Saturday, October 12, 2019

დაზიანებული ირანული ტანკერი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 

დაზიანებული ირანული ტანკერის, Sabiti-ს, პირველი ფოტოები. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტანკერს წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის პორტ ჯიდადან 60 მილში ორი რაკეტა ესროლეს. პირადად რასაც ვუყურებ საერთოდ არ ჰგავს რაკეტის მიერ მიყენებულ დაზიანებას (იერიშის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - სარაკეტო იერიში ირანის საზღვაო ტანკერეზე)


Friday, October 11, 2019

დღის ფოტო - HMS Queen Elizabeth

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 

 ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდი HMS Queen Elizabeth (ფოტო გადიდებადია)

სარაკეტო იერიში ირანის საზღვაო ტანკერეზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 


მასმედიაში გავრცელებული ცნობებეის თანახმად, ჯიდასთან მცურავი ირანის ტანკერზე მომხდარი აფეთქების მიზეზად სარაკეტო დარტყმა დასახელდა.

ირანის საზღვაო ტანკერზე მომხდარი ორი აფეტქება სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. ტანკერი საუდის არაბეთის სანაპიროსთან, პორტ ჯიდას, მახლობლად ცურავდა. ამის შესახებ სააგენტო Tasnim-მა ირანის ეროვნულინავთობ კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა.

სააგენტოს თანახმად, აფეთქებებს ადგილობრივი დროით 05:00 და 05:20 საათზე ჰქონდა ადგილი.


ხომალდი ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიას ეკუთვნის. აფეთქების შედეგად დაზიანდა ორი ნავთობ რეზერვუარი, რის შედეგადაც ნავთობი წითელ ზღვაში მოხვდა. ეკიპაჟიდან არავინ დაზიანებულა.

ირანი სპარსეთის ყურის ჰსთ-ს გაძლიერებას განაგრძობს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც facebook-ის გვერდზე დაიწერა,  ირანამა სპარსეთის ყურეში ჰსთ-ს ახალი შტაბი გახსნა.


"სპარესთის ყურის ჰსთ-ს შტაბმა" 7 ოქტომბერს გახსნის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო ფუნქციონირება. ცერემონიალს გენერალ-მაიორი მუსავი დაესწრო.

ცენტრი ირანის მიერ წარმოებული უახლესი დაკვირვებისა და თვალთვალის ტექნოლოგიებითაა აღჭუერვილი.

საბრძოლო და მონიტორინგის პოზიციების აღჭურვილობისა და ტექნიკის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა ერთი საინტერესო დეტალი მაინც გავრცელდა - ქვემოთ ფოტოზე მოყვანილია ირანის მიერ წარმოებული და მათ მიერ ხელოვნების ნიმუშად შერაცხული 2D რადარი Keyhan (კოსმოსი), რომელიც სპარსერთის ყურის საჰაერო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს.


ადგილობრივი წარმოების Keyhan მსოფლიოში პირველი მობილური HF რადარია, რომელსაც ირანის მძლავრ ჰსთ ქსელში ადრეული გაფრთხილებისა და აღმოჩენის როლი ეკისრება.

Wednesday, October 9, 2019

ინერციული ნავიგაციის მწვერვალი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

AIRS (Advanced Inertial Reference Sphere - გაუმჯობესებული ინერციული სანავიგაციო სფერო)

ის რასაც ფოტოზე ხედავთ არაა მომავლის ფილმიდან გადმოტანილი მოწყობილობა - ეს ცივი ომის დროს ამერიკელების მიერ შექმნილი ინერციული სანავიგაციო მოწყობილობაა, რომელსაც  AIRS (Advanced Inertial Reference Sphere - გაუმჯობესებული ინერციული სანავიგაციო სფერო) ეწოდება. აღნიშნული მოწყობილობა საკონტინეტთაშოირს რაკეტა LGM-118A Peacekeeper-ზე გამოიყენებოდა და მას წარმოუდგენელ სიზუსტეს ანიჭებდა. თვითონ LGM-118A Peacekeeper წარმოადგენს ცივი ომის ეპოქის ამერიკის ბირთვული რაკეტების განვითარების მწვერვალს, მაგრამ ეს დონე საკმაოდ მაღალი ფასისა და გაწელილი ვადების ხარჯზე იქნა მიღწეული. 

ტექნიკოსი AIRS-ის ცურვადობას/ბალანნს ამოწმებს

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა რაკეტამ აჯობა მის ნაკლებად დახვეწილ თანამოძმეს - Minuteman III-ს და ამასთან იყო ძაან ბევრ ასპექტში გაუმჯობესებული და მისი სანავიგაციო სისტემის გული, AIRSი, ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიურ მქნილებას წარმოადგენდა, მისი მწყობრში დატოვების მთავარ მიზეზად სწორედ იმავე სისტემის მიერ მიღწეული სიზუსტე წარმოადგენდა.

აღნიშნული ფოტო მარტინ მილერის წიგნიდან "Weapons Of Mass Destruction: Specters Of The Nuclear Age"-დანაა ამოღებულ, რომელშიც ის ამ სფეროს შემდეგ დახასიათებას აძლევს:

"რაკეტა Peacekeeper-ში გამოყენებულ ინერციული დამიზნების მოდულს ტექნიკურად "Advanced Inertial Reference Sphere" (AIRS) ეწოდება. AIRS-ის შექმნით გადახედილი იქნა საკონტინენტთაშორისო რაკეტების სიზუსტის კონცეფცია. სფერო, იმის ნაცვლად, რომ კარდანულ საკიდარზე ყოფილიყო დამაგრებული, გარე კორპუსში ჩასხმულ ფტორნახშირბადის სითხეში დაცურავს. გიროსკოპები და აქსელერომეტრები სფეროს შიგნითაა მოთავსებული, შიგნითა ასევე განთავსებული სფეროს სტაბილური ორიენტაციის უზრუნველყოფისტვის განკუთვნილი სამი ჰიდრავლიკური საყრდენი კლაპანი და ტურბოტუმბო. სფერო 19 000 ცალკეული დეტალისგან შესდგება დ ამისი აწყობა უზარმაზარ შრომასთანაა დაკავშირებული".


სისტემა 9000 მილზე მფრენ რაკეტას 40 მეტრიან წრიულ ცდომილებას აძლევს (circular error probable - CEP). ინერციული ნავიგაციის სისტემის დრეიფი საათში 1,5 x 10 ^ -5 გრადუსს უტოლდება და ეს მონაცემი ინერციულ ნავიგაციაში უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს. თუმცა ის საკმაოდ ძვირიცაა - 1989 წელს, სფეროში განთავსებული ერთი აქსელერომეტრის (სფეროში ასეთი სულ სამია) ფასი  300 000 დოლარს შეადგენდა და მის დასამზადებლად ექვსი თვე იქნა დახარჯული. აღსანიშნავია რომ 89 წელს აწყობილი იქნა პირველი სფერო, ხოლო თვითონ LGM-118A Peacekeeper-ის ტიპის პირველი რაკეტები მწყობრში 1986 წელს ჩადგა და მათი საბრძოლო ფასეულობა ამ სანავიგაციო სისტემის გარეშე ნულის ტოლფასი იყო.

მარცხნივ - AIRS-ის საჩვენებელი მაკეტი, მარჯვნივ მისი აწყობის სხვადასხვა სტადია

დღეისთვის ინერციული ნავიგაციისთვუის ლაზერული გიროსკოპები გამოიყენება, რომლებიც ასევე კორექციას გარე წყაროებიდან (GPS ან ГЛОНАСС) იღებენ. მათი სიზუსტე გაცილებით მაღალია და ამასთან ისინი უფრო კომპაქტურები და მსუბუქები არიან, მაგრამ როგორც გარე წყაროების შესწორებებისგან დამოუკიდებელი სისტემა, AIRS, ინერციული ნავიგაციის განვითარების დასასრულია.

თანამედროვე, წრიულ-ლაზერული გიროსკოპული, სანავიგაციო სისტემა


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - This Isn't A Sci-Fi Prop, It's A Doomsday Navigator For America's Deadliest Cold War ICBM

რუსეთი, NATO და შავი ზღვის რეგიონი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

შავი ზღვა დასავლეთსა და რუსეთს შორის ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. 2014 წლისთვის, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, რეგიონში უკვე 20 წლის მანძლზე მიმდინარეობდა კონფლიქტები და რუსეთმა 2008 წლამდე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ოთხჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა.


2019 წლის მარტში, ბუქარესტში განხორციელებულ სამიტზე, რუმინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად - რუსეთი ასევე იყენებს ინფორმაციულ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საიდუმლო ინსტრუმენტებს, რათა განახორციელოს თავისი მიზნები, რომელთა მიხედვითაც შავი და აზოვის ზღვა უნდა გადაიქცეს ვირტუალურ შიდა სივრცედ, რომელზეც რუსეთს ექნება მოქმედების ისეთივე თავისუფლება, როგორიც მას დღეს კასპიის ზღვაში აქვს.

იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ცდილობენ დაიცვან თავი რუსეთის მტრული ჩარევისგან და სხვა შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორებისგან და იმავდროულად ევროკავშირის ან ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობა ან წევრობის სურვილი დიდ გავლენას ახდენს მათი ინტერესების თანხვედრასა ან შეუთანხმებლობაზე. ამ პირობებში დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ გაერკვნენ და საერთო ინტერესების დასაცავად განახორციელონ თანმიმდევრული პოლიტიკა, განახორციელონ საერთო მდგრადი სტრატეგია და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან არაკეთილმიზნობრივ გავლენასა და დაშინებას.

მნიშვნელოვანი შედეგები


შავ ზღვის პერიფერიებზე გავლენის აღდგენაში რუსეთისთვის თვითონ შავ ზღვას უკავია წამყვანი როლი.

  • რუსების მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზაციამ და სამხრეთ სამხედრო ოლქის შეიარაღებული შესაძლებლობების გაფართოვებამ, გააძლიერა მისი გავლენა რეგიონში და ასევე გაზარდა რუსული ძალის პროეცირების მაშტაბები ხმელთაშუაზღვასა და ლევანატზე.
  • მოსკოვის ძირითადი მიზნები რეგიონში არსებული ყველა ქვეყნის პირობების გათვალისწინებითაა შედგენილი და მათ რომელიმე ბლოკში გაერთიანებას და რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მავნებელი გავლენის წინაშე მათ დაუცველად დატოვებას ისახავს მიზნად.


რეგიონის ქვეყნების განსხვავებული და ხშირად საპირისპირო ინტერესები  რუსეთის გავლენისა და რეგიონში დაშინების დასაპირიპირებლად დასავლეთის მიერ ერთიანი მდგრადი სტრატეგიის შემუშავებას ართულებს.

  • დასავლეთის ნებისმიერი სტრატეგია პირველ რიგში საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, მავნე გავლენას და ჰიბრიდულ საფრთხეებს.
  • დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება.
  • შეკავების საიმედო სამხედრო პოზიცია არაა აუცილებელი რუსეთის შესაბამისი იყოს. რუსული რაკეტების საფრთხისგან დასაცავად მეწინავე სანაპირო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემების გაშლამ რუმინეთსა და ბულგარეთში, NATO-ს სწავლებების და უკრიანისთვის და საქართველოსთვის დახმარების გაფართოებამ, რათა ამათ მოახერხონ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, შეიძლება გააძლიეროს რეგიონალური შეკავების ძალისხმევა.
  • სპეციალური ორმხრივი პარტნიორობა თანხხმვედრი პრიორიტეტების სფეროში - კიდევ ერთი გზაა რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

რეკომენდაციები

  • რადგანაც არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების სუფთა სამხედრო გზით მოგვარების გზა, ამიტომ დასავლეთის ეფექტურმა სტრატეგიამ რეგიონის მოსახლეობის მიზნებთან მიმართებაში უკეთესი კონკურენცია უნდა გაუწიოს რუსეთს. ამისთვის აუცილებელია უფრო ეფექტური და უფრო ინტეგრირებული სტრატეგიული საკომუნიკაციო ძალისხმევა, და ასევე გააძლიერებს კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ძალისხმევას.
  • ასევე არსებობს შეკავების უფრო საიმედო და მდგრადი სამხედრო სისტემის აუცილებლობა. NATO-მ და მოკავშირეებმა იმის ნაცვლად რომ შეესაბამებოდნენ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებაზე, რეგიონებში შეუძლიათ შეკავების მიზნით გაშალონ მეწინავე ჰსთ და სანაპირო დაცვის სისტემები რუმინეთსა და ბულგრაეთში, რათა ეფექტურად შეაკავონ შავი ზღვიდან მომავალი რუსული სარაკეტო საფრთხე. უკრაინასთან და საქართველოსთან მუმდივი თანამშრომლობა მათი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ასევე დაეხმარება რეგიონალურ შეკავებას.
  • დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება
  • "ბრძოლის" შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გადატა - ეს კიდევ ერთი საშუალებაა. მოკავშირეებს და პარტნიორ-თანამოაზრეებს შეუძლიათ გამოავლინონ სხვა პრობლემატური რეგიონები, სადაც მოწყვლადი იქნება რუსული ინტერესები და შემდეგ მიანიშნონ კრემლს, რომ შავ ზღვაში შემდგომი აგრესიუოი ქმედებები გამოიწვევს სხვა რეგიონში მათი პოზიციების დასუსტებას.

Tuesday, October 8, 2019

ალჟირში აწყობილი პირველი Boxer

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ტვიტერზე არსებული ექაუნტი, KAD-GHANI, უკვე მეორედ ავრცელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალჟირმა გერმანული Boxer-ის აწყობა დაიწყო. ამჯერად წყაროს თანახმად უკვე ადგილზე აწყობილი Boxer-ის გამოსახულება წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ამის შესახებ არავინ არაფერს არ ამბობს, ამიტომ დაველოდოთ, იმედია მალე გახდება რამდენად რეალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.


ალჟირში გერმანული ტექნიკის წამროების დაწყების შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა:

აშშ-ს ფლოტი Hornet-ებს დაემშვიდობა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს ფლოტი საბოლოოდ დაემშვიდობა გამანადგურებელ Hornet-ს. როგორც პორტალი navaltoday.com იუწყება, 2 ოქტომბერს ვირჯინიის შტატში, ავიაბაზა Oceana-ზე, გაიმართა აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18C Hornet-ის ჩამოწერის საზეიმო ცერემონიალი.



გამანადგურებელი, საბორტე ნომრით "300", პირველი ფრენა 1988 წლის 14 ოქტომბერს განახორციელა და ფლორიდას შტატში, სესილ-ფილდზე ბაზირებულ გამანადგურებელთა 106-ე ესკადრილიას ეკუთვნოდა (106 Strike Fighter Squadron). 1988 წელს ასევე დაიბადა ლეიტენანტი ენდრიუ ჯალალი (Andrew Jalali), რომელომაც ბორტი "300" საბოლოოდ აწია ჰაერში. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მსველობისას F/A-18C Hornet-მა სამი F/A-18F Super Hornet-ის თანხლებით გამოსამშვიდობებელი ფრენა შეასრულა, რის შემდეგაც სასაფლაოზე გაემართა. აღსანიშნავია, რომ F/A-18C Hornet-ის ტიპის გამანადგურებლებს ჯერ ისევ იყენებს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი და მათ მოდერნიზაციასაც კი ახორციელებს.

ლეიტენანტი ენდრიუ ჯალალი ბორტ "300" ბოლო ფრენისთვის ამზადებს

საგემბანო გამანადგურებელი F/A-18 კომპანია McDonnel Douglas-მა 70-იან წლებში შეიმუშავა, რის შემდეგაც მანქანამ არაერთი მოდერნიზაცია განიცადა. ამ დორის განმავლობაში სულ გამოშვებული იქნა 2000 Hornet, რომლებიც მსახურობენ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსში და საზღვაო ძალებში და ასევე ავსტრალიის, ესპანეთის და კანადის საჰაერო ძალებში. 90-ინი წლების ბოლოს, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებმა ამ მანქანის ღრმა მოდერნიზაციის მიღება დაიწყეს, რომელიც  F/A-18 Super Hornet-ის სახელითაა ცნობილი.

Monday, October 7, 2019

სამხრეთ კორეული K-2 Black Panther-ას საჩვენებელი გამოსვლა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

სამხრეთ კორეის Т-80У და K2 სახმელეთო ძალების ფესტივალზე. 2019 წლის ოქტომბერი.


წყარო - 대한민국 육군의 K-2 흑표 전차

ტანკების ჯავშანდაცვა - NATO vs СССР



დასავლეთისა და აღმოსავლეთის სატანკო დაპირისპირებამ ცივ ომში ბევრი მითი შობა და ეს მითები არც ტანკებს არ დაჰკლებია. ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველა თავისი ნაწარმის რეკლამირებას ახორციელებდა, კიდევ უფრო უმატებდა ზღაპრებსა და მითებს და ყველაზე ბურუსით მოცულ ინფორმაციას მაინც ამ ტანკების დაცვა წარმოადგენდა.

მაშ ასე როგორ გამოიყურებოდა 70-80-იანი წლების იმ დროისთვის თანამედროვე საბჭოთა და NATO-ს ტანკერბის ჯავშანდაცვა. ქვემოთ მოყვანილია გასაჯაროვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილი. ცხრილის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - 70-იან წლებში საბჭოთა ტანკები უკეთესად იყო დაცული კინეტიკის წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთის ტანკების დაცვა კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო (ამგავრი კუთხით განვითარება დღესაც ახასიათებს დასავლეთის ტანკებს). 80-იან წლებში ეს უპირატესობა საბჭოთა ტანკებზე დინამიკური დაცვის დაყენებით იქნა ნიველირებული. დანარჩენი ციფერები კიდევ ცხრილში ნათლადაა ასახული.

ცხრილში მოცემულია ტანკების ჯავშანდაცვა და მათი შეიარაღებაში მიღების წელი და სხვა დეტალები (ცხრილი გადიდებადია)

რაც შეეხება თვითონ სატანკო ჭურვებს და ტსმრ-ებს - მათი მონაცემები და სხვა ინფოირმაცია მეორე ცხრილშია მოყვანილი. ის მცირედი უპირატესობა, რაც დასავლეთს ტსმრ-ებში ჰქონდათ, 80-იანებისთვის დინამიკური დაცვის დაყენებით სრულიად განულებული იქნა.



რაც შეეხება თვითონ ჯავშნის სტრუქტურას და მათი მოქმედების პრინციპებს, ბლოგზე ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მასალები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:

დღის ფიტო - მოუფიქრე სახელი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აი ასე - აიღებ და მთლიანად შედებ
(ფოტოზე იაპონური Type-16)

Sunday, October 6, 2019

სერბების მოდერნიზირებული БРДМ-2МС

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


როგორც ცნობილია სერბეთმა რუსეთისგან, 2016 წელს მიღწეული ხელშეკრულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უნდა მიიღოს 30 ცალი Т-72Б3, 30 ცალი БРДМ-2МС და ასევე სხვა სამხედრო ქონება. სერბეთმა 2017 წელს რუსეთისგან უსასყიდლოდ მიიღო 6 ცალი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი

აღნიშნული ტექნიკის გადაცემა უკვე რამდენიმე თვეა რაც დაიწყო, კერძოდ 29 ივნისს სერბეთის არმიას გადაეცა პირველი ათი ცალი БРДМ-2МС. გავრცელებული კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სერბებმა სრულიად განახლებული მანქანები მიიღეს - თანამედროვე ელექტრონული შიგთავსი, გაუმჯობესებული დაცვა (წინიდან 14,5 მმ-სგან, გვერდებზე 12,7 მმ-სგან), თუმცა თვითონ კომპოზიტური დაცვის ელემენტების დაყენება არც თუ ისე წარმატებულად გამოიყურება.

მანქანაში ასევე განახლდა ცეცხლის მართვის სისტემა, დაყენა ორ სიბრტყიანი სტაბილიზატორი, ახალი 150 ცხენისძალიანი დიზელის ძრავის წყალობით გაიზარდა სავალი მახასიათებლები.