As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label არმია. Show all posts
Showing posts with label არმია. Show all posts
Friday, October 2, 2020
Thursday, June 28, 2018
ბრიტანეთის არმიის ტრანსფორმაცია ცივი ომიდან დღემდე - მცირედი სტატისტიკა
საინტერესო სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის არმიის კატასტროფულ შემცირებას ასახავს (წყარო - The Brit):
რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა 1990 წლიდან დღემდე 46%, ხოლო მოხალისეთა რაოდენობა 63% შემცირდა
რეგულარული არმიის და ტერდაცვის პოლკებისა და ბატალიონების რაოდენობის შემცირება
არმიის სტრუქტურული შემადგენლობის ცვლილება 1989 წლიდან დღემდე
საზღვაო ძალების ტექნიკის რაოდენობა 1990 წელს და ეხლა
Sunday, April 23, 2017
გერმანიის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტექნიკის ძირითადი სახეობების გამართულობა
გერმანულმა გამომცემლობა ZEIT ONLINE-მ თავის ვებ გვერდზე 2016 წელს გერმანიის არმიის ტექნიკის გამართულობის შესახებ რამოდენიმე საინტერესო გრაფიკი გამოაქვეყნა და ეს მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა.
ინფორმაციის თანახმად ბუნდესვერის გამართული ტექნიკის მდგომარეობა 30-70 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი გაფუჭებული ან დაზიანებულია და რემონტს ელოდება.
სატრანსპორტო თვითმფრინავი С-160 მწყობრში 29-იდან 18 ცალი (2014 წელს 43-იდან 21)
სატრანსპორტო თვითმფრინავი А400М მწყობრში 3-იდან 1 ცალი (2014 წელს არ იყო)
სატრანსპორტო ვერტმფრენი СН-53 მწოყბრში 42-დან 18 (2014 წელს 16-დან 7)
გამანადგურებელი Tornado მწყობრში 74-დან 28 (2014 წელს 66-დან 36)
გამანადგურებელი Eurofighter მწყობრში 79-დან 41 (2014 წელს 42-დან 8)
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot მწყობრში 10-დან 6 (2014 წელს 12-დან 7)
ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2 მწყობრში 167-დან 132 (2014 წელს 232-დან 232)
თვითმავალი გაუბიცა Panzerhaubitze 2000 მწყობრში 61-დან 41 (2014 წელს 76-დან 76)
ქსმ SPz Puma მწყობრში 48-დან 23 (2014 წელს არ იყო)
ჯტრ GTK Boxer მწყობრში 142-დან 102 (2014 წელს 70-დან 70)
მოიერიშე ვერტმფრენი KHS Tiger მწყობრში 27-დან 12 (2014 წელს 10-დან 10)
სატრანსპორტო-რაბრძოლო ვერტმფრენი NH-90 მწყობრში 29-დან 9 (2014 წელს 8-დან 2)
წყალქვეშა ნავი 212 A მწყობრში 4-დან 2 (2014 წელს 1-დან 1)
ფრეგატები მწყობრში 7-დან 7 (2014 წელს 8-დან 7)
კორვეტები K 130 მწყობრში 4-დან 3 (2014 წელს 2-დან 2)
ვერტმფრენები Mk 88 Sea Lynx მწყობრში 18-დან 5 (2014 წელს 18-დან 0)
ვერტმფრენები Mk 41 Sea King მწყობრში 14-დან 4 (2014 წელს 15-დან 3)
წყარო:
Wednesday, November 11, 2015
Saturday, May 24, 2014
აშშ–ს არმიის ახალი კამუფლიაჟი
აშშ–ს არმიის ახალი საველე ფორმა "Scorpion"
აშშ–ს არმიის ახალი უნიფორმისა და ეკიპირების კონკურსზე უკვე ვწერდი – აშშ–ს არმია ახალ ჩექმებსა და კამუფლიაჟს ცდის. როგორ ირკვევა უკვე აირჩიეს ახალი საველე ფორმა. ოფიციალურად ეს არ განცხადებულა, მაგრამ სერიული წარმოებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
აშშ–ს არმიის ახალი საველე ფორმა ეგრეთწოდებული "Scorpion"-ია, რომელიც 90–იანებიდან იღებს სათავსე, როდესაც ამერიკის არმიაში პროგრამა "Land Warrior"–ზე მიდიოდა მუშაობა, ხოლო შემდეგ 00–ინების დასაწყისში "Objective Force Warrior Program"–აში გადაინაცვლა, საბოლოოდ კი დღეს ფართოდ გავრცელებული "Multicam"–ს დაუდო საფუძველი.
შედარებისთვის – "Multicam" .........
..............და "Scorpion"
P.S. ფაქტიურად იგივე "Multicam"–ია, სავარაუდოდ ფულის გაკეთების ვარიანტი უფროა ვიდრე რაიმე ეფექტურობის მომატებისა.
წყარო:
Tuesday, April 8, 2014
აშშ–ს არმია ახალ ჩექმებსა და კამუფლიაჟს ცდის
ვირჯინიის შტატი, ფორტ BELVOIR – როგორც წესი ახალგაზრდა ჯარისკაცებს სურთ რომ მაგრად გამოიყურებოდნენ, მათგან განსხვავებით კანონმდებლებს ეკონომიკური სიიაფე და მაქსიმალური ეფექტურობა აინტერესებთ.
ჯარისკაცთა დაცვისა და ინდივიდუალური აღჭურვილობის პროექტ მენეჯერის, პოლკოვნიკ რობერტ მორტლოკის (Robert F. Mortlock) განცხადების თანახმად ის სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი თქმით პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი, მორგება, ფასი, გარემო პირობებისგან დაცვა და გამძლეობა.
ჩექმები ჯუგლებისთვის
რადგანაც აშშ–ს არმია წყნარი ოკიანის რეგიონისკენ ბრუნდება, ჯუნგლებისთვის მას ახალი ჩექმები ესაჭიროება. რამოდენიმე პროტოტიპის ტესტირება მომწოდებლის მიერ ამ წლის ზაფხულში დაიწყება – განაცხადა მროტლოკმა.
ჯუნგლების კარგი ჩექმები მალე უნდა შრებოდეს. ის ასევე უნდა იყოს მსუბუქი და უნდა სუნთქავდეს, რომ მინიმუმამდე შეამციროს მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის შედეგები. ჩექმის ლანჩი ტალახსა და ჭუჭყში მინიმალურად უნდა სრიალებდეს. ამას გარდა, ტყავი არ უნდა შრებოდეს და სკდებოდეს ხშირი დასველებისა და გაშრობის ციკლების გამო.
ჯუნგლების ჩექმების, და საერთოდ ყველა ჩექმის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტოს – ჯარისკაცთა მიერ მათი გამოყენების გამოცდილება და საფუძვლიანი ტესტირება წარმოადგენს.
"მომხმარებლის მიერ ამ საფუძვლიან გამოცდებს ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ, რომ დავრწმუნდეთ მათი აღჭურვილობის ხარისხში, რომელიც მათ უქმნის კომფორტს და საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინონ თავის ძირითად მისიაზე. ჩვენ ეს ნდობა ხანგრძილივი წლების განმავლობაშ მოვიპოვეთ" – განაცხადა მროტლოკმა.
ცხელი და ნოტიო (ჯუნგლების) კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმების ერთ–ერთი სახეობა, რომელიც ჯაირსკაცებმა ზაფხულში უნდა გამოცადონ
გაუმჯობესებული ჩექმები
ჩექმების დიზაინში ბოლო დროის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ეს არის "ლანჩის პირდაპირი დამაგრების" ხერხი. როგორც პოლკოვნიკმა მორტლოკმა ახსნა – ლანჩები, რომლებიც ჩექმაზე მიწებებულია თითქმის ნახევარი კილოთი მსუბუქია მიკერებულლანჩიან ჩექმებთან შედარებით. პირდაპირ მიწებებული ლანჩები ასევე ძნელად ცილდება ჩექმას, ხანგრძლივი, მძიმე გამოყენების შემდეგ.
მისივე თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ასეთი ხერხით შექმნილი ჩექმები ფეხის ტრამვებს ამცირებს, რადგანაც ის ფეხზე გადაცემულ შოკს ასუსტებს.
ასევე მნიშვნელოვანია "უნივერსალური ზომის" შემოღება. არმიის მოთხოვნით ყველა მწარმოებელი ვალდებულია ერთნაირი, უნივერსალური ზომის ჩექმები აწარმოოს. დღევანდელი მდგომარეობით ეს პრობლემას წარმოადგენს – ჯარისკაცმა იცის რომ მას აცვია 10.5 ზომის ჩექმა და სხვა მწარმოებლისგან, იგივე ზომის ჩექმის შეკვეთის დროს ხშირი შემთხვევაში მას ეს ჩექმები არ ერგება. "უნივერსალური ზომა" შეამცირებს ლოჯისტიკურ დანახარჯებს და ქვედანაყოფის დროს დაზოგავს – განმარტა მორტლოკმა.
კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არაა კავშირში უსაფრთხოებასა და კომფორტთან და რომელიც ჩექმების გარდა ყველა სისტემას ეხება, ეს არის ის რომ ჩექმები დამზადებული უნდა იყოს ამერიკაში წარმოებული ტექსტილისა და მასალებისგან. ამის შესახებ კანონის რატიფიცირება მოხდა 1941 წელს და მისი კოდია 10 USC 2533a. თუმცაღა ჯარისკაცებს აქვთ უფლება შეისყიდონ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მწარმოებლის ჩექმები, მთავარია ის ფორმის ტარების წესდების პირობებს აკმაყოფილებდეს.
აშშ–ს არმიაში ჯარისკაცს ორი სახეობის სტანდარტული ჩექმა ეძლევა – ერთი ცხელი, ხოლო მეორე ზომიერი კლიმატისთვის. სხვა სპეციალიზირებული ჩექმები კონკრეტული მისიების შემთხვევაში გაიცემა. ავღანეთში დისლოცირებულ ჯარისკაცებს სპეციალური, სამთო ჩექმები ეძლევათ, რომელიც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთიანი, უხეში რელიეფისთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ სამთო ჩექმის ორი სახეობა არსეობს – ცხელი და ზომიერი კლიმატისთვის.
ავიატორებსა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟს, სპეციალური, ცეცხლგამძლე ჩექმები ეძლევათ, რომლებიც მათ მისიას შეესაბამება. არსებობს ასევე შუალედური ცივი/სველი ამინდისა და ექსტრემალური ცივი კლიმატის ჩექმები.
ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები
ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები
ავიატორებისთვის და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე ჩექმები
სამთო ჩექმის ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
სამთო ჩექმის ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
კამუფლიაჟის სქემა
მორტლოკის განცხადების თანახმად – ამიამ ცოტა ხნის წინათ დაასრულა აშშ–ს არმიის ისტორიაში კამუფლიაჟის ყველაზე მაშტაბური გამოცდები, რომელშიც რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას.
მან ჯარისკაცის მისიაში კამუფლიაჟის მნიშვნელობა ახსნა:
"კამუფლიაჟის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მტერს არ ძალუძს მოკლას ან დაჭრას ის რასაც ვერ ხედავს" – ახსნა მორტლოკმა. "ჩვენ გვაქვს მტრის გერმოსთან მიახლოებული რაიონებიდან გამომცდელი ჯარისკაცების მოხსენებები და მათი თქმით მტერს არ შეუძია ამერიკელი ჯარისკაცების დანახვა. ეს კარგია".
მიუხედავად იმისა რომ ბევრი უკვე გაკეთდა, გამოცდები მაინც გაგრძელდება – განაცხადა მორტლოკმა. არმია აფასებს "ყველა სახეობას" და განიხილავს 2014 წლის ფინანსური წლის ავტორიზაციის კანონს, რათა დარწმუნდეს რომ ყველა კამუფლიაჟი სრულებით შეესაბამება NDAA–ს. NDAA–ს თანამხად, არმიას შეუძლია "არსებული ფორმები და ნიმუშები და ასევე დაქვემდებარებული სამსახურების ნიმუშების გამოიყენება".
ამ და მომავალ თვეში გამოცდები შემდეგ ადგილებში განხორციელდება – Fort Benning–ში (ჯორჯიის შტატი), Fort Polk–ში (ლუიზიანას შტატი) და Yuma Testing Ground–ში (არიზონას შტატი).
გამოცდების მიზანია, გამოავლინოს კამუფლიაჟის მოდელების ოჯახობა, რომლებიც უკეთესად შეასრულებენ თავის დანიშნულებას, ვიდრე დღეს არსებული ფორმა, რომელიც ასევე ცნობილია UCP სახელით. ცალკეული მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, გარდამავალი ნახევრადტყიანი ან ძლიერტყიანი გარემოსთვის, როგორც წესი უკეთესათ მუშაობენ, ვიდრე ერთნახაზიანი ფორმა, რომელიც სამივე გარემოში სამუშაოდაა განკუთვნილი.
მორტლოკის თქმით, გამოცდების კრიტერიუმია "გამოვლენა და შერწყმა". ამ კრიტერიუმის სადაგობის გამოსავლენად, ჯარისკაცები სხვადასხვა ნიმუშების კამუფლიაჟს ცდიან სხვადასხვა მანძილზე, განათებაზე, ფონზე და მოძრაობაში. ჯარისკაცები რომლებიც მემიზნეებად არიან განსაზღვრულები, ცდილობენ გარემოს ფონზე გამოარჩიონ შენიღბული ჯარისკაცები.
როგორც გამოცდებმა აჩვენა, 25–50 მეტრის დიაპაზონში მნიშვნელობა აქვს კამუფლიაჟის დაფოთვლის სქემას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს გარემოსთან შერწყმაში. 50 მეტრის ზემოთ, სქემა მნიშვნელობას კარგავს და წინა პლანზე იწევს კამუფლიაჟის ძირითადი ფერები.
გამოცდების დასრულების შემდეგ, არმიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს დაიტოვოს ის კამუფლიაჟი რაც ახლა აქვს თუ ჩაანაცვლოს ის რომელიმე ახალი მოდელით. როგორც ვარიანტი განიხილება არმიისთვის გარდამავალი, საერთო შაბლონის მიღება, ხოლო სპეციალიზირებული, მშრალი და ტყის კლიმატისთვის განკუთვნილი ნიმუშები სარეზერვო იქნება, მანამ სანამ ქვედანაყოფის მეთაური არ მოითხოვს მათ გაცემას.
სამხედრო ჩექმებისა და კამუფლიაჟის მეცნიერულ კვლევებში, შექმნასა და გამოცდებშ ისეთი ორგანიზაციები და დაწესებულებები თანამშრომლობენ, როგორებიცაა – PEO Soldier, Army Test and Evaluation Command, Aberdeen Proving Ground (მერილენდის შტატი), Maneuver Center of Excellence, Fort Benning (ჯორჯიის შტატი), U.S. Army Training and Doctrine Command, Fort Eustis (ვირჯინიის შტატი) და Natick Soldier Research Development and Engineering Center, Natick (მასაჩუსეტსის შტატი).
წყარო:
Saturday, June 29, 2013
აშშ–ს სახმელეთო ჯარების შემცირებისა და რეორგანიზაციის გეგმები
აშშ–ს არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა რეიმონდ ოდიერნომ, ვაშინგტონში 2013 წლის 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აშშ–ს სახმელეთო ჯარების 2014–2017 საფინანსო წლებში მოსალოდნელი შემცირებასა და რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა. გენერალმა არმიის მოსალოდნელი რეორგანიზაციას "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი საორგანიზაციო ცვლილება" უწოდა.
გენერალ ოდიერნოს განცხადებით, მოსალოდნელი შემცირება ეს 2011 წლის საბიუჯეტო აქტის (Budget Control Act of 2011) შედეგია და არანაირ კავშირში არაა ბიუჯეტის ახლანდელ სეკვესტრთან, თუმცა აღნიშნა რომ სეკვესტრის გაგრძელების შემთხვევაში ეს შემცირებები სავარაუდოდ უფრო ღრმა გახდება.
აშშ–ს სახმელეთო ძალები შემცირების შედეგად დღეს არსებული 570 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან 490 ათას სამხედრო მოსამსახურემდე ჩამოვა. რეორგანიზაციის ძირითადი ელემენტი დღეს არმიაში არსებული 45 რეგულარული საბრძოლო ბრიგადის (Brigade Combat Team - BCT) 32–მდე შემცირება გახდება (ჯერ–ჯერობით ცნობილია მხოლოდ 12 ბრიგადის შემცირების გეგმები, ერთი ბრიგადა არ დაზუსტებულა). აღსანიშნავია რომ, რეორგანიზაციის ძირითად საშუალებად ის ჯავშანსატანკო და ქვეითი ბრიგადები გახდებიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ორბატალიონიანი საშტატო სტრუქტურიდან სამბატალიონიან საშტატო სტრუქტურაზე გადასვლას ელიან. ამგვარად აშშ–ს სახმელეთო ძალების ბატალიონების საერთო რაოდენობა მხოლოდ ორით შემცირდება – 98–იდან 96–მდე (ან 95–მდე). ბრიგადებში ასევე გაძლიერდება საინჟინრო ქვედანაყოფები და საცეცხლე მხარდაჭერის ძალები.
დღეს არსებული 16 ჯავშანსატანკო ბრიგადის (ABCT, ყოფილი НВСТ), 21 ქვეითი ბრიგადისა (IBCT) და Stryker–ების 8 ბრიგადის (SBCT) ნაცვლად მომავალში სავარაუდოდ 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა (ABCT), 14 ქვეითიბრიგადა (IBCT) და 7 Stryker–ის ბრიგადა (SBCT) დარჩება. თუმცა გენერალ ოდიერნოს განცხადების თანახმად "მძიმე ბრიგადების" რაოდენობა შესაძლებელია გადაიხედოს მათი კიდევ უფრო შემცირების მიზნით. არაოფიციალური მონაცემებით, მომავალში შესაძლებელია კიდევ ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ქვეით ბრიგადად და ერთი ქვეითი ბრიგადის Stryker ბრიგადად გადაფორმირება.
ამგვარად, აშშ–ს არმიის სტრუქტურა კვლავ უბრუნდება "არმიის ტრანსფორმაცია"–მდელ მდგომარეობას (2003 წელს არმიაში 33 რეგულარული საბრძოლო ბრიგადა იყო). შესაბამისად ბრიგადების რაოდენობა დივიზიებში ოთხიდან სამამდე შემცირდება.
ცნობილია რომ აშშ–ს კონტინენტურ ნაწილზე შემცირებას შემდეგი ათი ბრიგადა ექვემდებარება:
- 3rd BCT, 1st Armored Division, Fort Bliss, Texas
- 4th BCT, 82nd Airborne Division, Fort Bragg, N.C.
- 4th BCT, 101st Airborne Division, Fort Campbell, Ky.
- 3rd BCT, 4th Infantry Division, Fort Carson, Colo.
- 3rd BCT, 10th Mountain Division, Fort Drum, N.Y.
- 4th BCT, 1st Cavalry Division, Fort Hood, Texas
- 3rd BCT, 1st Infantry Division, Fort Knox, Ky.
- 4th BCT, 1st Infantry Division, Fort Riley, Kan.
- 2nd BCT, 3rd Infantry Division, Fort Stewart, Ga.
- 4th Stryker Brigade Combat Team, 2nd Infantry Division, Joint Base Lewis-McChord, Wash.
ამგვარად აშშ–ს არმიის ათი დივიზია სამბრიგადიან საშტატო სტრუქტურაზე გადავა, პირველი ქვეითი დივიზია ორ ბრიგადას დაკარგავს, ხოლო 25–ე მსუბუქი ქვეითი დივიზია ოთხ ბრიგადას შეინარჩუნებს. ამას გარდა დასაშლელ ბრიგადებს შორის უკვე დაშლის პროცესში მყოფი, გერმანიაში დისლოცირებული ორი ცალკეული ბრიგადაც შეიყვანეს – 170th ВСТ (რომელიც 2012 წლის ბოლოსთვის იქნა დაშლილი) და 172nd BCT (დაიშლება 2013 წლის ოქტომბრისთვის). ასევე იგეგმება კიდევ ერთი ცალკეული ВСТ–ის დაშლა, მაგრამ კონკრეტული ბრიგადა ჯერ არ დასახელებულა.
აშშ–ს სახმელეთო ძალების ბრიგადების რეორგანიზაციი გრაფიკი
წყარო:
Monday, June 24, 2013
განტვირთვა ბრძოლის ველზე
ამერიკის არმია – Harlem Shake Heavy Edition
სირიის არმია – Syrian Army Soldiers Celebrating A Victory
P.S. ჯარისკაცი ყველგან ჯარისკაცია
Subscribe to:
Posts (Atom)






























.jpg)

.jpg)
.jpg)
.jpg)
