вторник, 4 июня 2013 г.

РПГ-32–ის საწარმოო ხაზი იორდანიაში

გასულ კვირას იორდანიის დედაქალაქ, ამანთან ახლოს, რუსულმა კორპორაცია "Ростех"–მა ყუმბარმტყორცნ РПГ-32–ის (არაბულად ყუმბარმტყორცნს "ნაშ–შამი" ეწოდება, რაც თარგმანში "არბალეტს" ნიშნავს) საწარმოო ხაზი გახსნა. საწარმოოს წელიწადში 60 ათასი გასროლის გამოშვება შეუძლია. პირველ ეტაპზე იორდანული მხარე მხოლოდ ყუმბარმტყორცნის აწყობით დაკავდება. შემდგომში დაგეგმილია წარმოების მაქსიმალურად ლოკალიზაცია.
გახსნის ცერემონიალს იორდანიის მეფე, აბდალლა–II იბნ ჰუსეინი და "Ростех"–ის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი დაესწრნენ. ჩემეზოვის განცხადებით იორდანიაში საწარმოოს გახსნა რუსეთისთვის წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგანაც რუსულმა საწარმოებმა ნაწარმის გარდა ტექნოლოგიებით ვაჭრობაც დაიწყეს.. რაც შეეხება მეფეს, გახსნის შემდეგ მან თვითონ გამოსცადა ყუმბარმტყორცნი და 500 მეტრზე მიზანი გაანადგურა.
"ნაშ–შაბი" რუსული РПГ-26 და РПГ-27–ის ბაზაზეა შექმნილი. სრულებით აღჭურვილი ყუმბარმტყორცნი 10კგ–ს იწონის (გამშვები მოწყობილობა სამიზნესთან ერთად 3კგ, რაკეტა 7კგ) და აღჭურვილია მოხსნადი ოპტიკური სამიზნით. РПГ-32–ის სროლის მანძილი 160–700 მეტრია. ყუმბარმტყორცნი ორი სახეობის რაკტას მოიხმარს – თერმობარულს და ტანდემურ კუმულაციურს. კუმულაციური ჭურვის ჯავშანგამტანობა დინამიკური დაცვის გავლის შემდეგ 650 მილიმეტრს, ხოლო დინამიკური დაცვის გარეშე კი 1000 მილიმეტრს უდრის. 

დაწვრილებით ყუმბარმტყორცნის შესახებ – РПГ-32

понедельник, 3 июня 2013 г.

შვეიცარიული დანის წინაპარი

მრავალფუნქციური შვეიცარიული დანით, რომელიც დანის გარდა სხვადასხვა პირებითაა აღჭურვილი, დღეს ვეღარავის ვერ გააკვირვებ. 
ზუსტად როდის დაიწყეს ამ დანის გამოშვება უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ამგვარ დანებს რომაელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის მე–2 საუკუნეში იყენებდნენ:

ინგლისში, ფიცუილიამის მუზეუმში (Fitzwilliam Museum) შენახული რომაელი ლეგიონერის მრავალფუნქციური დანა (ჩვენი წელთაღრიცხვის მე–2 – მე–3 საუკუნე), დანის კორპუსი ვერცხლისაა, პირები ფოლადის