Thursday, July 19, 2012

ჩინური ავიამზიდი


ინტერნეტში გამოჩნდა ჩინური ავიამზიდის ახალი სურათები:



ჩინური ავიამზიდი ყოფილ საბჭოთა ავიამზიდ  "Варяг"-ის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში აღმოჩნდა და 1998 წელს ჩინეთში იქნა გაყიდული, სადაც მოხდა მისი გადაკეთება და საბოლოოდ ჩინურ მოთხოვნებთან ადაპტირება.


Rafale-ს სიმულატორი

გთავაზობთ ფრანგული გამანადგურებლის, Rafales-ს სიმულატორის რამოდენიმე ფოტოს:






P.S. 4 სიმულატორი ამჟამად განთავსებულია Saint-Dizier-ში, ხოლო 2  Landivisiau-ში, ყველა სიმულატორი F-3 დონეზეა მიყვანილი. სიმულატორები პრაქტიკულად სფერულ სიმულაციას ახდენენ და გააჩნიათ საკმაოდ მაღალი რეალისტური გამოსახულება.

Wednesday, July 18, 2012

შეცვლილი "Скорпион ЛША Б"

გამოფენა ТВМ-2012 წარმოდგენილი იქნა დაჯავშნული კოშკურით და მეტყვიამფრქვევის პლატფორმით აღჭურვილი "Скорпион ЛША Б", რაც ადრინდელ მოდელებზე შემჩნეული არ იყო.









ტანკ "БМ "Оплот"–ის ნახაზები

წარმოგიდგენთ უკრაინული ტანკის, БМ "Оплот"–ის (იგივე "Оплот-М" ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ "Объект 478ДУ9") რამოდენიმე საინტერესო ნახაზსს.










Sunday, July 15, 2012

რუსულმა მხარემ შეიძლება იტალიური Soldato Futuro შეისყიდოს


დასავლეთის მასმედიის ცნობების თანახმად (მაგალითად "Jane's Defence Weekly" ან ), იტალიური საწარმოო ჯგუფ Finmeccanica-ს უფროსი ჯუზეპე ორიმ, 8 ივლისს ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რომ რუსეთი და იტალია განიხილავენ რუსეთის მახრის მიერ იტალიური  Finmeccanica-ს მიერ შექმნილი მომავლის ჯარისკაცის (Soldato Futuro) სისტემის შესყიდვის საკითხს. ორსისმა განაცხადა რო მოლაპარაკება იტალიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს.
პროგრამა Future Soldier (Soldato Futuro) ხორციელდება იტალიის არმიის ინტერესებში 2004 წლიდან. სისტემის სათავო შემქმნელად Finmeccanica-ში შემავალი კომპანია Selex Galileo-ა, რომელმაც ამ პროგრამის ჩარჩოებში შექმნა მებრძოლის აღწურვილობის ინდივიდუალური "ციფრული" კომპლექტი Individual Combat Fire Control and Observation System. სისტემის პროტოტიპის გამოცდები 2007 წლიდან მიმდინარეობს, 2012 წლისათვის იტალიის არმიას 95 ცალი კომპლექტი მიეწოდა. საერთო ჯამში იტალიის არმია 1800 ცალ ასეთ კომლექტს მიიღებს, რომელთა მიწოდებაც ბრიგადა  Pinerolo-ში 2012 წელს უნდა დაიწყოს.

როგრამა Soldato Futuro-ს ფარგლებში შექმნილი ინდივიდუალური ციფრული აღჭურვილობა Individual Combat Fire Control and Observation System

Individual Combat Fire Control and Observation System შესდგება შემდეგი სისტემებისგან:

ASPIS - ცეცხლსასროლი იარაღის მრავალფუნქციური სამიზნე მოწყობილობა, რომელიც შესდგება დღის და ღამის სითბოვიზორული არხებისგან, ლაზერული სამიზნისგან, ასევე გააჩნია შესაძლებლობა  ჩაფხუტზე განთავსებული სამიზნე კომპლექს NIMOS-ზე ან შიდა პორტატიულ ტერმინალზე სამიზნედან გამოსახულების უკაბელო გადაცემისა. იტალიურ არმიაში ASPIS უნდა გახდეს 5,56მმ-იან შაშხანა Beretta ALX-160 საშტატო სამიზნე, რომელზეც შესაძლებელია 40მმ-ნი ყუმბარმტყორცნ GLX-160-ის დაყენება.



SCORPIO -40მმ-ნი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნ GLX-160-ის პორტატიული სამიზნე, რომელშიც შედის ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი, რომელსაც შეუძლია კომპლექტის სახვა ელემენტებისგან უკაბელო არხით გამიზვნიც მონაცემების მირება. სამიზნე გასროლილი ყუმბარების მართვადი აფეთქებაის განხორციელების საშუალებას იძლევა.