რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ სამხედრო ოლქში არტილერისტების მაშტაბური სწავლება დაიწყო, სწავლებაში 8500–მდე სამხედრო მოსამსახურე და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა ღებულობს მონაწილეობას. არტილერისტებმა წვრთნები ВДВ–ეს მაშტაბური ხტომების პარალელურად ხორციელდება (ВДВ–ეს სწავლების შესახებ უკვე ვწერდი – რუსეთის ВДВ – უმსხვილესი სადესანტო სწავლება ბოლო ოცი წლის განმავლობაში).
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიდან ხდება ცნობილი – "არტილერისტები 10 სხვადასხვა სასროლეთზე განახორციელებენ საცეცხლე მომზადებას".
ისინი დემონსტრირებას გაუკეთებენ თავიანთ ტაქტიკურ, ტექნიკურ და სპეციალურ ცოდნას და განახორციელებენ 50–ზე მეტ საველე მანევრს.
"ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს 8500 არტილერისტი და დიდი რაოდენობით საარტილერიო, სარაკეტო, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ზცრს БМ-21 "Град-М", БМ-27 "Ураган" და БМ-30 "Смерч", 152მმ–ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С19 "Мста-С", 120მმ–ნი თვითმავალი უნივერსალური სარტილერიო დანადგარი "Нона" და 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი "Рапира"" – ნათქვამისა განცხადებაში.
განცხადების თანახმად "სროლები განხორციელდება 2 კილომეტრიდან 10 კილომეტრის დიაპაზონში, როგორც ღია ასევე დახურული პოზიციებიდან, სხვადასხვა ჭურვების გამოყენებით. სწავლების ნახევარი ღამე ჩატარდება. სავარჯიშოების ძირითადი მიზანია დაიხვეწოს არტილერისტებსა, მოტოქვეითებსა, სატანკო, საჰაერო–სადესანტო და სადესანტო ჯარებს შორის სახეობათაშორისი ურთიერთქმედება".
ეს საარტილერიო წვრთნები საჰაერო–სადესანტო ჯარების წვრთნების პარალელურად მიმდინარეობს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ რეგიონში ხორციელდება და რომლის დროსაც, როსტოვში მდებარე პოლიგონზე განხორციელდა ერთდროულად 1500 მედესანტის პარაშუტით ხტომა შეთანხმებული გაშლა.
ამ სადესანტო სწავლებებში, რომელიც პარასკევამდე გაგრძელდება, მონაწილეობას ღებულობს 4000–მდე სამხედრო მოსამსახურე, 36 სატრანსპორტო თვითმფრინავი და 500–მდე საბრძოლო მანქანა.
წყარო:
No comments:
Post a Comment