4 მაისს, ჩრდილოეთ კოერამ თავისი ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის სროლები განახორციელა. პირველად რაკეტა საზოგადოებას 2018 წლის თბერვალში, ფხენიანში გამართულ აღლუმზე წარუდგინეს. თუმცაღა რაკეტის გამოცდები წელიწადნახევრის დაგვიანებით განხორციელდა - როგორც ცნობილია ჩრდილოეთ კორეა 2017 წლიდან ბალისტიკური გამოცდებისგან თავს იკავებდა. გამოცდებზე რაკეტამ 220 კილომეტრზე გაანადგურა სამიზნე.
ჩრდილოეთ კორეის ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის საცეცხლე გამოცდები
ხო და ერთი საინტერესო ანომალიას ჰქოინდა ადგილი - რაკეტა სასწაულად ჰგავს რუსულ "Искандер"-ს. ანომალია კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მსგავსი ფორმების რაკეტა აქვს სამხრეთ კორეასაც, სახელწოდებით "Hyunmoo-2".
მარცხნიდან მარჯვნივ - სამხრეთ კორეული "Hyunmoo-2", რუსული "Искандер" და ჩრდილოეთ კორეის ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა
ფაქტია რომ რუსეთი და სამხრეთ კორეა უკვე 15-20 წელია სერიოზულად თანამშრომლობენ სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში (მაგალითად რუსების დახმარებით შექმნილი სამხრეთ კორეული ჰსთ კომპლექსი Cheongung M-SAM). ასევე არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ზურგს უკანაც დიდი ხანია ბნელ საქმეებს აწყობს.
არსებობს კიდევ მეორე ვერსიაც - უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "Грім". რომელიც ასევე მსგავსი გარეგანი იერით ხასიათდება და ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინელები ხშირად გახვევიან სკანდალში აკრძალული ქვეყნებისთვის ტექნოლოგიების გადაცემის გამო. ასე რომ წადი და გაიგე რეალურად ვისი-ვისაშია.
No comments:
Post a Comment