Wednesday, March 12, 2014

ინდოეთის Т-90С–ების მოდერნიზაციის პროგრამა

როგორც Defense News იუწყება – უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 600 ცალი ძირითადი საბრძოლო ტანკის, Т-90С-ის მოდერნიზაციის ტენდერი გამოაცხადა. ამ მიზნებისთვის 250 მილიონი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ტენდერში სამონაწილეოდ მოწვევები მხოლოდ ეროვნულ თავდაცვით კომპანიებს გაუგზავნეს. ინდოეთის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობის გეგმების თანახმად, ტანკ Т-90С-ის მოდერნიზაცია სამ წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
მოდერნიზირებულმა Т-90С-ებმა უნდა მიიღონ კონდიციონირების სისტემები, რომელთა შექმნითაც ინდოეთის თავდაცვითი წარმოებისა და კვლევების ორგანიზაციაა (DRDO) დაკავებული. ამას გარდა დაგეგმილია ტანკზე არსებული დაცვის სისტემების, სანავიგაციო მოწყობილობებისა, სამიზნე თბოხედვისა და ცეცხლის მართვის სისტემების შეცვლა. ტენდერის გამოცხადება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთმა და ინდოეთმა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ადრე DRDO–მ რამდენჯერმე უკვე მიიღო ინდოეთის თავდაცვის სამინისტროსგან Т-90С–ზე კონდიციონერის დაყენების დავალება, მაგრამ ეს სამუშაოები არ იქნა დასრულებული, რადგანაც რუსეთმა ინდოელ სპეციალისტებს აუკრძალა ტანკის კონსტრუქციაში ჩარევა. აკრძალვის მიზეზი ინტელექტუალური უფლებების დაცვა გახდა. ამი მერე ინდურმა მხარემ რუსეთს მიმართა თხოვნით აღეჭურვათ Т-90–ები კონდიციონერებით, მაგრამ სამუშაოების გატარების შესახებ კონტრაქტს ხელი არ მოეწერა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ 2001 წელს რუსეთში 310 ცალი Т-90С შეიძინა, საიდანაც 190 ცალი ლიცენზიით ავადში მდებარე ინდოეთის საწარმოში იქნა გამოშვებული 2007 წელს ინდოელმა სამხედროებმა დამატებით 330 ცალი ტანკი შეიძინეს. როგორც Defense News იუწყება – ინდური არმია უკმაყოფილოა ტანკზე არსებული თბოხედვის კომპლექსის გაუმართაობით, რომელიც ცხელ კლიმატში ცუდად მუშაობს. როგორც ირკვევა ინდურმა მხარემ თავიდანვე კონდიციონერების გარეშე შეისყიდა რუსული ტანკები, რაც გარდა თბოხედვის სისტემებისა ეკიპაჟზეც უარყოფითად მოქმედებს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა ამ ტანკების მოდერნიზაცია სხვა ფაქტორებმაც განაპირობეს, კერძოდ უდაბნო რაჯასტანში (Rajasthan) ინდოელმა სამხედროებმა ჩაატარეს რუსული Т-90С–ისა და ადგილობრივი წარმოების Arjun Mk-1–ის შედარებითი გამოცდები, რომლის დროსაც ინდურმა ტანკა ცეცხლის მართვის სისტემებში უპირატესობა აჩვენა. რის შემდეგაც ინდოეთის არმიამ 124 ცალი Arjun Mk-1 შეუკვეთა. ასევე ბოლო დროს დამატებით შეკვეთილი იქნა ამ ტანკის 124 ცალი გაუმჯობესებული,  Mk-2 ვარიანტი, რომელტა მიწოდებაც 2016 წელს უნდა დაიწყოს (ინდოეთი სავარაუდოდ Arjun–Mk2–ის წარმოებას დაიწყებს).
მთლიანობაში  2020 წლისათვის ინდოეთის არმია გეგმავს 1657 ცალი Т–90С შეიძინოს, საიდანაც ათასი ცალი ინდოეთში უნდა იქნას აწყობილი. 1000 ცალი მანქანის წარმოების კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თუმცა მათი წარმოება ჯერ არ დაწყებულა, რადგანაც რუსულმა მხარემ ინდოეთს ტექნოლოგიების მხოლოდ 40% გადასცა.


წყარო:

No comments:

Post a Comment