суббота, 12 апреля 2014 г.

რუსეთის ФСБ-ეს "А" ჯგუფის დაუჯერებელი სწავლება


რუსეთი ფედერაციის  ФСБ-ეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის "А" ჯგუფის დაუჯერებელი სწავლება – მე, სანამ რაიმე ავტოტრიტეტული წყარო არ გამოჩნდება არ მჯერავს, თქვენ?

P.S. როგორც გადაცემის ამერიკელი წამყვანი ამბობს – სავარჯიშო იმდენად საშიშია რომ ასეთ რამეს ამერიკაში ვერსად ვერ ნახავ, მაგრამ ეს არის რუსეთი და აქ თავისი წესები აქვთ.

пятница, 11 апреля 2014 г.

რუსეთი უკრაინას საბრძოლო ხომალდებს უბრუნებს

რუსეთის შავიზღვის ფლოტმა, პარაკსევს, უკრაინისთვის ქვეყნის საზღვაო ძალების პირველი საბრძოლო ხომალდის, სარაკეტო კატერი "Прилуки"–ს გადაცემა დაიწყო – იუწყება РИА Новости რუსეთი შავიზღვის ფლოტის შტაბის წყაროზე დაყრდნობით. 
ყირიმში ამჟამად უკრაინის საზღვაო ძალების 70–მდე საბრძოლო და უზრუნველყოფის ხომალდი დგას.
"რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორმა მცირე ბუქსიმრა უკვე დაიწყეო სარაკეტო კატერის სევასტოპოლის საკარანტინო ყურიდან გაყვანა" – განაუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
სევასტოპოლის ყურის გასასვლელთან სარაკეტო კატერი შავი ზღვის დიდ ბუქსირს გადაეცემა, რომელიც მას ნეიტრალურ წყლებში გაიყვანს, სადაც მას უკრაინული მხარე გადაიბარებს.

ტანკერი "Фастов"–ის ნეიტრალურ წყლებში გაყვანის მომენტი
"დღეს, კიევის დროით 11:40 საათზე, რუსეთის შფ–ის სარეიდო ბუქსირმა РБ-296–მა და საბუქსირო კატერმა БУК-49–ამ ზღვაში გაიყვანეს ტანკერი "Фастов", სადაც მას უკრაინული ბუქსირები უნდა დახვდეს. შფ–ის ბუქსირები ტანკერს ნეიტრალურ წყლებში გაიყვანენ, რადგანაც მისი ტექნიკური მდგომარეობას მას არ აძლევს საშუალებას თავისი სვლით იაროს. შემდეგ უკრაინული ბუქსირები მას ოდესაში გადაიყვანენ" – გამარტა ფლოტის წარმომადგენელმა.

წყარო:

ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2)

ერაყუილი აბრაამსებისა და მათი პერიპეტიების შესახებ უკვე ვწერდი – ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ და ერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს.

წარმოგიდგენთ გაგრძელებას:

ტანკი №1

ტანკი №2 - ტსმრ Корнет-Э–თი განადგურებული 

 ტანკი №3



ავღანური შემოქმედება HMMWV-ეს ბაზაზე

ამერიკული HMMWV–ეს ავღანური აპგრეიდი – სიმართლე ვთქვა აზრზე არა ვარ რას წარმოადგენს ეს ჯიხური და მასზე დადგმული ორი ცალი მოწყობილობა.


ირანული უპილოტო Shahed-129 სირიაში

გუშინ, 10 აპრილს, სირიაში, დამასკოს პროვინციაში, აღმოსავლეთ გუთას რაიონში, გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია სირიის სამთავრობო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი. უპილოტო რებელსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე დაფრინავდა.
ფორმების მიხედვით, უპილოტო ძალიანა ჰგავს ირანულ Shahed-129–ს დასაკეც შასიან ვარიანტს, რომლის ოფიციალურად წარადგინება და ირანის ილსამური რევოლუციის მცველების კორპუსის შეიარაღებაზე მიღება 2012–2013 წლებში მოხდა.



შედარებისთვის ირანული Shahed-129 

კიდევ ერთი ვიდეო გუთას რააიონიდან

МиГ-29 vs Lamborghini

ბელორუსიული "ВоенТВ და ბელორუსიის ტელერადიოკომპანია (Белтелерадиокомпания) მუშაობენ გადაცემა  "Коробка передач"–ის მორიგ სერიაზე რომელიც ტელეარხ "Беларусь 1"–ზე უნდა გავიდეს.
გადაცემაზე მუშაობის ფარგლებში ბარანოვიჩის (Баранович) აეროდრომზე უჩვეულო რბოლა მოეწყო: ავტომანქანა თვითმფრინავის წინააღმდეგ. სპორტმანქანა "Lamborghini" გამანადგურებელ  "МиГ-29"–ას შეეჯიბრა.

გადაცემის მოკლე სარეკლამო რგოლი – უყურეთ და დატკბით

P.S. რბოლის შედეგებს ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

წყარო:

четверг, 10 апреля 2014 г.

M1A1 Abrams–ები ქართული კონტინგენტის სამსახურში (ფოტოები)

ფოტოსურატები ავღანეთში მდებარე ქართული ბაზიდან და ქართული კონტინგენტის მიერ ჩატარებული სხვადასხვა რუტინული თუ სპეცოპერაციებიდან, რომლებში საცეცხლე დახმარებას ქართველ ჯარისკაცებს USMC–ის შეიარაღებაში მყოფი M1A1 Abrams-ები უწევენ.

ჩემი ბიბლიოთეკა

მოკლედ ჩემი ბიბლიოთეკა ორი საკმაოდ ახალი და ძვირფასი (ფასით არა, შინაარსით) წიგნით შეივსო.

პირველი – გენერალ–პოლკოვნიკის, 1938–1942 წლებში გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ფრანს ჰალდერის "დღიურები"



პოლკოვნიკ ჰაუსის არქივი – აშშ–ს პრეზიდენტის მრჩევლის არქივი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, წიგნს რუსულად გამოცემის თარიღი 1939 წელი

 P.S. წიგნებს სულ შემთხვევით გადავაწყდი ერთი ძველი წიგნების გამყიდველთან და საკმაოდ იაფადაც შევიძინე. როგორც აღმოჩნდა გერმანელი გენერლის წიგნის მე–2 ტომიც აქვს, მომიტანს ამ დღეებში. შთაბეჭდილებებს წაკითხვის მერე გაგიზიარებთ.

Ка-52 რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმში

რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი Ка-52 უკრაინაში, კერძოდ კი რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა


ასევე საინტერესო ფოტოები ოკუპაციის ხაზიდან

 2014 წლის 16 მარტი – რუსული ვერტმფრენი Ми-35 პატრულირების დროს. ქვემოთ უკრაინული Ми-24, ყირიმის მოსაზღვრე ხერსონის რეგიონი, სოფელ სტრელკოვოს ჩეკ–პოინტი  / A Russian army MI-35 military helicopter patrols the area as a Ukrainian MI-24 military helicopter is seen near a checkpoint near the village of Strelkovo in Kherson region adjacent to Crimea, March 16, 2014. (წყარო – Ми-35 & Ми-24)

2014 წლის 16 მარტი – რუსული ვერტმფრენი Ми-35 პატრულირების დროს. ქვემოთ უკრაინული БТР-80, ყირიმის მოსაზღვრე ხერსონის რეგიონი, სოფელ სტრელკოვოს ჩეკ–პოინტი  / A Russian army MI-35 military helicopter patrols the area as a Ukrainian armored personnel carrier is seen at a checkpoint near the village of Strelkovo in Kherson region adjacent to Crimea, March 16, 2014. (წყარო – Ми-35 & БТР-80)

вторник, 8 апреля 2014 г.

აშშ–ს არმია ახალ ჩექმებსა და კამუფლიაჟს ცდის

ვირჯინიის შტატი, ფორტ BELVOIRროგორც წესი ახალგაზრდა ჯარისკაცებს სურთ რომ მაგრად გამოიყურებოდნენ, მათგან განსხვავებით კანონმდებლებს ეკონომიკური სიიაფე და მაქსიმალური ეფექტურობა აინტერესებთ.
ჯარისკაცთა დაცვისა და ინდივიდუალური აღჭურვილობის პროექტ მენეჯერის, პოლკოვნიკ რობერტ მორტლოკის (Robert F. Mortlock) განცხადების თანახმად ის სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი თქმით პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი, მორგება, ფასი, გარემო პირობებისგან დაცვა და გამძლეობა.

ჩექმები ჯუგლებისთვის

რადგანაც აშშ–ს არმია წყნარი ოკიანის რეგიონისკენ ბრუნდება, ჯუნგლებისთვის მას ახალი ჩექმები ესაჭიროება. რამოდენიმე პროტოტიპის ტესტირება მომწოდებლის მიერ ამ წლის ზაფხულში დაიწყება – განაცხადა მროტლოკმა.
ჯუნგლების კარგი ჩექმები მალე უნდა შრებოდეს. ის ასევე უნდა იყოს მსუბუქი და უნდა სუნთქავდეს, რომ მინიმუმამდე შეამციროს მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის შედეგები. ჩექმის ლანჩი ტალახსა და ჭუჭყში მინიმალურად უნდა სრიალებდეს. ამას გარდა, ტყავი არ უნდა შრებოდეს და სკდებოდეს ხშირი დასველებისა და გაშრობის ციკლების გამო.
ჯუნგლების ჩექმების, და საერთოდ ყველა ჩექმის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტოს – ჯარისკაცთა მიერ მათი გამოყენების გამოცდილება და საფუძვლიანი ტესტირება წარმოადგენს.
"მომხმარებლის მიერ ამ საფუძვლიან გამოცდებს ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ, რომ დავრწმუნდეთ მათი აღჭურვილობის ხარისხში, რომელიც მათ უქმნის კომფორტს და საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინონ თავის ძირითად მისიაზე. ჩვენ ეს ნდობა ხანგრძილივი წლების განმავლობაშ მოვიპოვეთ" – განაცხადა მროტლოკმა.

ცხელი და ნოტიო (ჯუნგლების) კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმების ერთ–ერთი სახეობა, რომელიც ჯაირსკაცებმა ზაფხულში უნდა გამოცადონ

გაუმჯობესებული ჩექმები

ჩექმების დიზაინში ბოლო დროის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ეს არის "ლანჩის პირდაპირი დამაგრების" ხერხი. როგორც პოლკოვნიკმა მორტლოკმა ახსნა – ლანჩები, რომლებიც ჩექმაზე მიწებებულია თითქმის ნახევარი კილოთი მსუბუქია მიკერებულლანჩიან ჩექმებთან შედარებით. პირდაპირ მიწებებული ლანჩები ასევე ძნელად ცილდება ჩექმას, ხანგრძლივი, მძიმე გამოყენების შემდეგ. 
მისივე თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ასეთი ხერხით შექმნილი ჩექმები ფეხის ტრამვებს ამცირებს, რადგანაც ის ფეხზე გადაცემულ შოკს ასუსტებს.
ასევე მნიშვნელოვანია "უნივერსალური ზომის" შემოღება. არმიის მოთხოვნით ყველა მწარმოებელი ვალდებულია ერთნაირი, უნივერსალური ზომის ჩექმები აწარმოოს. დღევანდელი მდგომარეობით ეს პრობლემას წარმოადგენს – ჯარისკაცმა იცის რომ მას აცვია 10.5 ზომის ჩექმა და სხვა მწარმოებლისგან, იგივე ზომის ჩექმის შეკვეთის დროს ხშირი შემთხვევაში მას ეს ჩექმები არ ერგება. "უნივერსალური ზომა" შეამცირებს ლოჯისტიკურ დანახარჯებს და ქვედანაყოფის დროს დაზოგავს – განმარტა მორტლოკმა.
კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არაა კავშირში უსაფრთხოებასა და კომფორტთან და რომელიც ჩექმების გარდა ყველა სისტემას ეხება, ეს არის ის რომ ჩექმები დამზადებული უნდა იყოს ამერიკაში წარმოებული ტექსტილისა და მასალებისგან. ამის შესახებ კანონის რატიფიცირება მოხდა 1941 წელს და მისი კოდია 10 USC 2533a. თუმცაღა ჯარისკაცებს აქვთ უფლება შეისყიდონ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მწარმოებლის ჩექმები, მთავარია ის ფორმის ტარების წესდების პირობებს აკმაყოფილებდეს.
აშშ–ს არმიაში ჯარისკაცს ორი სახეობის სტანდარტული ჩექმა ეძლევა – ერთი ცხელი, ხოლო მეორე ზომიერი კლიმატისთვის. სხვა სპეციალიზირებული ჩექმები კონკრეტული მისიების შემთხვევაში გაიცემა. ავღანეთში დისლოცირებულ ჯარისკაცებს სპეციალური, სამთო ჩექმები ეძლევათ, რომელიც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთიანი, უხეში რელიეფისთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ სამთო ჩექმის ორი სახეობა არსეობს – ცხელი და ზომიერი კლიმატისთვის.
ავიატორებსა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟს, სპეციალური, ცეცხლგამძლე ჩექმები ეძლევათ, რომლებიც მათ მისიას შეესაბამება. არსებობს ასევე შუალედური ცივი/სველი ამინდისა და ექსტრემალური ცივი კლიმატის ჩექმები.

ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები
 ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები 
ავიატორებისთვის და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე ჩექმები
სამთო ჩექმის ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
სამთო ჩექმის ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
კამუფლიაჟის სქემა

მორტლოკის განცხადების თანახმად – ამიამ ცოტა ხნის წინათ დაასრულა აშშ–ს არმიის ისტორიაში კამუფლიაჟის ყველაზე მაშტაბური  გამოცდები, რომელშიც რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას.

მან ჯარისკაცის მისიაში კამუფლიაჟის მნიშვნელობა ახსნა:
"კამუფლიაჟის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მტერს არ ძალუძს მოკლას ან დაჭრას ის რასაც ვერ ხედავს" – ახსნა მორტლოკმა. "ჩვენ გვაქვს მტრის გერმოსთან მიახლოებული რაიონებიდან გამომცდელი ჯარისკაცების მოხსენებები და მათი თქმით მტერს არ შეუძია ამერიკელი ჯარისკაცების დანახვა. ეს კარგია".
მიუხედავად იმისა რომ ბევრი უკვე გაკეთდა, გამოცდები მაინც გაგრძელდება – განაცხადა მორტლოკმა. არმია აფასებს "ყველა სახეობას" და განიხილავს 2014 წლის ფინანსური წლის ავტორიზაციის კანონს, რათა დარწმუნდეს რომ ყველა კამუფლიაჟი სრულებით შეესაბამება NDAA–ს. NDAA–ს თანამხად, არმიას შეუძლია "არსებული ფორმები და ნიმუშები და ასევე დაქვემდებარებული სამსახურების ნიმუშების გამოიყენება".
ამ და მომავალ თვეში გამოცდები შემდეგ ადგილებში განხორციელდება – Fort Benning–ში (ჯორჯიის შტატი), Fort Polk–ში (ლუიზიანას შტატი) და Yuma Testing Ground–ში (არიზონას შტატი).
გამოცდების მიზანია, გამოავლინოს კამუფლიაჟის მოდელების ოჯახობა, რომლებიც უკეთესად შეასრულებენ თავის დანიშნულებას, ვიდრე დღეს არსებული ფორმა, რომელიც ასევე ცნობილია UCP სახელით. ცალკეული მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, გარდამავალი ნახევრადტყიანი ან ძლიერტყიანი გარემოსთვის, როგორც წესი უკეთესათ მუშაობენ, ვიდრე ერთნახაზიანი ფორმა, რომელიც სამივე გარემოში სამუშაოდაა განკუთვნილი.
მორტლოკის თქმით, გამოცდების კრიტერიუმია "გამოვლენა და შერწყმა". ამ კრიტერიუმის სადაგობის გამოსავლენად, ჯარისკაცები სხვადასხვა ნიმუშების კამუფლიაჟს ცდიან სხვადასხვა მანძილზე, განათებაზე, ფონზე და მოძრაობაში. ჯარისკაცები რომლებიც მემიზნეებად არიან განსაზღვრულები, ცდილობენ გარემოს ფონზე გამოარჩიონ შენიღბული ჯარისკაცები.
როგორც გამოცდებმა აჩვენა, 25–50 მეტრის დიაპაზონში მნიშვნელობა აქვს კამუფლიაჟის დაფოთვლის სქემას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს გარემოსთან შერწყმაში. 50 მეტრის ზემოთ, სქემა მნიშვნელობას კარგავს და წინა პლანზე იწევს კამუფლიაჟის ძირითადი ფერები.
გამოცდების დასრულების შემდეგ, არმიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს დაიტოვოს ის კამუფლიაჟი რაც ახლა აქვს თუ ჩაანაცვლოს ის რომელიმე ახალი მოდელით. როგორც ვარიანტი განიხილება არმიისთვის გარდამავალი, საერთო შაბლონის მიღება, ხოლო სპეციალიზირებული, მშრალი და ტყის კლიმატისთვის განკუთვნილი ნიმუშები სარეზერვო იქნება, მანამ სანამ ქვედანაყოფის მეთაური არ მოითხოვს მათ გაცემას.

სამხედრო ჩექმებისა და კამუფლიაჟის მეცნიერულ კვლევებში, შექმნასა და გამოცდებშ ისეთი ორგანიზაციები და დაწესებულებები თანამშრომლობენ, როგორებიცაა – PEO Soldier, Army Test and Evaluation Command, Aberdeen Proving Ground (მერილენდის შტატი), Maneuver Center of Excellence, Fort Benning (ჯორჯიის შტატი), U.S. Army Training and Doctrine Command, Fort Eustis (ვირჯინიის შტატი) და Natick Soldier Research Development and Engineering Center, Natick (მასაჩუსეტსის შტატი). 

წყარო: