суббота, 17 августа 2019 г.

რუსეთში მიმდინარე სატანკო ბიატლონის შესახებ

რუსეთის ეკიპაჟი Т-72Б3-ის გაუმჯობესებული ვერსიით გამოდიოდა შეჯიბრზე

წელს, რუსეთში მიმდინარე, სატანკო ბიატლონში ჩართული იყო შემდეგი 23 ქვეყანა (ბოლო სამი - კუბა, სუდანი და უზბეკეთი, დებიუტანტები არიან):

  1.  სომხეთი
  2.  ანგოლა
  3.  აზერბაიჯანი
  4.  ბელორუსია
  5.  ვენესუელა
  6.  ვიეტნამი
  7.  ზიმბაბვე
  8.  ირანი
  9.  ყაზახეთი
  10.  ჩინეთი
  11.  ყირგიზეთი
  12.  ქუვეითი
  13.  ლაოსი
  14.  მონღოლეთი
  15.  მიანმა
  16.  რუსეთი
  17.  სერბეთი
  18.  სირია
  19.  ტაჯიკეთი
  20.  უგანდა
  21.  კუბა
  22.  სუდანი
  23.  უზბეკეთი

მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო შეჯიბრი ორ დივიზიონად დაიყო.

პირველი დივზიონის ფინალისტები არიან: 
  • რუსეთი (1-ლი ადგილი)
  • ბელორუსია (მე-2 ადგილი)
  • ყაზახეთი (მე-3 ადგილი)
  • აზერბაიჯანი (მე-4 ადგილი)

მეორე დივიზიონის ფინალისტები არიან (ადგილების გადანაწილება ჯერ უცნობია):
  • უზბეკეთი
  • კუბა
  • ვიეტნამი
  • უგანდა

ასევე რამდენიმე ფაქტო:
  • ჩინელები საკუთარი ტანკითა და ჭურვებით მოვიდნენ, მაგრამ რატომღაც ჩინელები ფინალში ვერ მოხვდნენ.
  • დამყარებული იყნა სიჩქარის რეკორდი - რუსების Т-72Б3М-მა 84კმ/სთ განავითარა (თუმცა ტანკის დამსუბუქებულ კონფიგურაციაში იყო).
  • ბელორუსიის ეკიპაჟმა, საკუთარი Т-72Б3-ით, 75კმ/სთ განავითარა.
  • რუსულ Т-72Б3М-ზე ახალი სამიზნე აყენია, პლიუს სამიზნეს ავტომატურად ეხსნება დამცავი ხუფი (ადრე ხელით უნდა მოგეხსნა ჭანჭიკები), მაგრამ მიუხედავად ამისა ტანკის მეთაური ამოდის და სამიზნსი შუშას ხელით წმინდავს (ალბათ ჰიდროგამწმენდი არ უყენია).




ჩინელები საკუთარი ტანკითა (Type 96B) და ჭურვებით მოვიდნენ, მაგრამ რატომღაც ჩინელები ფინალში ვერ მოხვდნენ


დამყარებული იყნა სიჩქარის რეკორდი - რუსების Т-72Б3М-მა 84კმ/სთ განავითარა (თუმცა ტანკის დამსუბუქებულ კონფიგურაციაში იყო)
 

ბელორუსიის ეკიპაჟმა, საკუთარი Т-72Б3-ით, 75კმ/სთ განავითარა



რუსულ Т-72Б3М-ზე ახალი სამიზნე აყენია, პლიუს სამიზნეს ავტომატურად ეხსნება დამცავი ხუფი (ადრე ხელით უნდა მოგეხსნა ჭანჭიკები), მაგრამ მიუხედავად ამისა ტანკის მეთაური ამოდის და სამიზნსი შუშას ხელით წმინდავს (ალბათ ჰიდროგამწმენდი არ უყენია)

ერაყელთა "დალატკული" M1A1M (vol.2)

კოშკურის დაზიანებული შუბლა ჯავშნის ჯავშანფილით დაკერება ერაყულ არმიაში არაა ახალი მეთოდი, ადრეც იყო მსგავსად აღდგენილი ტანკი - ერაყელთა "დალატკული" M1A1M




пятница, 16 августа 2019 г.

ტანკ Merkava-ს საინტერესო ტექნიკური დეტალები

Droid-ით (ერთგვარი ოპტიკო-ელექტრონული ხარვეზების კომპლექსი) აღჭურვილი Merkava Mk. 2 (14.01.2009 წ.)

17.07.2014-ში გაკეთებული Merkava Mk. 3D (Siman 3 Bet Baz migun Dor Dalet)-ს ფოტოების სერია. რამდენიმე ტანკზე ინფრაწითელი ხარვეზების სისტემა MAJIC-1 (Missile Active Jammer In Combat) აყენია (აღსანიშნავია, რომ პირველ ფოტოზე კოშკურის ჯავშანპაკეტის ხუფია მოხსნილი და კარგად ჩანს სპეცპაკეტის საემა).

ამოუცნობი ოთხკუთხედი დანადგარები Merkava Mk. 2-ზე - სავარაუდოდ ინფრაწითელი პროჟექტორი (ან რადიოლოკაციური სადგური)


Merkava Mk. 2 (01.08.1991 წელი, გოლანის სიმაღლეები), მანქანას ღამით ოპერირებისთვის კოშკურაზე პროჟექტორი უყენია.

საწვავის დამატებითი 200 ლიტრიანი კასრი - როგორც ჩანს სტანდარტული ტექნიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ საკმაოდმიშვიათად გამოიყენება