Tuesday, March 11, 2014

ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“

ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ „ჩრდილო მუჰამადაბადში“ წმენდის ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“ ჩაატარეს. ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
31-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა, რათა მოწინააღმდეგეს დასახლებული პუნქტიდან გასვლის,მომაკვდინებელი მასალის გატანისა და სხვა დაჯგუფებების დახმარების საშუალება არ მისცემოდა. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა („შურა“) გამართეს. „შურას“ დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. „ალფა“ ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.
„გრიფონი III“ 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას „ალფა“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან „ოსპრი“-ს და „ჩინოკი“-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. 
ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.
„გრიფონი III“ წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა „ლეზერნეკზე“ მშვიდობით დაბრუნდნენ.
„გრიფონი III” იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

Operation "Griffon III" 

Military servicemen of the 31st battalion conducted a clearing operation dubbed "Griffon III" in the village of North Muhamabad in Helmand Province, Afghanistan. The goal of the operation was to suppress the feasible organized attack from the adversary. 
"Alfa" company of the 31st battalion isolated the village with the support of the U.S. military servicemen in order to prevent the enemy from leaving the village, carry the lethal materials with them and get the support from other groups as well. After isolating the village, the Georgian soldiers held "Shura" with the local population and discussed the existing problems, security issues and future cooperation. "Alfa" company provided the first medical aid to the villagers and granted them presents. 
"Griffin III" lasted for 12 hours. The operation with participation of 130 Georgian and 14 U.S. military servicemen was commanded by Captain Zaza Gorgodze. 24 MRAPs were also involved in the operation with the air support of "Osprey" and two "Chinooks". It was supervised by LTC Giorgi Meshveliani and Commander of the tactical grouping Col Peter Baumgarten. 
After the successful operation "Griffon III" military servicemen returned to camp "Leatherneck". 
"Griffon III" is from the series of operations aimed at full controlling the area of operations. The preperation, planning and implementation of the operation received high evaluation from the US side.



ვიდეო სიუჟეტი

წყარო:
ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“

No comments:

Post a Comment