მოკლედ დაგროვდა საკმაოდ დიდი ინფორმაცია ნატოსა და საბჭოთა კავშირის ტანკების ჯავშნის შესახებ, გადავწყვიტე მომეყარა ერთად თავი ამ ყველაფრისთვის და გამომექვეყნებინა. საუბარი ძირითადად წავა ტანკებზე რომლებიც 80–იანებამდე იყო სეწრიაში, ანუ ამერიკული Abrams-ისა და გერმანული Leopard-2–ის ეპოქამდელ პერიოდზე.
დავიწყოთ ამერიკული М60А1 (1962 წელი) / М60А3-ით (1978 წელი)
ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე ნაჩვენებმია ამერიკული ტანკის, M–60–ის კორპუსის წინა ზედა და ქვედა ჯავშანფილების ამოჭრის პროცესი და თვითონ ჯავშნის ნიმუშები.
ქვედა ჯავშანფილის ამოჭრის პროცესი
ამოჭრილი ზედა და ქვედა დეტალები
ქვედა დეტალიდან გამოღებული ჯავშანნიმუში
ტანკ M–60–ის ჯავშან სქემა. სქემა ჟურნალიდან Техника и Вооружение
"Крона"-ს ბატარეიკის სიმაღლე 48,5მმ–ია. ფოტოდან გამომდინარე კორპუსის წინა ქვედა ჯავშანნიმუშის სქემა 145მმ–ს არ აღემატება, რაც სრულებით შეესაბამება ჟურნალ ТиВ–ის მონაცემებს.
ამგვარად ვიცით M-60–ის ჯავშნის სისქეები და მათი დახრის კუთხეები, რაც გარდა ჟურნალების სქემებისა ფოტოფაქტებითაცაა დადასტურებული და შესაბამისად შეგვიძლია მათი სისქეების გამოთვლაც:
- კორპუსის წინა, ქვედა ჯავშანფილა
- მაქსიმალური სისქე 145მმ, დახრა 55 გრადუსი = 252,8მმ–ს.
- მინიმალური სისქე 85მმ, დახრა 55 გრადუსი = 148მმ–ს
- კორპუსის წინა, ზედა ჯავშანფილა – სისქე 93მმ, დახრა 65 გრადუსი = 220მმ–ს.
გავაგრძელოთ ბრიტანული Chieftain Mk 2-ით (1967 წელი – ჯავშანი არ შეცვლილა 80–იანებამდე)
ენთუზიაზისტების მიერ სპეციალურად გაზომილი Chieftain Mk 2-ის კორპუსის წინა ზედა და ქვედა დეტალების ჯავშნის სისქე.
კორპუსის წინა, ზედა ჯავშანდეტალი
კორპუსის წინა, ქვედა ჯავშანდეტალი
ტანკ Chieftain Mk 2-ის ჯავშან სქემა. სქემა ჟურნალიდან Техника и Вооружение
როგორც ვხედავთ ჟურნალის სქემა და ნატურალურ ობიექტზე გაზომილი მონაცემები ფაქტიურად იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს.
ამგვარად ვიცით Chieftain Mk 2-ის ჯავშნის სისქეები და მათი დახრის კუთხეები, რაც გარდა ჟურნალების სქემებისა ფოტოფაქტებითაცაა დადასტურებული და შესაბამისად შეგვიძლია მათი სისქეების გამოთვლაც:
- კორპუსის წინა ქვედა ჯავშანფილა – სისქე 77,9მმ, დახრა 45 გრადუსი = 110მმ–ს.
- კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილა – სისქე 83მმ, დახრა 72 გრადუსი = 268მმ-ს.
და ბოლოს საბჭთა Т-64, 72 და 80
Т–72–ისა (1973 წელი) და Т–64А–ს (1969 წელი) კორპუსის წინა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება (ყველა სქემა გადიდებადია)
Т–72–ისა (1973 წელი) და Т–64А–ს (1969 წელი) კორპუსის წინა ჯავშანდეტალი დახრილია 68 გრადუსით და მისი შემადგენლობა შემდეგნაირია – 80მმ ჯავშანფოლადი + 105მმ მინატექსტოლიტი + 20მმ ჯავშაფოლადი. წიგნ ЧВКБ-ს (Частные Вопросы Конечной Баллистики) თანახმად მინატექსტოლიტის მდგრადობის კოოფიციენტი 2,45–ს უდრის კინეტიკისთვის და 1,3 კუმულაციურისთვის (ანუ მისი რეალური სისქე ამ ციფრებზე უნდა გაიყოს).შესაბამისად გვაქვს შემდეგი ციფრები:
- 100მმ ჯავშანფოლადი (გარე და შიდა ფილები 80+20) 68 გრადუსზე = 267მმ
- 105მმ მინატექსტოლიტი 68 გრადუსზე = 280მმ.
მინატექსტოლიტის ფოლადის ექვივალენტში გადასაყვანად კინეტიკის წინააღმდეგ 280 უნდა გაიყოს 2,45–ზე = 114მმ
კუმულაციურის წინააღმდეგ გაყოფა ხდება 1,3–ზე = 215მმ.
მთლიანობაში:
- კინეტიკის წინააღმდეგ – 381მმ
- კუმულაციურის წინააღმდეგ – 482მმ
Т-80–ის (1976 წელი) კორპუსის წინა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება
იგივე ფორმულების გამოყენებით ვიღებთ შემდეგ მონაცემებს:- კინეტიკის წინააღმდეგ – 394მმ
- კუმულაციურის წინააღმდეგ – 495მმ
სუფთა ფოლადი (მინატექსტოლიტის გარეშე) 105მმ 68 გრადუსზე – 280მმ.
Т-72А–ის (1979 წელი) კორპუსის წინა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება
- კინეტიკის წინააღმდეგ – 407მმ
- კუმულაციურის წინააღმდეგ – 508მმ
სუფთა ფოლადი (მინატექსტოლიტის გარეშე) 110მმ 68 გრადუსზე = 293მმ
Т-80Б–ს (1978 წელი) კორპუსის წინა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება
- კინეტიკის წინააღმდეგ – 407მმ
- კუმულაციურის წინააღმდეგ – 508მმ
სუფთა ფოლადი (მინატექსტოლიტის გარეშე) 110მმ 68 გრადუსზე = 293მმ
ცხრილი წიგნიდან ЧВКБ (Частные Вопросы Конечной Баллистики)
ანუ შიფტენმა აჯობა?
ReplyDeleteგააჩნია რას – თი ამერიკულ M-60–ზე ამბობ, ზოგან ეს ჯობია და ზოგან ის, მაგრამ მთლიანობაში როგორც ჩანს დასავლეთს 80–იანებამდე ყველაზე დაცული M-60 ყავდა:
ReplyDeleteჩიფტენი:
წინა ქვედა – 110მმ–ს.
წინა ზედა ჯავშანფილა – 268მმ-ს.
M–60
წინა, ქვედა ჯავშანფილა 252,8დან –148მმმდე
წინა, ზედა ჯავშანფილა – 220მმ