JSF–ის პროგრამის კვირის მოვლენად ეჭვს გარეშეა რომ არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზა ლეიკისთვის პირველი F-35A–ს გადაცემა ითვლება. ავიაბაზა მომავალში აშშ–ს საჰაერო ძალების მთავარი სასწავლო ცენტრი გახდება. გამანადგურებლის საბორტე ნომერია 11-5030, ინდექსი LF, სერიული ნომერი AF-41. ამასთან პარალელურად ეს ბორტი მეასე აწყობილი F-35 და აშშ–ს საჰაერო ძალებისთვის გადაცემული 35–ე სერიული F-35A არის.
წლის ბოლომდე ლეიკის ავიაბაზას 16 გამანადგურებელი გადაეცემა.. მთლიანად 144 გამანადგურებლიანი დაჯგუფება ბაზაზე 2020 წლისთვის იქნება ფორმირებული.
ოფიციალურად პირველი F-35–ის მიღება 14 მარტს განახორციელეს, თუმცა მისი ჩვენება საზოგადოებისთვის 15–16 მარტს, ღია კარის დღის განმავლობაში მოხდება.
F-35A–ს ლეიკის ავიაბაზაზე ჩაფრენის ვიდეოსიუჟეტი
ამავდროულაგ ეგილინის ავიაბაზაზე სწავლება სრული დატვირთვით მიმდინარეობს
მაგალითად 25 თებერვალს ინგლისელმა პილოტმა პირველად განახორციელა F-35B–ეს მოკლე აფრენა და ვერტიკალური დაშვება
მაგალითად 25 თებერვალს ინგლისელმა პილოტმა პირველად განახორციელა F-35B–ეს მოკლე აფრენა და ვერტიკალური დაშვება
ასევე აღსანიშნავია რომ ავსტრალიელებმა უკვე ამოარჩიეს პირველი ორი მფრინავი, რომლებიც უახლოეს მომავალში აშშ–ში მომზადებას დაიწყებენ, ესენი არიან ესკადრილიის მეთაურები ენდიუ ჯექსონი და დევიდ ბელლი.
პროგრამის მონაწილე სხვა სხვა ქვეყნებსაცა აქვთ საამაყო – 11 მარტს აფრინდა პირველი F-35A (სერიული ნომერი AF-44, საბორტე ნომერი 11-5033), რომლის ფრთაც იტალიური ფირმა Alenia Aermacchi–ს კომპონენტებით იყო აღჭურვილი (წყარო – Alenia Aermacchi Made Wing Components Make First F-35 Flight), ხოლო მანამდე, 3 მარტს პირველი ფრენა განახორციელა F-35A (სერიული ნომერი AF-46, საბორტე ნომერი 11-5035), რომელიც კანადური ფირმის, Magellan Aerospace–ს წარმოებული ჰორიზონტალური ფრთასხმულობით იყო აღჭურვილი (წყარო – Magellan Aerospace - First F-35A Horizontal Tail Assembly Takes Flight).
ანუ ეს უბედური მიიღეს შეიარაღებაში? :დ
ReplyDeleterato ubeduri, jer baganea.
ReplyDeletedachi expedt naxui)))))
ReplyDeleteshen genadzvale bidzia babua codnashi