пятница, 10 мая 2019 г.

დღის ფოტო - A-10 Thunderbolt II

ფოტოები Arizona Airshow 2019-იდან, ფოტოს ავტორი Marco Spuyman. დამატებით აღვნიშნავ რომ დღეს A-10 იუბილარია - 47 წლის წინ, 1972 წლის 10 მაისს, მოიერიშის პროტოტიპმა პირველი ფრენა განახორციელა

четверг, 9 мая 2019 г.

Hellfire R9X - ცნობილი ტსმრ-ის საიდუმლო მოდიფიკაცია

აშშ-ს მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკვეთით Lockheed Martin-მა, ზუსტი დარტყმებისთვის, Hellfire-ს საიდუმლო მოდიფიკაცია, სახელწოდებით Hellfire R9X, შექმნა. აღნიშნული რაკეტა სამიზნეს აფეთქების გარეშე ანადგურებს, რითაც რადიკალურად ამცირებს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში.



როგორც პენტაგონი, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამ იარაღის არსებობის და გამოყენების ფაქტებს, საგულდაგულოდ მალავდნენ. რაკეტა Hellfire-ეს ბაზაზეა შექმნილი და მას ინერტული საბრძოლო ქობინი გააჩნია და მოხვედრისას ის არ ფეთქდება. აფეთქების ნაცვლად ის იყენებს საკუთარ წონას, რომელიც 100 ფუნტს (45 კილოს) უტოლდება, რათა გაანგრიოს ავტომანქანების ან შენობების სახურავები და გაანადგუროს სამიზნე ისე, რომ ახლოს მყოფი ადამიანები არ დააზიანოს.

მაღალჩინოსნების განცხადების თანახმად - "სამიზნეზე ამ რაკეტის მოხვედრა გრდემლის მოხვედრის ეფექტს ქმნის. მაგრამ ახალი რაკეტა კინეტიკური ეფექტის გარდა სხვა სიურპრიზითაც არის აღჭურვილი - რაკეტის ქობინი ექვსი გრძელი მჭრელი პირისგან შესდგება, რომლებიც კორპუსის შიგნითაა შეკეცეილი. პირები სამიზნესთან შეხვედრამდე რამდენიმე წამით ადრე იხსნება და თავის გაზაზე ყველაფერს ანადგურებს".

ალ-ქაიდას მეთაურის მოადგილის - აბუ კჰაირ ალ-მასრის (Abu Khayr al-Masri) ავტომანქანა. მანქანის სახურავს Hellfire R9X-ის მჭრელი პირების კვალი ეტყობა. რაკეტამ სამიზნე წარმატებით გაანადგურა

შედარებისთვის ჩვეულებრივი ქობინით განადგურებული ავტომანქანა

საიდუმლო იარაღის და მისი გამოყენების შესახებ დეტალები ათზე მეტმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა. ამ რაკეტის შექმინსა და გამოყენების ინფორმაცია ადრე საიდუმლოს წარმოადგენდა - თუმცა მისი არსებობა მთელი რიგი სპეკულაციების მიზეზი გახდა.

R9X-ის შესახებ მცირე წრემ იცოდა და მას, მისი მჭრელი პირების გამო, რომლებსაც შეუძლია გაჭრან მანქანაცა და შენობაც, ზედმეტსახელად "მფრინავ გინსუ" (“The flying Ginsu” - Ginsu სამზარეულო დანების მარკაა) უწოდეს. რაკეტის მეორე ზედმეტსახელად "ნინძას ბომბა" (Ninja bomb) ეწოდა.

თვითონ ამ რაკეტის შექმნა პრეზიდენტ ობამას დროს მოხდა. მისი მმართველობის დროს აშშ-ს საჰაერო იერიშების დროს სამოქალაქო მოსახლეობაში დანაკარგების შემცირებას დიდი ყურადღება ეთმობოდა.

წყარო:

100 000 ტონა დემოკრატია ირანისკენ მიემართება

დღეს - ტიკენდეროგას ტიპის კრეისერი და ნიმიცის ტიპის ავიამზიდი სუეცის არხის გავლის მომენტში

среда, 8 мая 2019 г.

კონვერტოპლან Leonardo AW609-ის სერიული წარმოება დაიწყო

აპრილის მეორე ნახევარში კომოანია Leonardo-მ თავისი ამბიციური ნაწარმის - კონვერტოპლან AW609-ის პირველი სერიული მანქანის აწყობა დაიწყო.



AW609 ეს სამოქალაქო კონვერტირებადი ვერტმფრენი იქნება - მსგავს ტექნოილოგიებს უკვე თითქმის 20 წელია იყენებს ამერიკული სამხედრო V-22 Osprey. თავისი სამხედრო მოძმისგან განსხვავებით, სამოქალაქო ვერსია შედარებით მცირე ზომისაა, მასში 9 მგზავრისა და ეკიპაჟის ორი წევრის განთავსება იქნება შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვან განმასხვავებელ მახასიათებლად AW609-ის ჰერმეტული კაბინა წარმოადგენს - რომელში სათანადო წნევა იქნება უზრუნველყოფილი, რისი წყალობითაც მას შეეძლება 25 000 ფუტის (7620 მეტრი) სიმაღლეზე ფრენა - რაც ფაქტიურად ნებისმიერ უამინდობაზე მაღლაა.

Leonardo-ს განცხადების თანახმად - AW609-ის პირველი სერიული მანქანის აწყობა აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში მდებარე ქარხანაში აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშნ ამ წლის ბოლო აპარატი სამაოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს სერტიფიცირებას გაივლის და მწყობრში 2020 წელს ჩადგება.


Osprey-ს მსგავსად, AW609-ის შექმქნასაც ტრაგედია ახლდა თან - Osprey-ს რეპუტაცია 1992 და 2000 წლის სასიკვდილო კატასტროფებმა შელახეს. მის მსგავსად AW609-მაც განიცადა ავარია 2015 წელს, რომელსაც 2 პილოტი შეეწირა. მაგრამ დღეისთვის ეს სირთულეები გადალახულია და Leonardo დიდ იმედებს ამყარებს თავის AW609-ზე.

მოტრიალებადი ხრახნის კონცეფციას ჩვეულებრივ ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გააჩნია. ის თავისთავში აერთიანებს ვერტიკალურად აფრენისა, დაფრენის და ჰაერში ლივლივის და თვითმფრინავივით სწრაფად ფრენის  შესაძლებლობებს. როგორც ჩანს AW609 შეიქმნა დაზარალებულების სწრაფი ევაკუაციისთვის, სამაშველო-სამძებრო ოპერაციებისა და სამსახურებრივი ფრენებისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი ასპექტი, რამაც შეიძლება AW609-ს გაყიდვები შეაფერხოს - ეს მისი ღირებულებაა, რომელიც 25 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მსგავსი კლასის ვერტმფრენის ღირებულებას. ეს რა თქმა უნდა ისეთი კლიენტისთვის, როგორიცაა გაერთიანებული საემირო, პრობლემას არ წარმოადგენს - სწორედ ამიტომ აღნიშნული არაბული სახელმწიფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოცდების დასრულებამდე გააკეთა სამი ცალი AW609-ის შეკვეთა (სამივე სამაშველო-სამძებრო აღჭურვილობით). აშშ-ში პირველი მყიდველი ტეხასში ბაზირებული Era Group გახდება - კომპანია მომავალ წელს ორ ცალ AW609 მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ ავიაკომპანია Nakanihon Air Service სწავლობს კონვერტოპლანის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურებებში გამოყერნების შესაძლებლობას.


წყარო - Scramble Magazine

вторник, 7 мая 2019 г.

რუსული Искандер - რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაზე ერთდროულად დგას

4 მაისს, ჩრდილოეთ კოერამ თავისი ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის სროლები განახორციელა. პირველად რაკეტა საზოგადოებას 2018 წლის თბერვალში, ფხენიანში გამართულ აღლუმზე წარუდგინეს. თუმცაღა რაკეტის გამოცდები წელიწადნახევრის დაგვიანებით განხორციელდა - როგორც ცნობილია ჩრდილოეთ კორეა 2017 წლიდან ბალისტიკური გამოცდებისგან თავს იკავებდა. გამოცდებზე რაკეტამ 220 კილომეტრზე გაანადგურა სამიზნე.

ჩრდილოეთ კორეის ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის საცეცხლე გამოცდები

ხო და ერთი საინტერესო ანომალიას ჰქოინდა ადგილი - რაკეტა სასწაულად ჰგავს რუსულ "Искандер"-ს. ანომალია კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მსგავსი ფორმების რაკეტა აქვს სამხრეთ კორეასაც, სახელწოდებით "Hyunmoo-2".

მარცხნიდან მარჯვნივ - სამხრეთ კორეული "Hyunmoo-2", რუსული "Искандер" და ჩრდილოეთ კორეის ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა 

ფაქტია რომ რუსეთი და სამხრეთ კორეა უკვე 15-20 წელია სერიოზულად თანამშრომლობენ სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში (მაგალითად რუსების დახმარებით შექმნილი სამხრეთ კორეული ჰსთ კომპლექსი Cheongung M-SAM). ასევე არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ზურგს უკანაც დიდი ხანია ბნელ საქმეებს აწყობს. 

არსებობს კიდევ მეორე ვერსიაც - უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "Грім". რომელიც ასევე მსგავსი გარეგანი იერით ხასიათდება და ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინელები ხშირად გახვევიან სკანდალში აკრძალული ქვეყნებისთვის ტექნოლოგიების გადაცემის გამო. ასე რომ წადი და გაიგე რეალურად ვისი-ვისაშია.