახელმწიფო გამოცდების პირველი ეტაპის (ГСИ-1) და პირველადი სერიული პარტიის დამზადების სარეკომენდაციო ხელშეკრულებას.
- 2017 წლის ნოემბერში ძრავა "изд. 30"-ი გამანადგურებელ Т-50ЛЛ-ის შემადგენლობაში აამუშავეს (ЛЛ ეს პროტოტიპი Т-50-2-ია, რომელმაც საწყისი პროგრამა უკვე დაასრულა). 2017 წლის 5 დეკემბერს ახალი ძრავით აღჭურვილი მფრინავი ლაბორატორია ჰაერში აიწია.
- 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპის, Т-50-10-ის, პირველი ფრენა. ამით Т-50-ის საცდელი ნიმუშების წარმოება დასრულებულია.
- Т-50-2-ის გარდა, თავისი საწყისი პროგრამები დაასრულეს ასევე Т-50-1-მა და Т-50-3-მა. სავარაუდოდ მომავალში ისინი ახალ პროექტებში ჩაერთვებიან.
- ძირითადი ინფორმაციებიდან აღსანიშნავია რომ კიდევ ერთხელ გახმაურდა გამანადგურებლის ჯარებში მიწოდების თარიღი - 2018 წელი. სავარაუდოდ ეს Т-50-10 და Т-50-11 ბორტები იქნება, რადგანაც ეს ბოლო ორი მანქანა ყვეაზე ახლოს დგას სერიულ მანქანების კონფიგურაციასთან.
წყარო:
Saturday, August 12, 2017
გამანადგურებელ Т-50-ს ოფიციალურად მიანიჭეს სახელწოდება Су-57
რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალმა, ვიქტორ ბონდარევმა, ტელეარხ „ზვეზდას“-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ოფიციალურად პირველად გაახმოვანა მე-5 თაობის გამანადგურებელს Т-50-ს სახელწოდება. გამანადგურებელს ინექსი Су-57 მიენიჭა.
„გადაწყვეტილება მიღებულია, თვითმფრინავმა მიიღო სახელწოდება. Су-57 - დღეიდან ჩვენ მას ასე დავუძახებთ“ - განაცხადა ბონდარევმა.
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)































