Tuesday, December 24, 2019

ხაბაროვსკში Су-57 ჩამოვარდა

ხაბაროვსკის მხარეში, კომსომოლსკი ნა ამურის მახლობლად რუსეთის მე-5 თაობის გამანადგურებელმა Т-50-მა (Су-57) კატასტროფა განიცადა, მანქანა არაა სამხედრო, ის მწარმოებელ ქარხანას ეკუთვნის. მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა, მისი ევაკუაცია Ми-8 ტიპის ვერტმფრენით განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფა აეროდრომ "დზემგიდან" 120 კილომეტრში მოხდა. ინცინდენტი ძრავების გამოცდის დროს მოხდა, სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს შავი ყუთის ძებნა.

P.S. როგორც ირკვევა კატასტროფა პირველმა სერიულმა მანქანამ განიცადა, ასე რომ წელს სერიაში ჩაშვება ისევ ვერ მოხერხდა.


No comments:

Post a Comment