Kongsberg PROTECTOR MCT-30–ით აღჭურვილი Stryker–ი
ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი – 9 თებერვალს, კულიჯის სასროლეთზე (Coolidge Range) აშშ–ს "მძიმე სისტემების დივიზიონმა " (Heavy Systems Branch) განახორციელა ჯტრ Stryker–ის ლეტალურობის გაზრდის ცოცხალი დემონსტრირება.
ლეტალურობის გაზრდა მიიღწევა, მანქანაზე 30მმ–ნი, ავტომატური ქვემეხის დაყენებით. ახალ ქვემეხთან ერთად სასროლეთზე ასევე მოხდა მეორე, 0,50 (12,7მმ) კალიბრიანი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი Stryker–ის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებაც. ორივე შემთხვევაში მანქანებზე Kongsberg–ის საბრძოლო კოშკურები იდგა, პირველ მანქანაზე 30მმ ქვემეხით აღჭურვილი Kongsberg PROTECTOR MCT-30, ხოლო მეორეზე 0,50 (12,7მმ) ტყვიამფრქვევიანი Kongsberg M151 PROTECTOR.
სროლების დროს, 30მმ–იანმა სისტემამ, დემონსტრირება გაუკეთა 800 მეტრიდან 1525 მეტრამდე მიზნის ზუსტად დაზიანების შესაძლებლობას. როგორც მძიმე სისტემების განყოფილების (Heavy Systems Branch MRD) ხელმძღვანელმა, სკოდ დებოლტმა (Scott DeBolt) განაცხადა "ეს ის სასიკვდილო უპირატესობის ძალაა, რომელითაც ჩვენ გვინდა რომ, ჩვენი ძალები იყვნენ აღჭურვილნი". "მას გააჩნია ლეტალურობა, მობილურობა, დაცვა და გადარჩენადობა. როდესაც ჩვენ ვართ კონტაქტში, ჩვენ არ გვინდა რომ ეს 40 წუთი გაგრძელდეს, როდესაც შეიძლება რო კონტაქტი მხოლოდ 40 წამი გაგრძელდეს. ეს მანქანა იძლევა საშუალებას რომ მტერთან კონტაქტის ხანგრძლივობა 40 წამამდე იქნას დაყვანილი" – დასძინე დებოლტმა. მისივე თქმით დემონსტრაციამ წარმატებულად ჩაიარა – "გასროლილი 30მმ–ნი 5 ჭურვიდან 4 მიზანს მოხვდა".
"კომპლექსმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა. სროლებმა 600–იდან 1550 მეტრამდე მიზანში სროლის მაღალი სიზუსტე აჩვენა, როდესაც 5 ჭურვიანი ჯერის დროს, ოთხმა მიზანი დააზიანა, ეს შესანიშნავაი" – აღნიშნა დებოლტმა.
30მმ–იან სისტემას შეუძია 2000 მეტრზე დიდი სიზუსტით დააზიანოს სამიზნეები. ამ ქვემეხიდან სხვადასხვა სამხედრო წყაროს ჭურვების გასროლა შეიძლება, მათ შორისა ვერტმფრენ Apache–ს 30მმ–ინი ჭურვებიც.
დებოლტის თქმით "დემონსტრაციას უამრავი სამხედრო მაღალჩინოსანი ესწრებოდა და ახალი კომპლექსის საცეცხლე შესაძლებლობებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა".
Kongsberg PROTECTOR MCT-30–ით აღჭურვილი Stryker–ი
Kongsberg PROTECTOR MCT-30–ით აღჭურვილი Stryker–ი კულიჯის სასროლეთზე სადემონსტრაციო სროლების დროს (ფოტო გადიდებადია)
Kongsberg PROTECTOR MCT-30–ით აღჭურვილი Stryker–ი კულიჯის სასროლეთზე სადემონსტრაციო სროლების ვიდეო
წყარო:
No comments:
Post a Comment